განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/2151-18
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 აგვისტო 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - დ----- შ----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
კ------ ჭ----------ე - დაბადებული 1--- წლის 0--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ----------------------------------------
ადვოკატი - ც------ ც-----
კვალიფიკაცია:
კ------ ჭ----------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში, შპს ,,----–------–--მ“ გაიმარჯვა შპს ,,ა------------–--ს“ ტენდერში და 2017 წლის 5 სექტემბერს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება შპს ,,----–------–--სა“ და შპს ,,ა------------–-ას“ შორის, რომლის მიხედვითაც, შპს ,,----–------–--მ“ აიღო ვალდებულება, რომ 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით დაამონტაჟებდა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზს და ტრანსფორმატორს, რომელიც მოამარაგებდა ელექტროენერგიით ნ-----–--ს კუთვნილ აპარატურას. ხაზის გასამართად საჭირო იყო ,,შ--------ის“ წარმოების 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველისა და ძალოვანი ტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟი, რის საფუძველზე აპარატურის შესაძენად შპს ,,----–------–--ს’’ დირექტორი ლ---- მ---------–ი მოელაპარაკა ქ. ს-------------------ში არსებულ შ--------ის მწარმოებლებს და შეათანხმა 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველის ღირებულება და მოწოდების ვადები. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, 24 000 აშშ დოლარად მოხდებოდა 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველის (RM6) შეძენა-ტრანსპორტირება და განბაჟება საქართველოში 2017 წლის 14 ოქტომბრამდე. 2017 წლის აგვისტოს თვეში ლ---- მ---------–ი მივიდა ქ. თბილისში, დ-------ს მეტროსთან არსებულ ,,ს-----------ის“ შენობაში, სადაც ნახა კ------ ჭ----------ე, რომელსაც უთხრა, რომ შპს ,,----–------–--“ იყო ტენდერში გამარჯვებული კომპანია და აპირებდა ს-------------------იდან ვაკუუმური ამომრთველების ჩამოტანას, რასაც სჭირდებოდა დაახლოებით 24 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. გაიგო რა აღნიშნულის შესახებ კ------ ჭ----------ემ, განიზრახა მოტყუების გზით დაუფლებოდა ლ---- მ---------–ის ფულად თანხას და მოატყუა, რომ თავად მოახდენდა ამომრთველების ჩამოტანას იმავე ვადებში, ნახევარ ფასში ტრანსპორტირების ჩათვლით საფრანგეთიდან, რადგან მისივე განმარტებით, ის იყო ვაკუუმური ამომრთველების ერთადერთი მომწოდებელი საქართველოში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. კ------ ჭ----------ემ მოითხოვა ავანსად თანხის ნაწილის გადახდა. 2017 წლის 7 სექტემბერს ქ. თბილისში, ს----------------ზე მდებარე ,,ბ----------ის“ ფილიალიდან ლ---- მ---------–მა მოთხოვნისამებრ კ------ ჭ----------ეს საფრანგეთში აპარატურის დაკომპლექტება, შეძენა, ტრანსპორტირებისათვის გადაურიცხა 13 000 ლარი, რაც კ------ ჭ----------ემ იმავე დღეს მიისაკუთრა. მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, უფრო მეტიც, კ------ ჭ----------ეს საფრანგეთში ,,შ--------ის“ ფირმიდან დანადგარების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საერთოდ არ ჰქონია და ატყუებდა ლ---- მ---------–ს, რომ თითქოს ვაკუუმური ამომრთველების (RM6) შეძენისათვის ფრანგული მხარე ინვოისს არ უგზავნიდა. აღნიშნული ქმედებით ლ---- მ---------–ს მიადგა 13 000 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა კ------ ჭ----------ემ თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული იქნა პოზიცია, რომ ბრალდებულმა კ------ ჭ----------ემ მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა დაზარალებულ ლ---- მ---------–ს, რის თაობაზეც სასამართლოს წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტი.
2.2. დაზარალებულმა ლ---- მ---------–მა დაადასტურა, რომ ის არის შპს ,,----–------–--ს“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2017 წლის აგვისტოს თვეში, შპს ,,----–------–--მ“ გაიმარჯვა შპს ,,ა------------–--ს“ ტენდერში, მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს ,,----–------–--“ იღებდა ვალდებულებას, რომ 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით დაამონტაჟებდა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზს და ტრანსფორმატორს, რომელიც მოამარაგებდა ელექტროენერგიით ნ-----–--ს კუთვნილ აპარატურას. ლ---- მ---------–ის განმარტებით, მას ესაჭიროებოდა ხაზის გასამართად ,,შ--------ის“ წარმოების 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველისა და ძალოვანი ტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟი, რის თაობაზეც ჰქონდა მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციაში, ქ. ს-------------------ში არსებულ შ--------ის მწარმოებლებთან, რომლებსაც შეუთანხმდა, რომ 24 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეიძენდა 2 ცალ ვაკუუმური ამომრთველს (RM6), ხარჯებში ასევე გათვალისწინებული იყო მოწყობილობების ტრანსპორტირება და განბაჟება საქართველოში. ლ---- მ---------–მა განაცხადა, რომ მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა კ------ ჭ----------ესთან და მისი ძმის გ------- ჭ----------ის საწარმოსთან - შპს ,,ა---------–--------–-----------------------------სთან“, რომლის დირექტორი იყო გ------- ჭ----------ე, მაგრამ მას ფაქტიურად მართავდა კ------ ჭ----------ე. მათ შორის არსებობდა წლების მანძილზე თანამშრომლობა და ლ---- მ---------–ი ენდობოდა კ------ ჭ----------ეს. ლ---- მ---------–მა დაადასტურა, რომ როდესაც იმყოფებოდა კ------ ჭ----------ესთან პირადი საუბრისას განუცხადა, რომ აპირებდა ქ. ს-------------------იდან 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველის (RM6) შეძენას, მან კ------ ჭ----------ეს დაუსახელა თანხა, ასევე თუ როგორ მოხერხდებოდა ტრანსპორტირება და შემდეგ განბაჟება. კ------ ჭ----------ემ უთხრა, რომ ის იყო საქართველოში ,,შ--------ის“ წარმომადგენელი და მას ნახევარ ფასში შეეძლო საფრანგეთის რესპუბლიკიდან ჩამოეტანა 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველი (RM6). ვიანიდან, ლ---- მ---------–მა უფრო სარფიანად მიიჩნია კ------ ჭ----------ის შეთავაზება, მან კონტაქტი გაწყვიტა ქ. ს-------------------ში ,,შ--------ის“ წარმომადგენლებთან. ლ---- მ---------–მა კ------ ჭ----------ეს 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველის (RM6) შესაძენად გადაურიცხა ავანსის სახით 13 000 ლარი, რის თაობაზეც კ------ ჭ----------ემ შეადგინა შესაბამისი ანგარიშფაქტურა და გადასცა ლ---- მ---------–ს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რამდენჯერმე მივიდა კ------ ჭ----------ესთან და არკვევდა თუ როდის ჩამოვიდოდა 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველი (RM6), მას კ------ ჭ----------ე ატყუებდა და უცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მალე ჩამოიტანდა საფრანგეთიდან ვაკუუმურ ამომრთველებს (RM6). ლ---- მ---------–მა განაცხადა, რომ მას კ------ ჭ----------ემ მიუტანა ტრანსფორმატორი, რომელიც საერთოდ არ ესაჭიროებოდა, მისთვის კ------ ჭ----------ეს არ ჩამოუტანია 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველი(RM6), რის შედეგადაც კ------ ჭ----------ემ ლ---- მ---------–ს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2.3. მოწმე გ------- ო-----–---–მა განმარტა, რომ მას დაუკავშირდა ლ---- მ---------–ი, რომელმაც სთხოვა დახმარებოდა რუსეთის ფედერაციიდან 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველის (RM6) შეძენაში. გ------- ო-----–---–ი დაეხმარა ლ---- მ---------–ს და 85 000 ლარის საფასურად რუსეთის ფედერაციიდან ჩამოუტანა 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველი (RM6). გ------- ო-----–---–მა ასევე განმარტა, რომ როდესაც უკვე შეძენილი ჰქონდა 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველი (RM6) ლ---- მ---------–ისთვის, მას დაუკავშირდა კ------ ჭ----------ე, რომელმაც განუცხადა, რომ მას უნდა ჩაებარებინა ლ---- მ---------–ისგან ობიექტი, ასევე განუცხადა, რომ ვაკუუმურ ამომრთველებს დამატებით უნდა ჰქონოდა გარკვეული მოწყობილობები და თუ ის მოწყობილობები არ ექნებოდა, კ------ ჭ----------ე არ ჩაიბარებდა ობიექტს.
2.4. მოწმე ლ---- კ-----–---–მა განმარტა, რომ მასთან მისული იყო კ------ ჭ----------ე, რომელსაც სურდა 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველის (RM6) შეძენა.
2.5. მოწმე გ------- ჭ----------ემ განაცხადა, რომ ოფიციალურად იგი იყო შპს ,,ა---------–--------–-----------------------------ის“ დირექტორი, მაგრამ ფაქტობრივად კომპანიას განკარგავდა მისი ძმა კ------ - ჭ----------ე, რომლისგანაც შეიტყო, რომ ლ---- მ---------–მა კ------ ჭ----------ეს შეუკვეთა ტრანსფორმატორის შეძენა და არა 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველის (RM6) შეძენა.
2.6. მოწმე გ--- ო----–-–---–მა დაადასტურა, რომ საქმიან ეზოში კ------ ჭ----------ემ მიიტანა ტრანსფორმატორის ყუთი. მას კ------ ჭ----------ემ განუცხადა, რომ ყუთი განკუთვნილი იყო ლ---- მ---------–ისთვის, რომელიც შემდგომ წაიღებდა მას, თუ რა იდო ყუთში გ--- ო----–-–---–ისთვის უცნობია.
2.7. მოწმე ნ--------–-----მა განაცხადა, რომ ის იურიდიულ კონსულტაციებს უწევდა ლ---- მ---------–ს და იცავდა მის ინტერესებს სამოქალაქო საქმეში, რომელიც ეხებოდა ლ---- მ---------–სა და კ------ ჭ----------ეს შორის დავას. ნ--------–-----მა განაცხადა, რომ ლ---- მ---------–ი იყო სრულად მართალი კ------ ჭ----------ესთან მიმართებაში, ის ესაუბრა არაერთ პირს რომელიც დაკავშირებული იყო 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველი (RM6) შეძენასთან.
2.8. მოწმე ნ-----–---- ა------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
2.9. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,,----–------–--ს“ დირექტორი არის ლ---- მ---------–ი, რომელიც ასევე ფლობს შპს ,,----–------–--ს“ 90% წილს.
2.10. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,,ა---------–--------–-----------------------------ის“ დირექტორი არის გ------- ჭ----------ე, რომელიც ასევე ფლობს შპს ,,ა---------–--------–-----------------------------ის“ 50% წილს.
2.11. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია დ--------------ში შპს ,,ს--------------–-ის“ კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგების სამუშაოების შესყიდვა (სამუშაოები). აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა შპს ,,----–------–--ს“, რომლის დირექტორი არის ლ---- მ---------–ი.
2.12. საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, 2017 წლის 3 სექტემბერს შპს ,,----–------–--მ’’ (მყიდველი) შპს ,,ა---------–------–-----------------------------ას“ (მყიდველს) გადაურციხა 13 000 ლარი ელგაზური ამომრთველის RN6-ს შესაძენად.
2.13. ადვოკატის პოზიციით, ბრალდებული კ------ ჭ----------ე სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მან აანაზღაურა ლ---- მ---------–ზე მიყენებული ზიანი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მოითხოვა სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება.
2.14. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე წერილობით მტკიცებულებებთან; წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ კ------ ჭ----------ის ბრალდებას. კერძოდ:
2.14.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერებით, მოწმე გ------- ჭ----------ის და ბრალდებულ კ------ ჭ----------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,----–------–--ს“ დირექტორი არის ლ---- მ---------–ი, შპს ,,ა---------–--------–-----------------------------ის“ დირექტორი არის გ------- ჭ----------ე, კომპანიის ფაქტობრივ საქმიანობას ახორციელებდა კ------ ჭ----------ე.
2.14.2. ბრალდებულ კ------ ჭ----------ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ლ---- მ---------–ის ჩვენებით, მოწმეების გ------- ო-----–---–ის, ნ--------–-----ის, გ------- ჭ----------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში, შპს ,,----–------–--მ“ გაიმარჯვა შპს ,,ა------------–--ს“ ტენდერში და აიღო ვალდებულება მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის დამონტაჟების თაობაზე, რისთვისაც სჭირდებოდა ვაკუუმური ამომრთველები(RM6), ამ მიზნით დაამყარა კავშირი კ------ ჭ----------ესთან. 2017 წლის 7 სექტემბერს ქ. თბილისში, ს----------------ზე მდებარე ,,ბ----------ის“ ფილიალიდან ლ---- მ---------–მა მოთხოვნისამებრ კ------ ჭ----------ეს საფრანგეთში აპარატურის დაკომპლექტება, შეძენა, ტრანსპორტირებისათვის გადაურიცხა 13 000 ლარი, რაც კ------ ჭ----------ემ იმავე დღეს მიისაკუთრა და არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.
2.14.3. დაზარალებულ ლ---- მ---------–ის, მოწმეების ნ--------–-----ის, გ--- ო----–-–---–ის ჩვენებებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კ------ ჭ----------ემ ისარგებლა ლ---- მ---------–ის ნდობით, რადგან მათ გარკვეული წლების განმავლობაში აკავშირებდათ საქმიანი ურთიერთობა, დაარწმუნა იგი, რომ იყო საქართველოში ,,შ--------ის“ წარმომადგენელი და ნახევარ ფასში შეეძლო საფრანგეთის რესპუბლიკიდან ჩამოეტანა 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველი (RM6), რის საფუძველზეც ლ---- მ---------–მა შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთის ფედერაციაში შ--------ის მწარმოებლებთან, საიდანაც 24 000 აშშ დოლარად უნდა შეეძინა ამომრთველები. შემდეგში კ------ ჭ----------ე ატყუებდა ლ---- მ---------–ს და უცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მალე ჩამოიტანდა საფრანგეთიდან ამომრთველს (RM6), მაგრამ მან არა თუ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არამედ, კ------ ჭ----------ეს საფრანგეთში ,,შ--------ის“ ფირმიდან დანადგარების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საერთოდ არ ჰქონია და ატყუებდა ლ---- მ---------–ს, რომ თითქოს ვაკუუმური ამომრთველების (RM6) შეძენისათვის ფრანგული მხარე ინვოისს არ უგზავნიდა.
2.14.4. მოწმეების გ--- ო----–-–---–ის, ლ---- კ-----–---–ის, გ------- ო-----–---–ის და ნ--------–-----ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კ------ ჭ----------ე ცდილობდა სხვადასხვა გზებით როგორმე თავი აერიდებინა იმ ვალდებულებისგან, რომელიც გააჩნდა ლ---- მ---------–ის მიმართ. კერძოდ, ცდილობდა შეექმნა ისეთი გარემოებები, რომ ლ---- მ---------–მა მას შეუკვეთა ტრანსფორმატორის შეძენა და არა 2 ცალი ვაკუუმური ამომრთველის (RM6) შეძენა. შემდგომში კი ვალდებულების ვითომდა შესრულების მიზნით ამომრთველების ნაცვლად კ------ ჭ----------ემ გ--- ო----–-–---–თან მიიტანა ტრანსფორმატორის ყუთი და განუცხადა, რომ ყუთი განკუთვნილი იყო ლ---- მ---------–ისთვის, მაშინ როდესაც, ტრანსფორმატორი ლ---- მ---------–ს საერთოდ არ ესაჭიროებოდა.
2.14.5. საგადასახადო ანგარიშფაქტურით და დაზარალებულ ლ---- მ---------–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 3 სექტემბერს შპს ,,----–------–--მ’’ შპს ,,ა---------–------–-----------------------------ას“ (მყიდველს) გადაურიცხა 13 000 ლარი ელგაზური ამომრთველის RN6-ს შესაძენად და არა ტრანსფორმატორის შესაძენად, რაზეც აპელირებდა კ------ ჭ----------ე ლ---- მ---------–თან ნაკისრი ვალდებულების თითქოსდა შესრულების მიზნით.
2.14.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. კონკრეტულ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და და მათზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კ------ ჭ----------ე მოტყუებით, ცრუ დაპირებებით და გარკვეული მოლოდინების შექმნის გზით დაეუფლა ლ---- მ---------–ის კუთვნილ 13 000 ლარს.
2.15. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ კ------ ჭ----------ის ბრალდებას მასში, რომ დაზარალებულ ლ---- მ---------–ის მიმართ კ------ ჭ----------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით
2.16. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ კ------ ჭ----------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულ ლ---- მ---------–ისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი შეადგენს 13 000 ლარს.
2.17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2.18. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ------ ჭ----------ემ ჩაიდინა თაღლითობა დიდი ოდენობით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ------ ჭ----------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ------ ჭ----------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. კ------ ჭ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: კ------ ჭ----------ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომელსაც აღიარებს და ინანიებს, იგი არის--- წლის, სასამართლო სხდომების განხილვის პერიოდში, ბრალდებულმა კ------ ჭ----------ემ აუნაზღაურა ლ---- მ---------–ს მიყენებული ზიანი და შეურიგდა დაზარალებულს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ბრალდებულ კ------ ჭ----------ის პოზიციის გათვალისწინებით, კ------ ჭ----------ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით, გადახდისუნარიანობის ფარგლებში.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა კ------ ჭ----------ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. ერთი ცალი CD დისკი, სადაც ასახულია სიმ ბარათის ნომრების შემავალი და გამავალი დეტალური ნუსხა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ------ ჭ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. კ------ ჭ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
3. კ------ ჭ----------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------ს განჩინებით - ბრალდებულ კ------ ჭ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაცვლად, დადებული ყადაღა ვ-–-------- ჭ----------ის (პირადი N-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, გ-------–---------------–--ა, მ--------------------------, დაზუსტებული ფართი 1198.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 7-----------.
5. მსჯავრდებულ კ------ ჭ----------ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნივთმტკიცება:
6.1. ერთი ცალი CD დისკი, სადაც ასახულია სიმ ბარათის ნომრების შემავალი და გამავალი დეტალური ნუსხა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/