განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2019
საქმის ნომერი
080100119002883416
დავის ტიპი
108
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002883416

საქმე №1/162-19 (№067051118001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ივლისი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ------------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: გ-----------–----

მამის სახელი: ვ----

დაბადებული: 3--------- წელი

პირადი ნომერი: N0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ-------–----------------------–-------------------------------------------;

 

ადვოკატი: ე-------------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი;

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა;

 

სხდომის ტიპი - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ხ-----------–----–----------------–--------–-, თავის საცხოვრებელ სახლში, გ-----------–----ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მეზობელ ვ--–----------–-–---–----, რომელიც ამავდროულად იყო მისი თანაკლასელი, ურთიერთშელაპარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა გ-----------–----მ შურისძიების მოტივით განიზრახა ვ--–----------–-–---–-- განზრახ მკვლელობა, ამ მიზნით მან აიღო საოჯახო ტიპის დანა, რომელიც მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და დაარტყა გულ-მკერდის არეში, რა დროსაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგად ვ--–----------–-–---–- შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს გ-----------–----ს მიერ ვ--–----------–-–---–-- განზრახ მკვლელობის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულებები (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმე გ--------------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ა------------–---- გამოკითხვის ოქმები, მოწმე გ---------–-–---–-- გამოკითხვის ოქმი, მოწმე რ-----------–---- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ო--------------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე მ-------------–---- გამოკითხვის ოქმი, მოწმე თ-----------–--------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე მ-----–----------- გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ გ-----------–----ს გამოკითხვის ოქმი, გ-----------–----სთან გასაუბრების ოქმი, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ქ-----------–-–---–-- გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტო ილუსტრაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტო ილუსტრაციით, ვ--–----------–-–---–-- გვამის დათვალიერების ოქმი ფოტო ილუსტრაციით, ვ--–----------–-–---–-- გვამიდან ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ბრალდებულ გ-----------–----ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ვ--–----------–-–---–-- გვამის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, გ-----------–----ს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ამბულატორიული კომპლექსური ფსიქოლოგიური-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სტაციონარული კომპლექსური ფსიქოლოგიური-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნა), გარდა ბრალდებულ გ-----------–----- ჩვენებისა, მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა გ-----------–----მ განმარტა, რომ 2018 წლის 28 იანვარს ავტოავარიის შედეგად მიიღო ტრავმა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ გადაწყვიტა წასულიყო მამისეულ სახლში, ხონის რაიონის სოფელ გორდში. ვ--–----------–-–---–- ის იცნობს ბავშვობიდან. ისინი ერთად გაიზარდნენ იყვნენ თანაკლასელები, მეზობლები. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს - გ-----------–----სთან ვ--–-----------–-–---–- მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, სუფრასთან დასხდნენ, დალიეს ღვინო და არაყი, თუმცა კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, როდესაც უკვე გვიან იყო და გ-----------–---- მიხვდა, რომ ვ--–----------–-–---–- არ აპირებდა სახლში წასვლას, სთხოვა მეორე სართულზე ასულიყო და იქ დაეძინა, ამის გამო ვ--–----------–-–---–- განაწყენდა და მას ფეხი დაარტყა, რა დროსაც გ-----------–----ს ჯოხი გადაუვარდა, შემდეგ დაუწყო გინება დედის მისამართით და ხელი დაარტყა ცხვირში, გ-----------–----ს წამოუვიდა სისხლი, ამას მოჰყვა მეორე დარტყმაც სახის არეში ვ--–----------–-–---–-- მხრიდან. გ-----------–----ს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ამის შემდეგ ვ--–----------–-–---–-- ,,ჯიკავ-ჯიკავით’’ გაიყვანა გარეთ, გააგდო და უთხრა ,,ძაღლებთან დაიძინეო’’. გ-----------–----მ განმარტა, რომ ეზოში ონკანზე დაიბანა სისხლიანი სახე და შებრუნდა სახლში, რადგან სველი იყო და ოთახში ნახა, რომ მის საწოლში იწვა ვ--–----------–-–---–-. გ-----------–----მ ვ--–----------–-–---–- უთხრა, ზემოთ დაეძინა, რადგან თავის საწოლზე უნდოდა დაწოლა. ვ--–----------–-–---–-- დაუყვირა „საქართველო მე შენ ახლა ყელს გამოგჭრი“ და წამოჯდა, ამ დროს ფეხები საწოლზე ჰქონდა. ლოგინთან ახლოს იყო მაგიდა, რომელზეც იდო დანა, სწორედ ეს დანა აიღო და საუბედუროდ ვ--–----------–-–---–- მოხვდა პირდაპირ გულში, ისე რომ გარდაიცვალა ადამიანი. როგორც გ-----------–---- განმარტავს ვ--–----------–-–---–-- მოკვლა არ სურდა, ის მოიგერია და თავდასხმა იყო რეალური. გ-----------–----მ ასევე განმარტა, რომ გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ ადამიანმა რომელსაც პატივს სცემდა, დაზიანებულ ფეხში დაარტყა და გაიმეტა, სახეში დაარტყა და გარეთ გააგდო, უთხრა ,,ძაღლთან დაიძინეო’’, შეაგინა დედის მისამართით და მის საწოლზე დაწვა. ფაქტის შემდგომ გ-----------–----მ თავად დარეკა 112-ში და როგორც ახსოვს განუცხადა, რომ ადამიანი მოკლა და დაელოდა მათ მისვლას.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს უდავოდ მიჩნეულ რამდენიმე მტკიცებულებაზე, კერძოდ:

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: ვ--–----------–-–---–-- სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული ასწვრივი აორტიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 08 საათი. ვ--–----------–-–---–-- გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლის დროინდელი დაზიანება: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ მკერდის ძვლის ახლო ხაზზე, მეოთხე ნეკნის საპროექციო მიდამოში, ტერფის ძირიდან 128,5სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, IV ნეკნის (მისი სრული გადაკვეთით) და პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები), ასწვრივი აორტის დაზიანებით. პლევრის ღრუში მარცხნივ 2500 მლ-მდე მოცულობით სისხლი და სისხლის კოლტები. ჭრილობის არხი სიღრმით - 9,0 სმ - განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, მცირედ ქვემოდან-ზემოთ, მცირედ მარცხნიდან-მარჯვნივ. ვ--–----------–-–---–-- გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: ნაჭდევები ნიკაპის წინა ზედაპირზე მარჯვნივ და ცხვირის ზურგზე შუა მესამედში. მრავლობითი სისხლნაჟღენთები ცხვირის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში, ნიკაპის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ, მარცხენა ყვრიმალის მიდამოში, მარცხენა ლოყის მიდამოში და ლოყის მიდამოში მარცხნივ ყურის ნიჟარის გვერდით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზიანებათა აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ გვამის გარეგნული და შინაგანი გამოკვლევის მონაცემებში. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ--–----------–-–---–- შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები, მანამ სანამ არ დაკარგავდა გონებას.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ--–----------–-–---–-- სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული ასწვრივი აორტიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული, ოთახის ცენტრში განთავსებულ მრგვალი ფორმის მაგიდაზე აღმოჩენილი ხის ტარის მქონე ცალ ლესილი საშუალო ზომის დანით, რომელსაც ტარზე და დანის მჭრელ პირზე ორივე მხარეს მასიურად აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, სწორედ აღნიშნული დანით მიაყენა გ-----------–----მ ვ--–----------–-–---–- ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ მკერდის ძვლის ახლო ხაზზე, მეოთხე ნეკნის საპროექციო მიდამოში, ტერფის ძირიდან 128,5 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, IV ნეკნის (მისი სრული გადაკვეთით) და პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, ასწვრივი აორტის დაზიანებით. ჭრილობის არხი სიღრმით - 9,0 სმ.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად: გ-----------–----მ მიუთითა ოთახში მდებარე მის საწოლზე, რომელზეც ვ--–----------–-–---–- აპირებდა დაწოლას, შემდეგ იმავე კარებზე რომლითაც ოთახში შევიდნენ პირველად, საიდანაც ვ--–----------–-–---–-- მოთხოვნით გავიდა გარეთ და სახლის სამზარეულო ოთახიდან, სასტუმრო ოთახში დაბრუნდა. დასახელებული კარების გვერდით, სახლის წინ მდებარე მეორე კარების გავლით, დაინახა რომ მის საწოლზე წამოწოლილი იყო ვ--–----------–-–---–-, რომელიც მის დანახვაზე წამოჯდა საწოლზე და უთხრა თეფშის ნატეხებით ყელს გამოგჭრიო. გ-----------–----მ შემდეგ მიუთითა სასტუმრო ოთახში მაგიდის ქვემოთ ადგილზე სადაც ეყარა თეფშის გატეხილი ნაწილები. შემდეგ მიუთითა მაგიდაზე, სადაც იდო საოჯახო დანა, რომლის ნაცვლად ექსპერიმენტის დროს გამოყენებულ იქნა მსგავსი ხის საგანი, რომელიც ხელში დაიჭირა გ-----------–----მ და შეასრულა იმ მოქმედების იმიტაცია, თუ როგორ და რა ადგილში დაარტყა დანა ვ--–----------–-–---–-, რომელიც საწოლზე გარდაიცვალა. შემდეგ მიუთითა საწოლის გვერდით მდებარე სკამზე, საიდანაც აიღო თავისი ტელეფონი და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ დარეკა 112-ში და შეატყობინა მომხდარი ფაქტი. შემდეგ დაჯდა იმავე ადგილზე მდებარე სკამზე და დაელოდა პოლიციის მისვლას.

 

აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით დაცვის მხარემ მიუთითა, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ბრალდებულმა ისარგებლა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის უფლებით და წინააღმდეგი იყო გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნების. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N561აპ-15 განაჩენზე, სადაც განმარტებულია, რომ ,,....ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში“. აღნიშნული განმარტების შესაბამისად გ-----------–----ს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: გ-----------–---- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ-----------–----ს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა, ის არ იმყოფებოდა პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-----------–----ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-----------–----ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. გ-----------–---- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად მოიცავდა გ-----------–----ს განზრახვა ვ--–----------–-–---–-- სიცოცხლის მოსპობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ხ-----------–----–----------------–--------–-, თავის საცხოვრებელ სახლში, გ-----------–----ს შელაპარაკება მოუვიდა მეზობელთან ვ--–----------–-–---–----. გ-----------–----მ აიღო საოჯახო ტიპის დანა, რომელიც მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და დაარტყა გულ-მკერდის არეში, რა დროსაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგად ვ--–----------–-–---–- შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ გ-----------–----მ დაზარალებულისადმი გულ-მკერდის არეში დანის დარტყმით ფაქტობრივად გამოხატა მისი ნება (განზრახვა) ვ--–----------–-–---–--ათვის მოესპო სიცოცხლე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ-----------–----ს ცალსახად გაცნობიერებული ჰქონდა მისი მოქმედების მართლწინააღმდეგობა (ყველა საშუალო გონებრივი განვითარების მქონე ადამიანმა იცის, რომ დანის დარტყმა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას (საშუალო გონებრივი განვითარების მქონე ადამიანი, როდესაც დანას ურტყამს მეორე ადამიანს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მიდამოში - გულ-მკერდის არეში, შეუძლებელია ვერ გააცნობიეროს, რომ ამგვარი დაზიანება - ჭრილობის არხი სიღრმით 9,0 სმ -მაღალი ალბათობით შეუთავსებელი იქნება სიცოცხლესთან) და შესაძლოა გ-----------–----ს არც სურდა ვ--–----------–-–---–-- გარდაცვალება, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების კომპლექსური ანალიზისა და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებიდან (დანის სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის არეში დარტყმა) გამომდინარე, ცალსახაა, რომ ითვალისწინებდა მძიმე შედეგის (სიკვდილის) განხორციელების გარდაუვალობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა განზრახვის შემადგენელი ყველა კომპონენტი.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ-----------–---- მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულს ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. სტრუქტურულად კი გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებაში და თავდაცვის სურვილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელყოფა გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს ასევე მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ვ--–----------–-–---–-- მხოლოდ სიტყვიერად მიმართა გ-----------–----ს „საქართველო მე შენ ყელს გამოგჭრი“ და ამ დროს ვ--–----------–-–---–- მხოლოდ წამოჯდა საწოლზე და ფეხიც კი არ გადმოუდგამს საწოლიდან, აღსანიშნავია, რომ ამ დროს ვ--–----------–-–---–- ხელში რაიმე საგანი ან ნივთი არ ჰქონია. მისი ქმედებები, მაშინ როდესაც გ-----------–---- შებრუნდა სახლში, არ ყოფილა იმგვარი ხასიათის, რაც ობიექტურად და რეალურად საშიშს გახდიდა გ-----------–----ს სიცოცხლისათვის ან მინიმუმ ჯანმრთელობისათვის, შესაბამისად, გ-----------–----ს მიერ ვ--–----------–-–---–--ათვის (რომელიც წამომჯდარი იყო და ფეხები საწოლზე ჰქონდა) დანის დარტყმა არ წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას, რაც მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებით იქნებოდა განპირობებული. შესაბამისად, დაცვის მხარის ვერსია, რომ თითქოს გ-----------–---- იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და დაზარალებულისათვის დანის დარტყმა სწორედ ამ გარემოებით იყო განპირობებული, სასამართლოს ცალსახად სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულად მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულოა, რომ არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, მოცემულ შემთხვევაში კი გ-----------–---- არ იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და დაზარალებულისათვის დანის დარტყმით (სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მიდამოში, გულ-მკერდის არეში, ჭრილობის არხი სიღრმით 9,0 სმ.), გამოავლინა ვ--–----------–-–---–-- სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა გ-----------–----ს ქმედების შემადგენლობის განხორციელებისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-----------–----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი, რომლითაც გ-----------–----ს უნდა დაედოს მსჯავრი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ-----------–----ს პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-----------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გახადა უდავოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ გ-----------–----ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ბრალდებულების კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ გ-----------–----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სასტუმრო ოთახში კართან ამოღებული თეფშისა და ჭიქის ნამსხვრევები, ხის ტარის მქონე დანა, მოთეთრო ფერის თეფშის ნამსხვრევები, გამოყენებული ხელსახოცი, საპირფარეშოს ქაღალდის ხვია, მაგიდის ჩვარი - განადგურდეს.

 

იატაკიდან ამოღებული კბილის პროთეზი, მაგიდიდან ამოღებული კბილების პროთეზი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭიქები, ლითონის ორი ჩანგალი, ერთი კოვზი, პლასტმასის ტარიანი მაკრატელი, წყლის ტოლჩა და სამი სხვადასხვა ზომის მინის ქილა, ტელევიზორის პულტი და ფანარი, მორუხო ფერის კეპი, სხვადასხვა ზომის სამი ცალი თეფში, მაგიდის გადასაფარებელი, საწოლის ორი გადასაფარებელი, მამაკაცის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი წყვილი ე.წ. ,,ჩუსტი“, მოყავისფრო ფერის ცხვირსახოცი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

გ-----------–----საგან აღებული: მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუში, თმის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ხელის ანაბეჭდები, ოთხი სკამის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, აივნის ბოძიდან ამოღებული გ-----------–----ს სისხლის ნიმუში, ვ--–----------–-–---–-- გვამიდან აღებული: მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები, თმის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, ხელის ანაბეჭდები - განადგურდეს.

 

გ-----------–----ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მორუხო ფერის სპორტული ზედა ჩასაცმელი, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოყავისფრო ფერის სვიტერი, მოშავო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული გ-----------–----ს ხელჯოხი - დაუბრუნდეს გ-----------–----ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ვ--–----------–-–---–-- გვამიდან ამოღებული: მოშავო ფერის ჟილეტი, მოთეთრო ფერის პულოვერი, მონაცრისფრო ფერის მაისური, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მონაცრისფრო ფერის სპორტული შარვალი, მოლურჯო ფერის ტრუსი, მოშავო ფერის წინდები, ჟილეტის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული მოშავო ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, სათვალე და მისი ჩასადები, სანთებელა, სალაროს გასავლის ორი ორდერი, პსპ-ს გათამაშების ცხრა ბილეთი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სსიპ 112-დან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი ერთ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-----------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

გ-----------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

გ-----------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ნოემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სასტუმრო ოთახში კართან ამოღებული თეფშისა და ჭიქის ნამსხვრევები, ხის ტარის მქონე დანა, მოთეთრო ფერის თეფშის ნამსხვრევები, გამოყენებული ხელსახოცი, საპირფარეშოს ქაღალდის ხვია, მაგიდის ჩვარი - განადგურდეს.

 

იატაკიდან ამოღებული კბილის პროთეზი, მაგიდიდან ამოღებული კბილების პროთეზი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭიქები, ლითონის ორი ჩანგალი, ერთი კოვზი, პლასტმასის ტარიანი მაკრატელი, წყლის ტოლჩა და სამი სხვადასხვა ზომის მინის ქილა, ტელევიზორის პულტი და ფანარი, მორუხო ფერის კეპი, სხვადასხვა ზომის სამი ცალი თეფში, მაგიდის გადასაფარებელი, საწოლის ორი გადასაფარებელი, მამაკაცის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი წყვილი ე.წ. ,,ჩუსტი“, მოყავისფრო ფერის ცხვირსახოცი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

გ-----------–----საგან აღებული: მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუში, თმის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ხელის ანაბეჭდები, ოთხი სკამის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, აივნის ბოძიდან ამოღებული გ-----------–----ს სისხლის ნიმუში, ვ--–----------–-–---–-- გვამიდან აღებული: მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები, თმის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, ხელის ანაბეჭდები - განადგურდეს.

 

გ-----------–----ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მორუხო ფერის სპორტული ზედა ჩასაცმელი, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოყავისფრო ფერის სვიტერი, მოშავო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული გ-----------–----ს ხელჯოხი - დაუბრუნდეს გ-----------–----ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ვ--–----------–-–---–-- გვამიდან ამოღებული: მოშავო ფერის ჟილეტი, მოთეთრო ფერის პულოვერი, მონაცრისფრო ფერის მაისური, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მონაცრისფრო ფერის სპორტული შარვალი, მოლურჯო ფერის ტრუსი, მოშავო ფერის წინდები, ჟილეტის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული მოშავო ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, სათვალე და მისი ჩასადები, სანთებელა, სალაროს გასავლის ორი ორდერი, პსპ-ს გათამაშების ცხრა ბილეთი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სსიპ 112-დან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი ერთ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური