განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1767-15
გამოძიების №-------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი :
18 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---–--–---–-–---–-
დაზარალებული - ე-–------------–---, კ------------–---
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------------–-–---–-, ტ------–---------
განსასჯელი - მ----- ჩ-----–ია, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, საცხოვრებელი მისამართი: გ--–----------–-----------, ამჟამად №8 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 19,109-ე მუხლის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით (2003 წლის 26 აგვისტოს რედაქციით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2003 წლის 18 დეკემბერს, 02:00 საათზე, მ----- ჩ-----–ია დაუდგენელ გოგონასთან ერთად შევიდა ქ. თბილისში, კ--------- ქუჩაზე მდებარე „ბ----–-----–---–-“, სადაც იმყოფებოდნენ აგრეთვე კ------------–---, მისი მეუღლე თ---------–--------ი, კ------- ქ---–--ის მ--------- მ-----– მ-----–--ე და თ---------–--------ის მ--------- ლ------------–--ე. დაახლოებით 03:00 საათზე, თ---------–--------ს მოუნდა საპირფარეშოში გასვლა, რომელიც საპირფარეშომდე მიაცილა მისმა მეუღლემ კ------------–---მ. კ------------–--- მეუღლეს საპირფარეშოში არსებული დერეფნის სისტემის თაღთან ელოდებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა მისი მ--------- მ-----– მ-----–--ე. ამ დროს საპირფარეშოში შევიდა მ----- ჩ-----–ია მის მეგობარ გოგონასთან ერთად. საპირფარეშოში მ----- ჩ-----–იამ მის მეგობარ გოგონას დაუწყო კამათი, რა დროსაც ამოიღო ცეცხლსასროლი ბარაბნიანი იარაღი და დაიწყო მასში ვაზნების ჩალაგება, რომელთაგან ერთ-ერთი დაუვარდა ძირს ფილაქანზე. ხმაურის ხმაზე კ------------–---მ და მ-----– მ-----–--ემ გაიხედეს საპირფარეშოს ბოლო კაბინისაკენ, სადაც მ----- ჩ-----–ია იდგა, რა დროსაც მ----- ჩ-----–იამ შეაყენა იარაღი და სრულიად უმიზეზოდ მოქმედებდა რა ხულიგნური ქვენაგრძნობით, განიზრახა მ-----– მ-----–--ის და კ------- ქ---–--ის განზრახ მოკვლა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ჯერ კ------------–---- შემდეგ კი მ-----– მ-----–--ეს ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ-----– მ-----–--ე მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო კ------------–--- დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გამო გადარჩა და მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
1.2. წარდგენილი ბრალდების თანახმად, მ------------–--- ბრალი დაედო, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2003 წლის 18 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ------------ ქუჩაზე მდებარე „ბ----–-----–---–-“ იმყოფებოდნენ კ------------–---, მ-----– მ-----–--ე, თ---------–--------ი და ლ--–----–-------------–--ე, დაახლოებით 03:00 საათზე, თ---------–--------ი შევიდა „კ-–-----“ საპირფარეშოში, ხოლო მისი მეუღლე - კ------------–--- ელოდებოდა საპირფარეშოს შესასვლელში არსებულ დერეფნის თაღთან. ამ დროს საპირფარეშოს შესასვლელში მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა მ----- ჩ-----–ია, რომელიც აგრესიულად ესაუბრებოდა მეგობარ გოგონას. კ------------–---- მათი საუბრის შინაარსი არ გაუგონია, თუმცა გაიგონა მეტლახზე მეტალის დაცემის ხმა და როცა შემოტრიალდა დაინახა, რომ მ------------–--- ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეკავა. ვინაიდან კ-–---ში არ შეიძლებოდა იარაღით შესვლა კ------------–--- შეეცადა მ------------–---თვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას, თუმცა იმ დროს, როდესაც მიუახლოვდა მ------------–---, ამ უკანასკნელმა მუცლის არეში ესროლა. სროლის ხმაზე საპირფარეშოში შევიდა კ------- ქ---–--ის მ--------- მ-----– მ-----–--ე, რომელიც ასევე შეეცადა მ------------–---თვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მ-----– მ-----–--ის მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა. მ------------–--- ქმედების შედეგად მ-----– მ-----–--ე გარდაიცვალა, ხოლო კ------------–--- დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს და მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ მ----- ჩ-----–იამ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. ხსენებული მუხლის მე-5 ნაწილი კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის აწესებს მოთხოვნას - ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის თაობაზე.
3.2. მ------------–--- მიერ განხორციელებული სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ კ------- ქ---–--ის ჩვენება; დაზარალებულ მ-----– მ-----–--ის უფლებამონაცვლის ე-–----- მ-----–--ის ჩვენება; მოწმეების: ლ--–----–-------------–--ის, ზ-------------------ის, თ-------------------ის, ე----------------–---–ის, მ--–-------------–---–ის, დ----------------–---–ის და გ----–--–-–---–ის ჩვენებები; მოწმეების: თ---------–--------ის, ს------------------ას და ე------------------ის დაკითხვის ოქმები; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებები მ------------–--- ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და შესაბამისად, სასამართლო მათ აღარ მიმოიხილავს დეტალურად.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ კ------- ქ---–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2003 წლის მდგომარეობით, თავად და მისი მ--------- მ----– მ-----–--ე მუშაობდნენ დაცვის სამსახურში. მ-----– მ-----–--ის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ მუშაობდა ქ. თბილისში, მ------------ ქუჩაზე მდებარე „ბ----–-----–---–-“. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისინი სარგებლობდნენ იარაღით, თუმცა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ყველანაირ აღჭურვილობას ტოვებდნენ სამსახურში. შემთხვევის დღეს იგი მეუღლესთან, მ-----– მ-----–--ესთან (იმ დღეს არ მუშაობდა) და ლ--–----–-------------–--ესთან ერთად გასართობად იმყოფებოდა „ბ----–-----–---–-“. კ-–---ში მისვლისას, მსგავსად სტუმრის სტატუსით მოსარგებლე სხვა პირებისა, შემოწმდნენ დაცვის თანამშრომლების მიერ. ღამის საათებში მის მეუღლეს მოუნდა საპირფარეშოში გასვლა, რის გამოც ეს უკანასკნელი მიაცილა და დაელოდა საპირფარეშოს შესასვლელში. ლოდინის პროცესში შემოესმა იქვე საპირფარეშოს შესასვლელში მყოფი გოგოსა და ბიჭის საუბ---- (ბიჭი აგრესიულად ელაპარაკებოდა გოგონას), რომლისთვის ყურადღება არ მიუქცევია იმ დრომდე, სანამ არ გაიგონა მეტალის იატაკზე დაცემის ხმა. მან მიიხედა და დაინახა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ხელში ეკავა ვერცხლისფერი ბარაბნიანი პისტოლეტი. აღნიშნული გოგო და ბიჭი იდგნენ მისგან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. მან, როგორც დაცვის თანამშრომელმა შეახსენა მისთვის უცნობ ბიჭს, რომ კ-–---ში იარაღით შესვლა აკრძალული იყო და შეეცადა მისთვის იარაღის ჩამორთმევას, თუმცა სწორედ ამ დროს ესროლა უცნობმა (მცდელობა - ფიზიკური ძალის გამოყენებით უცნობი მამაკაცისთვის წაერთმია იარაღი, ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან მასთან შეხებამდე უცნობმა დაასწრო და ესროლა იარაღიდან). გასროლის ხმაზე საპირფარეშოსთან მივიდა მ-----– მ-----–--ე, რომელიც ასევე შეეცადა უცნობი ბიჭისთვის იარაღის წართმევას, რა დროსაც ისინი შეეჭიდნენ ერთმანეთს. ბიჭმა მ----– მ-----–--ის მისამართით ერთი გაისროლა, ბიჭის თანმხლებმა გოგონამ კი ამ უკანასკნელს მიაძახა „არ გინდა მ-----“. ამ დროს თავად მოახერხა წამოდგომა და მიეყრდნო კედელს, რათა არ წაქცეულიყო. შემდეგ გაიგო კიდევ სულ მცირე ერთი გასროლის ხმა, ინსტიქტურად გამოვიდა ფოიეში და დაკარგა გონება, რის შემდეგაც არაფერი ახსოვს. დაზარალებულის განმარტებით, გონს მოვიდა საავადმყოფოში, რა დროსაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში. მან წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო დამნაშავე - მ----- ჩ-----–ია. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ამოცნობის დროს ზუსტად ახსოვდა მ------------–--- გარეგნობა და არ შემცდარა, ვინაიდან მის გარეგნობას ვერასოდეს დაივიწყებს, თუმცა დიდი დროა გასული და ამჟამად იგი შეცვლილია. აგრეთვე დაადასტურა, რომ პირს, რომელმაც მისი და მ-----– მ-----–--ის მისამართით ისროლა, არ იცნობს, შესაბამისად მასთან რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონია.
3.4. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ კ------------–---მ მისთვის წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო მ----- ჩ-----–ია, როგორც ის პირი, ვინც 2003 წლის 18 დეკემბერს, „ბ----–-----–-----“ საპირფარეშოში გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მისი და მისი მეგობრის - მ-----– მ-----–--ის მიმართულებით. ამოსაცნობი პირი ამოიცნო კ------ ცხვირით, ტუჩების მოყვანილობით, შ--- თმით და სახის საერთო იერით.
3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე-–----- მ-----–--ის ჩვენებით დგინდება, რომ არის გარდაცვლილ მ-----– მ-----–--ის მამა. მისი შვილი მუშაობდა დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. 2003 წლის 18 დეკემბერს, საღამოს საათებში მ-----– მ-----–--ე იმყოფებოდა კ------------–----თან ერთად. მოგვიანებით, დაახლოებით 04:00 საათზე დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ვაჟი დაჭრილი იყო. საავადმყოფოში მისულს მ-----– მ-----–--ე გარდაცვლილი დახვდა. გადმოცემით იცის, რომ სასიკვდილო ჭრილობა დაპირისპირების შედეგად მიაყენა მ----- ჩ-----–იამ.
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–----–-------------–--ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს კ------------–----თან, მის მეუღლესთან და მ-----– მ-----–--ესთან ერთად იმყოფებოდა „ბ----–-----–---–-“. კ-–---ში ყოფნის პერიოდში კ------- მ-----–--ეს მისმა მეუღლემ სთხოვა საპირფარეშოში წაყოლა. მალევე მაგიდიდან ადგა მ-----– მ-----–--ეც, რომელიც საით წავიდა მისთვის უცნობია, თავად კი მარტო დარჩა სუფრათან. მ-----– მ-----–--ის წასვლიდან მალევე გაიგო გასროლის ხმა, რამაც გამოიწვია ხალხის არეულობა. მოწმემ გაიხსენა, თუ როგორ ითხოვდა თ---------–--------ი (კ------- ქ---–--ის მეუღლე) დახმარებას. მან ასევე დაინახა, როგორ გამორბოდა ამ დროს მამაკაცი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა. აღნიშნული პირი ამოიცნო მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის დროს, რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. ზემოაღნიშნული მამაკაცის გარდა, კ-–---ში მყოფი სხვა პირისთვის იარაღი არ შეუნიშნავს.
3.7. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ლ--–----–-------------–--ემ მისთვის წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო მ----- ჩ-----–ია, როგორც ის პირი, ვისაც 2003 წლის 18 დეკემბერს, „ბ----–-----–---–-“ ყოფნის დროს, ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და გარბოდა ბ----დან. ამოსაცნობი პირი ამოიცნო ცხვირით, ტუჩებით და სახის საერთო იერით.
3.8. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე თ---------–--------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2003 წლის 17 დეკემბერს მეუღლე - კ------------–----თან, მ-----– მ-----–--ესთან და თავის მეგობარ ლ--–----–-------------–--ესთან ერთად იმყოფებოდა „ბ----–-----–---–-“. დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, მათ მაგიდასთან მივიდა დ-–---------------- თ----–-------–- სახელად მ--–-----, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ - დაცვის სხვა თ----–-------–-, სახელად გ----------------–---–ი. დაახლოებით 02:30 საათზე, თავის მეუღლეს - კ------------–---- სთხოვა საპირფარეშოში წაყოლა. ეს უკანასკნელი დატოვა საპირფარეშოს შესასვლელში, ხოლო თავად შევიდა საპირფარეშოს კაბინაში. რამდენიმე წამში გაიგონა გოგოს ჩურჩული, რასაც მოყვა ბიჭის ხმამაღალი გინება. გოგონა ეუბნებოდა: „გემუდარები, გეხვეწები არ ქნაო“, ხოლო ბიჭი არ წყვეტდა გინებას. მოწმემ დაადასტურა, რომ გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა. იგი საპირფარეშოს კაბინიდან სროლის შეწყვეტის შემდეგ გამოვიდა, რა დროსაც ნახა, რომ დაჭრილი იყო მისი ქმარი კ------------–--- და მ-----– მ-----–--ე.
3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ-------------------ემ განმარტა, რომ 2003 წლის მდგომარეობით მუშაობდა „ბ----–-----–---–-“ დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა კ-–---ში წესრიგის უზრუნველყოფა, აგრეთვე კ-–---ში შემსვლელ პირთა კონტროლი, რათა შენობაში არ შეეტანათ კანონსაწინააღმდეგო იარაღი. შემთხვევის დღეს კ-–---ში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მ-----– მ-----–--ე, რომელთანაც ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. მ-----– მ-----–--ესთან არსებულ მეგობრობას, მისთვის ხელი არ შეუშლია საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში - შეემოწმებინა კ-–---ში შესული ადამიანები, მათ შორის, მ-----– მ-----–--ე და მისი თანმხლები პირები. ღამის საათებში, კ-–---ში ყოფნის დროს, ორ ადამიანს შორის შენიშნა დაძაბულობა, თუმცა მათთან მისვლის შემდეგ, სიტუაცია განიმუხტა დარბაზში. ამის შემდეგ, აღნიშნული პირები გავიდნენ კ-–---იდან. თავად კი თ-------------------თან ერთად გაჰყვა მათ კ-–----- გარეთ. კ-–----- კარებთან მდგარ „მ-----------“ ფირმის ა/მანქანაში, დაინახა რამდენიმე წუთით ადრე კ-–---იდან ასული შ----------- ბიჭი, რომელიც იქვე მყოფ ქ----, ასაკით მასზე უფროს მამაკაცს სთხოვდა ა/მანქანაში ჩაჯდომას. ქ---- მამაკაცი არ დაემორჩილა შ----------- მამაკაცის მოთხოვნას, რაზეც ამ უკანასკნელმა იარაღიდან გაისროლა ჰაერში. ამ დროს მამაკაცთან, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა და ისროდა ჰაერში, მივიდა მესამე მამაკაც, რომელიც შეეცადა მის დამშვიდებას სიტყვებით: „მ-----ი დაწყნარდი, ჩვენიანები არიანო“. ამის შემდეგ, აღნიშნულმა მამაკაცმა ქ---- და შ----------- მამაკაცი შეარიგა და კვლავ დაბრუნდნენ კ-–---ში. მოწმის განმარტებით, ა/მანქანიდან გადმოსვლის მომენტში შ----------- მამაკაცისთვის ხელში იარაღი არ შეუნიშნავს, მას არც რაიმე ქურთუკი ცმია. შესაბამისად, კ-–---ში ჩასვლისას აღარ შეუმოწმებია. დაახლოებით 10-20 წუთის შემდეგ, გაიგონეს ყრუ ხმა, რის გამოც ჩავიდნენ ქვემოთ, სადაც დაინახეს, რომ რამდენიმე პირს მოჰყავდა დაჭრილი მ-----– მ-----–--ე, ხოლო მის უკან - მ-----– მ-----–--ის მ---------. მას შ----------- ბიჭი კ-–---ში ჩასვლის შემდეგ აღარ უნახავს. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში მონაწილეობა, რა დროსაც ამოიცნო ჩვენებაში ნახსენები შ----------- მამაკაცი ო------------–ი თმით.
3.10. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ზ-------------------ემ მისთვის წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო მ----- ჩ-----–ია, როგორც ის პირი, ვინც 2003 წლის 18 დეკემბერს, „ბ----–-----–-----“ წინ იარაღიდან ისროდა ა/მანქანაში მჯდომარე პოზიციიდან. ამოსაცნობი პირისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ იყო გ--------------–-----------, რომელიც გარდა აღნიშნული ნიშან-თვისებისა, ამოიცნო სახის საერთო იერითაც.
3.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ-------------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2003 წლის მდგომარეობით მუშაობდა „ბ----–-----–-----“ დ-–----------------. მის მოვალეობაში შედიოდა კ-–---ში წესრიგის უზრუნველყოფა, აგრეთვე კ-–---ში შემსვლელ პირთა კონტროლი, რათა შენობაში არ შეეტანათ კანონსაწინააღმდეგო იარაღი. კ-–-----, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, მ------------ ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში, განლაგება იყო შემდეგნაირი: კ-–---ში ჩასვლა ხდებოდა კიბეების მეშვეობით, ჩასასვლელში თავდაპირველად ხდებოდა იმ ადგილის გავლა, სადაც კ-–---ში შემსვლელი იღებდა ბილეთს, ხოლო შემდეგ იმ ადგილის -, სადაც ხალხს ამოწმებდნენ. ამის შემდეგ იყო შიდა დარბაზი, სადაც განთავსებული იყო მაგიდები. დარბაზში ადგილი გამოყოფილი იყო მ-------–------------- წევრებისთვისაც. დარბაზის ერთ მხარეს იყო ბ----, ხოლო მეორე მხარეს - ე-–---------------, სადაც იყო 4-5 მაგიდა. ე.წ. “V--” კუთხის უკან იყო გასასვლელი მთავარი შესასვლელისკენ და შესასვლელიდან - ე.წ. „არკით“ საპირფარეშოებისკენ. მოწმის განმარტებით, 2003 წლის 17-18 დეკემბერს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კ-–---ში საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, მათ შორის სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა მისი მ--------- და თ----–-------–- - მ-----– მ-----–--ე, რომელსაც თან ახლდა ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი. მ-----– მ-----–--ესთან არსებულ მეგობრობას, მისთვის ხელი არ შეუშლია საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში - შეემოწმებინა კ-–---ში შესული ნებისმიერი ადამიანი. შესაბამისად, მ-----– მ-----–--ე და მისი თანმხლები პირები, მსგავსად კ-–---ში მისული სხვა ადამიანებისა, შეამოწმა და ისე შეუშვა დარბაზში. დაახლოებით, 03:00 საათზე, კ-–---ში შევიდა ოთხი მამაკაცი და ოთხი გოგონა, რომლებიც შემოწმების შემდეგ დასხდნენ დარბაზში არსებულ ე-–---------------ში. რამდენიმე წუთში, კ-–---ში შევიდა ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი, რომლებიც დასხდნენ შესასვლელთან მდებარე მაგიდასთან. მალევე აღნიშნულ ე-–---------------ში მდებარე მაგიდის ერთ-ერთ წევრს შელაპარაკება მოუვიდა კ-–----- შესასვლელში მდებარე მაგიდის ერთ-ერთ წევრ მამაკაცთან, თუმცა დაცვის თანამშრომლების რეაგირების შედეგად კონფლიქტი მალევე განიმუხტა. ამის შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა სალაპარაკოდ გადაინაცვლეს კ-–----- გარეთ. მალევე მათ უკან გაჰყვა თავადაც. მოწმემ დაადასტურა, რომ დაცვის თანამშრომელს წესრიგის დაცვა ევალებოდა კ-–----- შიგნით, რაც შეეხება კ-–----- გარეთ მდებარე ტერიტორიას - არც ჩარევის უფლება გააჩნდათ და არც ვალდებულება. კიბეებზე ასვლისას გაიგონა იარაღის გასროლის ხმა. გარეთ გასვლის დროს კი დაინახა, რომ იქვე მდგარ „მ-----------“ ფირმის ა/მანქანიდან ნახევრად გადმოსული პირი, ისროდა იარაღიდან. აღნიშნულ პირს აწყნარებდა მეორე მამაკაცი სიტყვებით: „მ-----ი დამშვიდდი, დაწყნარდი, არ გინდა, ჩვენები არიან“. ამის შემდეგ წამიერად დამშვიდდა სიტუაცია და მამაკაცი სახელად მ-----ი უცებ, ისე, რომ არცერთი დაცვის წევრს შეუმოწმებია, ჩავიდა კ-–---ში. ამ დროს მის ხელში იარაღი არ შეუმჩნევია. აღნიშნული პირის კ-–---ში ჩასვლიდან რამდენიმე წუთში (დაახლოებით წუთი-წუთნახევარში), მისმა თანამშრომელმა უთხრა: „მგონი ქვემოთ სროლა არისო“, რის შემდეგაც თავადაც ჩავიდა კ-–---ში, სადაც ხალხი ირეოდა ერთმანეთში და ყვიროდნენ: „დაიჭირეთ, გარბის“. მიუხედავად ხალხის მოწოდებისა, დაეჭირა დამნაშავე, მას არ დაუნახავს პირი, რომელმაც განახორციელა გასროლა. ამის შემდეგ წავიდა საპირფარეშოსკენ, სადაც დაინახა დაჭრილი მ-----– მ-----–--ე და კ------------–---.
3.12. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ი--------–-----ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2003 წელს 10 დეკემბერს მან საკუთარი „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა (სახ. ნომრით “A------”) ათხოვა მეგობარს - მ------------–---. რამდენიმე დღის შემდგომ შეიტყო, რომ მ------------–--- ქმედების შედეგად, მისი კუთვნილი ა/მანქანა წაყვანილი ჰყავდა საგამოძიებო უწყებას.
3.13. ოქმით დათვალიერებისა და ამოღების შესახებ (----------- დგინდება, რომ „მ-----------“ ფირმის ა/მანქანის სახ. ნომრით “A------” წინა საქარე მინაზე, შიგნითა მხარეს მარცხენა კიდიდან 15 სმ-ის მანძილზე და ქვედა კიდიდან 35 სმ-ზე ნანახი იქნა სისხლის მაგვარი ლაქები. სისხლისმაგვარი ლაქები აგრეთვე ნანახი იქნა ა/მანქანის საჭის მარჯვენა მხარეს.
3.14. ექსპერტის № 1------ დასკვნის თანახმად, „მ-----------“ ფირმის ა/მანქანის (სახ. ნომრით “A------”) საქარე მინიდან და საჭიდან ამოღებული ლაქებში აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება A------ ჯგუფს. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მ-----– მ-----–--ის სისხლი მიეკუთვნება A------ ჯგუფს.
3.15. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე----------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2003 წლის მდგომარეობით მუშაობდა „ბ----–-----–---–-“. მის მოვალეობაში შედიოდა კ-–---ში მისულ ადამიანთა ქურთუკების შენახვა. მოწმის სამუშაო სივრცე განთავსებული იყო კ-–---ში ჩასასვლელ კიბეებთან. 2003 წლის 17-18 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, ღამის საათებში, გაიგონა თუ როგორ სწრაფად და ხმაურიანად ჩამოირბინა კიბეებზე ს-–----–-- სიმაღლის ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც ჰქონდა მ---- თმა: „ა--–----–---------–------–----–----------–-“. მამაკაცს ეცვა თ---–- მ---- ქურთუკი, რაც მისთვის არ ჩაუბარებია. ამ ფაქტიდან მალევე გაიგონა გასროლის ხმა, რამაც ხალხში გამოიწვია ჩოჩქოლი და დაინახა იგივე ბიჭი, რომელმაც ხსენებულ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, ხმაურით ჩაირბინა კიბეებზე, მირბოდა საპირფარეშოების მხრიდან კ-–----- გასასვლელისკენ. ამ უკანასკნელმა სწრაფად აირბინა კიბეები. აღნიშნული ბიჭის ასვლის შემდეგ ჩამოვიდნენ დაცვის თანამშრომლები. შემდეგ კი დაინახა, თუ როგორ გამოიყვანეს ერთი დაჭრილი. მოგვიანებით შეიტყო, რომ მეორე დაჭრილიც იყო, თუმცა თავად არ უნახავს.
3.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–-------------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, იმყოფებოდა „ბ----–-----–---–-“. კ-–---ში მას დახვდა მ--------- მ-----– მ-----–--ე, რომელსაც თან ახლდა ერთი ბიჭი და ორი გოგონა. მოწმე ჩამოჯდა მათ მაგიდასთან. სკამი, რომელზეც თავად იჯდა, ისე იდგა, რომ მაგიდებს შორის ადამიანი ვერ გაივლიდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სთხოვა გატარება. აღნიშნული ბიჭის გატარების შემდეგ, მალევე გადაინაცვლა ბ----სკენ. ბართან ყოფნის დროს გაიგო სროლის და ჩოჩქოლის ხმა საპირფარეშოების მხარეს. ამ დროს დაინახა, თუ როგორ გამორბოდა საპირფარეშოებიდან ის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წამის წინ სთხოვა გატარება. აღნიშნულმა ბიჭმა, რომელიც იყო ოდნავ მოხრილი და ხელი არ უჩანდა, სწრაფად აირბინა კიბეები და გაიქცა. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში მონაწილეობა, რა დროსაც ხსენებული პირი ამოიცნო: ოდნავ კ------ ცხვირით, ა--–----–---------–---------–----–----------–ი თმით, თვალებით, ტუჩებით და საერთო იერით.
3.17. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ მ--–-------------–---–მა მისთვის წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო მ----- ჩ-----–ია, როგორც ის პირი, ვინც 2003 წლის 18 დეკემბერს, „ბ----–-----–---–-“ იარაღიდან რამდენიმე გასროლის შემდეგ, გამოიქცა საპირფარეშოს მხრიდან და ბ----ს გავლით გაიქცა კ-–----- გასასვლელი კარებისკენ. გაქცევის პროცესში მას მარჯვენა ხელი გულთან ჰქონდა მიდებული. ამოსაცნობი პირი ამოიცნო კ------ ცხვირით, ტუჩების მოყვანილობით, შ--- თმით და სახის საერთო იერით.
3.18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----------------–---–მა განმარტა, რომ 2003 წლის 18 დეკემბრის ღამის საათებში იმყოფებოდა „ბ----–-----–---–-“. კ-–----- შესასვლელში ის შეამოწმეს დაცვის წევრებმა, მხოლოდ ამის შემდეგ დართეს ნება ჩასულიყო დარბაზში. დარბაზში ჩასვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში ატყდა ხმაური, ხალხი ცდილობდა კ-–---იდან გაქცევას. ამ დროს დაინახა, რომ რამდენიმე ადამიანს მოჰყავდა დაჭრილი მამაკაცი. იგი მიეხმარა აღნიშნულ მამაკაცებს დაჭრილი მამაკაცის კ-–---იდან გაყვანაში, შემდეგ კი ეს პირი ჩასვეს ა/მანქანაში და წაიყვანეს, სავარაუდოდ საავადმყოფოში. მას იმ მომენტში მეორე დაჭრილი პირი არ დაუნახავს.
3.19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----–--–-–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, იმყოფებოდა „ბ----–-----–---–-“, სადაც საპირფარეშოების მხრიდან მოესმა გასროლის ხმა. როგორც შეიტყო, დაჭრილი იყო მ-----– მ-----–--ე. ამის შემდეგ, მან უმალვე დარეკა პოლიციაში და გამოიძახა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა აღარ დაელოდნენ მათ მოსვლას და იქვე მყოფმა დაჭრილები ტაქსით წაიყვანეს საავადმყოფოში. დაახლოებით ნახევარ საათში თავადაც მივიდა საავადმყოფოში, თუმცა მ-----– მ-----–--ე გარდაცვლილი დახვდა.
3.20. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ს------------------ას გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომელთა თანახმად, მოწმე შემთხვევის დღეს იმყოფებოდა „ბ----–-----–---–-“, სადაც მსგავსად სხვა თანამშრომლებისა, გაიგო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა (დაახლოებით 2-3 ჯერ). გასროლის შედეგად გარდაიცვალა მისი ნაცნობი მ-----– მ-----–--ე.
3.21. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ე------------------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2003 წლის მდგომარეობით, მუშაობდა შპს „გ-------“ ო-----------– თანამშრომლად. მოწმე შემთხვევის დღეს იმყოფებოდა „ბ----–-----–-----“ სიახლოვეს, რა დროსაც რაციის მეშვეობით შეიტყო აღნიშნულ ღამის კ-–---ში მომხდარი მკვლელობის ამბავი. იგი სასწრაფოდ მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც შეიტყო მ-----– მ-----–--ის გარდაცვალებისა და კ------- ქ---–--ის დაჭრის ფაქტის თაობაზე.
3.22. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (----------- დგინდება, რომ შემთხვევის ადგილია ქ. თბილისში მ------------ ქ---------–- მდებარე „ბ----–-- კ-–---ი“. კ-–---ში ჩასვლა ხდება ხის კიბეებით, რის შემდეგაც განთავსებულია ფოიე, სადაც არის დაცვის პუნქტი და დგას ხის სკამი და პატარა ხის მაგიდა. კ-–---ში განთავსებულია ბ---- და საცეკვაო დარბაზი. აღნიშნული დარბაზის მარჯვნივ, კედელთან დგას ხის სკამები და მაგიდები. საცეკვაო დარბაზის ბოლოში არის სცენა, სადაც განთავსებულია საკრავი ინსტრუმენტები. საცეკვაო დარბაზის ბოლოს, სცენის მარჯვენა მხარეს მდებარეობს დერეფანი, რომლის მარჯვენა მხარეს არსებული თაღის გავლით ხდება კ-–----- სამზარეულოში შესვლა. კ-–---ს გააჩნია საპირფარეშო, სადაც შესვლა ხდება თაღის გავლით. თაღამდე მდებარეობს დერეფანი, სადაც დგას გრძელი ხის სკამი, რომლის ქვეშაც, იატაკზე შეინიშნება: სისხლისმაგვარი ლაქები. თაღის მარცხენა კედელზე 90 სმ სიმაღლეზე შესასვლელი კედლიდან 15 სმ განაკვეთზე შეინიშნება წითელი ლაქები. საპირფარეშოს სიმაღლეა 3,1 მეტრი, ხოლო სიგანე - 2,12 მეტრი. საპირფარეშოს იატაკი ნახევრად თეთრი ფილაქნითაა დაგებული, ნახევარი კი - შ---თ. საპირფარეშოს შესასვლელიდან ხელმარცხნივ კედელზე მიმაგრებულია სარკე. საპირფარეშოში განთავსებულია კაბინები, რომლის მოპირდაპირედ არის სამი ონკანი, რომელთა თავზე განთავსებულია სარკეები. საპირფარეშოს მეოთხე კაბინის კარების წინ 26 სმ-ში, ოთახის მარჯვენა კედლიდან 72 სმ-ის კვეთაზე ნანახი იქნა სპილენძისფერი ტყვია ზომით (სიგრძე 16 მმ, დიამეტრი 9 მმ.). აღნიშნული მეოთხე კარების ქვედა კიდიდან 149 სმ სიმაღლეზე, ხოლო კარების მარჯვენა კიდიდან 14 სმ-ის დაშორებით აღინიშნება გამჭოლი დაზიანება ზომით 4X1 სმ-ზე ირიბი ფორმის. ამავე კარებზე ქვედა კიდიდან 108 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო კარის მარცხენა კიდიდან 23 სმ-ის დაშორებით აღინიშნება: მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქა ზომით 1X1 სმ-ზე. მეოთხე კაბინის კარების ზღურბლზე, იატაკზე მარჯვენა კიდიდან 61 სმ-ში ნანახი იქნა სპილენძისფერი დეფორმირებული ლითონის ფრაგმენტი, ზომით 25X20 მმ-ზე. აღნიშნულ კარებს შიგნითა მხრიდან აღენიშნება დაზიანება ქვედა კიდიდან 15სმ-ის სიმაღლეზე მარცხენა კიდიდან 10 სმ-ის დაშორებით 3,5X3 სმ-ზე. №4 კაბინის მარჯვენა კედელზე იატაკიდან 2,3 მეტრში და აღნიშნული კედლის მარცხენა კიდიდან 196 სმ-ის დაშორებით, თეთრი პლასტმასის ზედაპირზე აღენიშნება დაზიანება ზომით 2X4 სმ-ზე. მესამე კაბინის კარებზე ქვედა კიდიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო მარჯვენა კიდიდან 10 სმ-ის დაშორებით აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქა ზომით 10სმX0,5მმ-ზე. №2 კაბინის კარებზე ქვედა კიდის 116,5 სმ-ში ხოლო მარჯვენა კიდიდან 0,5 მმ-ში აღენიშნება შემავალი დაზიანება ზომით 15X10 მმ-ზე. აღნიშნული კარების შიგნითა მხარეს ქვედა კიდიდან 117 სმ სიმაღლეზე, ხოლო მარცხენა კიდიდან 71 მ. დაშორებით აღენიშნება დაზიანება ზომით 1X1 სმ-ზე. დაზიანების ირგვლივ 0,8 მმ დიამეტრით დაზიანებულია კარების პლასტმასის ზედაპირი. საპირფარეშოში მარცხენა კედელზე არსებულ სარკესთან მარცხენა მხარეს აღინიშნება წითელი ლაქა. საპირფარეშოს შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარე პირველივე ნიჟარის მარჯვენა გვერდითა მხარეს შეინიშნება სისხლისმაგვარი ლაქა. №4 კაბინის კარების წინ 1,2 მ-ის მანძილზე, ხოლო მარჯვენა კედლიდან 40 სმ-ის დაშორებით იატაკზე შეინიშნება წითელი სისხლისმაგვარი ლაქა. საპირფარეშოს მარჯვენა კედელზე №4 კაბინის გასწვრივ 130 სმ-ში ქვედა კიდიდან 30 სმ-ში შეინიშნება წითელი სისხლისმაგვარი ლაქა. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები ამოღებულ და დალუქულ იქნა.
3.23. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნით დგინდება, რომ მ-----– ე-–-----ის ძე მ-----–--ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, შინაგანი ორგანოების - მარცხენა ფილტვის, მისი მფარავი პლევრის, განივი კოლინჯის, დიაფრაგმის გამჭოლი დაზიანება, განვითარებული გულმკერდის მარცხენა ნახევრის ბრმა ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად. მ-----– მ-----–--ის გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები - გულმკერდის მარცხენა ნახევარში უკანა ზედაპირზე 9-10 ნეკთაშუა არეში ჭრილობა - ტყვიის შესავალი ხვრელი, მარცხენა ფილტვის ქსოვილის, მისი მფარავი პლევრის დიაფრაგმის და განივი კოლინჯის გამჭოლი დაზიანება, მუცლის ღრუში სისხლი, როგორც თხიერი ასევე კოლტების სახით 2500 მლ.-მდე და უცხო სხეული ტყვია, პლევრის ღრუში მარცხნივ, სისხლი როგორც თხიერი ასევე კოლტების სახით 1200 მლ.-მდე. ჭრილობის არხის შესაბამისად, რომელიც მიემართება უკანიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვევით. რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევებით მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას, რის შედეგადაც დადგა სიკვდილი. მარჯვენა მტევნის 3-4 თითების არეში ხელის ზურგის მხარეს არსებული დაზიანება - ტყვიის შემხები ჭრილობა - მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით, რომელიც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.
3.24. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნით დგინდება, რომ კ------------–--- 2003 წლის 18 დეკემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურ მკურნალობას იტარებდა 2----–-–--------------------------–-–----------------- ჩათვლით. მას დაუდგინდა დიაგნოზი: მ--–-–---------–--–------–--–-–--–--------–---------–-------–------------–----–-–----------------------------–-------------------------------------. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს. კ------------–---- მ-------------------------- არეში აღენიშნება ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა ზომით 0--------------–-----------------–-- პროექციაზე მარჯვენა პარავერტებრალურ ხაზზე ისინჯება უცხო სხეული.
3.25. ბალისტიკური ექსპერტიზის №------- დასკვნით დგინდება, რომ მ-----– მ-----–--ის სხეულიდან ამოღებული ტყვია წარმოადგენს, 357 კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს უცხოური წარმოების რევოლვერების დიდი ჯგუფისათვის. გასროლილია უცხოური წარმოების რევოლვერიდან.
3.26. განსასჯელმა მ----- ჩ-----–იამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი, დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას, მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. ამავე კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს დასკვნა უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისი უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მ------------–--- მიერ ორი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ კ------- ქ---–--ის ჩვენებაზე, ამასთან, იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) განმარტებას, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე Jalloh v. Germany, №54810/00 11/07/2006; §96; Gäfgen v. Germany №22978/05, §164; Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; §90.) დაზარალებულ კ------- ქ---–--ის ჩვენების სანდოობის შეფასებისას, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ, არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი (ამასთან, არ არსებობს ობიექტური საფუძველი მის სანდოობაში ეჭვის შესატანად), სრულ თანხვედრაშია ისეთ თვალსაჩინო მტკიცებულებებთან, როგორიც არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულ კ------- ქ---–--ის ჩვენება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს სარწმუნოობის აშკარად მაღალი ხარისხი. ამდენად, სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს დაზარალებულის ჩვენებას, როგორც ბრალდების მხარის ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას.
4.4. კ------- ქ---–--ის განმარტებით დადგენილია, რომ იგი „ბ----–-----–-----“ საპირფარეშოს შესასვლელში ელოდებოდა თავის მეუღლეს, რა დროსაც ამავე საპირფარეშოში შესასვლელში მყოფი ბიჭი (მ----- ჩ-----–ია) თანმხლებ გოგონას აგრესიულად ელაპარაკებოდა. კ------------–---- საუბრის შინაარსი არ გაუგია , მაგრამ მეტლახზე დავარდნილი მეტალის ხმის გაგონების გამო მიიხედა მათკენ და დაინახა, რომ ბიჭს ხელში ეკავა პისტოლეტი. მან ბიჭს მიმართა, რომ არ შეიძლებოდა ბარში იარაღი ქონოდა და წავიდა მისკენ იარაღის გამოსართმევად. ბიჭმა, რომელსაც დაახლოებით 70 სმ მიუახლოვდა, ესროლა მუცლის არეში და დაჭრა. სროლის ხმაზე შემოვიდა მ-----– მ-----–--ე, რომელიც მივიდა ბიჭთან და შეეცადა იარაღის წართმევას, რა დროსაც ბიჭმა გაისროლა მ-----– მ-----–--ის მისამართით. იქვე შემოესმა ბიჭის თანმხლები გოგოს ყვირილი „არ გინდა მ-----“ . სასამართლო კ------- ქ---–--ის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მის მიერ განსასჯელზე მითითება განხორციელდა დამოუკიდებლად, ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, საგამოძიებო მოქმედებების დროს ჩატარებული ამოცნობისას მან სურათში ამოიცნო მ----- ჩ-----–ია და მიუთითა, რომ ის იყო სწორედ ის პირი ვინც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას და მ-----– მ-----–--ეს. განმარტა, რომ მიუხედავად შემთხვევიდან ხანგრძლივი დროის გასვლისა და გარეგნული ცვლილებებისა, დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ შემთხვევის დროს მას ესროლა მ----- ჩ-----–იამ. მას ამოცნობისას ზუსტად და დეტალურად ახსოვდა მ--------–--- ვიზუალური მახასიათებლები.
4.5. დაზარალებულ კ------- ქ---–--ის ნათქვამი, რომ ნამდვილად საპირფარეშოს დერეფანში იდგა, დასტურდება თ---------–--------ის ჩვენებითაც. ამ უკანასკნელმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ კ------------–--- მას გაყვა და როდესაც თავად შევიდა საპირფარეშოს კაბინაში, კ------------–--- დატოვა საპირფარეშოს ფოიეში. გასროლების შემდეგ გამოვიდა კაბინიდან და ნახა, რომ დაჭრილი იყო მისი მეუღლე და მ-----– მ-----–--ე. ის რომ ნამდვილად საპირფარეშოს ფოიეში დაიჭრა მ-----– მ-----–--ე და კ------------–--- დადასტურებულია ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სადაც მითითებულია, რომ შესასვლელის თაღის მარცხენა კედელზე 90 სმ სიმაღლეზე შესასვლელი კედლიდან 15 სმ განაკვეთზე წითელი ლაქები იქნა აღმოჩენილი. კედელზე წითელი ლაქების არსებობა დასტურდება დაზარალებულის ჩვენებითაც, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ საპირფარეშოში მ-----– მ-----–--ის შესვლის შემდეგ, მოახერხა წამოდგომა და მიეყრდნო კედელს, რათა არ წაქცეულიყო.
4.6. იმისთვის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეფასდეს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობად, სასამართლო აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს, სასამართლო სხდომაზე დაკითხული და გამოქვეყნებული მოწმეთა ჩვენებების როგორც დაზარალებულის ჩვენებასთან, ისე ერთმანეთთან და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან თანხვედრას. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს შემთხვევის დღეს „ბ----–-----–---–-“ მყოფ იმ პირთა ჩვენებებს, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში, სახელდობრ:
4.7. მ----- ჩ-----–ია, როგორც ის პირი, ვისაც შემთხვევის დღეს „ბ----–-----–---–-“ ყოფნის დროს ეჭირა იარაღი, ამოიცნო მოწმე ლ--–----–-------------–--ემაც. აღნიშნულმა მოწმემ ჩვენების მიცემისას კატეგორიულად განმარტა, რომ რამდენიმე გასროლის ხმის გაგების შემდეგ, დაინახა როგორ გარბოდა მამაკაცი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა. აღნიშნული მამაკაცის გარდა, კ-–---ში ყოფნის დროს იარაღი არავისთვის შეუნიშნავს. ლ--–----–-------------–--ის ჩვენების ის ნაწილი, რითაც გამოირიცხება მ------------–--- გარდა კ-–---ში მყოფი სხვა პირისთვის იარაღის ქონის ფაქტი, დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული „ბ----–-----–-----“ იმჟამინდელი დაცვის თანამშრომლების - ზ-------------------ისა და თ-------------------ის ჩვენებებითაც. აღნიშნულმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ კ-–---ში შესვლისას ყველა დადგენილი წესის დაცვით შეამოწმეს, მათ შორის, თავად მ-----– მ-----–--ე, რომელიც მათი ახლო მ--------- იყო და მ-----– მ-----–--ესთან მყოფი პირები. ერთადერთი პირი, რომელიც შემოწმების გარეშე ჩავიდა კ-–---ში, იყო მ----- ჩ-----–ია (იგულისხმება კ-–---ში მისი მეორედ ჩასვლა). ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელს ნამდვილად ჰქონდა იარაღი დასტურდება დაცვის თანამშრომლების ჩვენებით. კერძოდ, ზ-------------------ის განმარტებით, კ-–---ში მომხდარი დაპირისპირების გასარჩევად, რამდენიმე კ-–---ში მყოფი მამაკაცი ავიდა კ-–----- გარეთ. მათ აყვნენ თავად და თ-------------------იც. მოწმემ დაადასტურა, რომ შ----------- მამაკაცი, სახელად მ-----ი, რომელიც მოგვიანებით ამოიცნო, ჰაერში ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, შემდეგ კი ისე, რომ არცერთი დაცვის თანამშრომელს შეუმოწმებია, ჩავიდა დარბაზში. ანალოგიური განმარტა ფაქტის შემსწრე თ-------------------მაც. მ------------–--- კ-–---ში ჩასვლიდან მალევე შეიტყვეს გასროლის თაობაზეც, თუმცა დამნაშავე არ დაუნახავთ.
4.8. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების ლოგიკური გაგრძელებაა მოწმე ე----------------–---–ის ჩვენება, რომელიც „ბ----–-----–---–-“ ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. მან გაიგონა კიბეებზე სწრაფად და ხმაურიანად ჩარბენის ხმა და დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა თ---–-------------. ამ პირს მისთვის არ ჩაუბარებია სამოსი. ბიჭის კიბეზე ჩარბენიდან მალევე გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა იგივე ბიჭი, რომელიც მირბოდა საპირფარეშოების მხრიდან კ-–----- გასასვლელისკენ. აღნიშნული ბიჭი იყო სწორედ ის, ვინც ხსენებულ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, ხმაურით ჩაირბინა კიბეებზე. ამ უკანასკნელმა სწრაფად აირბინა კიბეები. ბიჭის ასვლის შემდეგ ჩამოვიდნენ დაცვის თანამშრომლები. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ დაინახა, თუ როგორ გამოიყვანეს ერთი დაჭრილი. მოგვიანებით შეიტყო მეორე დაჭრილის არსებობის თაობაზეც. იმ ფაქტს, რომ საპირფარეშოდან გამოქცეული პირი, რომელმაც სწრაფად აირბინა კიბეები იყო მ----- ჩ-----–ია, ადასტურებს მ--–-------------–---–ის ჩვენება და ამ უკანასკნელთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი. აღნიშნულმა მოწმემ დაინახა თუ როგორ გამოიქცა საპირფარეშოს მხრიდან განსასჯელი, რომელმაც სწრაფად აირბინა კიბეები.
4.9. სასამართლოში გამოკვლეული სხვა მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს მხოლოდ გასროლის ფაქტს. დამნაშავე მათ არ დაუნახავთ.
4.10. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს თ-------------------ისა და ზ-------------------ის ჩვენებების იმ ნაწილს, რა დროსაც ისინი მიუთითებენ მ------------–--- „მ-----------“ ფირმის ა/მანქანაში ჯდომის ფაქტზე. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ი--------–-----ის ჩვენებით დგინდება, რომ აღნიშნული ა/მანქანა შემთხვევის დღეს იყო სწორედ განსასჯელ მ------------–--- მფლობელობაში. საგულისხმოა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა აღნიშნული ა/მანქანიდან ამოღებული სისხლის ჯგუფისა და გარდაცვლილ მ-----– მ-----–--ის სისხლის ჯგუფის იდენტურობა.
4.11. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებსაც, რომელიც დაზარალებულ კ------- ქ---–--ის ჩვენებასთან სრულ თანხვედრაშია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები რეალურად ასახავს იმ შედეგს, რასაც საბრალდებო დასკვნით სახელმწიფო ბრალდება ედავება განსასჯელ მ------------–--- - ერთი ადამიანის მკვლელობა (გარდაცვალება) და ერთი ადამიანის მკვლელობის მცდელობა (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება). ნიშანდობლივია, რომ მ-----– მ-----–--ის მუცლის ღრუში ექსპერტიზის მიერ აღმოჩენილ იქნა - უცხო სხეული ტყვია, რომლის შედეგად მიყენებული დაზიანება გახდა ამ უკანასკნელის სიკვდილის მიზეზი. ბალისტიკური ექსპერტიზის №------- დასკვნით კი, მ-----– მ-----–--ის სხეულიდან ამოღებული ტყვია წარმოადგენს, 357 კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს უცხოური წარმოების რევოლვერების დიდი ჯგუფისათვის. გასროლილია უცხოური წარმოების რევოლვერიდან.
4.12. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შემდეგ, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული მოწმის ჩვენება არის დამაჯერებელი და არ ტოვებს ხელოვნურად შეთხზული ამბის შთაბეჭდილებას. ისინი თავისუფლად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოუთხრობდნენ სასამართლოს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც არსებითად არ განსხვავდებიან მათ მიერვე წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებებისაგან. ამასთან, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ავსებს ერთმანეთს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგჯერ ჭეშმარიტების მისაკვლევად და შეცდომის თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია მტკიცებულებათა შეფასებისათვის გამოვიყენოთ ცალკეული ფრაგმენტების მეშვეობით მოვლენის მთლიანი სურათის რესტავრაციის მეთოდი, რა დროსაც ყურადღება უნდა მიექცეს ცალკეული მოწმის ჩვენებაში ამა თუ იმ არსებითი ხასიათის დეტალის არსებობას, რომელიც თანხმობაში უნდა იყოს სხვა მოწმეთა ჩვენებებში წარმოდგენილ ასეთივე ფრაგმენტულ დეტალებთან, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან ერთიან უტყუარ სურათს, რომელიც ადასტურებს დანაშაულის შემთხვევისას განსასჯელის მიერ დანაშაულის უტყუარად ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ კ------- ქ---–--ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. რაც შეეხება მოწმეების: ზ-------------------ის, თ-------------------ის, ე----------------–---–ის, მ--–-------------–---–ის და ლ--–----–--------------–--ის ჩვენებებს, ისინი არიან შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების შემსწრე პირები, რომელთა ჩვენებები ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან. საერთო ჯამში, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები დანაშაულებრივი ფაქტის მთლიანი სურათის შემადგენელი ნაწილია.
4.13. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად დამდგარი შედეგისა, იმისთვის, რომ მ------------–--- ქმედება დაკვალიფიცირდეს ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობად, აუცილებელია არსებობდეს ერთიანი განზრახვა. ერთიანი განზრახვის დასადგენად კი აუცილებელია, რომ ორი პირის მკვლელობა მოხდეს ერთდროულად ან პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროში. განსახილველ შემთხვევაში, მ-----– მ-----–--ის მისამართით სასიკვდილო გასროლა მოხდა, კ------- ქ---–--ის მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე წამში. ამასთან, მ------------–--- განზრახვას - მოეკლა დაზარალებულები, განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ორივე მათგანმა დროის მცირე მონაკვეთის სხვაობით სცადეს იარაღის წართმევა ამ უკანასკნელისთვის, ( კ------------–---მ იმის გამო, რომ საფრთხე არ შექმნოდა სხვა პირებს, მ-----– მ-----–--ემ კიდევ უფრო მეტი მოსალოდნელი საფრთხის აღსაკვეთად, რადგან დაჭრილი ჰყავდა უკვე ბრალდებულს კ------------–---) . ამდენად მ----- ჩ-----–ია მოქმედებდა ერთიანი განზრახვით.
4.14. ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს მათი გაუზიარებლობის საფუძვლებს.
4.15. დაცვის მხარე განსაკუთრებით აპელირებდა ამოცნობის ოქმებზე და ითხოვდა მათ გაუზიარებლობას შემდეგი არგუმენტაციით: 1. ამომცნობი პირი ამოცნობის ოქმში არ უთითებდა იმგვარ ინდივიდუალურ ნიშან-თვისებაზე, რაც გახდებოდა პირის ამოცნობის კანონიერი საფუძველი; 2. ჩვენების მიცემისას კ------------–--- და ზ-------------------ე განსხვავებულად აღწერდნენ განსასჯელს. ერთი მათგანი ამბობდა, რომ განსასჯელს ჰქონდა მ----–------, ხოლო მეორე მიუთითებდა, რომ განსასჯელს ჰქონდა ო------------–ი თმა; 3. მოწმეებს არ შეუნიშნავთ მ------------–--- სახეზე ხ--–-- არსებობა. სასამართლოს მოსაზრებით დაცვის მხარის ზემორე არგუმენტები უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 347-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ჩატარებული ამოცნობა არ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ ამომცნობმა მიუთითა ისეთ ნიშანზე, რომელიც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ უკლებლივ ყველა ამოცნობის ოქმში არის მითითება იმაზე, თუ რა ნიშანი გახდა ამოსაცნობი პირის იდენტიფიკაციის საფუძველი. რაც შეეხება სასამართლოს შეფასებას განსასჯელის თმის სიგრძესთან დაკავშირებით, აღნიშნული არ წარმოადგენს იმგვარ გარემოებას, რაც გახდებოდა კ------- ქ---–--ისა და ზ-------------------ის ჩვენების არასანდოდ მიჩნევის საფუძველი. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამოსაცნობად წარდგენილ სურათში განსასჯელს აქვს ს-–----–----------- თმა. აღნიშნული გარემოება დასტურდება მოწმე ე----------------–---–ის ჩვენებითაც: „გაიგონა თუ როგორ სწრაფად და ხმაურიანად ჩამოირბინა კიბეებზე ს-–----–-- სიმაღლის ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც ჰქონდა მ---- თმა ა--–----–---------–------–----–----------–-...“ ს-–----–----------- თმაზე მიუთითებს მ--–--------------–---–იც. შესაბამისად, კ------- ქ---–--ის მიერ „ო-----------–-“, ხოლო ზ-------------------ის მიერ „ო------------–“ თმაზე მითითება, საგრძნობლად არ განსხვავდება იმ რეალური მოცემულობისგან, რაც ჰქონდათ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და მთლიანად დამოკიდებულია პირის სუბიექტურ აღქმაზე მათ იხელმძღვანელეს საკუთარი შეფასების კრიტერიუმით. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოწმემ არ მიუთითა მ------------–--- სახეზე არსებული ხ--–-- თაობაზე, აღნიშნული ვარაუდის დონეზეც კი ვერ გახდება მოწმეთა ჩვენების არასანდოდ მიჩნევის საფუძველი, რადგან: 1. ამოსაცნობად წარდგენილ სურათში მ------------–--- ს-------------------------------–-----–- (რაც მის განსაკუთრებულ ინდივიდუალურ ნიშანზე მიუთითებდა), არ იკვეთება. შესაბამისად, ამგვარ პირობებში მოწმეების მიერ განსასჯელის სახეზე ხ--–-- არსებობის თაობაზე მითითება, არათუ სანდოობას შემატებდა მათ ჩვენებებს, არამედ წარმოშობდა გარკვეულ ეჭვებს. 2. მართალია განსასჯელს საქმის არსებითი განხილვისას სახეზე აღენიშნებოდა ხალი (ან ხ--–--მაგვარი ნიშანი), თუმცა მხოლოდ ეს გარემოება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხალი ადამიანს სხეულზე დაბადებიდან არ დაყვება, ვერ გახდება იმის დასტური, რომ მ------------–--- დაახლოებით 16 წლის წინაც ჰქონდა ხალი სახეზე, რაც მოწმეებმა ვერ შენიშნეს.
4.16. დაცვის მხარე ასევე აპელირებდა იმ საკითხზე, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევა არ მომხდარა. აღნიშნულ ფაქტზე მითითებით დაცვის მხარე ცდილობდა ემტკიცებინა საქმეში მტკიცებულებათა არ არსებობის ფაქტი, რაც განსასჯელის გამართლების წინაპირობად მიიჩნეოდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას და თავის მხრივ განმარტავს, რომ ნივთიერი მტკიცებულებები იქნებოდა დამატებითი არგუმენტი მ------------–--- მიერ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად, თუმცა მათი სასამართლოში წარმოუდგენლობა, მაშინ, როდესაც მხარეთა მონაწილეობით ერთმანეთთან თანმხვედრი სხვა არაერთი მტკიცებულება იქნა გამოკვლეული, გავლენას ვერ მოახდენს მოცემული სისხლის სამართლის საქმის საბოლოო შედეგზე.
4.17. სასამართლო ყურადღების მიღმა არც დაცვის მხარის იმ არგუმენტს დატოვებს, რომლითაც ადვოკატები აპელირებდნენ ზ-------------------ის და თ-------------------ის ჩვენებათა შორის არსებულ განსხვავებაზე, რასაც დაცვის მხარე მიიჩნევდა არსებით წინააღმდეგობად. ზ-------------------ის განმარტებით, მ------------–--- დარბაზში ხელმეორედ ჩასვლიდან გასროლის ხმა გაიგონა დაახლოებით 10-20 წუთის შემდეგ, ხოლო თ-------------------ის განმარტებით - დაახლოებით წუთი-წუთნახევარის შემდეგ. აღნიშნულ განსხვავებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს: დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებს შორის მართლაც არსებობს მცირეოდენი შეუსაბამობა დროის მომენტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გარემოება ვერ გახდება საფუძველი მათი უარყოფისათვის. პირიქით, აღნიშნული თვალსაზრისით, სრული სიზუსტე და შესაბამისობა იქნებოდა ფრიად საეჭვო და არადამაჯერებელი, რადგან მეტისმეტად ძნელად სავარაუდოა ადამიანს აბსოლუტური სიზუსტით ახსოვდეს დაახლოებით 16 წლის წინ მომხდარი მოვლენის ყველა წვრილმანი და დეტალი, როცა საამისოდ მოვლენის აღქმის მომენტში არ არსებობს დამკვირვებლის განსაკუთრებული ინტერესი.
4.18. საქმის განხილვისას დაცვის მხარე აგრეთვე მიუთითებდა მ--–-------------–---–ისა და ლ--–----–-------------–--ის ჩვენებათა შორის არსებულ განსხვავებაზე, რომლის გათვალისწინებითაც ითხოვდა მათ გაუზიარებლობას. აღნიშნული პირები, რომლებიც გასროლის მომენტში იმყოფებოდნენ კ-–----- დარბაზში, სხვადასხვანაირად აღწერდნენ განსასჯელ მ------------–--- გაქცევის მომენტში, რომელიც მოგვიანებით ამოიცნეს საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის დროს. მ--–-------------–---–ის განმარტებით, მ------------–--- საპირფარეშოს მხრიდან გაქცევის დროს ხელი არ უჩანდა, ხოლო ლ--–----–-------------–--ის თქმით, განსასჯელს გაქცევის დროს ხელში იარაღი ეჭირა. დაცვის მხარის მოსაზრებით, მ--–-------------–---–ის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, გამოირიცხება ლ--–----–-------------–--ის განმარტების ნამდვილობა, რომ განსასჯელს ხელში იარაღი ეჭირა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, თუ რამ განაპირობა მოწმეთა მიერ მოვლენის განსხვავებულად აღწერა. შესაბამისად, სასამართლო უფრო სიღრმისეულად მიმოიხილავს ზემორე მოწმეთა ჩვენებებს, რათა არ მოხდეს მოწმის ჩვენების მხოლოდ ცალკეულ კონტექსტზე მსჯელობა. მოწმე მ--–-------------–---–ის ჩვენებით ბართან ყოფნის დროს, საპირფარეშოს მხარეს გაიგო სროლისა და ჩოჩქოლის ხმა. ამ დროს დაინახა, თუ როგორ გამორბოდა საპირფარეშოდან ის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წამის წინ სთხოვა გატარება. იგი იყო ოდნავ მოხრილი და ხელი არ უჩანდა. შემდეგ, სწრაფად აირბინა კიბეები და გაიქცა. მოწმე ლ--–----–-------------–--ის განმარტებით კი, იგი მარტო იჯდა მაგიდასთან, რა დროსაც დაინახა საპირფარეშოდან გამოქცეული პირი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ცხადყოფს, რომ ლ--–----–-------------–--ე და მ--–-------------–---–ი განსხვავებული ადგილიდან ადევნებდნენ თვალს საპირფარეშოდან განსასჯელის გამოქცევას. შესაბამისად, კ-–---ში არსებული განათებისა და საკუთარი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია, მ--–-------------–---–ს ვერ შეენიშნა ის, რისი დანახვაც საკუთარი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ლ--–----–-------------–--ემ შეძლო.
4.19. დაცვის მხარე აგრეთვე აპელირებდა მ-----– მ-----–--ის დაზიანების ლოკალიზაციაზე. სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც მ-----– მ-----–--ე ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ცდილობდა მ------------–---თვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას, არ გამოირიცხება დაზარალებულისთვის იმგვარი დაზიანების მიყენება, როგორც ეს აღწერილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
4.20. და ბოლოს, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ მ------------–--- ორი პირის მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით არ ჩაუდენია. მკვლელობის ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენა ხდება საზოგადოებაში არსებული თანაცხოვრების წესების უგულველყოფის ნიადაგზე. ამ დროს დამნაშ---- ქცევა განპირობებულია მისი სწრაფვით, დაუპირისპირდეს გარშემომყოფთ, მოახდინოს ზნეობრივი ნორმებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირება. განსახილველ შემთხვევაში, მ------------–--- მხრიდან ორი პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განპირობებული იყო დაზარალებულების მცდელობით ჩამოერთმიათ იარაღი განსასჯელისთვის, რასაც სასამართლო ვერ მიიჩნევს იმგვარ მცირე საბაბად, რაც გახდებოდა პირისთვის აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების ბრალად შერაცხვის საფუძველი.
4.21. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ----- ჩ-----–ია ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საგულისხმოა, რომ თანაზომიერი და პროპორციული ზომის სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თავის მხრივ, ადეკვატური სასჯელის დანიშვნისთვის აუცილებელია, არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, სახისა და ხასიათის, არამედ დამნაშ---- როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის შეფასება. ნიშანდობლივია, რომ სასჯელი თავისი არსით, უნდა შეესაბამებოდეს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, დამნაშ---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშ---- წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა გაანალიზებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილთან ერთობლიობაში, რომლის თანახმადაც, სასჯელი უნდა პასუხობდეს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშ---- რესოციალიზაციის მიზნებს. სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
5.2. სასჯელთან დაკავშირებული საკითხის განხილვა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილი დანაშაულით ხელყოფილია ადამიანის სიცოცხლე, ვინაიდან სიცოცხლის უფლებას, როგორც უმნიშვნელოვანეს პირველად მატერიალურსამართლებრივ უფლებას, განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით იცავს როგორც საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (შემდეგში - ევროპული კონვენცია). ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის მეორე მუხლი წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე ფუძემდებლურ დებულებას და ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფასეულობას. აღნიშნულის გამო, ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ------------–--- მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნით, რადგან ხსენებული მუხლი უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო კანონით განსაზღვრული სასჯელიდან შეარჩევს იმ ზომას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშ---- რესოციალიზაციას.
5.4. ზემოაღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საკანონმდებლო წინაპირობების ცალ-ცალკე აღნიშვნას და შეფასებას. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან და თავისი არსით, ჩადენილი დანაშაულის ფსიქოლოგიური მხარის ერთგვარ ანალიზს წარმოადგენენ. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე, მ------------–--- კ------- ქ---–--ისა და მ-----– მ-----–--ის მიმართ გააჩნდა პირადი მოტივი (არ დამორჩილებოდა მათ მოთხოვნას იარაღის გადაცემის თაობაზე), რის გამოც მან ჩაიდინა უკიდურესი და ყოვლად გასაკიცხი ქმედება - განზრახ მკვლელობა, რაც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
5.5. სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. კერძოდ, მ----- ჩ-----–იამ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რასაც მოჰყვა ერთი ადამიანის დაღუპვა და ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანება. მ----- ჩ-----–იამ ღამის საათებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა მ-----– მ-----–--ე და რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა კ------- ქ---–--ის სიცოცხლე. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მ----- ჩ-----–იამ არაერთხელ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სიცოცხლე ისეთი სახის სამართლებრივად დაცულ ინტერესს წარმოადგენს, რომელიც უნიკალურია და შესაძლოა ითქვას, რომ ყველა სხვა უფლების პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობის საფუძველი და პირველსაწყისია. აღნიშნული უფლების ღირებულება მეტად მაღალია და ამდენად, ბუნებრივია მისი ხელყოფა წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისათვის.
5.6. სასამართლო ამავდროულად, მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: დამნაშ---- წარსული ცხოვრებას - მ----- ჩ-----–ია ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის; დანაშაულის ჩადენის შემდგომ ქცევას - იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა; მსჯავრდებულის სურვილს აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს - სასამართლო ჩადენილი ქმედების შედეგიდან და დარღვეული უფლების ხასიათიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, როგორც ზიანის ანაზღაურების, ისე დაზარალებულთან შერიგების გარემოებაზე. სიცოცხლის უფლების ხელყოფის უნიკალურობა სწორედ იმ ასპექტშიც ვლინდება, რომ მას არ ახასიათებს გამოსწორებადობა.
5.7. ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი შეჯამების თვალსაზრისით, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულის გამოსწორება და მისი რესოციალიზაცია. განსახილველ შემთხვევაში, საგულისხმოა, სამართლიანობის აღდგენის განსაკუთრებული როლი. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანთა შორის პირველ ადგილს სამართლიანობის აღდგენა იკავებს. აღნიშნული მიზანი თავის მხრივ, საზოგადოების ნების გამოხატულებას წარმოადგენს, რომელიც თავის თავში ცალსახად შეიცავს ადეკვატური სიმძიმის სასჯელის დანიშვნას. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის პროცესში, მ------------–--- სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ ყოველ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება, რომელსაც დაცვა სჭირდება.
5.8. მოცემულ შემთხვევაში, ბრალადწარდგენილ ქმედებათა მინიმალურ და მაქსიმალურ სანქციებს შორის ზღვარს გააჩნია ფართო ალტერნატივა, რაც გულისხმობს, ფაქტობრივ გარემოებათა დეტალურ ანალიზსა და დამდგარი შედეგის თანახმად, პროპორციული სასჯელის განსაზღვრას. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის ურთიერთანალიზის შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა სისხლის სამართლებრივად დაცული ობიექტის სახე, დანაშაულის მსხვერპლთა ოდენობა, ქმედების ხასიათის და მისი სამართლებრივად გასაკიცხაობის მაღალი ხარისხი, ქმედების ჩადენის ხერხი და გამოყენებული საგანი, დამდგარი შედეგის სიმძიმე (მ-----– მ-----–--ის გარდაცვალების ფაქტი) და მიიჩნია, რომ მ------------–--- სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
5.9. ამასთან, ვინაიდან მ------------–--- დანაშაულებრივი ქმედება განხორციელებულია 2012 წლის 2 ოქტომბრამდე, სასამართლო საბოლოო სასჯელს დანიშნავს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, რის შედეგადაც მ------------–--- დანიშნული სასჯელი შეუმცირდება ¼-ით.
6.1. ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ნივთიერი მტკიცებულებები, სასამართლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას არ მსჯელობს მათი ბედის გადაწყვეტაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 503-ე, 506-509-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ----- ჩ-----–ია ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ----- ჩ-----–ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, მ------------–--- ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
მ------------–--- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 დეკემბრიდან.
მ------------–--- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი