გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310018002457052
№3-262/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1-ლი თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაცია
წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)
მოპასუხე - სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
წარმომადგენელი - გუ------- ლ------
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაევალოს, სხვა პირის პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფით ელექტრონული ფორმით, ელექტრონულ ფოსტაზე sajaro@lawyer.org.ge გაგზავნის გზით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი, შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა:
ა) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ასლები;
ბ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტების და მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დოკუმენტების ასლები;
გ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის/დირექტორის /უფროსის/ მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების (ბრძანება, ოქმი, აქტი, წერილი) ასლები;
დ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში მიღებული ფინანსური შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სალაროს შემოსავლის ორდერები);
ე) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გამოცხადებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაცია;
ვ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში დამტკიცებული შესყიდვების გეგმის ასლები;
ზ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გამოცხადებული კონკურსების (შრომითი პერსონალის და თანამშრომლების მიღების თაობაზე) დოკუმენტების ასლები;
თ) სკოლის შენობა-ნაგებობის უზუფრუქტით მიღების თაობაზე არსებული შესაბამისი ხელშეკრულების ასლი;
ი) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლების ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
კ) ადმინისტრაციული ორგანოს წესდების ასლი.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2017 წლის 28 აპრილს მოპასუხეს წერილობით მიმართა ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციამ და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ 05/05/2017 წელს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N0-------, რომლითაც მართალია განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე თანხმობა, თუმცა რეალურად ინფორმაცია არ გაუცია. შესაბამისად, ითვლება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა უარი განაცხადა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რითაც დაირღვა მოსარჩელე მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები.
1.3. სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ, სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:
2017 წლის 17 მაისს მოსარჩელის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე sajaro@lawyer.org.ge - გადაეგზავნა საჯარო ინფორმაციის ნაწილი (2015-2016 წწ), თუმცა ელექტრონულად ინფორმაციის გადაგზავნა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ელექტრონული ფოსტა, რომელიც მოსარჩელეს წერილში აქვს მითითებული, არ ფუნქციონირებს ან არასწორადაა მოწოდებული და ტექნიკურად ვერ მოიძებნა.
2017 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელეს, ცენტრის იმჟამინდელი დირექტორის - ნინო ნიჟარაძის მიერ თავისი მეილით, იმავე ელექტრონულ მისამართზე - sajaro@lawyer.org.ge გადაეგზავნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2014 წლის დამუშავებული საჯარო ინფორმაცია, თუმცა ისევ ვერ მოხერხდა ინფორმაციის ელექტრონულად გადაგზავნა, იგივე მიზეზით. 2017 წლის 4 ოქტომბერს აღნიშნული ინფორმაცია გადატანილ იქნა CD დისკზე და შპს „ჯო---------------ის“ საშუალებით გაეგზავნა მოსარჩელეს, მისსავე წერილში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, თინა იოსებიძის 69, ბინა44 (წერილი 04.10.2017. N0--------).
2017 წლის 16 ოქტომბერს შპს „ჯო---------------მა“ გზავნილი (04.10.2017. N0--------) დააბრუნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ვინაიდან ორი დღის განმავლობაში, 9 ოქტომბერს და 10 ოქტომბერს, ვერ მოხერხდა აღნიშნულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება და ასევე ტელეფონის ნომერზე - 57--------- (რომელიც ასევე მოსარჩელეს აქვს მითითებული საკონტაქტოდ) დაკავშირება.
ჯანდაცვის ცენტრი თავს არ არიდებს და მზადაა შეასრულოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ვალდებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, რაც დასტურდება არაერთი მცდელობით, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, რაც მოსარჩელის არაბრალეულობით ვერ განხორციელდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 28 აპრილს მოპასუხეს წერილობით მიმართა ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციამ და მოითხოვა ელექტრონული ფორმით, ელექტრონულ ფოსტაზე sajaro@lawyer.org.ge გაგზავნის გზით, შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა:
ა) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ასლები;
ბ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტების და მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დოკუმენტების ასლები;
გ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის/დირექტორის /უფროსის/ მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების (ბრძანება, ოქმი, აქტი, წერილი) ასლები;
დ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში მიღებული ფინანსური შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სალაროს შემოსავლის ორდერები);
ე) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გამოცხადებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაცია;
ვ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში დამტკიცებული შესყიდვების გეგმის ასლები;
ზ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გამოცხადებული კონკურსების (შრომითი პერსონალის და თანამშრომლების მიღების თაობაზე) დოკუმენტების ასლები;
თ) სკოლის შენობა-ნაგებობის უზუფრუქტით მიღების თაობაზე არსებული შესაბამისი ხელშეკრულების ასლი;
ი) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლების ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის 2017 წლის 28 აპრილის განცხადება;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 17 მაისს მოსარჩელის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე sajaro@lawyer.org.ge - გადაეგზავნა საჯარო ინფორმაციის ნაწილი (2015-2016 წწ), თუმცა ელექტრონულად ინფორმაციის გადაგზავნა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ელექტრონული ფოსტა, რომელიც მოსარჩელეს წერილში აქვს მითითებული, ტექნიკურად ვერ მოიძებნა.
2017 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის - ნინო ნიჟარაძის მიერ თავისი მეილით, იმავე ელექტრონულ მისამართზე - sajaro@lawyer.org.ge გადაეგზავნა, ცენტრის 2014 წლის დამუშავებული საჯარო ინფორმაცია, თუმცა ისევ ვერ მოხერხდა ინფორმაციის ელექტრონულად გადაგზავნა, იგივე მიზეზით. 2017 წლის 4 ოქტომბერს აღნიშნული ინფორმაცია გადატანილ იქნა CD დისკზე და შპს „ჯო---------------ის“ საშუალებით გაეგზავნა მოსარჩელეს (გზავნილი N7------), მისსავე წერილში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, თინა იოსებიძის 69, ბინა44 (წერილი 04.10.2017. N0--------).
2017 წლის 16 ოქტომბერს შპს „ჯო---------------მა“ გზავნილი (04.10.2017. N0--------) დააბრუნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ვინაიდან ორი დღის განმავლობაში, 9 ოქტომბერს და 10 ოქტომბერს, ვერ მოხერხდა აღნიშნულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება და ასევე ტელეფონის ნომერზე - 57--------- (რომელიც ასევე მოსარჩელეს აქვს მითითებული საკონტაქტოდ) დაკავშირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 17 მაისის N0------- წერილი;
- 2017 წლის 4 ოქტომბრის წერილი;
- შპს „ჯო---------------ის“ მიერ გზავნილის უკან დაბრუნების შესახებ 2017 წლის 16 ოქტომბრის N2475/17 წერილი;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის სარჩელი სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმართ, საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
6.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2017 წლის 28 აპრილს მოპასუხეს წერილობით მიმართა ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციამ და მოითხოვა ელექტრონული ფორმით, ელექტრონულ ფოსტაზე sajaro@lawyer.org.ge გაგზავნის გზით, შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა:
ა) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ასლები;
ბ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტების და მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დოკუმენტების ასლები;
გ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის/დირექტორის /უფროსის/ მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების (ბრძანება, ოქმი, აქტი, წერილი) ასლები;
დ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში მიღებული ფინანსური შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სალაროს შემოსავლის ორდერები);
ე) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გამოცხადებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაცია;
ვ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში დამტკიცებული შესყიდვების გეგმის ასლები;
ზ) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში გამოცხადებული კონკურსების (შრომითი პერსონალის და თანამშრომლების მიღების თაობაზე) დოკუმენტების ასლები;
თ) სკოლის შენობა-ნაგებობის უზუფრუქტით მიღების თაობაზე არსებული შესაბამისი ხელშეკრულების ასლი;
ი) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლების ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
სასამართლო მიიჩნევს და მოპასუხე მხარემაც დაადასტურა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არის საჯარო.
6.3. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს მოსარჩელის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე sajaro@lawyer.org.ge - გადაეგზავნა საჯარო ინფორმაციის ნაწილი (2015-2016 წწ), თუმცა ელექტრონულად ინფორმაციის გადაგზავნა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ელექტრონული ფოსტა, რომელიც მოსარჩელეს წერილში აქვს მითითებული, ტექნიკურად ვერ მოიძებნა.
2017 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის - ნინო ნიჟარაძის მიერ თავისი მეილით, იმავე ელექტრონულ მისამართზე - sajaro@lawyer.org.ge გადაეგზავნა, ცენტრის 2014 წლის დამუშავებული საჯარო ინფორმაცია, თუმცა ისევ ვერ მოხერხდა ინფორმაციის ელექტრონულად გადაგზავნა, იგივე მიზეზით. 2017 წლის 4 ოქტომბერს აღნიშნული ინფორმაცია გადატანილ იქნა CD დისკზე და შპს „ჯო---------------ის“ საშუალებით გაეგზავნა მოსარჩელეს (გზავნილი N7------), მისსავე წერილში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, თინა იოსებიძის 69, ბინა44 (წერილი 04.10.2017. N0--------).
2017 წლის 16 ოქტომბერს შპს „ჯო---------------მა“ გზავნილი (04.10.2017. N0--------) დააბრუნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ვინაიდან ორი დღის განმავლობაში, 9 ოქტომბერს და 10 ოქტომბერს, ვერ მოხერხდა აღნიშნულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება და ასევე ტელეფონის ნომერზე - 57--------- (რომელიც ასევე მოსარჩელეს აქვს მითითებული საკონტაქტოდ) დაკავშირება.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზაკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა.
საქართველოს ზაკ-ის 411-ე მუხლით ამავდროულად დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ ამავე კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლში მითითებული ვადების გასვლისთანავე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 10.1 მუხლს, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
მოცემულ შემთხვევაში ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის 2017 წლის 28 აპრილის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამგვარი ინფორმაცია გასცეს პერსონალური მონაცემებისა და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნების გარეშე. ასევე, მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გაიცეს იმ მოცულობით, რომელიც არ მოიცავს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების თაობაზე ინფორმაციას.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.
დასახელებული ნორმით დადგენილია საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის არჩევის უფლება. მოსარჩელემ 2017 წლის 28 აპრილის განხადებით ინფორმაცია მოითხოვა ელექტრონული ფორმით და მიუთითა ელექტრონული ფოსტის მისამართი. ამასთან, განცხადებაში ინფორმაციის გაცემას მოითხოვდა პერსონალური მონაცემის დაცვით.
,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უარი არ განუცხადებია მოსარჩელისათვის, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
2017 წლის 17 მაისს მოსარჩელის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე sajaro@lawyer.org.ge - გადაეგზავნა საჯარო ინფორმაციის ნაწილი (2015-2016 წწ), რამდენადაც მთლიანი ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და საჭიროებდა მოძიებას და დამუშავებას, თუმცა თუმცა ელექტრონულად ინფორმაციის გადაგზავნა ვერ მოხერხდა არა ჯანდაცვის ცენტრის ბრალით, რამდენადაც ელექტრონული ფოსტა, რომელიც მოსარჩელეს წერილში ჰქონდა მითითებული, ტექნიკურად ვერ იძებნებოდა. იგივე განმეორდა 2017 წლის 4 ოქტომბერს. აღნიშნულის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დამუშავებული საჯარო ინფორმაცია, გადაიტანა CD დისკზე და ფოსტის, შპს „ჯო---------------ის“ საშუალებით გაუგზავნა მოსარჩელეს, მისსავე წერილში მითითებულ მისამართზე, თუმცა ვერ მოხერხდა აღნიშნულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება, რადგანაც მისამართზე არ იმყოფებოდა ადრესატი და ფოსტამ ვერც ტელეფონის ნომერზე - 57--------- (რომელიც ასევე მოსარჩელეს აქვს მითითებული საკონტაქტოდ) მოახერხა დაკავშირება.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მას სასამართლო სხდომაზეც მზად აქვს CD დისკზე დატანილი საჯარო ინფორმაცია სრული სახით, მოსარჩელისთვის გადასაცემად, თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგანაც ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზეც არ გამოცხადდა.
ამდენად, სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი თავს არ არიდებს და მზადაა შეასრულოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ვალდებულება, საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამავე კოდექსის 331-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოსარჩელე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად, რომ სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი თავს არიდებს და უარს აცხადებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, არ წარმოუდგენია, შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულებები.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უარი არ განუცხადებია მოსარჩელისათვის, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და შესაბამისად, ზიანი არ მიდგომია მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპის რეალიზებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის სარჩელი დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონეა და ის უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა(ა)იპ ინ---–---თა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის სარჩელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმართ,ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2.მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე