განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2019
საქმის ნომერი
010100119003158709
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003158709

საქმე N1-763/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17.09.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი -ოლ-----------–--ლი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: კა---–-------–--–-ძე

მამის სახელი: მე----ი

დაბადებული: 0--0--1---წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ბათუმი, ფრ----------–--–----------------–----

 

ადვოკატი - ზა--------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171230719003

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 23 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ ბათუმში, 2-------------------ში მდებარე და-------------ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა კა---–-------–--–-ძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყელში ხელების მოჭერით, თმების მოქაჩვით, თავის არეში ხელების რამდენჯერმე დარტყმით და იატაკზე თავის დარტყმით და-------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ძალადობა, ესე იგი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდაოდ იქნა ცნობილი. (იხ ოქმი)

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3 სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 21.08.2019წ დასკვნის თანახმად, და-------------ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (23.07.2019წ) გარეგნულად, სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

2.4 სასაქონლო ექსპერტიზის N7----- 15.08.2019წ დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,---------------- მობილურ ტელეფონზე სენსორული მინოს აღდგენის ღირებულება 15.08.2019 დღის მდგომარეობით შეადგენს - 60 (სამოც) ლარს.

 

2.5 2019 წლის 23 ივლისის შემაკავებელი ორდერით N0----- დადგენილია, რომ 2019 წლის 23 ივლისს ქ. ბათუმში, 2--------------------ში კა---–-------–--–-ძემ და-------------ის მიმართ ხელების კისერში წაჭერით და ხელების თავის არეში დარტყმით განახორციელა ძალადობა.

 

2.6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულის და-------------ის, მოწმეების რუ--–----------------–------------------–---------------------------ას გამოკითხვის ოქმები, კა---–-------–--–-ძის გამოკითხვის ოქმი, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი, კა---–-------–--–-ძის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კა---–-------–--–-ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კა---–-------–--–-ძე - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - და-------------ის ძალადობით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; დაზარალებულს რაიმე სახით მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია;

 

სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კა---–-------–--–-ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, კა---–-------–--–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები და მისი მატერიალური მდგომარეობა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად; სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: და-------------ისაგან ამოღებული ,,ქსიაომის’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქული სახით ინახება პოლიციის მეორე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში; საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ის უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული კა---–-------–--–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ კა---–-------–--–-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - და-------------ისაგან ამოღებული ,,ქსიაომის’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქული სახით ინახება პოლიციის მეორე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებას;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს

მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე