განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160140019003103759
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/253-19 13 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019020719001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნინო პაპაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: აიდა აკოფიანი
ბრალდებული: ი------ ა--------ი
მამის სახელი: გ----
დაბადებული: 1----–-–------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბოლნისი, სოფელი დ-------ი 1-ლი XXV ჩიხი N3
თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ი------ ა--------მა ბოლნისის რაიონის სოფელ დ-------ში მდებარე თავისი ძმის - ს------–ი ა--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, იმის გამო, რომ ს------–ი ა--------მა ის გააგდო თავისი სახლიდან, ს------–ი ა--------ის 14 წლის შვილიშვილის - ტ------– ა--------ის თანდასწრებით, ძმას - ს------–ი ა--------ს თოფი ესროლა და დაუზიანა მარჯვენა ფეხი, ხოლო შემდეგ ხელის თითები ჩაუყო პირში და დაუზიანა მარცხენა ლოყის შიგნითა ზედაპირი, რითაც ს------–ი ა--------ს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ი------ ა--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმის მასალებით დადგენილია რომ ი------ ა--------ი არის ს------–ი ა--------ის ძმა და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები, ხოლო ტ------– ა--------ი არის მისი ძმიშვილი.
საქმეზე უდავოდ ცნობილი ბალისტიკური ექსპერტიზის N 781 /ბ დასკვნის თანახმად: სს N 019020719001 საქმეზე წარმოდგენილი თოფი არის ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფის მოდელი “ТОЗ-В“. თოფის ცევიოზე იკითხება 115401-58, ლულაზე იკითხება 115401,1958, ჩარჩოზე იკითხება 115401-58. იგი მიეკუთვნება გლუვლულიან, სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ერთი ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი მასრა. მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია ნომერ 115401 თოფის მარჯვენა ლულაში.
ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N58/რაფ; 705/ტრ დასკვნის თანახმად: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი------ ა--------ის ტანსაცმელზე (მაისური, შარვალი) ცეცხლნასროლი წარმოშობის და რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება;
2. ი------ ა--------ის ტანსაცმელებზე რაიმე სახის უცხო სხეულები-თოფის საფანტის სახით არ აღმოჩნდა.
ქიმიური ექსპერტიზის N218/ქმ დასკვნის თანახმად: სისხლის სამართლის N019020719001 საქმეზე წარმოდგენილ:
- ი. ა--------ის და ს. ა--------ის ტანსაცმლის ზედაპირზე ურთიერთგარდამავალი ბოჭკოს მიკრონაწილები არ აღმოჩნდა.
- ს. ა--------ის შარვლის ზედაპირზე არსებული ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუ არა ი. ა--------ის ჯინსის შარვლის ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ჯინსის ქსოვილის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული, სერიული წარმოებისაა და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი გვარობრივი ნიშნებით.
საქმეზე უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N005037119 დასკვნის თანახმად: ა,ბ,გ/. ბოლნისის ცენტრალური კლინიკის სატაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი # 8074-ის მონაცემებით ს------–ი ა--------ს 01.07.19 წ აღენიშნებოდა მარცხენა ლოყის შიგნითა ზედაპირზე ნაფლეთოვანი ჭრილობა, რომელიც განვითარებული უნდა იყოს მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მარჯვენა წვივის და ტერფის ჭრილობები უცხო სხეულებით რბილ ქსოვილებში, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების /საფანტის/ მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ბიოლოგიური ექსპერტიზის N196/სბ დასკვნის თანახმად:
· ს------–ი ა--------ის სისხლი მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს და M ტიპს;
· ს------–ი ა--------ის პერანგზე და შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს და M ტიპს;
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ:
- ორ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს და M ტიპს;
- მცენარეულ მასაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს და M ტიპს;
- სამზარეულოს ტილოზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს და M ტიპს;
- ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს და M ტიპს;
· ს------–ი ა--------ის სისხლი და ს------–ი ა--------ის პერანგზე და შარვალზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ორ ანაწმენდზე, მცენარეულ მასაზე, სამზარეულოს ტილოზე და ფეხსაცმელებზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს და M ტიპს.
ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N56/რაფ;689/ტრ. დასკვნის თანახმად: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ს------– ა--------ის შარვალზე და მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და წარმოქმნილია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვებით, მცირე ზომის საფანტით;
პერანგზე, ქამარზე და მარცხენა ფეხსაცმელზე ცეცხლნასროლი წარმოშობის დაზიანებები არ აღინიშნება;
--- პერანგის წინა და უკანა მარცხენა მხარეს, ქვედა ნაწილში, არსებული გამჭოლი დაზიანებები, თითოეული ზომით დაახლოებით 5X2,5 სმ და 1X2,5 სმ, წარმოქმნილია გამოდებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად;
--- პერანგის წინა მარცხენა მხარეს და უკანა მარჯვენა მხარეს, ქვედა ნაწილში, ალაგ-ალაგ არსებული სხვადასხვა ზომის და ფორმის გამჭოლი და ზედაპირული დაზიანებები, წარმოქმნილია გახეხვით, გაგლეჯვით და გამოდებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად;
--- შარვალზე არსებული დაზიანება ღილის ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად;
--- შარვლის მარჯვენა ტოტის წინა მხარეს, ქვედა ნაწილში, არსებული არასწორხაზოვანი ფორმის გამჭოლი დაზიანება, წარმოქმნილია გაჭრის შედეგად;
--- ქამარზე და მარცხენა ფეხსაცმელზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება;
2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ს------– ა--------ის ტანსაცმლის, მარცხენა და მარჯვენა ფეხსაცმლის ზედაპირზე რაიმე უცხო სხეულის ნარჩენები, თოფის ვაზნის საფანტი არ აღმოჩნდა.
ასევე უდავოდ ცნობილი დაზარალებული ს------–ი ა--------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ქარამ ალიევის, გოჩა ბერაიას, ელშან კარაევის, აიდა ა--------ას, სევინჯ ა--------ას, აგიგატ მამედოვას, ტ------– ა--------ის და სახილა ისაევას გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 01 ივლისის ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 2019 წლის 02 ივლისის ამოღების ოქმი, 2019 წლის 02 ივლისის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, 2019 წლის 02 ივლისის ჩხრეკის ოქმი და ფოტოცხრილი, 2019 წლის 03 ივლისის ამოღების ოქმი, 2019 წლის 03 ივლისის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტცია.
აღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ი------ ა--------მა - ძმის ს------–ი ა--------ის მიმართ განხორციელა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი------ ა--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი------ ა--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი------ ა--------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ს------–ი ა--------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ქარამ ალიევის, გოჩა ბერაიას, ელშან კარაევის, აიდა ა--------ას, სევინჯ ა--------ას, აგიგატ მამედოვას, ტ------– ა--------ის და სახილა ისაევას გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 01 ივლისის ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 2019 წლის 02 ივლისის ამოღების ოქმი, 2019 წლის 02 ივლისის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, 2019 წლის 02 ივლისის ჩხრეკის ოქმი და ფოტოცხრილი, 2019 წლის 03 ივლისის ამოღების ოქმი, 2019 წლის 03 ივლისის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტცია, ბალისტიკური ექსპერტიზის N 781 /ბ დასკვნა, ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N58/რაფ; 705/ტრ დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის N218/ქმ დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N005037119 დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის N196/სბ დასკვნა და ფოტოცხრილი, ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N56/რაფ;689/ტრ. დასკვნა და ფოტოცხრილი.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი------ ა--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი------ ა--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ისა ახმედოვმა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი------ ა--------მა ძალადობა განახორციელა ძმის მიმართ და განხორციელებული ძალადობის მოტივს. ძალადობის გამოხატვის ფორმას, კერძოდ მან არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, ძმას თოფი ესროლა და დაუზიანა მარჯვენა ფეხი, ხოლო შემდეგ თითებით დაუზიანა მარხცენა ლოყის შიგნთა ბზედაპირი. სასამართლო მხედველობაში იღებს ისა ახმედოვის პიროვნულ მახასიათებელს, სინანულს ჩადენილი დანაშაულისადმი და მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ი------ ა--------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ი------ ა--------ს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდება 2(ორი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი------ ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
ი------ ა--------ს 3 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები.
ი------ ა--------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ი------ ა--------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
უფლებების შეზღუდვის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს შსს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ი------ ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- სანადირო თოფი, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი ჩამოერთვას მესაკუთრეს(ი------ ა--------ს) და მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
- ს------–ი ა--------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ს------–ი ა--------ს.
- გასროლილი მასრა, მცენარეული მასა, მოწითალო ფერის ლაქები, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, სისხლის ნიმუშები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ი------ ა--------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ი------ ა--------ს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე