განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2019
საქმის ნომერი
010100119002868291
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002868291

1-144/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - პ----- ც-–--–-ძე

 

ბრალდებული - კ---- შ-----ე

ადვოკატი - მ--–--ზ ზ----ე

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: კ---- შ-----ე

მამის სახელი: ი-------

დაბადებული: 20.07.1987

მოქალაქეობა: ს----------–------------–--------–----–-------------------------------------------------------------------------------–---------------------–-----------------–--------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების არსი:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრების მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

2019 წლის 20 იანვარს დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ბათუმში რ------------------- ბ--------–ი ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კ---- შ-----ემ არასრულწლოვნების - ი------- შ-----ის და ც-----ე შ-----ის თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრებს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს-თ----- მ----–---ს, ასევე თ----- მ----–--ის ოჯახის წევრებს, დედას ნ---- ნ--------ეს და მამას - გ------- მ----–---ს სახის არეში ხელების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ხსენებული პირების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

კ---- შ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 20 იანვარს დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ბათუმში რ------------------- ბ--------–ი ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კ---- შ-----ემ ყოფილ მეუღლეს-თ----- მ----–---ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ხსენებული პირის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე თ----- მ----–---ს ოჯახის წევრებს, დედას ნ---- ნ--------ეს იძეს სახის არეში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ხსენებული პირის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

გარდა უდაო მტკიცებულებებისა კ---- შ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია შემდეგი მტკიცებულებებით.

 

მოწმე გ------- მ----–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ყავს მეუღლე ნ---- ნ--------ე და შვილი თ----- მ----–---. თ----- მ----–--ის მეუღლე იყო კ---- შ-----ე, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი. თ----- მ----–--- შვილებთან ერთად მშობლებთან ერთად ცხოვრობს რადგან მეუღლესთან გაშორებულია. კ---- მ----–--- აკითხავდა შვილებს და ზრუნავდა მათზე. 2019 წლის 20 იანვარს საღამოს კ---- შ-----ემ მივიდა მათთან სახლში და მოსთხოვა თ----- მ----–---ს ბავშვების გასეირნება, რაზედაც თ-----მ უარი განუცხადა რადგან ბაშვებს აბაზანა მიღებული ქონდათ და აძინებდა. ამის გამო კ---- შ-----ემ თ----- შ-----ეს ხელი დაარტყა. მომხდარის გამო კ---- შ-----ეს მივარდა თვითონ და ნ---- ნ--------ეც. კ---- შ-----ემ ნ----საც დაარტყა. გ------- მ----–--- შეეცადა გარეთ გაეძევებინა შ-----ე და დაუწყო ხელების კვრა ამ დროს კ----ს ხელი მასაც მოხვდა თუმცა შეძლეს და შ-----ე გააძევეს ბინიდან.

 

დაზარალებულ ნ---- ნ--------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ყავს მეუღლე გ------- მ----–--- და შვილი თ----- მ----–---. თ----- მ----–--ის მეუღლე იყო კ---- შ-----ე, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი. თ----- მ----–--- შვილებთან ერთად მშობლებთან ცხოვრობს, რადგან მეუღლესთან გაშორებულია. 2019 წლის 20 იანვარს საღამოს კ---- შ-----ემ მივიდა მათთან სახლში და მოსთხოვა თ----- მ----–---ს ბავშვების გასეირნება, რაზედაც თ-----მ უარი განუცხადა, რადგან ბაშვებს აბაზანა მიღებული ქონდათ და აძინებდა. ამის გამო კ---- შ-----ემ თ----- შ-----ეს ხელი დაარტყა. იგი მივარდა კ---- შ-----ეს მაგრამ კ----მ მასაც გაარტყა მტკივნეულად ხელი სახეში. ნ---- ნ--------ემ და გ------- მ----–---მ შეძლეს და გააძევეს შ-----ე ბინიდან. ნ---- ნ--------ემ ასევე აჩვენა, რომ ეს დაპირისპირებისას მისი ოჯახისათვის მოულოდნელი იყო და მომხდარის გამო ბავშვებმაც იტირეს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 001294119 დასკვნით დადგენილია, რომ თ----- მ----–---ს აღენიშნებოდა ნაჭდევი სახის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნები) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

დაზარალებულმა თ----- მ----–---მ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ კ---- შ-----ემ განზრახ იძალადა სამ პირზე, რომლებიც შ-----ის ახლო ნათესავები არიან კერძოდ: მეუღლეზე და მეუღლეს მშობლებზე, რადგან დგინდება, რომ დაზარალებული თ----- მ----–--- კ---- შ-----ის ყოფილი მეუღლეა, ხოლო დაზარალებულები გ------- მ----–--- და ნ---- ნ--------ე შ-----ის ყოფილი ახლო ნათესავები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა ორი ან მეტი პირი მიმართ წარმოადგენს განზრახ დანაშაულს, როდესაც პირი აქტიური ფიზიკური ძალის გამოყენებით მიზან მიმართულად ძალადობს მინიმუმ ორ პირზე და სურს მიაყენოს მათ ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულ გ------- მ----–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ კ---- შ-----ეს მისთვის განზრახ, მიზან მიმართულად ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სასამართლოში დაზარალებული გ------- მ----–--- არ განუცხადებია, რომ კ---- შ-----ემ მას განზრახ დაარტყა, მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ როდესაც შეეცადა გაეძევებინა კ---- შ-----ე ბინიდან კ---- შ-----ეს ხელი მას მოხვდა. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც უცილობლად დაადგენდა და დააჯერებდა სასამართლოს, რომ კ---- შ-----ემ განზრახ იძალადა ყოფილი მეუღლის თ----- მ----–--ის მამაზე გ------- მსხლაძეზე არ წარმოდგენილა. სასამართლოში დადგინდა, რომ კ---- შ-----ემ იძალადა მის ყოფილ მეუღლეზე თ----- მ----–---ზე და ამ უკანასკნელის დედაზე ნ---- ნ--------ეზე და არ უძალადია მამაზე გ------- მ----–---ზე.

 

როგორც დაზარალებულმა თ----- მ----–---მ განუმარტა სასამართლოს კ---- შ-----ე იყო მისი მეუღლე, რაც დაადასტურა დაზარალებულმა გ------- მ----–---მ სასამართლოში დაკითხვისას.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის ირაკლი წაქაძის წერილის თანახმად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თ----- მ----–--ის და კ---- შ-----ის ქორწინების აქტი რეგისტრირებული არ არის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 111 -ე მუხლის პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულები ნ---- ნ--------ე კ---- შ-----ის ყოფილ მეუღლის თ----- მ----–--ის მშობელია და ამგვარი კავშირი არ ითვლება ახლო ნათესავად, რის გამოც კ---- შ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ნ---- ნ--------ის ცემის ნაწილში) და ამ მუხლით იქნას ცნობილი დამნაშავედ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ კ---- შ-----ემ არასრულწლოვანების თანდასწრებით ჩაიდინა ძალადობა, რადგან კონკრეტულად ეს საკითხი სასამართლოში სრულყოფილად არ გამოკვლეულა. გ------- მ----–--ის და ნ---- ნ--------ის ჩვენებების ანალიზით ირკვევა, რომ კომფლიქტი კ---- შ-----ესა და მის ყოფილ მეუღლეს თ----- მ----–--ის შორის წარმოიშვა სწორედ იქიდან, რომ უკვე გვიანი იყო, ბავშვებს აბაზანა მიღებული ქონდათ და იძინებდნენ ამიტომ მათი გასეირნება არ იყო მიზან შეწონილი. თუმცა სასამართლოში ცალსახად და დამაჯერებლად არ დადგენილა კ---- შ-----ის მიერ განხორცილებული ძალადობა დაინახეს თუ არა არასრულწლოვანებმა და არ დადგენილა ბავშვებს, ეძინათ, იძინებდნენ, საწოლში იწვნენ მარა ეღვიძათ თუ რა მდგომარეობაში იყვნენ. ამ საკითხის გამოკვლევის გარეშე სასამართლო ვერ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს საქ. სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის რადგან საქ. სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ამ ქვეპუნქტის მაკვალიფიცირებელი ნიშანია - ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც არ დადგენილა. მართალია მოწმე ნ---- ნ--------ემ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ბავშვებმა ტირილი დაიწყეს მაგრამ ეს ფაქტი უარყო გ------- მ----–---მ. იმავდროულად ნ---- ნ--------ემ და გ------- მ----–---მ განმარტეს, რომ კ---- შ-----ის ძალადობის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა და შემდეგ ყველამ ერთად კ---- შ-----ეს ხელის ბიძგებით აიძულეს, რომ გასულიყო ბინიდან. ამიტომ სასამართლოში ეს საკითხი არ გამოკვლეულა უშუალოდ რა დაინახეს ან რა გაიგონეს არასრულწლოვანებმა და რატომ დაიწყეს ტირილი. მათ ეღვიძათ და შეესწრნენ ძალადობის ფაქტს, ეძინათ და ხმაურზე გაიღვიძეს და მხოლოდ დაპირისპირების ცალკეული ფრაგმენტები ნახეს თუ მხოლოდ იმას შეესწრნენ, რომ მათი მამამ ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს ბინიდან. სასამართლოში მხარეებმა ეს გარემოება არ გამოიკვლიეს სრულყოფილად, ხოლო სასამართლო არ არის ვალდებული თვითონ თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს, რომელიმე მხარის საზიანო ან თუნდაც სასარგებლო მტკიცებულება, რის გამოც სასამართლოს თვლის რომ კ---- შ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - -ე მუხლის პირველ ნაწილზე და დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი ყოფილი მეუღლის თ----- მ----–--ის მიმართ ჩადენილ ძალადობაში.

სასამართლოსთვის ყურადსაღებია კიდევ ერთი მტკიცებულება, კერძოდ 2018 წლის 29 ივნისს კ---- შ-----ე სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა თ----- მ----–---ს, რის გამოც 2018 წლის 21 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა ერთ წლით თავისუფლების აღკვეთა რაც საქ. სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კ---- შ-----ის მიერ დაზარალებულების თ----- მ----–--ის და ნ---- ნ--------ის ცემასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთ თავსებადია, მოწმეთა ჩვენებები დამაჯერებელია და ერთმანეთთან მიმართებაში შესაბამისობაშია. ხოლო დაცვის მხარეს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კ---- შ-----ის მხრიდან განხორცილებული ძალადობის ფაქტს ვერ უარყოფენ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთ-შეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ---- შ-----ემ ჩაიდინა ყოფილი მეუღლის თ----- მ----–--ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ დანასაული რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - -ე მუხლის პირველ ნაწილით და ნ---- ნ--------ის ცემა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც კ---- შ-----ე ამ მუხლებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და განესაზღვროს სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ---- შ-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ---- შ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სასჯელი რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რადგან იგი წარსულში ნასამართლევია ოჯახური დანაშაულისათვის, იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და არ დაადგა გამოსწორების გზას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ---- შ-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

კ---- შ-----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1 ნაწილზე.

 

კ---- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

კ---- შ-----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილზე.

 

კ---- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, კ---- შ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს კ---- შ-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით კ---- შ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ---- შ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 23 იანვრიდან.

 

კ---- შ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი