განაჩენი

სისხლის სამართლის 16.09.2019
საქმის ნომერი
160100119003083040
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119003083040

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/248-19 16 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N024010719003)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნინო პაპაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გია დევნოზაშვილი

 

ბრალდებული: ი-- ა--------ი

მამის სახელი: მუსა

დაბადებული: 1-----–-–--------------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დმანისის რაიონი, სოფელი ბ-----–არი

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ი-- ა--------მა დმანისის რაიონის სოფელ ბ-----–არში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, არასრულწლოვანი შვილიშვილის - ა----- ა--------ას თანდასწრებით, მეუღლეს - ხ----–ი ა--------ას, იმის გამო, რომ უსაყვედურა რძლის გინებისთვის, ჯოხი ორჯერ ჩაარტყა თავის არეში, რითაც ხ----–ი ა--------ას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ი-- ა--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამი--დ, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ი-- ა--------ი არის ხ----–ი ა--------ას მეუღლე, ა----- ა--------ა კი მათი შვილიშვილი და შესაბამი--დ ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N004735519 დასკვნის თანახმად: 1,2,3/. შპს დმანისის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ფორმა # 100, რეგისტრაციის # 1748-ის მონაცემებით ხ----–ი ა--------ას 01.07.19 წ. აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა კეფის მიდამოში. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ასევე უდავოდ ცნობილი დაზარალებული ხ----–ი ა--------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: სევილ ა--------ას, ა----- ა--------ას, რობერტი ოკმელაშვილის, ალაზ ა--------ის და იაკობ ქართველიშვილის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 01 ივლისის ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 2019 წლის 02 ივლისის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი.

 

აღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ი-- ა--------მა - მეუღლის ხ----–ი ა--------ას მიმართ განხორციელა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქმის არსებითი განხილვი--ს ბრალდებულმა ი-- ა--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი-- ა--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი-- ა--------ის აღიარები--, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ხ----–ი ა--------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: სევილ ა--------ას, ა----- ა--------ას, რობერტი ოკმელაშვილის, ალაზ ა--------ის და იაკობ ქართველიშვილის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 01 ივლისის ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 2019 წლის 02 ივლისის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი და სამედიცინო ექსპერტიზის N004735519 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი-- ა--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკი-- და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აი--ხება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობი-- და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი-- ა--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობი--თვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-- ა--------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელი-- და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნი--ს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაული-- და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამი--დ, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი-- ა--------მა ძალადობა განახორციელა მეუღლის მიმართ და განხორციელებული ძალადობის მოტივს. ძალადობის გამოხატვის ფორმას, კერძოდ მან არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, ორჯერ ჩაარტყა მეუღლეს ჯოხი თავის არეში. სასამართლო მხედველობაში იღებს ი-- ა--------ის პიროვნულ მახასიათებელს და მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციი--თვის, სასჯელის აუცილებლობი-- და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნები--თვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ი-- ა--------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამი--დ, ი-- ა--------ს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდება 2(ორი) წელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი-- ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენი--თვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამი--დ ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

ი-- ა--------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 4 ივლისის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ი-- ა--------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ი-- ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი 1000(ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს შ----------------------------------- განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ჯოხი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე