განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
010100119002974331
დავის ტიპი
381 (1)
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002974331

საქმე N 1-339/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

09.09.2019 წელი ქ . ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ოლ-----------–---–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: კო---------------------ა

მამის სახელი: ვ-–ა

დაბადებული: 0--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

ფაქტობრივი მისამართი: ქ ბათუმი, ფარ-----------------------, ბ------

 

ადვოკატი - გვ--–-------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 13:50 საათზე, ქ. ბათუმში, ფარ-----------------------, მდებარე ოჯახის წევრის, დედის - ლე--–---------–---–ის საცხოვრებელი ბინა #---თან მიახლოებით, თავად ლე--–---------–---–თან მიახლოებითა და მასთან კომუნიკაციით კო---------------------ამ არ შეასრულა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემაკავებელი N0----- ორდერით გათვალიწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

დამცავი ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და

ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 17 მაისი წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3 კო---------------------ა გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 05 თებერვალს ოჯახის წევრის მიმართ - დედის ლე--–---------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის; სასჯელი მას განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთის სახით და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 2018 წლის 10 ოქტომბერს;

 

2.4. 2019 წლის 20 მარტს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერით, კო---------------------ას აეკრძალა იმ სახლთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც იმყოფებოდა ლე--–---------–---–ი მასვე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და ხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

2.5. 2019 წლის 03 აპრილს კო---------------------ამ დედას ლე--–---------–---–ს თავის საცხოვრეველ სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

 

2.6 2019 წლის 03 აპრილს პოლიციის განყოფილებაში ლე--–---------–---–ის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და იმავე დღეს 14:15 საათზე დაკავებული იქნა კო---------------------ა;

 

2.7. შპს ,,ბ----------------–-----–-------ს“ მიერ მოწოდებული კო---------------------ას სტაციონალურ სამედიცინო ბარათი N1------დან (20.03.2019) ირკვევა, რომ კო---------------------ა იმყოფება ამბულატორიულ აღრიცხვაზე, ადგილი აქვს ალკოჰოლიზაციისა და ნარკოლოგიზაციის ხშირ ეპთზოდებას, რის ფონზეც უვითარდება ქცევითი აშლილობა. ადვილად ღიზიანდება და იმპულსურია.

 

2.8. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 25.07.2019 წ დასკვნით დადგენილია, რომ კო---------------------ას აღენიშნება შიზოტიპური ქცევითი აშლილობა, არა მკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს კო---------------------ას აღენიშნებოდა შიზოტიპური პერსონოლოგიური აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებები ფსიქიკის მხრივ და მას არ შეელო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის(შეზღუდული შერაცხაობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს , უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილება მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით. რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი იძულებით მკურნალობას ან არა ნებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იგი შეიძლება წარსდგეს მართმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის.

 

2.9 მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კო---------------------ას 2019 წლის 20 მარტის შემაკავებელი ორდერით - აკრძალული ჰქონდა რა ლე--–---------–---–თან მიახლოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - 2019 წლის 03 აპრილს კო---------------------ა მივიდა ქ. ბათუმი, ფარ------------------------თან მდებარე ლე--–---------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია 2019 წლის 20 მარტის გამოცემული შემავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2.10. საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ძალაში შესული შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის შეუსრულებლობისათვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

 

2.11. კო---------------------ასათვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული ორდერის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას აკრძალული ჰქონდა ლე--–---------–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია 30 დღის ვადით 2019 წლის 20 მარტიდან - კო---------------------ა ლე--–---------–---–ის ნახვას და მასთან კომუნიკაციას ცდილობდა 2019 წლის 20 მარტიდან.

 

2.12. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (ლა-–---------–---–-----------–---–-----------------–--–------------------–------------------------–---ძის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი N0----- ორდერის ოქმი, კო---------------------ას დაკავების ოქმი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ კო---------------------ამ 2019 წლის 03 აპრილს ლე--–---------–---–თან სახლში მისვლით, ლე--–---------–---–თან მიახლოებით და ურთიერთობით - ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კო---------------------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებულმა კვლავ განმეორებით ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა დანაშაული;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კო---------------------ას მიერ ჩადენილი ქმედება ოჯახის იგივე წევრის (დედის) მიმართ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველს;

 

სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული წარსულში ნასამართლობა ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, კო---------------------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, კო---------------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული კო---------------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ კო---------------------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა - გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ კო---------------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 03 აპრილიდან.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე