განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2019
საქმის ნომერი
820100119003138721
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 151 , 151
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119003138721

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/180-2019 წ

 

19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა

 

დაცვის მხარე - ადვოკატი დ-----------–--ე

თარჯიმანი - ი----------ა

 

ბრალდებული - ზ-----------------------უ (დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 5----------, თურქეთის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, განათლება ს-–----–--------------ი, რეგისტრირებული თურქეთი, ტ-------------------------------რ და ფაქტობრივად მცხოვრები ბათუმი, ა-----–---------------------).

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზ-----------------------უ თანაცხოვრების პერიოდში ლანძღვა-გინებით, დამამცირებელი და უწმაწური სიტყვების გამოყენებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის მეუღლეს მ-------------ს, რამაც გამოიწვია მ------------ის სულიერი ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2019 წლის 23 ივნისს დილის საათებში, ქ. ბათუმში, ა-----–---------------ი, სახლი N---–ი, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების ი-------–---------------ა და მ--–------------ს თანდასწრებით მეუღლეს მ-------------ს სახეში და იდაყვზე დაარტყა ხელი, რა დროსაც მ-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბათუმში, ა-----–---------------ი, სახლი N---–ი, საცხოვრებელ სახლის მისაღებ და საძინებელ ოთახებში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების ი-------–---------------ა და მ--–------------ს თანდასწრებით მეუღლეს მ-------------ს სახეში და თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ საძინებელ ოთახში ყელზე მოუჭირა ხელი და ცდილობდა მის დახრჩობას, რა დროსაც მ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბათუმში, ა-----–---------------ი, სახლი N---–ი, საცხოვრებელ სახლში, ზ-------------თ ქ-----უ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ-----ი მ---------ეს, რა დროსაც ნ-----ი მ-------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბათუმში, ა-----–---------------ი, სახლი N---–ი, საცხოვრებელ სახლის მისაღებ და საძინებელ ოთახებში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ზ-------------თ ქ-----უ დანისა და მინის ლარნაკის ნატეხის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს მეუღლეს მ-------------ს, რა დროსაც მ-------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 24 ივნისს, ზ--------------თ ქ-----უს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც 30 დღის განმავლობაში ზ--------------თ ქ-----უს აეკრძალა მეუღლის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვის მიუხედავად, 2019 წლის 25 ივნისს, ზ--------------თ ქ-----უ მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მეუღლეს მ-------------ს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (ნ-----ი მ-------ის ეპიზოდი).

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (მ------------ის ეპიზოდი).

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

ბრალდებულმა ზ--------------თ ქ-----უმ სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათები, შეტყობინებები, მ------------ის, ნ-----ი მ-------ის, ზ-----ბ მ-------ის, ე-- მ-------ის, ა-----–----------ის, დ-------------ის, გ--------–--ის, ზ--------------თ ქ-----უს, ე-------------ის, ი-----–-----–--ის, უ–------------ის, შ--–------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დათვალიერების ოქმები, დაკავების ოქმი, სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, პირადი მონაცემები, ნივთმტკიცებები.

 

ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ზ--------------თ ქ-----უმ ოჯახის წევრის მეუღლის მ------------ის მიმართ, განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მ------------ის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე ოჯახის წევრის მეუღლის მ------------ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების ი-------–---------------ა და მ--–------------ს თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

ასევე ოჯახის წევრის მეუღლის მ------------ის მიმართ, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ასევე ნ-----ი მ-------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ასევე არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ზ--------------თ ქ-----უმ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მეუღლის სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით და დამცირებით, რამაც გამოიწვია მ------------ის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა ზ--------------თ ქ-----უმ, 2019 წლის 23 ივნისს დილის საათებში მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მეუღლის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულმა ზ--------------თ ქ-----უმ, 2019 წლის 23 ივნისს 14:00 საათზე მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მეუღლის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულმა ზ--------------თ ქ-----უმ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, როდესაც მ-------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა ზ--------------თ ქ-----უმ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - სიცოცხლის მოსპობის მუქარით, როდესაც ნ-----ი მ-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა ზ--------------თ ქ-----უმ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რაც ამავე დროს ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანის თანდასწრებით, ვინაიდან ასეთი ქმედება განსაკუთრებით უარყოფითად აისახება მის შემდგომ ზრდა-განვითარებაზე და გავლენას ახდენს მის სრულფასოვან საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებაზე, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის ქმედებებს ესწრებოდნენ არასრულწლოვანი ბავშვები, რაც უარყოფითად აისახება არასრულწლოვანის ფსიქიკაზე. დანაშაულებრივი ქმედებების ჩასადენად გამოყენებული იქნა დანა, აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის საზოგადოებრივ საშიშროებაზე და ნების სიმტკიცის დაბალ ხარისხზე. სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზ--------------თ ქ-----უ მუშაობს და არჩენს ოჯახს, არაა ნასამართლევი, ან ადმინისტრაციულ სახდელდადებული, მან აღიარა და გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, სურს აღადგინოს და შეინარჩუნოს ოჯახი, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ პირობით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში საშუალო ზომით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს ზ-----------------------უ არ იყო ნასამართლევი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ზ-----------------------უს მიმართ უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყოფილია თუ არა გირაო ფულადი თანხით, ან უძრავი ქონებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ საკითხზე.

 

ნივთმტკიცების სახით არსებული დანები და მინის ნატეხი განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტსი ამსახველი DVD დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ-----------------------უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ზ-----------------------უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 ივნისის დილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით

 

ზ-----------------------უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 ივნისის 14:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ზ-----------------------უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ზ-----------------------უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-----ი მ-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ზ-----------------------უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ-----------------------უს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ზ-----------------------უს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების დრო, 2019 წლის 23 ივნისიდან 2019 წლის 27 ივნისის ჩათვლით.

 

გაუქმდეს ზ-----------------------უს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო.

 

ნივთმტკიცების სახით არსებული დანები და მინის ნატეხი განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტსი ამსახველი DVD დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად.

 

ზ-----------------------უს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი