განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
080100119002987387
დავის ტიპი
118 1
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002987387

საქმე N1/383-19

გამოძიების N057080219001

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ივლისი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ---------–-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული მ---------------------------- - დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ბ----------------------–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ბ--------–-------------–-------------–- მდებარე საერთო საცხოვრებლის უკან ეზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ---------------- მუშტებითა და გაურკვეველი ბლაგვი საგნის გამოყენებით ცემა სახის არეში ნ-----------–---–-, რითაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა მას, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

სასამართლოს დასკვნა მ----------------- მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის დადასტურებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, CD დისკის დათვალიერების ოქმს, მოწმეების: გ--------–----------, მ----------------, თ--------------------, თ----------------, ც---–------–---- გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულ ნ-----------–---–-ს გამოკითხვის ოქმს, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ----------------- მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და იგი დამთავრებულია კანონით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დაზიანების დადგომით. ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, ნაკლებად მძიმე შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პრეიუდიციული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დადასტურდა დანაშაულის მატერიალური ფაქტი - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნუკრი გიგაშვილს სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად დაუდგინდა დიაგნოზი, კომა დაუზუსტებელი, თავის ტვინის დახურული ტრავმა, სახის ძვლების მოტეხილობა, სუნთქვის უკმარისობა, თავის ტვინის შერყევა, კანქვეშა ჰემატომა, მარჯვენა ყვრიმალის საპროექციო არეში, თავის ტვინის კტ. კვლევით ასევე დაუდგინდა: მარცხნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე, გამავალი ქვედა ყბის სასახსრე მორჩის მიმდებარედ...“, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნებით. სასამართლომ დაადგინა, რომ მ----------------- ძალადობრივი აქტი ნუკრი გიგაშვილზე მიზეზობრივ კავშირშია ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებასთან.

 

უდავო მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მ----------------- 2019 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.ბ--------–-------------–-------------–- მდებარე საერთო საცხოვრებლის უკან ეზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მუშტებითა და გაურკვეველი ბლაგვი საგნის გამოყენებით ცემა სახის არეში ნ-----------–---–-, რითაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა მას, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ მ----------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მ---------------- გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, მის კანონის შესაბამის ქცევას საქმის განხილვისას და იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის, პირობითად ჩათვლა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ლითონის ძალაყინი, დანა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და ნ-----------–---–-საგან აღებული სისხლის ნიმუში - განადგურდეს; ნ-----------–---–-სა და მ---------------- ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ----------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ლითონის ძალაყინი, დანა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და ნ-----------–---–-საგან აღებული სისხლის ნიმუში - განადგურდეს.

 

ნ-----------–---–-ს და მ----------------- ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური