განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
330100119002855344
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/658-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ივლისი,2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა----------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს----------------–-–---–---------------–-------–-–----------------–--------------–----------–----------------------------, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: თ---–------------------------–----------–--------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–----------------

 

ადვოკატები - მ---------–----

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

ს----------------–-–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე თ---–--–-----------------------–------------–------------------–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე ს----------------–-–---–-- მეუღლე მ---------------ე, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჩაისვა ავტომობილში და სთხოვდა სამსახურისათვის თავის დანებებას, რა დროსაც დაემუქრა სხეულის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაამტვრევდა ძვლებში და მოკლავდა. ს----------------–-–---–-ს მუქარა მ---------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. ს----------------–-–---–-- ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ს----------------–-–---–-- ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე თ---–--–-----------------------–------------–------------------–-----–-- მყოფ გ---–--------–---–- მის ტელეფონის 5-------- ნომერზე დაურეკა ს----------------–-–---–-- ტელეფონის 5-------- ნომრიდან და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ მიდიოდა მის სამუშაო ადგილას და ააფეთქებდა, გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა. ს----------------–-–---–-ს მუქარა გ---–--------–---–-- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. ს----------------–-–---–-- ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ს----------------–-–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში თ---–--–---–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თანაცხოვრების მანძილზე, ს----------------–-–---–- მეუღლე მ---------------ეს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა, აგინებდა, შეურაცხჰყოფდა, ამცირებდა, პატივსა და ღირსებას ულახავდა, რითაც მ---------------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ე.ი. ს----------------–-–---–-- ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს----------------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

დაზარალებულმა მ---------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2012 წლის 22 იანვარს დაოჯახდნენ ის და ს----------------–-–---–-. ს--------მ თავიდანვე გამოავლინა ეჭვიანი ხასიათი და ამ ეჭვიანობის ნიადაგზე მუდამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მასზე. 2017 წელს ს--------მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასზე, კერძოდ, ცხვირში დაარტყა ხელი, რა დროსაც სისხლი წასკდა ცხვირიდან და ამ ფაქტის მერე დაეწყო მას შიშები. ფიზიკურ ძალადობას ს--------ს მხრიდან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი, თუმცა ფსიქიკურ ძალადობას განაგრძობდა მუდმივად, ემუქრებოდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, დაზარალებულის განცხადებით, ასეთ დროს რომ არ გარიდებოდა ს--------ს, ს--------ს კვლავ შეეძლო ფიზიკურად ეძალადა მასზე. დაზარალებული შიშის ფაქტორიდან გამომდინარე მიმართავდა ხოლმე პოლიციას, რომ დაემშვიდებინათ ს--------, აღარც ახსოვს რამდენჯერ გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ს--------ს შემაკავებელი ორდერები არასდროს დაურღვევია. მ---------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა ნ-------------------------------–------------------–----–----–------ში, რაზეც ს-------- უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან სურდა, რომ მისი მეუღლე მუდამ მის გარემოცვაში ყოფილიყო. ხშირად მიდიოდა ხოლმე მასთან სამსახურში, რა დროსაც მას დისკომფორტი ექმნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ სულ დაძაბული იყო მისი იქ ყოფნით. 2019 წლის 4 იანვარს ს-------- მივიდა მასთან სამსახურში დაახლოებით 10 საათიდან 11 საათამდე პერიოდში, რა დროსაც დაცვასთან საუბრობდა. დაახლოებით 12 საათი იყო, როდესაც გამოიყვანა და უთხრა, რომ წასულიყო, რადგან არ უნდოდა სამსახურში პრობლემები შექმნოდა. აღნიშნულზე ს-------- არაადეკვატური გახდა სახეზე, ეტყობოდა, რომ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო. ამის მერე მთელი ღამე ახორციელებდა სატელეფონო ზარებს მ--------, შემდეგ დილის 10 საათზე დაურეკა და უთხრა ქვევით ჩასულიყო, მ---ს შეეშინდა, რადგან ცუდის მოლოდინი ჰქონდა, მათ შორის საუბარი მანქანაში გაიმართა, ამ დროს ს-------- უკვე გამოფხიზლებული იყო, ამბობდა, რომ მთელი ღამე მის სამსახურთან იდგა და თავადაც უკვირდა როგორ იყო ასე მშვიდად, თუ როგორ მოუთმინა ეს ყველაფერი, დაემუქრა, რომ ძვლებში დაამტვრევდა, თუ დაიჭერდნენ „ქილერს“ დაიქირავებდა და ციხიდან მოკლავდა. მ--- ხმას ვერ იღებდა შიშისგან, რადგან ეშინოდა, რომ ს-------- მას ზღვაში გადააგდებდა. ს--------ს მხრიდან მუქარა მთელი ცხოვრება გრძელდებოდა, ემუქრებოდა ყველგან, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან მტანჯველი იყო მისთვის, ვინაიდან მუქარებს აღიქვამდა რეალურად. 2019 წლის 5 იანვარს მისი შვილის ნათლიამ გ---–--------–---–-- დაურეკა მ---ს და უთხრა, რომ ხალხი ჭორაობდა, ყველამ იცოდა მათ შორის არსებული პრობლემების შესახებ, ის, რომ ს-------- რამდენჯერმე მიუვარდა სამსახურში მ---ს და მოერიდებინა ს-------- სამსახურისთვის, რადგან პრობლემები შეექმნებოდა ამის გამო. ის, რომ ს-------- ასეთი აღელვებული იყო და შეეძლო რამე დაეშავებინა მ---სთვის შეიტყო მ---ს დედამ, რომელმაც უთხრა ს--------ს, ,,რა დაგიშავა ჩემმა შვილმა, რატომ არ ანებებ თავს, რატომ აყენებ შეურაცხყოფას შენი ეჭვიანობით, ნუ მიდიხარ სამსახურში, ნუ აწუხებ და ნუ უქმნი პრობლემებსო”. ს--------მ შეიტყო, რომ ეს ყველაფერი მისმა სიდედრმა გ---–------ გაიგო, რაზედაც ძალიან გაბრაზდა, დაურეკა გ---–--ს და ემუქრებოდა მოვდივარო, შემდეგ რაღაც ამოიღო პიანინოდან და ჯიბეში ჩაიდო, მ---მ ვერ დაინახა კონკრეტულად რა იყო, მაგრამ ს-------- გამუდმებით იძახდა ბომბი მაქვს და უნდა ავაფეთქოო და წავიდა გ---–--სთან სამსახურში. დაზარალებულმა დარეკა 112-ში, რადგან ძალიან შეეშინდა, თავის თავზე ჰქონდა გამოცდილი, რისი გამკეთებელიც იყო ს--------. ს--------ს ქმედებების შედეგად მ--- შიშებში იყო და ფსიქოლოგთან დადიოდა ამის გამო. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ეთანხმება. როდესაც ს-------- დააკავეს, თავიდან ერთი თვის განმავლობაში ეშინოდა, მაგრამ დღეის მდგომარეობით შიშის ფაქტორი მოეხსნა, დაიწყო ჩვეულებრივად ცხოვრება. იმის შიში აღარ აქვს, რომ ვინმე მიუვარდება სამსახურში და ეჩხუბება, სახლში მშვიდად მიდის და იძინებს. მ---ს და ს--------ს ჰყავთ სამი საერთო შვილი, პირველ და მეორე ბავშვს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები ა----------------------ის მქონენი არიან, უფროსმა ბავშვმა დაძლია ეს პრობლემა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა ა-------მი არ სჭირდა და ჩავარდნები ჰქონდა შიშის და ჩხუბის ფონზე. მეორე ბავშვსაც იგივე სჭირს და მკურნალობს. ს--------სთან არ შერიგებულა და მასთან ცხოვრებას აღარ აპირებს მომავალში.

 

დაზარალებულმა გ---–--------–---–-- სასამართლოს მოახსენა, რომ მ---------------ეს დაახლოებით 2005 წლიდან იცნობს, მასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა და მის ოჯახს მ--------------–-–---–-- ნათლობის მერე უფრო დაუახლოვდა. ნათლობის მერე მასთან სულ 2-ჯერ იყო მისული, პირველად რომ მივიდა იმდენად არასასიამოვნო ფაქტს შეესწრო, რომ იქ მისვლის სურვილი აღარ გასჩენია. ს-------- დამამცირებლად მოიხსენიებდა მეუღლეს და სიდედრს. ძალიან ბევრჯერ მოუსმენია, რომ ს-------- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ---ს და აგრესიული სიტყვებით მოიხსენიებდა. მ---ზე ფიზიკური ძალადობის კვალიც შეუმჩნევია. 2019 წლის 5 იანვარს მორიგე იყო კლინიკაში და შემოვლის დროს ერთერთმა პაციენტმა, რომლის სახელსაც კონფიდენციალურობის გამო ვერ დაასახელებს, უთხრა, რომ გუშინ მ---ს პრობლემა ჰქონდა მეუღლესთან, რომელმაც დილით მოაკითხა და წაიყვანა. მართლაც მოგვიანებით მ---მ დაურეკა და უთხრა, რომ დილით ს--------მ მოაკითხა და წაიყვანა, რაზეც მან უთხრა, რომ ესეთი ექსცესებისგან თავი შეეკავებინა, რადგან პრობლემები არ შექმნოდა სამსახურში. ამ საუბრის მერე დაახლოებით 40 წუთში დაურეკა ს--------მ ლანძღვა-გინებით და მუქარით, არაადეკვატური იყო ს-------- იმ მომენტში და ესმოდა ტელეფონში რომ ემუქრებოდა მოვდივარ და აგაფეთქებ, თავს მოგაჭრიო. ამის შემდეგ მ------ გამოიძახა პატრული, იმიტომ რომ ძალიან აღელვებული იყო ს--------. გ---–--------–---–-- განმარტებით ფანჯრიდან დაინახა, რომ კლინიკის შემოსასვლელში დააკავეს ს--------, სანამ დააკავებდნენ და დაკავების მერეც მოსდიოდა მუქარის მესიჯები ს--------სგან, აბრალებდა, რომ მან გამოიძახა პატრული, ცილი დასწამა და დააჭერინა. ამ მუქარის საფუძველზე დაურეკა პატრულს და გამომძიებელი ჩააყენა საქმის კურსში. ამის შემდეგ ს--------ს ოჯახის წევრები, ძირითადად დედა სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, რომ მან ცრუ ჩვენება მისცა, დაუნგრია ოჯახი მის შვილს, ცილი დასწამა, რომ არ გაახარებენ, სიცოცხლეს მოუსპობენ, არ აცოცხლებენ. მას ეშინია, რომ ს--------მ ან ს--------ს დედამ რამე არ დაუშავოს, რადგან არაფრით არ არის დაცული.

 

მოწმე ლ--–---------–---–-- სასამართლოს მოახსენა, რომ ს----------------–-–---–- არის მისი სიძე, მისი ქალიშვილის მეუღლე, რომლებიც უკვე 7 წელია დაოჯახებულები არიან და ცხოვრობდნენ მასთან სახლში. ს-------- არ ახარებდა მ---ს, სულ კრიტიკაში ჰყავდა და არ მინდიხარს ეუბნებოდა, ხშირად ემუქრებოდა უნდა მოგკლაო. ყველაზე დაბალ დონედ მიაჩნდა მ--- ს--------ს, სადაც წაიყვანდა ყველგან მ---ს დამცირებაში იყო. იგი ბევრ რამეს უთმენდა ს--------ს, რადგან მ--- უმამოდ გაზარდა და არ უნდოდა რომ მისი შვილიშვილებიც უმამოდ გაზრდილიყვნენ და ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჩარეულიყო. 2019 წლის 5 იანვარს მ--- იყო სამსახურში სმენაში, რა დროსაც ს-------- მივიდა მასთან და ღამე იქ გაატარა, ამაზე მან უთხრა ს--------ს, ნუ მიდიოდა მ-------- სამსახურში, რადგან მ---ს პრობლემები ექმნებოდა, როდესაც ს--------მ იკითხა ეს საიდან იცოდა, უპასუხა, რომ გ---–--მ დაურეკა და უთხრა ამის შესახებ. ამის შემდეგ ძალიან განერვიულდა ს--------, მ---ს და გ---–--ს მისამართითაც დაიწყო მუქარა, ამბობდა უნდა წავიდე და უნდა მოვკლაო. ამის შემდეგ დარეკა მ---მ პატრულში. მის მიერ გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას ეთანხმება. 2019 წლის 5 იანვარს მ---ს სამსახურში განვითარებული მოვლენები იცის მ---სგან.

 

მოწმე ი------------–---–-- სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის იანვრის თვის მდგომარეობით მუშაობდა შ-----------–-- დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. 2019 წლის 4 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით 11 საათზე ნახა ს----------------–-–---–-, რომელიც თავის მეუღლესთან, მ---------------ესთან იყო მისული, ისინი ფოიეში სკამზე ისხდნენ, რაიმე პრობლემის მსგავსი არ შეუტყვია მათთვის, მშვიდად საუბრობდნენ, თუმცა საუბრის დეტალები არ გაუგია. ს-------- ფხიზელ მდგომარეობაში იყო და მასაც ესაუბრა, ამ საუბარს მ--- ხან ესწრებოდა, ხან არა. შემდეგ მ---მ გააცილა მეუღლე.

 

მოწმე გ------------------- სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს გ-–-----------–--------------------–---------------------–---–-- იმ დღეს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ ვ------–-–---–ი ემუქრებოდა მეუღლეს მ---ს და მის მეგობარს გ---–--ს და აპირებდა ამ მუქარის სისრულეში მოყვანას იარაღის გამოყენებით. მან მოახდინა შესაბამისი რეაგირება და პატაკით მიმართა განყოფილების უფროსს.

 

მოწმე რ----------------–---- სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს გ-–-----------–--------------------–--------–-–---------------------–---–- გამომძიებლად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები და ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ავთენტურობაც დაადასტურა. აქვე განმარტა, რომ ს----------------–-–---–-ს დაკავების შესახებ შეატყობინა მის ძმას ზ----- ვ------–-–---–ს ტელეფონზე, რის შემდეგაც შეადგინა ოქმი დაკავების შეტყობინების შესახებ, სადაც ბეჭდვის დროს დაუშვა ტექნიკური ხასიათის შეცდომა მიუთითა არასწორი დრო.

 

მოწმე ლ-–------–---- სასამართლოს მოახსენა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ყოფილა ძირითადი გამომძიებელი, მან დროებით მოთავსების იზოლატორში გააცნო ს-------- ვ------–-–---–ს დადგენილება ბრალდების შესახებ და გაუცვალა მტკიცებულებები. ს----------------–-–---–- არ დაეთანხმა ბრალს, იყო გაღიზიანებული და განაწყენებული და ამბობდა, გამოვალ და ნახეთ ჩემს მეუღლეს და მის დაქალებს რა ვუქნაო.

 

მოწმე ლ-----------–---–-- სასამართლოს მოახსენა, რომ მოახდინა ს----------------–-–---–-ს დაკავება. დაკავების მომენტში ს--------ს მხრიდან წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი, წასვლას ცდილობდა და პირად ჩხრეკაზე უარი განაცხადა, ამიტომ ს--------ს მიმართ გამოყენებული იყო პროპორციული ძალა და მოხდა მისი დაკავება და შემდეგ პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი მის მიერ იქნა შედგენილი ადგილზევე, ოქმზე ხელმოწერაზე ს----------------–-–---–-- უარი განაცხადა. იგი ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების კანონიერებას და ავთენტურობას.

 

გამომძიებლებმა შ--------------–---–------------------------–-–---–-- სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერების თაობაზე და დაადასტურეს მათი ავთენტურობა.

 

2----–-–------------–--------------–-----------–----------------------------------- დასკვნით დასტურდება, რომ ს----------------–-–---–-ს ქმედების შედეგად მ---------------ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი თ--------------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ს----------–-----------–--------- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

ბრალდებულმა ს----------------–-–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს განუმარტა, რომ მ---------------ესთან 7 წელია დაოჯახებულია, რაღაც პერიოდი სხვა სახლებში ცხოვრობდნენ, თუმცა ამ 7 წლიდან 6 წელი მაინც გაატარეს მ---ს სახლში. ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, ჯანსაღი კამათი იყო ხოლმე. პირველი შემაკავებელი ორდერის გარდა ყველა შემაკავებელი ორდერი ახსოვს. 2019 წლის 4 იანვარს რაიმე ინციდენტი არ მომხდარა მ-------- სამსახურში. 2019 წლის 5 იანვარს დილით 10 საათისთვის გაუარა მეუღლეს და წამოიყვანა სამსახურიდან, ისეთი დაღლილები იყვნენ ხმა არცერთს არ ამოუღია. გ---–--სთან იმიტომ წავიდა, რომ დალაპარაკებოდა, ვინაიდან გ---–--მ მის სიდედრს დაურეკა და ისეთი რაღაცეები უთხრა, რომ გააგიჟა ქალი. მან გ---–--ს დაურეკა და უთხრა, რომ იცოდა მისი სიდედრის მდგომარეობა და მისთვის ტყუილი კი არა, სიმართლეც არ უნდა ეთქვა ისეთი ემოციური ფონი ჰქონდა. გ---–--ს პირველად დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ესაუბრა, შემდეგ რომ გამოვიდა სახლიდან მაშინ დაურეკა, იმიტომ რომ გ---–-- რამდენიმე ადგილას მუშაობს გაერკვია სად იყო, რომ მისულიყო, ენახა და გაერკვია რა მოხდა. რომ მივიდა კლინიკაში მესამედ დაურეკა, რომ გაეგო რომელ სართულზე იყო, რაზეც გ---–--მ უპასუხა, რომ პეკინზე იყო წასული, ამაზე მან უთხრა, რომ აეხსნა კონკრეტულად სად იყო რომ ენახა და დალაპარაკებოდა, ამის მერე მოტრიალდა და დაინახა რომ მის მანქანასთან პატრულის მანქანა იდგა. პოლიციაში რომ მიიყვანეს მაშინაც მიწერა გ---–--ს მესიჯი „მალადეც გ---–--, მე მოვედი შენთან რომ რაღაც გამერკვია და შენ პოლიცია დამახვედრეო“. რაც შეეხება მ---------------ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, გამომძიებელმა რ----------------–---- წაიყვანა ექსპერტთან მ--- და გზაში დაარიგა ყველაფერი რა და როგორ უნდა ეთქვა. მეუღლესთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებს, უბრალოდ მისი შვილების დედაა და პატივს სცემს.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 5 იანვრის, 14:35 საათზე თ---–--–-------------------------------------–--------------–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ს----------------–-–---–-ს პროპორციული ძალის გამოყენებით დაკავება, რადგან ს----------------–-–---–-- დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და ცდილობდა თავის დაღწევას და მიმალვას. დაკავებულს მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე (ფრჩხილზე) აღენიშნებოდა ნაკაწრი, რომელიც რა ვითარებაში მიიღო ვერ დაასახელა. ამავე მისამართზე მოხდა ს----------------–-–---–-ს პირადი ჩხრეკა 14:37 საათიდან 14:48 საათამდე დროის შუალედში. პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისასაც ს----------------–-–---–- ცდილობდა ჩხრეკის მონაწილეებისთვის ხელის შეშლას, არ აძლევდა მშვიდ გარემოში ჩხრეკის ჩატარების საშუალებას, რის გამოც გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა. ს----------------–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის გვერდითა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მოშაო ფერის “-------- ფირმის მობილური ტელეფონი სილიკონის შალითასთან ერთად, რაც მოთავსდა გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა სათანადო წესით. ს----------------–-–---–- პირადად გაეცნო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს და გაურკვეველი მიზეზით ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი.

ს----------------–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით დათვალიერებული იქნა.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 5 იანვარს 22:35 საათიდან 23:55 საათამდე დროის შუალედში ჩხრეკა ჩატარდა თ---–--–---–---------------------–-. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას ესწრებოდა მ---------------ე. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში მშვიდ გარემოში, დახურულ სივრცეში. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის მიმდინარეობისას წინააღმდეგობის გაწევას ან სხვა რაიმე ხელისშემშლელ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ერთი ცალი სანადირო თოფი შავი ფერის რემენის საკიდით, რომელიც მოთავსებული იყო შავი ფერის თოფის ჩასადებ ბუდეში, აგრეთვე ამოღებული იქნა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები მოთავსდა შესაბამის პაკეტებში და დაილუქა შესაბამისი წესით. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა რაიმე ნანახი და ამოღებული არაფერი არ ყოფილა. მ---------------ის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ს------------------ და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა ეკუთვნის მის მეუღლეს ს-------- ვ------–-–---–ს.

 

2----–-–----------------–----------–----------------------------- დასტურდება, რომ ს----------------–-–---–-- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ---------------ეს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ს-------- ვ------–-–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის №--------- გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ დამტკიცდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ი----------------–------------–----–----–------------–--------------------–-–---------------–------–---–ის მიერ 2----–-–----------------–-------–-----–--------- შემაკავებელი ორდერი მოძალადე ს----------------–-–---–-ს მიმართ და მოძალადე ს----------------–-–---–- მოშორებულ იქნა იმ სახლისგან, სადაც მსხვერპლი - მ---------------ე ცხოვრობს.

 

2----–-–---------–-----–----------–----------------------------- დასტურდება, რომ ს----------------–-–---–-- მეუღლეს მ---------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე ს----------------–-–---–-ს მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღით.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეებიც, კერძოდ:

 

მოწმე შ--–------------–---- სასამართლოს მოახსენა, რომ ის არის ს----------------–-–---–-ს მეგობარი, 2019 წლის 5 იანვარს სამსახურში იყო, რა დროსაც ნახა მის მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება შემოსული 19:39 საათზე, სადაც ეწერა, რომ პოლიციიდან ურეკავდნენ და დაკავშირებოდა მათ, როდესაც გადარეკა უთხრეს, რომ მისი მეგობარი ს----------------–-–---–- ჰყავდათ დაკავებული და მისულიყო, რადგან ს--------ს ნივთები უნდა გადაეცათ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაურეკა ზ----- ვ------–-–---–ს, ს--------ს ძმას და აცნობა ამის თაობაზე. მივიდა განყოფილებაში და გადასცეს ს--------ს ნივთები, მანქანის და სამსახურის გასაღები, საფულე, ქამარი. მანქანა წამოიყვანა და დააყენა ს--------ს სამსახურთან. საფულე მოგვიანებით გახსნა და ხურდა ფული იყო შიგნით. რაიმე ხელწერილი არ დაუწერია. ეს ნივთები ზ----- ვ------–-–---–ს გადასცა.

 

მოწმე ზ----- ვ------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ არის ს----------------–-–---–-ს ძმა, იცნობს ს--------ს მეუღლეს მ---------------ეს, გ---–--------–---–ი დაახლოებით 2-ჯერ ჰყავს ნანახი და ურთიერთობა არ აქვს. 2019 წლის 5 იანვარს დაახლოებით 19:50 საათზე შ--–------------–---- დაურეკა და უთხრა, რომ ს-------- იყო დაკავებული. მან სთხოვა შ--–--- გადმოეგზავნა გამომძიებლის ნომერი, რაზეც გადარეკა და გამომძიებელმა უთხრა, რომ ს-------- ჰყავდათ დაკავებული. თავად ყოფილი გამომძიებელია და როდესაც გადახედა საქმის მასალებს ნახა ოქმი, რომ გამომძიებელმა მას შეატყობინა ს--------ს დაკავების თაობაზე 17:10 საათზე, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან მან თვითონ დაურეკა ამ გამომძიებელს მას შემდეგ, რაც შ--–------------–---- შეატყობინა ს--------ს დაკავების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით მაგთიდან ამოიღო დეტალური ინფორმაცია, სადაც ნათლად ჩანს, რომ 17:10 საათზე მის ნომერზე არავის დაურეკავს. შ--–--- რომ გადასცა ს--------ს საფულე ნახა, რომ საფულეში იყო ს---------------------, ბ---------------- და მხოლოდ ხ-------------–-- ს--------ს მ-------- ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. შემაკავებელი ორდერების შესახებ არაფერი იცოდა. ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის მერე მ---მ მას უცენზურო სიტყვები მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, რომელიც წაშალა. მას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ს--------ს დაკავება დაგეგმილად მოხდა. მას არ სჯერა, რომ ს-------- მსგავს რამეს ჩაიდენდა.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები: 03.04.2019 წლის ს---–----------–-------------–------------------–- ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ ს----------------–-–---–- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

2019 წლის 05 იანვრის ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №----- დასკვნით დგინდება, რომ ს------------------ ძე ვ------–-–---–ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება

„--------------------------–--- მოხმარების ფაქტი.

 

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა, რასაც დაეთანხმა ბრალდებული ს----------------–-–---–- და საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ სასამართლოს მოახსენა სიმართლე საქმესთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ს----------------–-–---–-ს მსჯავრდებისათვის. კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულები მ---------------ე და გ---–--------–---–ი, ასევე მოწმე ლ--–---------–---–ი სასამართლოს აძლევენ ერთგვაროვან, თანმხვედრ და დამაჯერებელ ჩვენებებს.

 

კერძოდ: მ---------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ს----------------–-–---–-- ქორწინების შემდგომ მალევე გამოავლინა რომ იყო ეჭვიანი, რაც აგდებდა მას მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, ყოფილა შემთხვევაც, როცა მასზე ფიზიკურადაც უძალადია (2017 წელს), თანაცხოვრების ამ ფონზე დაეწყო შიშები, ვინაიდან მუდმივად ემუქრებოდა, ხშირად გარიდებია ს--------ს, რომ რაიმე არ დაეშავებინა მისთვის, შიშის ფაქტორიდან გამომდინარე არაერთხელ მიუმართავს პოლიციისათვის. ს-------- ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა მისი მუშაობით, ხშირად მიდიოდა მასთან სამსახურში, რა დროსაც მას დისკომფორტი ექმნებოდა. 2019 წლის 4 იანვარს ს-------- მივიდა მასთან სამსახურში, რომელიც იყო არაადეკვატური, დაზარალებული სთხოვს, რომ წავიდეს, თუმცა ს-------- მთელი ღამის განმავლობაში ელოდება მ---ს და მისი ნახვის შემდგომ ეუბნება, რომ თავად მასაც უკვირს, როგორ მოუთმინა ეს ამბავი და დაემუქრა, რომ ძვლებში დაამტვრევდა, თუ დაიჭერდნენ „ქილერს“ დაიქირავებდა და ციხიდან მოკლავდა. დაზარალებულმა მ---------------ემ დაადასტურა, რომ მუქარებს აღიქვამს რეალურად თავად ს--------ს პიროვნებიდან გამომდინარე. დაზარალებული ასევე აღწერს, რომ ს--------ს მხრიდან მუქარა მთელი ცხოვრება გრძელდებოდა, ემუქრებოდა ყველგან, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან მტანჯველი იყო მისთვის, მათი დაძაბული ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდა, ასევე დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მისმა მეუღლემ ს--------მ მუქარა ასევე მის მეგობარზე გ---–--------–---–---– განახორციელა, აღნიშნული ფაქტები ასევე ცნობილი იყო დაზარალებულის დედისთვისაც - ლ--–---------–---–ისთვის. დაზარალებული რეკავს პოლიციაში მას შემდგომ რაც გაიგო, რომ მისი მეგობრის მიმართ განხორციელდა მუქარა, რადგან ძალიან შეეშინდა, ვინაიდან თავის თავზე ჰქონდა გამოცდილი, რისი გამკეთებელიც იყო ს--------. ს--------ს ქმედებების შედეგად მ--- შიშებში იყო და ფსიქოლოგთან დადიოდა. ს--------ს დაკავების შემდგომ შიშის ფაქტორი მოეხსნა, დაიწყო ჩვეულებრივად ცხოვრება. იმის შიში აღარ აქვს, რომ ვინმე მიუვარდება სამსახურში და ეჩხუბება, სახლში მშვიდად მიდის და იძინებს. მ---ს და ს--------ს ჰყავთ სამი საერთო შვილი, მათ შორის ორი არის ა----------------------ის მქონე ბავშვები, როგორც შემდგომ აღმოჩნდა ა-------მი არ სჭირდათ და ჩავარდნები ჰქონდათ ბავშვებს შიშისა და ჩხუბის ფონზე. ს--------სთან არ შერიგებულა და მასთან ცხოვრებას აღარ აპირებს მომავალში. თავად დაზარალებულმა გ---–--------–---–-- სასამართლოზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ მ---------------ის ოჯახში შესწრებია არასასიამოვნო ფაქტებს, ს-------- დამამცირებლად მოიხსენიებდა მეუღლეს და სიდედრს. ძალიან ბევრჯერ მოუსმენია, რომ ს-------- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ---ს და აგრესიული სიტყვებით მოიხსენიებდა. მ---ზე ფიზიკური ძალადობის კვალიც შეუმჩნევია. დაზარალებულმა ასევე დაადატურა, რომ 2019 წლის 5 იანვარს ს-------- მ---ს სამსახურშიც იყო მისული, იმავე დღეს ს--------მ დაურეკა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე ლანძღვა-გინებით და მუქარით, არაადეკვატური იყო ს-------- იმ მომენტში და ესმოდა ტელეფონში რომ ემუქრებოდა მოვდივარ და აგაფეთქებ, თავს მოგაჭრიო. ამის შემდეგ მ------ გამოიძახა პატრული, იმიტომ რომ ძალიან აღელვებული იყო ს--------. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ მას ეშინია, რომ ს--------მ რამე არ დაუშავოს, რადგან არაფრით არ არის დაცული, მისი პიროვნებიდან გამომდინარე. დანაშაულებრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა ასევე მოწმე ლ--–---------–---–--, რა დროსაც განაცხადა, რომ ს-------- არ ახარებდა მ---ს, სულ კრიტიკაში ჰყავდა და არ მინდიხარს ეუბნებოდა, ხშირად ემუქრებოდა უნდა მოგკლაო. ყველაზე დაბალ დონედ მიაჩნდა მ---, სადაც წაიყვანდა ყველგან მ---ს დამცირებაში იყო. 2019 წლის 5 იანვარს მ--- იყო სამსახურში სმენაში, რა დროსაც ს-------- მივიდა მასთან და ღამე იქ გაატარა, ამაზე მან უთხრა ს--------ს, ნუ მიდიოდა მ-------- სამსახურში, რადგან მ---ს პრობლემები ექმნებოდა, როდესაც ს--------მ იკითხა ეს საიდან იცოდა, უპასუხა, რომ გ---–--მ დაურეკა და უთხრა ამის შესახებ. ამის შემდეგ ძალიან განერვიულდა ს--------, მ---ს და გ---–--ს მისამართითაც დაიწყო მუქარები, ამბობდა უნდა წავიდე და უნდა მოვკლაო. ამის შემდეგ დარეკა მ---მ პატრულში. ასევე 2019 წლის 5 იანვარს ს----------------–-–---–-ს დაზარალებულების სამსახურში ყოფნის ფაქტს ადასტურებს მოწმე ი------------–---–-ც. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ს----------------–-–---–- სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა კლინიკა „------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა , რა დროსაც მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომები. 2----–-–------------–--------------–-----------–----------------------------------- დასკვნით დასტურდება, რომ ს----------------–-–---–-ს ქმედების შედეგად მ---------------ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ბრალდებულის მიმართ ქმედების - სისტემატური ძალადობის ჭრილში ასევე სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ შ----------–---------------- სადაც მოძალადედ დაფიქსირებულია ს----------------–-–---–-, ხოლო მსხვერპლი არის მ---------------ე.

შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ ს----------------–-–---–-ს მიერ მ---------------ის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას და მ---------------ისა და გ---–--------–---–-- მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტებს. დაზარალებულმა მ---------------ემ სასამართლოს დეტალურად და თანმიმდევრობით აღუწერა თუ როგორ ამცირებდა ს----------------–-–---–- და აყენებდა შეურაცხყოფას, ასევე 2019 წლის 5 იანვარს როგორ დაემუქრა მას ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, აგრეთვე დაზარალებულმა გ---–--------–---–-- განმარტა თუ როგორ დაემუქრა ს----------------–-–---–- მას სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულებმა განმარტეს, რომ მუქარა აღიქვეს რეალურად, რომ ს-------- არაპროგნოზირებადი პიროვნებაა და მისგან გამორიცხული არაფერია. ბრალდებულ ს----------------–-–---–-ს ბრალეულ ქმედებას ადასტურებს ასევე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ არაერთი შემაკავებელი ორდერი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ს----------------–-–---–-ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ს----------------–-–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.

 

საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის აქტების ჩადენით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა. ამავე კონვენციის 55-ე მუხლი კი, წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ დანაშაულის გამოძიების ჩატარება ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ, სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს ზემოაღნიშნული ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს (აღნიშნული კონვენცია საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან).

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში; სისტემურ შეურაცხყოფაში ბ)ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი, გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მ---------------ეს და გ---–--------–---–- გაუჩნდათ საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ს----------------–-–---–- იყო აგრესიული და გაბრაზებული. დაზარალებულების განმარტებით, მათ არ იცოდნენ გაბრაზებული ს----------------–-–---–- რას მოიმოქმედებდა მათ მიმართ.

 

მსხვერპლის შიშის საფუძვლიანობის შეფასებისას საქართველს სსკ-ის 151-ე მუხლის ჭრილში სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმით, კერძოდ, მხედველობაში იღებს დამმუქრებლის პიროვნებას (იგი არის აგრესიული და გაუწონასწორებელი პიროვნება), ურთიერთამოკიდებულებას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის (იგი სისტემატურად აყენებდა მსხვერპლს სიტყვიერ შეურაცხყოფას; მეუღლეებს ჰქონდათ კომფლიქტური ურთიერთობა) და მუქარის გამოხატვის ხერხი, კერძოდ: - დაზარალებულ მ---------------ის მხრიდან მუქარის განხორციელების შიშს უფრო გაამძაფრებდა ფაქტი, რომ ს-------- ვ------–-–---–ს ჰქონდა სახლში იარაღი, როგორც მ---------------ემ განაცხადა სასამართლოში - „როცა ს--------მ დაურეკა გ---–--ს და ემუქრებოდა მოვდივარო, შემდეგ რაღაც ამოიღო პიანინოდან და ჯიბეში ჩაიდო, მ---მ ვერ დაინახა კონკრეტულად რა იყო, მაგრამ ს-------- გამუდმებით იძახდა ბომბი მაქვს და უნდა ავაფეთქოო და წავიდა გ---–--სთან სამსახურში“. ამ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა იარაღი რომელიც ეკუთვნის ს-------- ვ------–-–---–ს, თუმცა დაზარალებულ მ---------------ეს არ განუცხადებია, რომ როდესმე ს-------- მას დამუქრებია კონკრეტულად იარაღით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე პირს გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების შიში, მითუმეტეს, რომ ს--------სა და მ---ს შორის დაპირისპირება მათი თანაცხოვრების პერიოდში სისტემატიურად ხორციელდებოდა, ამ ფაქტის შესახებ იცოდა, როგორც დაზარალებულის დედამ ასევე მეგობარმა გ---–--------–---–--ც, რაც აღიზიანებდა ბრალდებულს და გამოთქვამდა უკმაყოფილებას გ---–--------–---–-- მიმართ და აფიქსირებდა, რომ სწორედ ეს ადამიანი ურევდა აზრებს მის მეუღლეს, ხოლო მეუღლის დედასთან - ლ--–---------–---–თან დაკავშირებით ბრალდებული აპელირებდა, რომ ქალბატონს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია საკმარის და უტყუარ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორც მუქარის ასევე სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ნაწილში ს----------------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის.

 

ამდენად, დაზარალებულების ჩვენებით, ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე თ---–--–-----------------------–------------–------------------–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე ს----------------–-–---–-- მეუღლე მ---------------ე, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჩაისვა ავტომობილში და სთხოვდა სამსახურისათვის თავის დანებებას, რა დროსაც დაემუქრა სხეულის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაამტვრევდა ძვლებში და მოკლავდა. ს----------------–-–---–-ს მუქარა მ---------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე თ---–--–-----------------------–------------–------------------–-----–-- მყოფ გ---–--------–---–- მის ტელეფონის 5-------- ნომერზე დაურეკა ს----------------–-–---–-- ტელეფონის 5-------- ნომრიდან და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ მიდიოდა მის სამუშაო ადგილას და ააფეთქებდა, გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა. ს----------------–-–---–-ს მუქარა გ---–--------–---–-- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში თ---–--–---–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თანაცხოვრების მანძილზე, ს----------------–-–---–- მეუღლე მ---------------ეს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა, აგინებდა, შეურაცხჰყოფდა, ამცირებდა, პატივსა და ღირსებას ულახავდა, რითაც მ---------------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

შესაბამისად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ს----------------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------------–-–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, (მ---------------ის მიმართ)), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში(გ---–--------–---–-- მიმართ)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მ--------------ის მიმართ)) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს-------- ვ------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ასევე 531-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ს----------------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53--531 მუხლებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ს-------- ვ------–-–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ს----------------–-–---–-ს მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს----------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 5 იანვრის, მ---------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

ს----------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 5 იანვრის, გ---–--------–---–-- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით.

 

ს----------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს-------- ვ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ს----------------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ს-------- ვ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 იანვრიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ს----------------–-–---–-ს ტელეფონი - 01 პაკეტად, აგრეთვე ს------------------ და რეგისტრაციის მოწმობა - 02 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მოსამართლე: ელენე გოგუაძე