განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2956-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–---------–-–---–-,დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ--------------–---–ი, დ----------–-------–-–-----------------------------–----------–---------------------------), ნასამართლობის მქონე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: თ---–--------–----------------------------------–----------------–------–----–------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 5 ოქტომბერს, დღის საათებში, თ---–--–----------------–-----–--------------------–----------- მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ თ--------------–---–ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა თ--------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის განმხილველ მოსამართლეს -ხ---------------–-----
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა თ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ თ--------------–---–ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ხ---------------–-----------------------–---------------------------------–------–---–-------------------------–-ს გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას, სასამართლოს სხდომის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ თ--------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში. მოცემული დანაშაულის ობიექტია სასამართლოს ავტორიტეტი და მისი ნორმალური საქმიანობა, მოსამართლის პატივი და ღირსება. დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და ის დამთავრებულია შეურაცხყოფის მიყენების მომენტიდან. დანაშაულის ჩადენისას პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით და სურს დაამციროს მოსამართლისა თუ სამართალწარმოების სხვა მონაწილის პატივი და ღირსება.
ზღვარი სასამართლოს შეურაცხყოფასა და მოსამართლის კრიტიკას შორის ნათლად არის გავლებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიხაილოვა უკრაინის წინააღმდეგ (Mikhaylova v. Ukraine), no 10644/08, 6 მარტი 2018წ. აღნიშნა, რომ მხარეები ნამდვილად უფლებამოსილი არიან კომენტარი გააკეთონ მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები, თუმცა, მათი მხრიდან გამოხატული კრიტიკა არ უნდა გასცდეს გარკვეულ ფარგლებს. კერძოდ კი, ზღვარი უნდა გაევლოს კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. თუკი ნებისმიერი სახის გამოხატვის ერთადერთი განზრახვაა სასამართლოს ან მისი წევრების შეურაცხყოფა ან თავდასხმა, შესაფერი სანქციის გამოყენება არ განაპირობებს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (see, for example, Skałka v. Poland, no. 43425/98, § 34, 27 May 2003; Saday v. Turkey, no. 32458/96, § 36, 30 March 2006; and Žugić v. Croatia, no. 3699/08, § 45, 31 May 2011). სასამართლო დარბაზში მხარეთა გამოხატვის თავისუფლება არ არის შეუზღუდავი და გარკვეული ინტერესები, როგორიცაა მართლმსაჯულების ავტორიტეტი, საკმარისად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასაბუთდეს ამ უფლების შეზღუდვები (see Mariapori v. Finland, no. 37751/07, § 62, 6 July 2010)
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, თ--------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს, დღის საათებში, თ---–--–----------------–-----–--------------------–----------- მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ თ--------------–---–ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა თ--------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის განმხილველ მოსამართლეს -ხ---------------–---ს, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია თ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ თ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც თ--------------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს 1-იდან 2 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თ--------------–---–ი მსჯავრდებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით. თ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 29 მარტიდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით ძალაში იქნა დატოვებული. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო თ--------------–---–ის მიმართ დანიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, განაჩენთა ერთობლიობით - სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით. ამასთანავე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. თ--------------–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, თ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დაუნიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით (რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და თ--------------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
თ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 23 ივლისიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი ორ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე