განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
330100119003084638
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3068-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ს------------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-----–-------------------- - დაბადებული 1----–-–-----------------------------–----------–--------------------------- დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ს--------------------------–---------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------–------------–--

ადვოკატი - გ------------------

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის 1-ლი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

2016 წლის აპრილის თვიდან ა-----–---------- და მ----------------–--- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ამავე პერიოდში, ისინი სამუშაოდ გაემგზავრნენ-----------------------–---–-, სადაც ა-----–----------, თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატურად, ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, მ----------------–---ზე.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ა-----–----------მ განაგრძო მ----------------–---ს მიმართ სისტემატურად ფიზიკურად ძალადობა, რაც პერიოდულად გაგრძელდა 2017 წლის განმავლობაში.

2018 წლის იანვრის თვეში, საღამოს საათებში, ა-----–----------მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თ---–--–-----------------------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, იმ მიზეზით, თუ რატომ დახარჯა ფული მ----------------–---მ ოჯახის საჭიროებისათვის და არ გადასცა მას ბიზნესის დასაწყებად, დაუწყო ჩხუბი, დააგდო იატაკზე და ფეხით სცემა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის თებერვლის თვეში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თ---–--–-----------------------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, კვლავ ფულის საოჯახო საჭიროებებისათვის განკარგვის გამო, მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის მარტის თვეში, თ---–--–-----------------------–------------–-, ა-----–----------მ ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმ მიზეზით, რომ მ----------------–---ს ვითომდა სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა, დააგდო იატაკზე და სახეში ჩაარტყა წიხლი, რის გამოც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.

2019 წლის 3-4 აპრილის ღამეს, ა-----–---------- ნასვამ მდგომარეობაში მივიდა თ---–--–-----------------------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მ----------------–---სთან ერთად დახვდა მისი და, თ----------------–---. იმის გამო, რომ ა-----–----------მ უმიზეზოდ დაიწყო ყვირილი, თ---------------–---- მას შენიშვნა მისცა, რაზეც გაღიზიანებული მ----------------–---ს ხელით თმებში სწვდა, კედელზე მიანარცხა და ცდილობდა მისთვის დარტყმების მიყენებას, რისგან თავის დასაღწევადაც მ----------------–--- ოთახიდან გაიქცა. ა-----–---------- მას გაეკიდა, ოთახში მდგარი მაგიდა გადმოაყირავა, შემდეგ აიღო ტუმბო და ესროლა მ----------------–---ს, რაც მას ფეხის წვივზე დაეცა, რის გამოც იგრძნო ფიზიკური ტკივილი. მოძალადისგან თავის დაღწევა კი მ----------------–---მ, დასთან, თ----------------–---სა და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილთან ერთად, სახლიდან გაქცევით შეძლო და მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

ა-----–----------- ყველა ზემოხსენებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, მ----------------–--- განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, რის გამოც მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

2016 წლის აპრილის თვიდან ა-----–---------- და მ----------------–--- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, ა-----–---------- მეუღლეს, მ----------------–---ს, ხშირ შემთხვევაში გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა. კერძოდ, მოიხსენიებდა ღირსების შემლახველი ეპითეტებით, უწმაწური სიტყვებით, უკრძალავდა ტელეფონით სარგებლობას, სამსახურში სიარულს, მეგობრების ყოლას, მათთან ურთიერთობას, მოითხოვდა მისი გემოვნებით ჩაეცვა სამოსი, უკრძალავდა მასთან შეთანხმების გარეშე სადმე წასვლას და ნებართვის მიცემის შემთხვევაში უნიშნავდა სახლში დაბრუნების დროს, უთვალთვალებდა სამსახურში.

ა-----–----------- ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად მ----------------–--- განიცდიდა ტანჯვას, რის გამოც მას მიადგა მორალური ზიანი.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-----–----------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ა-----–----------- მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - მ----------------–---ს, თ----------------–---ს, ა-–---------------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, მ-----------------–---- ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებულიც.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-----–----------მ ჩაიდინა:

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით;

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ა-----–----------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. სასამართლომ მოისმინა დაზარალებულის პოზიცია, რომ მას დღეის მდგომარეობით ა----------- მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება ვინაიდან სურს მასთან თანაცხოვრების გაგრძელება, თუმცა მან ასევე დაადასტურა იმ ინფორმაციის ნამდვილობა, რაც მის გამოკითხვის ოქმშია ასახული. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად დაზარალებულის ამგვარი პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა----------- მიმართ ვერ იქნება არასაპატიმრო სასჯელი გამოყენებული მისი პიროვნების, მის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათის და რაოდენობის გათვალისწინებით. ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, მას უნდა განესაზღვროს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ა-----–----------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა-----–---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით ვადით.

მსჯავრდებულ ა-----–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–------------–------

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, დატანილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, დაულუქავი სახით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

_ საქართველოს შ----------------------------------------------------------------- გადმოგზავნილი ელექტრონული დისკი, დაულუქავი სახით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

_ საქართველოს შ------------–-----------–------–--------------------------------------------------–-------------------------------------–------ გადმოგზავნილი ელექტრონული დისკი, დალუქული სახით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი