გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310017002047625 (3/42-2017 წ )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - თ--ა გ-----–-ა
წარმომადგენელი - რ----ნ მ-----–-ა, გ-----მ ს------ა
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახური,წარმომადგენელი – დ----რ კ--------–-ა
მოპასუხე - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი -ს----- მ-------–-ა
მესამე პირი - რ---ო ხ--------ა
წარმომადგენელი - მ--- რ-------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, რეგისტრაციის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 3 ივლისის № 8-------------- და 2017 წლის 9 მაისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სენაკის რაიონის სოფელ მ----–ი მდებარე 1863 კვ/მ და 2666 კვ/მ მიწის ნაკვეთის თ--ა გ-----–-ას საკუთრებად რეგისტრაციის დავალება;
1.3. სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ზ---რ ც-----ს) 2017 წლის 13 მარტის №8 და 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანებების და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00008 და № 00010 ოქმების ბათილად ცნობა;
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, როგორც ქალაქში მცხოვრებს, სენაკის რაიონის სოფელ მ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ, 1996 წლის 25 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე გამოეყო 0.21 ჰა მიწის ნაკვეთი, რაზეც გაიცა 1993 წლის 28 ივლისის №503 დადგენილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №--- აქტი. ამავე წესით 0.25-0.25 კვ/მ მიწის ნაკვეთები გამოეყო ასევე, მის შვილებს-მ-----ა და მ---ა გ-----–-ებს (მიღება-ჩაბარების №--- და 648 აქტები). სამივე ნაკვეთი მდებარეობდა ერთმანეთის მიმდებარედ, ერთ მთლიან სფეროზე, რასაც ამუშავებდნენ წლების მანძილზე, შესაბამისად, იხდიდნენ მიწის გადასახადებს. მათზე გაცემულ იქნა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები სისტემური რეგისტრაციის (დაუზუსტებელი) მონაცემებით. 2004 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა მისი ქალიშვილი, მ-----ა გ-----–-ა, რომლის სამკვიდრო მიღებული აქვს მას. მოსარჩელის განმარტებით, მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 16 დეკემბერს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში გადაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, იმავე წესით 2017 წლის 22 თებერვალს მოითხოვა გარდაცვლილი შვილის მ-----ა გ-----–-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო 2017 წლის 3 აპრილს როგორც მ---ა გ-----–-ას წარმომადგენელმა, მ---ა გ-----–-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამ უკანასკნელის მიმართ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ---ა გ-----–-ას საკუთრების უფლება აღირიცხა 2655 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მისი მოთხოვნა მისი და მ-----ა გ-----–-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის 2017 წლის 3 ივლისის № 8-------------- და 2017 წლის 9 მაისის №8-------------- გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდა. საფუძვლად მიეთითა სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზ---რ ც-----ს 2017 წლის 13 მარტის №8 და 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანებები და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00008 და № 00010 ოქმები, რომლითაც არ დგინდებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
მოსარჩელის განმარტებით, როგორც საჯარო რეესტრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები, ისე სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ბრძანებები გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00008 და № 00010 ოქმები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია ამ სფეროში მოქმედი ყველა სამართლებრივი ნორმის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
2.2. მოპასუხე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ თ--ა გ-----–-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები არ არის მისთვის უფლების დამდგენი დოკუმენტით გადაცემული ნაკვეთის იდენტური, მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები მიწის რეფორმის ფარგლებში გადაეცა სხვა პირებს, კერძოდ, ხ--------ასა და ფ----------ის ოჯახებს, რომლებიც მათ უწყვეტად ფლობენ. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან არ დგინდებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 13 მარტის №8 და 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანებები და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00008 და № 00010 ოქმები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.3. მესამე პირმა რ---ო ხ--------ამ ასევე არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვდა მოსარჩელე თ--ა გ-----–-ა, მიწის რეფორმის კომისიის მიერ მას გადაეცა 1993 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე უწყვეტად ფლობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის №48–ე, №290-ე დადგენილებების შესაბამისად, მოსარჩელე თ--ა გ-----–-ას, როგორც ქალაქში მცხოვრებს, სენაკის რაიონის სოფელ მ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ, მ-----ს საკრებულოს 1996 წლის 25 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, გამოეყო 0.21 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულზე გაიცა 1993 წლის 28 ივლისის №503 დადგენილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №--- აქტი;
3.1.2.მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №--- აქტის შესაბამისად, თ--ა გ-----–-ასათვის რეფორმის შედეგად გადაცემულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრებოდა საიჯარო მიწები, სამხრეთით- ნ. ყ-----–---–ის საბოსტნე, დასავლეთით მ.გ-----–-ას საბოსტნე მიწის ნაკვეთები, ხოლო აღმოსავლეთით საქცევი არხი;
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №--- აქტი;
3.1.3.თ--ა გ-----–-ას განცხადების (განაცხადის რეგისტრაციის№1735/00) საფუძველზე უძრავ ნივთზე განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2000 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, თ--ა გ-----–-ას საკუთრებაში დაზუსტებელი მონაცემებით აღირიცხა სენაკის რაიონის სოფელ მ----–ი მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1853.65 კვ/მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი-44.05.01.2--.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-მიწის (უძრავი ქონების)საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა;
3.1.4.თ--ა გ-----–-ამ, 2016 წლის 16 დეკემბერს, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უძრავ ნივთზე (ს/კ44.05.01.2--) რეგისტრირებულ უფლებაში
ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა უფლების დამდგენი მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის მოწმობა; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.
3.1.5.აღნიშნულ განაცხადთან დაკავშირებით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო მიმდინარეობის პროცესში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოითხოვა ინფორმაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტობასთან დაკავშირებით. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზ---რ ც-----ს №8 ბრძანება, რომლის მიხედვით, თ--ა გ-----–-ას სარეგისტრაციო №8----------- განაცხადზე არ იქნა დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
3.1.6.აღნიშნულის საფუძველზე 2017 წლის 3 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზ---რ ც-----ს №8 ბრძანება (13.03.2017 წ);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8-------------- გადაწყვეტილება (3.07.2017წ);
3.1.7. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის №48–ე, №290-ე დადგენილებების შესაბამისად, მოსარჩელე თ--ა გ-----–-ას შვილებს, მ-----ა და მ---ა გ-----–-ებს მიწის რეფორმის ფარგლებში, სენაკის რაიონის სოფელ მ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ, სენაკის რაიონის სოფელ მ-----ს ტერიტორიაზე ასევე გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25-0.25 კვ/მ მიწის ნაკვეთები (მიღება-ჩაბარების №--- და 648 აქტები), რაზეც ასევე გაიცა მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის მოწმობები;
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-მიწის (უძრავი ქონების) მიღება-ჩაბარების №--- და 648 აქტები).
3.1.8. მ-----ა გ-----–-ა გარდაიცვალა 2004 წლის 4 თებერვალს, ხოლო მისი სამკვიდრო მიიღო თ--ა გ-----–-ამ.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო აქტი№--------- (21.02.2017 წ);
3.1.9.მ-----ა გ-----–-ას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით-44.05.01.2--) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით
მიმართა თ--ა გ-----–-ამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს 2017 წლის 22 თებერვალს (სარეგისტრაციო განაცხადი -8-----------). მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის მოწმობა; სამკვიდრო მოწმობა; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.
3.1.10.აღნიშნულ განაცხადთან დაკავშირებით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო მიმდინარეობის პროცესში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოითხოვა ინფორმაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტობასთან დაკავშირებით. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზ---რ ც-----ს 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანება, რომლის მიხედვით, თ--ა გ-----–-ას სარეგისტრაციო №8----------- განაცხადზე არ იქნა დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რის შესახებაც ეცნობა თ--ა გ-----–-ას და დაევალა კორექტირებული ნახაზის წარმოდგენა.
3.1.11. თ--ა გ-----–-ას მიერ კორექტირებული ნახაზი წარდგენილი არ ყოფილა,აღნიშნულის საფუძველზე 2017 წლის 9 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8----------- -11 გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზ---რ ც-----ს №10 ბრძანება (28.03.2017 წ);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8-------------- გადაწყვეტილება (9.05.2017წ);
3.1.12.2017 წლის 10 აგვისტოს თ--ა გ-----–-ას მიერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 3 ივლისის №8-------------- და 2017 წლის 9 მაისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8----------- -11 გადაწყვეტილებები.
3.1.13.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილებით თ--ა გ-----–-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №3----- გადაწყვეტილება (18.08. 2017 წ.);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო სხდომაზე ვერ დადგინდა მიწის რეფორმის ფარგლებში, თ--ა გ-----–-ასა და მ-----ა გ-----–-ასათვის (მემკვიდრე თ--ა გ-----–-ა) უფლების დამდგენი დოკუმენტით გადაცემული მიწის ნაკვეთის იდენტურობა მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზთან. სასამართლო სხდომაზე ასევე, არ დადგინდა სადავო მიწის ნაკვეთების თ--ა გ-----–-ას მიერ ფლობის ფაქტი.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, ასევე, ვალდებულებას, მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ამტკიცონ ამა თუ იმ ფაქტის არსებობა, თუ არარსებობა, ვინაიდან ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება წარმოიშვას, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს. ამასთან, მითითებული ნორმებით დადგენილია მხარეთა ვალდებულება, სათანადო მტკიცებულებით უზრუნველყონ მათ მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება.
მოცემულ შემთხვევაში, თ--ა გ-----–-ას მიერ მითითებული გარემოებების, ასევე, ამ გარემოებათა დასამტკიცებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების როგორც ერთიანობაში, ისე ცალ-ცალკე შეფასების საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დადგენილი მიწის რეფორმის ფარგლებში, სადავო მიწის ნაკვეთების თ--ა გ-----–-ასა და მ-----ა გ-----–-ასათვის გადაცემის, ასევე ამ ნაკვეთების თ--ა გ-----–-ას მიერ ფლობის ფაქტი. კერძოდ;
დადგენილია, რომ თ--ა გ-----–-ას, სენაკის რაიონის სოფელ მ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ, მ-----ს საკრებულოს 1996 წლის 25 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, მ-----ს ტერიტორიაზე ბათარიას უბანში, გამოეყო 0.21 ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე მის შვილს, აწგარდაცვლილ მ-----ა გ-----–-ას (მემკვიდრე თ--ა გ-----–-ა) მ-----ს საკრებულოს 1996 წლის 16 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, გამოეყო 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულზე გაიცა 1993 წლის 28 ივლისის №503 დადგენილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №--- და №--- აქტები; ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთებზე თ--ა გ-----–-ას განცხადების (განაცხადის რეგისტრაციის №1735/00; №1734/00) საფუძველზე განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2000 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, თ--ა გ-----–-ას საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით აღირიცხა სენაკის რაიონის სოფელ მ----–ი მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1853.65 კვ/მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი-44.05.01.2--, ხოლო მ-----ა გ-----–-ას სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით აღირიცხა 2649.30 კვ/მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი-44.05.01.2--.
საჯარო რეესტრში თ--ა გ-----–-ასა და მ-----ა გ-----–-ას რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით თ--ა გ-----–-ას მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები არ შეესაბამება მიწის რეფორმის კომისიის მიერ რეალურად მათთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთები არ არის საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტური.
სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ თ--ა გ-----–-ას მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შედგენილია მიწის რეფორმის ფარგლებში, მიწის რეფორმის კომისიის მიერ რ---ო ხ--------ასა და ჟ----ა ფ----------ის ოჯახებისათვის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებით, გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე.
გარდა ადგილზე დათვალიერებისა, სასამართლომ აღნიშნული ფაქტის ირგვლივ, მოუსმინა ორივე მხარის მოწმეებს და მათი დაკითხვის საფუძველზე დაადგინა უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების შეუსაბამობა საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთებთან. კერძოდ;
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში, ზ---რ ც-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის №48–ე დადგენილების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები როგორც ქალაქად, ისე სოფლად მცხოვრებ ოჯახებზე ნაწილდებოდა მათი მოთხოვნის შესაბამისად, მ-----ს საკრებულოს დადგენილების საფუძველზე. ქალაქის მცხოვრებლებისთვის მიწის ნაკვეთები ნაწილდებოდა სოფელ თეკლათის მხარეს, ხოლო სოფლის მაცხოვრებლებისთვის მ-----ს მხარეს. თ--ა გ-----–-ამ, როგორც ქალაქის მაცხოვრებელმა, განცხადებით გამოთქვა სურვილი გადაცემოდა 2,500 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რაც შესასრულებლად მას (მოწმეს) დაეწერა. მოწმის განმარტებით, მიწათმომწყობმა ჯამბულ ფაჩულიამ, მისი თანდასწრებით, თ--ა გ-----–-ას მიუზომა ქალაქად მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც არხით იყო გამოყოფილი სოფლის მოსახლეობის ნაკვეთებისგან და მდებარეობდა სოფელ თეკლათის მხარეს. იმავე პრინციპით გამოეყო მიწის ნაკვეთები მის შვილებსაც. სადავო მიწის ნაკვეთები მიწის რეფორმის კომისიის მიერ, როგორც სოფლად მცხოვრებლებს, გამოეყოთ რ---ო ხ--------ასა და აწგარდაცვლილ ჟ----ა ფ----------ეს სოფლის მცხოვრებლებისთვის განკუთვნილ სექტორში, იმავე სექტორში მათ გარდა, ასევე მიწები გადაეცა ერთმანეთის გვერდით მოსახლე მეზობლებს, სულ 23 ოჯახს, რომელთა გვერდით თ--ა და მ-----ა გ-----–-ებს, მიწის ნაკვეთები არ გადაცემიათ, ვინაიდან ისინი ქალაქში ცხოვრობდნენ და ნაკვეთები გადაეცათ ქალაქად მცხოვრებლებისათვის განკუთვნილ სექტორში, თეკლათის მხარეს, რომელიც მოგვიანებით, საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეკუთვნა სოფელ თეკლათის ტერიტორიას. მოწმის განმარტებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ქალაქად მცხოვრებლებისთვის, მათ შორის თ--ა და მ-----ა გ-----–-ებისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთები, შევიდა საპრივატიზაციო ქონებათა ნუსხაში და ამჟამად პრივატიზებულია (სხდომის ოქმი (09.08.2019წ);
აღნიშნული გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა და დამატებით აღნიშნა, ეს ნაკვეთები 2006 წლიდან მიეკუთვნა სოფელ თეკლათის ტერიტორიას და მოგვიანებით პრივატიზებულ იქნა სპეციალური აუქციონის მეშვეობით (წერილობითი ახსნა-განმარტება).
სადავო ნაკვეთის მოსაზღვრე მესაკუთრეებმა მ------ნ ც------მ, დ----რ ო-------------მ, კ---- ჯ----მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათ, როგორც სოფლად მცხოვრებლებს, სოფელ მ-----ს ტერიტორიაზე 1992 წელს გადაეცათ მიწის ნაკვეთები. მათთან ერთად იმავე პერიოდში, სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა მათ მეზობლად მცხოვრებ რ---ო ხ--------ას, რომელიც ამ ნაკვეთს ფლობს და ამუშავებს 1992 წლიდან დღემდე. რაც შეეხება თ--ა გ-----–-ას, ეს ნაკვეთი არასოდეს გადაცემია და შესაბამისად, არც არასოდეს დაუმუშავებია (სხდომის ოქმი-02.05.2019 წ).
ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს თ--ა გ-----–-ასათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს, დასტურდება ასევე, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №--- აქტით, რომლის შესაბამისად, თ--ა გ-----–-ასათვის რეფორმის შედეგად გადაცემულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრებოდა საიჯარო მიწები, სამხრეთით- ნ. ყ-----–---–ის საბოსტნე, დასავლეთით მ.გ-----–-ას საბოსტნე მიწის ნაკვეთები, ხოლო აღმოსავლეთით საქცევი არხი;
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა ასევე, თ--ა გ-----–-ას მიერ მოწვეული მოწმეები, თ--ა გ-----–-ას და- ნ----- გ---–--------ა, სიძე- პ-----ო გ---–--------ა, რომლებმაც აჩვენეს, რომ თ--ა გ-----–-ას ეხმარებოდნენ საყანე მიწის დამუშავებაში, ასევე დაიკითხა ე----- გ------–---–ი, რომელმაც აჩვენა, რომ მისი ნაკვეთი მდებარეობდა თ--ა გ-----–-ას ნაკვეთის გვერდით, თუმცა მოწმეებმა ვერ მიუთითეს სადავო მიწის ნაკვეთების ზუსტ ადგილმდებარეობაზე, მეზობელი ნაკვეთების მფლობელებზე, რის გამოც მათი ჩვენებები ვერ მიიჩნევა ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე, ასევე ადგილზე დათვალიერებით, დადგინდა მიწის რეფორმის კომისიის მიერ სადავო მიწის ნაკვეთების სხვა პირებისთვის გადაცემისა და ამ პირების მიერ დღემდე უწყვეტად ფლობის ფაქტი.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ--ა გ-----–-ასა და მ-----ა გ-----–-ას (მემკვიდრე თ--ა გ-----–-ა) მიწის რეფორმის ფარგლებში, გადაეცათ 0.25-0.25 ჰა მიწის ნაკვეთები, თუმცა იგი არ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე ვერ დადგინდა მიწის რეფორმის ფარგლებში, თ--ა გ-----–-ასა და მ-----ა გ-----–-ასათვის (მემკვიდრე თ--ა გ-----–-ა) უფლების დამდგენი დოკუმენტით გადაცემული მიწის ნაკვეთის იდენტურობა მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზთან. სასამართლო სხდომაზე ასევე, არ დადგინდა სადავო მიწის ნაკვეთების თ--ა გ-----–-ას მიერ ფლობის ფაქტი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო აქტები გამოცემულია ნორმატიული მოთხოვნების არსებითი დარღვევების გარეშე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტიური გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლებით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601, მე-5, მე-6, 53-3,96-ე მუხლებით; ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2,23-ე, მე-8, 22-ემუხლებით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ნოემბრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
კანონის მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 3 ივლისის № 8--------------; 2017 წლის 9 მაისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8--------------, გადაწყვეტილებები, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ზ---რ ც-----ს) 2017 წლის 13 მარტის №8 და 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანებები, მათი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით. მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად მოცემულ საკითხზე იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებათა კანონშესაბამისობის საკითხის გარკვევისას სასამართლომ შეამოწმა რამდენად იქნა დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ აქტების გამოცემისას ამ სფეროში მოქმედი, ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.
სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს როგორც ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის, ისე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილებები- მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე, სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში ბრძანებები, გამოცემულია საქმის ყოველმხრივ და სრულად გამოკვლევის შედეგად, კანონის არსებით დარღვევას, რასაც შეეძლო გამოეწვია სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება, ადგილი არ ჰქონია. კერძოდ:
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო წარმოება განმარტებულია, როგორც სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. იმავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუქტის თანახმად, უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; იგივე კანონის 21-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ხოლო ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ”ბ” პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დადგენილია, რომ თ--ა გ-----–-ამ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უძრავ ნივთებზე, საკადასტრო კოდები- 44.05.01.2-- და 44.05.01.2-- რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით (სარეგისტრაციო განაცხადები - №8-----------; 8-----------;) მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა განცხადებით 2016 წლის 16 დეკემბერს და 2017 წლის 22 თებერვალს. ორივე შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის მოწმობები, ასევე, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ნოემბრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის კონფიგ-----ციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“პუნქტის თანახმად,სახელმწიფო პროექტის განხორცელების პროცესში, იმ შემთხვევაში, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ვინაიდან არ დგინდებოდა საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მითითებული კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის, ასევე ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის (დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება) შესაბამისად, მარეგიტრირებელი ორგანოს მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტობასთან დაკავშირებით, რაზეც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზ---რ ც-----ს 2017 წლის 13 მარტის №8 და 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანებები, რომელთა მიხედვით, თ--ა გ-----–-ას სარეგისტრაციო №8----------- და №8----------- განაცხადებზე არ იქნა დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა და ვერ ხერხდებოდა სარეგისტრაციო მოწმობებზე მითითებული უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია, რის გამოც თ--ა გ-----–-ას დაევალა კორექტირებული ნახაზის წარმოდგენა, თუმცა თ--ა გ-----–-ას მიერ კორექტირებული ნახაზი, არც ერთ განაცხადზე წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2017 წლის 3 ივლისს №8----------- განაცხადზე მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო 2017 წლის 9 მაისს №8----------- განაცხადზე, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ თ--ა გ-----–-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იძლეოდა უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას, ვინაიდან ვერ დგინდებოდა თ--ა გ-----–-ას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა და ვერ ხერხდებოდა სარეგისტრაციო მოწმობებზე მითითებული უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია, რის გამოც სასამართლოს მოსაზრებით, არსებობდა მის მიმართ უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადავო აქტები -საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 9 მაისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8----------- -11 და 2017 წლის 3 ივლისის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგება კანონს, გადაწყვეტილებების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, მათში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, წინააღმდეგობაში არ მოდის როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალიწინებულ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნები, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ზ---რ ც-----ს) 2017 წლის 13 მარტის №8 და 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანებების და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00008 და № 00010 ოქმების ბათილად ცნობა;
სასამართლო უპირველესად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნავს, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმი, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი არის ერთგვარი შუალედური დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა მომავალში საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციული აქტის მიღებას, თუმცა ის დამოუკიდებლად რაიმე სამართლებრივი შედეგის მომტანი არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ის ცალსახად მიმართულია მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უშუალოდ აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ამგვარი შემთხვევა სახეზე არ არის, როდესაც ორგანოს მიერ მიღებული აქტი პირდაპირ არ იწვევს სამართლებრივ შედეგს და ის ატარებს ინფორმაციულ თუ სარეკომენდაციო ხასიათს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის გაცემა, რჩევა-დარიგება, რეკომენდაცია, თხოვნა, ორგანიზაციულ საკითზე მიღებული გადაწყვეტილება და ა.შ. მისი მიღების ფორმის მიუხედავად, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ვინაიდან ის პირდაპირ და უშუალოდ არ იწვევს პირის მიმართ სამართლებრივი შედეგის განხორციელებას. შესაბამისად, ოქმები წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად განსაზღვრული პროცედურის შემადგენელ ნაწილს, რომელიც შეიძლება განხილული იქნეს არა როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, არამედ როგორც სარჩელის საფუძველი. ამდენად, ვინაიდან უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00008 და № 00010 ოქმები, სასამართლოს მოსაზრებით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ზ---რ ც-----ს) 2017 წლის 13 მარტის №8 და 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანებებს, იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
ნორმატიული აქტით განსაზღვრული ამ უფლებამოსილების განხორციელებისას მოპასუხე, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.
იმავე კოდექსის (სზაკ) 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რადგან თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება, ასევე, მისაღები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის სამართლებრივი მდგომარეობის შესაძლო გაუარესება.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“პუნქტის თანახმად,სახელმწიფო პროექტის განხორცელების პროცესში, იმ შემთხვევაში, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
დადგენილია, რომ თ--ა გ-----–-ას სარეგისტრაციო №8----------- და №8----------- განაცხადებზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტობასთან დაკავშირებით, ვინაიდან უტყუარად არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
საქმის მასალებით, კერძოდ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0008 და №00010 ოქმებით დასტურდება ის გარემოება, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრის წერილებზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნულ წერილებთან დაკავშირებით, 2017 წლის 3 მარტს 16.00 საათზე, და 2017 წლის 27 მარტს 12.00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზ---რ ც-----ს მიერ აკაკი მაშავას, რ---ო ხ--------ას,ჯამბულ ფაჩულიას,ამირან ფ----------ისა და გელა ფაჩულიას მონაწილეობით, სენაკის რაიონის მ-----ს ტერიტორიაზე ბათარიას უბანში, ჩატარდა ადგილზე დათვალიერებები. ადგილზე დათვალიერების №0008 ოქმის მიხედვით, თ--ა გ-----–-ას მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს აწ/გარდაცვლილ ჟ----ა ფ----------ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო ადგილზე დათვალიერების №00010 ოქმის მიხედვით, თ--ა გ-----–-ას მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს რ---ო ხ--------ას სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/44.05.01.3--).
აღნიშნული დათვალიერების ოქმების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს, სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ზ---რ ც-----ს) მიერ 2017 წლის 13 მარტს და 2017 წლის 28 მარტს მიღებულ იქნა მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ №8 და №10 ბრძანებები, რომელთა მიხედვით, არ იქნა დადგენილი თ--ა გ-----–-ას (პ/ნ3----------) მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი (სარეგისტრაციო №8----------- და №8----------- განაცხადებები) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი გარემოება და გადაწყვეტილებები მიღებულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ასეთი სასამართლო სხდომაზე არ დადგენილა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილებები- სენაკის მუნიციპალიტეტის მ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ზ---რ ც-----ს) მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 13 მარტის №8 და 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანებები, გამოცემულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციას -მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე, შესაბამისი საპროცესო კოდექსების პრინციპებიდან გამომდინარე, ნებისმიერი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული უფლების რეალიზაციის პროცესუალურ მხარესთან, აღნიშნული კი ცალსახად შემხებლობაშია ხანდაზმულობის ინსტიტუტთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადები, ანუ ვადები, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია თავის დარღვეული უფლებების დაცვა, დადგენილია კანონით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება, თუმცა ამგვარი მითითების შემთხვევაშიც, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება იმ მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა, რაც შეეხება საკუთრების უფლებას, იგი აბსოლუტური უფლებაა, რომელიც დროში არ იზღუდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლების კლასიკური სახეა, რომელიც სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის (მესაკუთრის) აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება და მისი დაცვა ნებისმიერ დროს ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან უზრუნველყოფილია. შესაბამისად, საკუთრების უფლება დროში არ იზღუდება და ამ უფლების დაცვა შესაძლებელია შეუზღუდავად, მიუხედავად დროისა. ამდენად, საკუთრების უფლების რეალიზაციის შესახებ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება და მესაკუთრეს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი საკუთრების უფლების დაცვა. აღნიშნულის გათვალისწინებით ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ თ--ა გ-----–-ას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან სადავო აქტების გამოცემისას ადგილი არ ქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-100 ლარი, უნდა დარჩეს იმავე ანგარიშზე.
სარ---ოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე თ--ა გ-----–-ას სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-100 ლარი, დარჩეს იმავე ანგარიშზე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, რუსთაველის ქუჩა #247) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია