განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2804-19 (--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აგვისტო, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ---------------------------, დაბადებული-------–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–--------------------–--
ადვოკატი - ა----–-–---–---–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - მუქარა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში .
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2----–-–-------------, ქ------–--–---–--------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. ლ--------------სა და მის ძმას - ჯ--------------- შელაპარაკება მოუვიდათ ერთმანეთში. კონფლიქტისას, ამ უკანასკნელს ლ--------------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა სახის არეში.
ლ--------------- ქმედებების შედეგად, ჯ--------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ზედა ტუჩის არეში მიიღო დაზიანება.
2----–-–-------------, ქ------–--–---–--------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ლ-------------- ძმას -ჯ--------------- მის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, „------------- მარკის ა/მანქანის, სახელმწიფო ნომრით---------- დაწვით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ჯ--------------- მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებული ჯ--------------- ჩვენებით, ბრალდებული ლ-------------- არის მისი ძმა, რომელთანაც აქვს ნორმალური ურთიერთობა. ლ--------------ს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ვინაიდან ვერ გადიოდა სათანადო მკურნალობას, მისი მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. 2----–-–------------- გაეღვიძა ბებიის - ვ---------–------- ხმაურზე და როცა შევიდა მის ოთახში დაინახა, რომ ლ----- ეკამათებოდა მას. ვინაიდან მის ძმას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, იმის შიშით, რომ არ გაეტეხა რაიმე, შემოხვია ხელი და ბებიას სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის მიზნით. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელთაც აუხსნა ლ--------------- ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ვინაიდან ტუჩის არეში აღენიშნებოდა რამდენიმე დღით ადრე მიღებული დაზიანება, მათ ჩათვალეს, რომ ძმებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რის შემდეგაც მოახდინეს, როგორც მისი ისე ლ--------------- დაკავება. დაზარალებულის განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას ხელი მოაწერა მისი გათავისუფლების და ნივთების დაბრუნების დოკუმენტს და გამომძიებლისთვის მას ჩვენება არ მიუცია. დაზარალებულის ჩვენებით, გამოკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერა, რითაც ადასტურებს ჩვენების სისწორეს ეკუთვნის მას. ჯ--------------- სასამართლოზე დაკითხვისას განმარტა, რომ ლ--------------ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და სახის არეში ფეხი არ ჩაურტყამს. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე. ბრალდების მხარის შეკითხვაზე, ჯ-------------- ადასტურებს გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორეს მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ 2----–-–------------- ლ-------------- დაემუქრა მისი კუთვნილი ა/მანქანის დაწვით, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა შიში, რომ ლ------------- სისრულეში მოიყვნადა მის მუქარას იქიდან გამომდინარე, რომ 2015 წელს ლ--------------მ ერთხელ უკვე სისრულეში მოიყვანა მისი მუქარა მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ადვოკატის მხრიდან დასმულ იმავე შინაარსის შეკითხვაზე, ჯ-------------- განმარტავს, რომ ლ--------------- მხრიდან მანქანის დაწვის მუქარა ვერ აღიქვა რეალურად და მანქანის დაწვის რეალური შიში არ ჰქონია, ვინაიდან ლ-----ს სიტყვები მხოლოდ მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობდა.
მოწმე ა-–-------–------–---–-- ჩვენებით, 2----–-–------------- მიღებული იქნა შეტყობინება-–--------------------–- მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მითითებულ მისამართზე მისვლისას, ჯ-------------- უთითებდა მის ძმაზე - ლ--------------ზე, რომ მან მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ითხოვდა მის დაკავებას. ჯ-------------- განმარტავდა, რომ ძმასთან დაწყებული კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ლ--------------მ ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც გაუსკდა ტუჩი. ლ--------------ს ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა ალკოტესტზე შემოწმებაზე განაცხადა უარი. იგი ადასტურებდა ძმასთან კონფლიქტის ფაქტს, თუმცა აცხადებდა, რომ ჩხუბის დროს ჯ-------------- ურტყამდა მუშტებს და დაზიანებული ჰქონდა წარბი და ცხვირი. სახლში იმყოფებოდა მოხუცი ქალბატონი, რომელიც ადასტურებდა ძმებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. ლ---- და ჯ--------------ები დაკავებული იქნენ ადგილზე. ჯ--------------- განმარტებით, ლ--------------ს ბავშვობაში მოკლული ჰყავდა მათი მესამე ძმა და ეშინოდა, რომ მასაც მოკლავდა.
მოწმე პ-----------–------- ჩვენებით, 2----–-–------------- მიღებული იქნა შეტყობინება-–--------------------–- მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მეწყვილე ა-–-------–------–---–---- ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც ჯ-------------- უთითებდა მის ძმაზე - ლ--------------ზე, რომ მან მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ითხოვდა მის დაკავებას. ჯ-------------- განმარტავდა, რომ ძმასთან დაწყებული კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ლ--------------მ ჩაარტყა წიხლი, რის შედეგადაც გაუსკდა ტუჩი. ლ--------------ს ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა ალკოტესტზე შემოწმებაზე განაცხადა უარი. იგი ადასტურებდა ძმასთან კონფლიქტის ფაქტს, თუმცა აცხადებდა, რომ ჩხუბის დროს ჯ--------------- ჩაარტყა მუშტი და დაზიანებული ჰქონდა წარბი და ცხვირი. სახლში იმყოფებოდა ქალბატონი, რომელიც ადასტურებდა ძმებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. ლ---- და ჯ--------------ები დაკავებული იქნენ ადგილზე. ჯ--------------- განმარტებით, ლ--------------ს ბავშვობაში მოკლული ჰყავდა მათი მესამე ძმა და ეშინოდა, რომ მასაც მოკლავდა.
მოწმე კ----------------------- ჩვენებით, 2----–-–------------- ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ეკიპაჟმა პ-----------–------- და ა-–-------–------–---–-- შემადგენლობით დახმარება ითხოვა დაკავებული პირების ბადრაგირებასთან დაკავშირებით. გამოცხადდა-–--------------------–-, სადაც პოლიციის თანამშრომლებს ძალადობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ ძმები ჯ---- და ლ--------------ები. ლ-------------- მისი ძმის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჯ--------------- განმარტებით, 24 მარტს ლ--------------მ მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რის შედეგადაც დაზიანება აღენიშნებოდა ტუჩის არეში.
მოწმე დ-----------–---–-- ჩვენებით, 2----–-–------------- წ--------------------–- მომხდარი ოჯახური ძალადობის ფატზე დახმარება ითხოვა საპატრულო ეკიპაჟმა. გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ ძმები ლ---- და ჯ--------------ები. ლ--------------ს დაზიანებები აღენიშნებოდა მარცხენა წარბის და ცხვირის არეში, ხოლო ჯ--------------- დაზიანება მიყენებული ჰქონდა ზედა ტუჩის არეში. ლ-------------- აგრძელებდა მისი ძმის შეურაცხყოფას. ჯ-------------- აცხადებდა, რომ ლ----- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ ბებიას, რაზეც გამოესარჩლა და რასაც მოჰყვა მათ შორის კონფლიქტი. ლ--------------ს ეტყობდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, იქცეოდა არაადეკატურად, თუმცა მან უარი განაცხადა ალკოტესტზე შემოწმებაზე.
მოწმე ი------------–---- ჩვენებით, 2----–-–-------------, ძმების ლ---- და ჯ--------------ებს შორის ძალადობის ფაქტზე დაწყებული იქნა გამოძიება. ორივე მათგანი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მოწმის სახით გამოკითხა ჯ--------------, რომელმაც დაუდასტურა ლ--------------- მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ხოლო ლ--------------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ვინაიდან ჯ--------------- მხრიდან არ იკვეთებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტი იგი გათავისუფლდა დაკავებიდან და ცნობილი იქნა დაზარალებულად, ხოლო ლ--------------ს წარედგინა დადგენილება მუქარის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით. ჯ-------------- ასევე აცხადებდა, რომ ლ-------------- ემუქრებოდა მის საკუთრებაში არსებული მანქანის დაწვით. გარდა აღნიშნულისა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნა სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზები და გამოკითხა მოწმეები.
მოწმე ი----–--–-----–---–-- ჩვენებით, 2----–-–------------- მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა დაკავებული ძმები ლ---- და ჯ--------------ები. ლ-------------- აცხადებდა, რომ იგი არ საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას, ხოლო ჯ--------------- ზედა ტუჩის მიდამოში ჰქონდა ექსკორაცია, რაც ეტყობოდა რომ იყო ახალი დაზიანება. მოწმის განმარტებით, როგორც ჯ---------------გან მისთვის გახდა ცნობილი, იგი იჭერდა ძმას, რა დროსაც მოხვდა მისი ფეხი.
მოწმე მ---------------- ჩვენებით, 2----–-–------------- მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა დაკავებული ძმები ლ---- და ჯ--------------ები. ლ-------------- აცხადებდა, რომ იგი არ საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას, ხოლო ჯ--------------- ზედა ტუჩის მიდამოში ჰქონდა ექსკორაცია და დაზიანება. ჯ-------------- აცხადებდა, რომ მან დაზიანება მიიღო ლ-----ს ფეხის მოქნევის შედეგად.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ---------------–-–---–-- ჩვენებით, 2----–-–----------- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (-----------–----------------–------------------–-------- პაციენტის სამედიცინო ბარათი #---------------------------- ბეჭდით დამოწმებული ასლი) მონაცემების თანახმად, მოქ. ჯ--------------- სამედიცინო დახმარება გაეწია----------- წელს და დაუდგინდა დიაგნოზი: ტუჩის და პირის ღრუს ზედაპირული ტრავმა. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული.
ამავე დოკუმენტის ჩანაწერების თანახმად: მოქ. ჯ--------------- სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება ზედა ტუჩის არეში არსებული ექსკორიაციის სახით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული დაზიანების (ექსკორიაციის) მორფოლოგიური სურათი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-------------- ჩვენებით, 2----–-–------------- ექსპერტებთან ა------------–---------------------------------- ერთად გასცა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის----------- დასკვნა, რომლის თანახმად ლ--------------ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი - F07.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. დანაშაულის ჩადენის მომენტში მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ლ-------------- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---–--------------–---–-- ჩვენებით, 2----–-–------------- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის----------- დასკვნა, რომლის თანახმად,----------- წელს მოქ. ლ--------------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და ნაკაწრების სახით. ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე არსებული ნაკაწრები ხანდაზმულობით დაახლოებით 4-5 დღისაა. დანარჩენი დაზიანებების/ნაჭდევების, მარცხენა წინამხრის ზემო და შუა მესამედის საზღვარზე არსებული ნაკაწრები/განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ---------–------- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (შვილიშვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, ჯ--------------- დაუდგინდა სიფხიზლე, ხოლო ლ--------------მ უარი განაცხადა შემოწმებაზე.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ლ-------------- დაკავებული იქნა 2----–-–------------- 12:45 საათზე. მისი პირადი ჩხრეკისას კისრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ძაფზე ასხმული ლითონის ჯვარი და ბეჭედი. ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის კრიალოსანი. ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ფოტოსურათი მიმაგრებული წითელი ფერის ქაღალდზე და მისსავე სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა. შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო „--------- ფირმის მობილური ტელეფონი. იმავე ჯიბიდან ამოღებული იქნა მომცრო ზომის ბლოკნოტი.
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ლ--------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ლ--------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დისპოზიციას, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და სიმშვიდე. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება: 1). მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, 2). შედეგში - შიშის გამოწვევა და 3). მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთან, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი არაა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ლ--------------- მიერ ჯ--------------- მიმართ განხორციელებული ქონების განადგურების მუქარის ან ფიზიკური ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები. ასევე ვერ იქნა დადგენილი თუ ვინ მიაყენა ჯ--------------- ფიზიკური შეურაცხყოფა ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მასზე ფიზიკური ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარის ფაქტს. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია.
საქმის მასალების მიხედვით, 2----–-–-------------, მომხდარი ოჯახური ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც შეძლებდა დაედასტურებინა ლ--------------- მიერ ძმაზე - ჯ--------------ზე ფიზიკური ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარის ფაქტი არ არსებობს. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მიყენებული ზიანის შესახებ, არის მოწმე ვ---------–------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (შვილიშვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ გამომძიებლები, რომლებმაც გამოძიება დაიწყეს და აწარმოეს შემდგომში დაზარალებულად ცნობილი ჯ--------------- მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე. გამომძიებლები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები და ინფორმაციას ფლობენ ჯ--------------- მხრიდან, ხოლო მათ მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ლ--------------- მიერ განხორციელებულ ოჯახურ ძალადობაში ან ქონების განადგურების მუქარაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტის დასკვნით მართალია დადგენილია, რომ ჯ--------------- ზედა ტუჩის არეში აღენიშნებოდა დაზიანება ექსკორაციის სახით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, თუმცა ამავე დასკვნით დადგენილია, რომ აღნიშნული დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ექსპერტიზაზე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არ არსებობის გამო. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის----------- დასკვნას, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------, დადგენილია, რომ ლ--------------ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. დანაშაულის ჩადენის მომენტში მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ლ-------------- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
რაც შეხება დაზარალებულ ჯ--------------- სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას, მან კატეგორიულად უარყო ლ--------------- მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ 2----–-–------------- იმ მიზნით, რომ მომხდარიყო მისი ძმის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები, გამოიძახა სასწრაფო დახმარება, თუმცა ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს, როგორც მისი, ისე ლ--------------- ბრალდებულის სახით დაკავება. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, ჯ--------------- დაადასტურა გამოძიებაში გამოკითხვის ოქმზე ხელმოწერის და მინაწერის „გამოკითხვის ოქმი დაწერილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“ ნამდვილობა, თუმცა მეორეს მხრივ უარყო გამოძიებაში ჩვენების მიცემის ფაქტი და განმარტა, რომ გამოძიებაში ხელი მოაწერა მხოლოდ გათავისუფლების და პირადი ნივთების ჩაბარების ოქმს და მას გამომძიებლისთვის ჩვენება არ მიუცია. გარდა აღნიშნულისა, ჯ--------------- პროკურორის შეკითხვის საპასუხოდ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე, რომლის მიხედვით ლ-------------- მას ნამდვილად დაემუქრა ა/მანქანის დაწვით, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, თუმცა დაცვის მხარის მიერ დასმული იმავე შინაარის კითხვის საპასუხოდ ჯ--------------- განმარტა, რომ ა/მანქანის დაწვის მუქარა რეალურად არ აღუქვამს და მანქანის დაწვის რეალური შიში არ ჰქონია. ზემოაღნიშნული გარემოებების მხადველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება არ უთითებს ლ--------------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, ხოლო თავად დაზარალებულ ჯ--------------- ჩვენებით, რომელიც არის ურთიერთგამომრიცხავი, წინააღმდეგობრივი და არასარწმუნო, შეუძლებელია დადგინდეს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ლ--------------- მხრიდან ფიზიკური ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარის ფაქტს ადგილი. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ--------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, რის გამოც ლ-------------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის------–-–-------------- განჩინებით, ლ--------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ლ--------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ლ--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რაც ინახება-–--------------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–--–- დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ლ--------------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი