განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2019
საქმის ნომერი
330100118002717702
თარიღი
07.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5110-18 (--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-------------–--

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----------------------–--–-–---–- დაბადებული-------–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ა------------------------–----–----------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------------------------–--

ადვოკატი - დ---------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სხდომის სახე - ღია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

2014 წლის ივლისის თვეში, ქ------–--–---------------------------–- გ---------–--–-–---–--- მეუღლეს დ------------------- მუშტი დაარტყა სახის არეში, არასრულწლოვანი შვილის ა-----–-----–--–-–---–-ს თანდასწრებით, რა დროსაც დ------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 29 ოქტომბერს ღამის საათებში, ქ------–--–----------------------–- გ---------–--–-–---–-- მეუღლეს დ------------------- სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რა დროსაც დ------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ------–--–---------------------------–- გ---------–--–-–---–--- მეუღლეს დ------------------- სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რა დროსაც დ------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ------------------- და არასრულწლოვანმა მოწმემ ა-----–-----–--–-–---–-- ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის და მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი.

მოწმე ლ------------------------ ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება და ჩაატარა შემდეგი სახის საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხა დაზარალებული დ------------------ და მოწმეები, 2----–-–------------------- საღამოს საათებში დ-----------თან და ექსპერტებთან ერთად ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, გ-----–--–-–---–- გააცნო ბრალის შესახებ დადგენილება და გამოკითხა ბრალდებულის სახით.

მოწმე კ-------------------- ჩვენებით, 2----–-–------------------- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გ---------–--–-–---–-ს ადგილმდებარეობის შესახებ. აღნიშნული პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გ-----–--–-–---–- იმყოფებოდა ქ------–--–---------------------------–-. სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმე გ--–-----------–---- ჩვენებით 2----–-–------------------- დაახლოებით 21:00 საათზე ხ--------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა გ---------–--–-–---–-. ადგილზე შეადგინა დაკავების ოქმი და დაკავებული პიროვნება გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, გააცნო დაკავების ოქმის შინაარსი, ჩააბარა მისი ასლი, რაც გ-----–--–-–---–-- დაუდასტურა შესაბამისი ხელმოწერით.

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, გ---------–--–-–---–- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2----–-–------------------- 21:05 საათზე.

2----–-–------------------- შედგენილი N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, გ---------–--–-–---–-, მეუღლის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, აეკრძალა მასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ექსპერიმენტი ჩატარდა ქ------–--–-------------------------------------–-. დ------------------ს განმარტებით სწორედ ამ ადგილას, ბინის წინ 2018 წლის მაისის თვეში გ-----–--–-–---–-- დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო მისივე განმარტებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების სხვა ფაქტები განხორციელებულია უშუალოდ საცხოვრებელ ბინაში. ექსპერიმენტის დროს საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი ან კვალი ამოღებული ვერ იქნა.

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2----–-–------------------- გ---------–--–-–---–- წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ---------–--–-–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა და დაცვის მხარის მოწმე გ--------------------- ჩვენება მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

2. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გ---------–--–-–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა გ-----–--–-–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტის თანახმად, დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილს და არ მოჰყვება საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა აღნიშნული მუხლებით მოხდეს პირის მსჯავრდება, აუცილებელია, რომ: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ განხორციელდეს ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება ოჯახის სხვა წევრზე, 2) ძალადობის მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, 3) ძალადობას არ მოჰყვეს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, 4) ძალადობა ჩადენილ იქნეს არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ---------–--–-–---–-ს მიერ დ------------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

გამოკვლეული მტკიცებულებებით 2014 წლის ივლისის, 2017 წლის 29 ოქტომბერის და 2018 წლის 20 მაისს მომხდარი ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტების უშუალო თვითმხილველი მოწმეები, რომელთაც შეეძლოთ დაედასტურებინათ დ------------- განხორციელებული ძალადობის და მიყენებული ზიანის ფაქტები არის თავად დაზარალებული და მისი არასრულწლოვანი შვილი ა-----–-----–--–-–---–-, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის და მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ გამომძიებლები, რომლებიც არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები და ინფორმაციას ფლობენ დ----------- მხრიდან, ხოლო მათ მიერ არ მოპოვებულა სხვა რაიმე სახის ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა გ---------–--–-–---–-ს მიერ ჩადენილი ოჯახური ძალადობის განხორციელებაში. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც დაზარალებულ დ------------------- ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით გ---------–--–-–---–-ს ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდის ფაქტი არ დაუდგინდა, რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, მას ბრალის შესახებ დადგენილებით მითითებულ ძალადობის განხორციელების თარიღებთან შემხებლობა არ აქვს, იგი გაცემულია 2----–-–-------------------- გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებულმა დ----------- არ მისცა ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გამომძიებელს და ექსპერტებს დაზარალებულმა უჩვენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ადგილები, სასამართლო მასზე, როგორც უტყუარ მტკიცებულებაზე ვერ იმსჯელებს ვინაიდან, მისი სისწორე დ----------- სასამართლოსთვის არ დაუდასტურებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ გ---------–--–-–---–-ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ---------–--–-–--–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, რის გამოც გ---------–--–-–---–- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---------–--–-–---–- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

გამართლებულ გ---------–--–-–---–- განემარტოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------------- განჩინებით, გ---------–--–-–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული – გირაო და დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი