განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/18-19 10 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---- ცი-–---
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ--–---- ს--–----ა;
ბრალდებული - ა-–---------ე ჯ-----ოს ძე ხ--------ი (დაბადებული 1--- წლის 8------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, უმუშევარი, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ა-–---------ე ხ--------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული ,,STALKER R1 – UK 2,5’’ მოდელის 9 მმ. ნომინალური კალიბრის რევოლვერი, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის №2----- დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს ა-–---------ე ხ--------ი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 2018 წლის 23 დეკემბერს ამოღებულ იქნა მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა ა-–---------ე ხ--------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, - რადგან ბრალდების ამ ეპიზოდში ა-–---------ე ხ--------ის ბრალეულობა დადასტურებულია უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.
2.2. მოწმე შ--–-- რე-----–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს იგი მუშაობდა მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 21 დეკემბერს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე მან გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხებოდა ა-–---------ე ხ--------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 23 დეკემბერს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იგი თავის თანამშრომლებთან, ლე--- ლა------–---–----, იო--- მა-–-----–---–----, გი------ ხვ----------, და---- წუ--–---------- და ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მივიდა მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მან ა-–---------ე ხ--------ს წარუდგინა მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, განუმარტა უფლებები და განუცხადა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ მის სახლში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაზეც ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა თანხმობა. პოლიციელები გაიყვნენ ორ ჯგუფად, რადგან ოჯახის წევრი იყო ორი, ალ--------- ხ--------ი და მისი მეუღლე, გვ--–- ოს------- და დაიწყეს ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც გი------ ხვ-------- მიერ ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე არსებულ რკინის საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ბარაბნიანი პისტოლეტი, რაზეც ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი იყო გადაკეთებული ე. წ. "სტარტოვკა" და ეკუთვნოდა მას. ამის შემდგომ ექსერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული ნივთი, რაც მოთავსდა ჯერ კარდონის სპეციალურ ყუთში, შემდეგ შეიფუთა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა კანონის სრული დაცვით, რაზეც ჩხრეკის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი, მათ შორის, ა-–---------ე ხ--------მა და მისმა მეუღლემ გვ--–- ოს--------- ჩხრეკის დასრულების შემდეგ ა-–---------ე ხ--------ი გადაყვანილი იქნა მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში მისი გამოკითხვის მიზნით, რაზეც უარი განაცხადა, ხოლო შემდგომ მის მიერ ა-–---------ე ხ--------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. გამოძიების ეტაპზე გამოიკითხნენ ა-–---------ე ხ--------ის მეუღლე, გვ--–- ოს------- და ჩხრეკაში მონაწილე პოლიცილებელი. პატაკის ავტორი იყო ალ---- და-–---–---–-, რომელიც არ იმყოფებოდა მათთან ერთად ჩხრეკაზე. მოწმემ დამატებით აჩვენა, რომ ისინი საცხოვრებელ სახლში შევიდნენ ა-–---------ე ხ--------ის თანხმობით, მას გააცნეს მოსამართლის განჩინება და ისე დაიწყეს ჩხრეკა. მას როგორც ახსოვს, მათ დაყვებოდა ჩხრეკის დროს თავად ალ--------- ხ--------ი, მეორე ჯგუფს კი მისი მეუღლე გვ--–- ოს-------.
2.3. მოწმე გი------ ხვ-------- სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, მუხრანის განყოფილებაში. წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იგი თავის თანამშრომლებთან შ--–-- რე-----–---–თან, იო--- მა-–-----–---–----, ლე---ი ლა------–---–---- და და---- წუ--–---------- და ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად დილით მივიდა მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გამომძიებელმა შ--–-- რე-----–---–მა მას წარუდგინა მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, განუმარტა უფლებები, ასევე განუმარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი სახლის ჩხრეკა, ვინაიდან შესაძლოა მის სახლში ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა, რომ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი მის სახლში არ ინახებოდა და გამოხატა თანხმობა ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. აღნიშნულის შემდგომ მან და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა დაიწყეს ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც მის მიერ ა-–---------ე ხ--------ის სახლის მეორე სართულზე არსებულ აივანზე საწოლის „ლეიბის“ ქვეშ ნანახი იქნა შავი ფერის ბარაბნიანი რევოლვერი, რაზეც ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი იყო გადაკეთებული ე.წ. "სტარტოვკა" და ეკუთვნოდა მას. ამის შემდგომ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული ნივთი, მოთავსდა მუყაოს სპეციალურ ყუთში, შეიფუთა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა კანონის სრული დაცვით, რის დასტურადაც ჩხრეკის ყველა მონაწილემ დოკუმენტზე მოაწერა ხელი. ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერეს ასევე ა-–---------ე ხ--------მა და მისმა მეუღლემ, გვ--–- ოს---------
2.4. მოწმე ლე--- ლა------–---–-- სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მუხრანის განყოფილებაში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე იგი თავის თანამშრომლებთან - შ--–-- რე-----–---–თან, იო--- მა-–-----–---–----, გი------ ხვ----------, და---- წუ--–---------- და ასევე ექსპერტ-კრიმანილსტებთან ერთად, დაახლოებით 08:00 საათზე, მივიდა მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გამომძიებელმა შ--–-- რე-----–---–მა მას წარუდგინა მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ასევე განუმარტა უფლებები და განუცხადა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი სახლის ჩხრეკა, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ მის სახლში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაზეც ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა თანხმობა. აღნიშნულის შემდგომ მან და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა დაიწყეს ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც გი------ ხვ-------- მიერ ა-–---------ე ხ--------ის სახლის მეორე სართულზე არსებულ აივანზე საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ბარაბნიანი რევოლვერი, რაზეც ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი იყო გადაკეთებული ე.წ. "სტარტოვკა" და ეკუთვნოდა მას. ამის შემდგომ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული ნივთი, მოთავსდა მუყაოს სპეციალურ ყუთში, შეიფუთა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა კანონის სრული დაცვით, რის დასტურად ჩხრეკის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი, მათ შორის ა-–---------ე ხ--------მა და მისმა მეუღლემ.
2.5. მოწმე იო---ი მა-–-----–---–-- სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მუხრანის განყოფილებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე იგი მორიგეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავის თანამშრომლებთან შ--–-- რე-----–---–თან, იო--- მა-–-----–---–----, გი------ ხვ----------, და---- წუ--–---------- და ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დილის საათებში, მივიდა მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გამომძიებელმა შ--–-- რე-----–---–მა მას წარუდგინა მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ასევე განუმარტა უფლებები და განუცხადა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი სახლის ჩხრეკა, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ მის სახლში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაზეც ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა თანხმობა. აღნიშნულის შემდგომ მან და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა დაიწყეს ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მეორე სართულიდან, რა დროსაც გი------ ხვ-------- მიერ ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ აივანზე რკინის საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ბარაბნიანი პისტოლეტი, რაზეც ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი იყო გადაკეთებული ე. წ. "სტარტოვკა", ისვრის 9 მმ-იან საბრძოლო ვაზნებს და ეკუთვნოდა მას. ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შედეგად საბრძოლო მასალა არ აღმოჩენილა. ამის შემდგომ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ხელთათმანების მეშვეობით ამოღებული იქნა აღნიშნული ნივთი, რაც მოთავსდა მუყაოს სპეციალურ ყუთში, შეიფუთა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა კანონის სრული დაცვით, რის დასტურადაც ჩხრეკის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი, მათ შორის, ა-–---------ე ხ--------მა და მისმა მეუღლემ. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც გი------ ხვ-------- აღმოაჩნია იარაღი, ისიც იქ იყო, მაგარმ კონკრეტულად სად იდგა არ ახსოვს.
2.6. მოწმე და---- წუ--–-----ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანადებობაზე, 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მუხრანის განყოფილებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე იგი თავის თანამშრომლებთან შ--–-- რე-----–---–თან, იო--- მა-–-----–---–----, გი------ ხვ----------, ლე--- ლა------–---–---- და ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დაახლოებით 08:00 საათზე, მივიდა მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე ა-–---------ე ხ--------ის სახლში. ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლი არის ორ სართულიანი. ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელმა შ--–-- რე-----–---–მა ა-–---------ე ხ--------ს წარუდგინა მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ასევე განუმარტა უფლებები და განუცხადა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი სახლის ჩხრეკა, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ მის სახლში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაზეც ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა თანხმობა. აღნიშნულის შემდგომ მან და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა თავდაპირველად ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ჩხრეკა დაიწყეს, ვინაიდან მეორე სართულზე იმყოფებოდა თავად ა-–---------ე ხ--------ი. გი------ ხვ------ს დაჰყვებოდა ა-–---------ე ხ--------ის მეუღლე. ჩხრეკის დროს გი------ ხვ-------- მიერ ა-–---------ე ხ--------ის სახლის მეორე სართულზე არსებულ აივანზე საწოლის თავთან ლეიბის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ბარაბნიანი რევოლვერი. მოწმის განმარტებით, მან იარაღის აღმოჩენის შემდეგ დაინახა, რომ იარაღი იყო საწოლზე ლეიბის ქვეშ. იარაღის აღმოჩენის შემდგომ ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა, რომ აღნიშნული იარაღი იყო არა ცეცხლსასროლი, არამედ ე. წ. „სტარტოვკა“ და ეკუთვნოდა მას. აღნიშნულის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ იარაღი ხელთათმანების მეშვეობით ამოღებული იქნა მისი ფოტოგრაფირების შემდეგ, მოთავსდა მუყაოს სპეციალურ ყუთში, შეიფუთა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა კანონის სრული დაცვით, რაზეც ჩხრეკის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი, მათ შორის, ა-–---------ე ხ--------მა და მისმა მეუღლემ, რომლებსაც არანაირი პრეტენზია არ განუცხადბიათ ჩხრეკასთან დაკავშირებით.
2.7. მოწმე გ--- აფ–-------ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ სახლის ჩხრეკის მიმდინარეობისას გ--- აფ–------- იღებდა ფოტოსურათებს. ჩხრეკას ესწრებოდა პოლიციელებისა და მისი მეწყვილე ექსპერტ-კრიმინალისტ მა----- ნა-------ის გარდა ერთი ქალბატონი და ასევე ა-–---------ე ხ--------ი, რომელიც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათზეც არის დაფიქსირებული. ჩხრეკის შედეგად აივანზე არსებული რკინის საწოლიდან ამოღებულ იქნა იარაღი. იგი შეესწრო იმ ფაქტს, რომ ლეიბის აწევის შემდგომ იარაღი საწოლზე იდო. ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომლის ზუსტი ვინაობა მოწმე გ--- ა--–------ს არ ახსოვს, მიუთითა, რომ დაეფიქსირებინა საწოლზე არსებული ნივთი. მის მიერ ფოტოაპარატის საშუალებით აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღის დაფიქსირებისას, ა-–---------ე ხ--------ი ამბობდა, რომ იარაღი ნორმალურ მდგომარეობაში არ იყო. აღნიშნული იარაღი მა----- ნა-------ისა და მის მიერ ხელთათმანების საშუალებით ამოღებული იქნა, მოთავსდა მუყაოს სპეციალურ ყუთში, მოყაოს ყუთი შეიფუთა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა კანონის სრული დაცვით, რაზეც ჩხრეკის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. მოწმემ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ჩხრეკის ოქმზე და მასზე არსებულ საკუთარ ხელმოწერაზე მითითებით აღნიშნა, რომ იგი დოკუმენტებზე ყოველთვის ერთნაირად არ აწერს ხელს. გ--- აფ–-------- მთლიანად დაადასტურა, რომ წარმოდგენილ ბინის ჩხრეკის ოქმზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნოდა მას. ჩხრეკის პროცედურის დასრულების შემდეგ მოწმე ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლიდან წავიდა და არ გაუგია თუ სად წაიყვანეს ა-–---------ე ხ--------ი.
2.8. მოწმე ალ---- და-–---–---–-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ა-–---------ე ხ--------ი ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს თავის საცხოვრებელ სახლში ან მის დამხმარე ნაგებობებში, რომელიც მდებარეობს ალ---- და-–---–---–-ს სამოქმედო ტერიტორიაზე. აღნიშნული ინფორმაცია 2018 წლის 21 დეკემბერს შედგენილი პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. შემდგომ გაირკვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა. მოწმემ დამატებით განაცხადა, რომ არ იცის რა იარაღი იქნა ამოღებული და იყო თუ არა იგი გამართული.
2.9. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედით, 2018 წლის 21 დეკემბერს გამოძიება დაიწყო მცხეთის შსს რაიონულ სამმართველოში, მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მცხოვრები ა-–---------ე ხ--------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე.
2.10. შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისა და პოლიციის კაპიტანის ალ---- და-–---–---–-ს მიერ შედგენილი 2018 წლის 21 დეკემბრის პატაკით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს მის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ა-–---------ე ხ--------ი თავის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსო ნაგებობებში უკანონოდ ინახავს ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალებს, რის შესახებაც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა-–---------ე ხ--------ი დააკავეს და ინფორმაცია დადასტურდა.
2.11. 2018 წლის 23 დეკემბრის ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელ სახლში, რომელიც წარმოადგენს ორსართულიან კაპიტალურ შენობას, მეორე სართულზე შევდივართ პირველ საძინებელ ოთახში, სადაც დგას ორადგილიანი საწოლი, ერთი კომოდი, ერთი ხუთ-უჯრიანი კარადა, ერთი მაგიდა, ექვსი სკამი, ტელევიზორი და ერთი დივანი. აღწერილი ოთახიდან შევდივართ მეორე ოთახში, სადაც დგას ორი საწოლი, ერთი ტახტი, ერთი კარადა და ერთი ჭურჭლის კარადა. ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელ სახლის მეორე სართულის აივანზე არსებული საწოლის ლეიბის ქვეშ ამოღებულ იქნა შავი ფერის ე. წ. „სტარტაპი“ პისტოლეტი წარწერით №1----------- რომელიც შეიფუთა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა F--------- ლუქით. ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკის მონაწილე პირების მიერ, მასზე წარმოდგენილი არაა მინაწერი შენიშვნის ან პრეტენზიის სახით, თან ერთვის ჩხრეკის მიმდინარეობის ფოტოსურათები.
2.12. 2018 წლის 23 დეკემბრის ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ა-–---------ე ხ--------ის დაკავება მოხდა მუხრანის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, მშვიდ ვითარებაში. პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ იქნა. თან ერთვის შენიშვნა, რომლის თანახმად, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ხელის მოწერაზე ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა უარი.
2.13. ბალისტიკური ექსპერტიზის N2----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N1---------- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული “STALKER R1-UK 2,5” მოდელის, 9მმ. ნომინალური კალიბრის რევოლვერი, რომელსაც ლულაში არ გააჩნია სტაციონალური ტიხარი-მზღუდავი, რომელიც ხელს შეუშლიდა წარმოდგენილი რევოლვერიდან 9 მმ ნომინალური კალიბრის საფანტით ან ჭურვით დამუხტული ვაზნების გასროლას. ლულაში არ აქვს ჭდეულები. გააჩნია 6 კამორიანი დოლურა. წარმოდგენილი რევოლვერის ვიზუალური დათვალიერებით და შემდეგ მისი არასრული დაშლით, დადგინდა, რომ მისი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი გაუმართავია, კერძოდ: იგი ყოველი გასროლის წინ საჭიროებს სასხლეტი კაუჭის ხელით საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას, ასევე დოლურის ხელით გასწორებას ლულის გასწვრივ. ზემოაღნიშნილი მოთოდის გამოყენებით მოხდენილ იქნა ექსპერიმენტული გასროლები ლაბორატორიაში არსებული როგორც ხმოვანი. ასევე ფინდიხით დამუხტული ვაზნებით, გასროლები წარიმართა შეფერხებით. წარმოდგენილი რევოლვერიდან ჭურვით დამუხტული ვაზნის გასროლის შედეგად, ჭურვის (ტყვიის) მომაკვდინებელი ძალის განსაზღვრისათვის, ორი ვაზნით (ტყვიის დიამეტი 6მმ) განხორციელდა საცდელი გასროლა, ერთი მეტრის მანძილიდან სპეციალურ გამომშრალ ფიჭვის დაფაში. გასროლა წარიმართა შეფერხებით. ხოლო ჭურვი ფიჭვის დაფაში აღწევს 14 მმ სიღრმით. წარმოდგენილი რევოლვერიდან ჭურვი (ტყვია) ფიჭვის დაფაში უნდა აღწევდეს მინიმუმ 12 მმ სიღრმით, რომ ჩაითვალოს ცეცხლსასროლ იარაღად. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გაუმართავია და ვარგისია სროლისათვის.
2.14. ბალისტიკური ექსპერტიზის N2----- დასკვნის სისწორე მთლიანად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-ბალისტიკოსმა პა---- დუ-----მ. ექსპერტ-ბალისტიკოსის განმარტებით, აღნიშნული იარაღი არ არის საბრძოლო. წარმოადგენს აირზე სამუშაო, ტრამვატული, საფანტის შესაბამისი ვაზნების გასროლის ცეცხლსასროლი იარაღს. წამებში ხდება წარმოდგენილი ცეცხლსასროლი იარაღის მომართვა. კერძოდ, სასხლეტ-დამცემის საწყის მდგომარეობაში აყვანით და ცერა თითის მეშვეობით დოლურას ლულის გასწვრივ გასწორებით. ექსპერტ-ბალისტიკოსმა პა---- დუ-----მ სასამართლო სხდომაზე მოახდინა წარმოდგენილი იარაღის მომართვის დემონსტრირება.
2.15. 2019 წლის 03 ივლისის ოქმით მოწმე გვ--–- ოს---------- ტელეფონზე გასაურების შესახებ დადგენილია, რომ პროკურორი გ---- ცი-–--- გაესაუბრა გვ--–- ოს------ს მის მობილურ ტელეფონზე და განუმარტა, რომ მისი დაკითხვა უნდა მოხდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, როგორც ბრალდების მხარის მოწმის. მოწმე გვ--–- ოს------მა განმარტა, რომ იგი იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და არ მისცემს ჩვენებას ახლო ნათესავის - მეუღლის ალ--------- ხ--------ის წინააღმდეგ.
2.16. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენით, ა-–---------ე ხ--------ს ძირითადი სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ს დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო საქმეში არ მოიპოვება კანონიერი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი ბრალეულობა მისთვის შერაცხულ ქმედებაში, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა-–---------ე ხ--------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენა.
3.2. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესი, მათ შორის პროცესუალურ ასპექტებთან დაკავშირებული ელემენტები, შეჯიბრებითი უნდა იყოს და ბრალდებისა და დაცვის მხარეების თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შეჯიბრებითი სასამართლო განხილვის უფლება გულისხმობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესში როგორც ბრალდებას, ასევე დაცვას საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის და მეორე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოსაზრებების გაცნობის საშუალება უნდა ჰქონდეს („როუვი და დევისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Rowe and Davis v. the United Kingdom) [GC], § 60).
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე. მხარეთა თანასწორობის პრინციპი გულისხმობს, რომ ყველას, ვინც სამართალწარმოების მხარეა, სასამართლოსათვის თავისი საქმის წარდგენის გონივრული შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს იმ ვითარებაში, რომელიც მას არ აყენებს არსებითად არახელსაყრელ პირობებში მეორე მხარის საპირისპიროდ. მხარეთა შორის სამართლიანი წონასწორობა უნდა დამყარდეს („დე ჰაესი და გიიზელსი ბელგიის წინააღმდეგ“ (De Haes and Gijsels v. Belgium) 19983/92).
3.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარე არ იყო საქმეზე დაინტერესებული ობიექტური სინამდვილის დადგენით, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე არ წარმოადგინა მოწმის სახით დაკითხვის მიზნით ა-–---------ე ხ--------ის სახლის ჩხრეკის მონაწილე პირი, მისი მეუღლე გვ--–- ოს------- და სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ გვ--–- ოს---------- ზეპირი გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმად, გვ--–- ოს------- იყენებდა კანონით მინიჭებულ უფლებას, არ მიეცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის ა-–---------ე ხ--------ის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც მოწმეს აღნიშნული პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა სასამართლოში იმის შემდეგ, როდესაც მას განუმარტავდნენ მოწმის უფლებებს და მოვალეობებს.
3.5. საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის გარემოება, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხული იქნა გვ--–- ოს-------, რომელიც, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულება, სხვა მტკიცებულებებთან ერთად დამტკიცებული იქნა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა გვ--–- ოს------- მოწმის სახით დასაკითხად, ვინაიდან გვ--–- ოს---------- ზეპირი გასაუბრების დროს, მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე იმ მიზეზით, რომ იგი ვალდებული არ იყო მამხილებელი ჩვენება მიეცა მისი მეუღლის წინააღმდეგ. ბრალდების მხარემ მოხსნა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან მოწმე გვ--–- ოს-------ს მოწმის სახით დაკითხვა.
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის დისკრეციული უფლებამოსილებაა წარმოადგინოს ან მოხსნას თავისი მტკიცებულებები. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა. შესაბამისად, მხარის მიერ არის გასათვალისწინებელი ის გარემოება, თუ რამდენად შეძლებს მხარე თავისი პოზიციის დადასტურებას სასამართლოში წარდგენილი თავისი მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც გამოძიების მასალებიდან ჩანს, ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ს გამოძიების ეტაპზე ჰყავდა ადვოკატი, ამასთან სასამართლოში პირველადი წარდგენის სხდომაზე სასამართლოს მიერ განემარტა ორივე მხარეს, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინებაშიც აღნიშნულია, რომ მხარეს ჰქონდა უფლება წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა წარედგინა სასამართლოში და მხარისათვის გაეცვალა თავისი შესაძლო მტკიცებულებები.
3.7. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ბრალდების მოწმე გვ--–- ოს------- არის ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ის მეუღლე, რომელიც მონაწილეობდა ა-–---------ე ხ--------ის სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ა-–---------ე ხ--------ის სახლის აივანზე არსებული საწოლის ლეიბის ქვეშ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ამოღებული იქნა. ოქმის შინაარსის სისწორე როგორც ა-–---------ე ხ--------ს, ასევე მის მეუღლეს გვ--–- ოს------ს თავიანთი ხელმოწერებით აქვთ დადასტურებული, მათ არანაირი სახის შენიშვნა ან პრეტენზია ოქმის შინაარსთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ ა-–---------ე ხ--------ის სახლის ჩხრეკის დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ექნებოდა ადგილი, ჯერ ერთი გვ--–- ოს------- და ა-–---------ე ხ--------ი ამის შესახებ ჩხრეკის ოქმში მიუთითებდნენ შენიშვნების სახით და ამასთან, გამოძიების ეტაპზე გვ--–- ოს------- დაცვის მხარის მიერ გამოიკითხებოდა, დაცვის მხარე წარმოადგენდა სასამართლოში შესაძლო მტკიცებულებათა ნუსხას, სადაც გვ--–- ოს------- იქნებოდა შეყვანილი დაცვის მოწმეთა დასაკითხ პირთა სიაში და ის დაიკითხებოდა, როგორც დაცვის მხარის მოწმე სასამართლო პროცესზე აღნიშნულ ჩხრეკის ოქმთან დაკავშირებით.
3.8. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე გამოძიების ეტაპზე არ იყო შეზღუდული გამოეყენებინა და მოეხდინა საპროცესო კანონმდებლობით მხარისთვის მინიჭებული უფლებების რეალიზება და დაცვის მხარის მიერ აღნიშნული პოზიცია მოწმე გვ--–- ოს---------- დაკავშირებით, ვერ გახდება ჩხრეკის ოქმის სარწმუნოებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
3.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დისპოზიციის ყველა შემადგენელი ნიშანი დადასტურებულია ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
3.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციის მიხედვით, დასჯადია ცეცხლსასროლი, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა. ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არა აქვს. ამ დანაშაულებრივი ქმედების უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
3.11. „იარაღის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად; ცეცხლსასროლ იარაღს არ მიეკუთვნება სასტარტო პისტოლეტი, რომელიც არაა გამიზნული ცოცხალი არსების გასანადგურებლად. იმისათვის, რომ იარაღი ჩაითვალოს ცეცხლსასროლად, აუცილებელია ჭურვმა ან საფანტის ჭურვებმა მოძრაობა დაიწყოს ენერგიის შედეგად და ამით შესაძლებელი იყოს ნივთის მექანიკური დაზიანება.
3.12. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ძირითადი ნიშანია ცეცხლსასროლი იარაღის არსებობა. დაცვის მხარის მტკიცებით, სადავოდ გამხდარი იარაღი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღს. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, რასაც დაცვის მხარე სადავოდ ხდის, ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას იარაღის აღმოჩენის დროს მისი მდგომარეობა არ იძლეოდა საშუალებას, რომ იგი ჩაეთვალათ ცეცხლსასროლ იარაღად, ვინაიდან საჭირო იყო გარკვეული მოქმედებების განხორციელება. აღნიშნული იარაღი გასროლისთვის ვარგის მდგომარეობაში არ იყო, მხოლოდ მექანიზმების გამართვის შემდგომ, იგი შეიძლებოდა მიკუთვნებოდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
3.13. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული ბალისტიკური ექსპერტის დასკვნის და ექსპერტ-ბალისტიკოს პა---- დუ----ის ჩვენებით უტყუარად დადგენილია, რომ ის იარაღი, რაც აღმოჩენილი იქნა ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ა-–---------ე ხ--------ის სახლში, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, მიუხედავად მისი გაუმართაობისა; კერძოდ:
3.14. საქმეში წარმოდგენილია ბალისტიკური ექსპერტიზის N2----- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N1---------- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული “STALKER R1-UK 2,5” მოდელის, 9მმ. ნომინალური კალიბრის რევოლვერი, რომელსაც ლულაში არ გააჩნია სტაციონარული ტიხარი-მზღუდავი, რომელიც ხელს შეუშლიდა წარმოდგენილი რევოლვერიდან 9 მმ ნომინალური კალიბრის საფანტით ან ჭურვით დამუხტული ვაზნების გასროლას. ლულაში არ აქვს ჭდეულები. გააჩნია 6 კამორიანი დოლურა. წარმოდგენილი რევოლვერის ვიზუალური დათვალიერებით და შემდეგ მისი არასრული დაშლით, დადგინდა, რომ მისი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი გაუმართავია, კერძოდ: იგი ყოველი გასროლის წინ საჭიროებს სასხლეტი კაუჭის ხელით საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას, ასევე დოლურის ხელით გასწორებას ლულის გასწვრივ. ზემოაღნიშნილი მოთოდის გამოყენებით მოხდენილ იქნა ექსპერიმენტული გასროლები ლაბორატორიაში არსებული როგორც ხმოვანი. ასევე ფინდიხით დამუხტული ვაზნებით, გასროლები წარიმართა შეფერხებით. წარმოდგენილი რევოლვერიდან ჭურვით დამუხტული ვაზნის გასროლის შედეგად, ჭურვის (ტყვიის) მომაკვდინებელი ძალის განსაზღვრისათვის, ორი ვაზნით (ტყვიის დიამეტი 6მმ) განხორციელდა საცდელი გასროლა, ერთი მეტრის მანძილიდან სპეციალურ გამომშრალ ფიჭვის დაფაში. გასროლა წარიმართა შეფერხებით. ხოლო ჭურვი ფიჭვის დაფაში აღწევს 14 მმ სიღრმით. წარმოდგენილი რევოლვერიდან ჭურვი (ტყვია) ფიჭვის დაფაში უნდა აღწევდეს მინიმუმ 12 მმ სიღრმით, რომ ჩაითვალოს ცეცხლსასროლ იარაღად. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გაუმართავია და ვარგისია სროლისათვის. ბალისტიკური ექსპერტიზის N2----- დასკვნის სისწორე მთლიანად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-ბალისტიკოსმა პა---- დუ-----მ და დამატებით აჩვენა, რომ აღნიშნული იარაღი არ არის საბრძოლო. წარმოადგენს აირზე სამუშაო, ტრამვატული, საფანტის შესაბამისი ვაზნების გასროლის ცეცხლსასროლი იარაღს. ვინაიდან ექსპერტიზაზე წარმოდგენილ იარაღს არ გააჩნია ტიხარი-მზღუდავი, იმის დადგენა თუ რომელ კონკრეტულ კატეგორიას მიეკუთვნება შეუძლებელია. მოწმის განმარტებით, წამებში ხდება წარმოდგენილი ცეცხლსასროლი იარაღის მომართვა. კერძოდ, სასხლეტ-დამცემის საწყის მდგომარეობაში აყვანით და ცერა თითის მეშვეობით დოლურას ლულის გასწვრივ გასწორებით, რა დროსაც იგი ვარგისია სროლისათვის და შესაბამისად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ასევე, ექსპერტ-ბალისტიკოსმა პა---- დუ-----მ სასამართლო სხდომაზე მოახდინა წარმოდგენილი იარაღის მომართვის დემონსტრირება მცირე დროში.
3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო იარაღი არის ცეცხლსასროლი იარაღი, რადგან ექსპერტის N2----- დასკვნით, იარაღიდან გასროლილმა ჭურვმა ფიჭვის დაფაში შეაღწია 14 მმ სიღრმით. წარმოდგენილი რევოლვერიდან კი ჭურვი (ტყვია) ფიჭვის დაფაში უნდა აღწევდეს მინიმუმ 12 მმ სიღრმით, რომ ჩაითვალოს ცეცხლსასროლ იარაღად. ე. ი. წარმოდგენილი იარაღი შეიცავს გამანადგურებელ ელემენტს. რაც შეეხება ექსპერტის N2----- დასკვნიდან და ექსპერტ-ბალისტიკოს პა---- დუ----ის ჩვენებიდან გამომდინარე იარაღის გაუმართაობა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იარაღი ყოველი გასროლის წინ საჭიროებდა დახმარებას - სასხლეტი კაუჭის ხელით საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას, ასევე დოლურის ხელით გასწორებას ლულის გასწვრივ, - სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერ გახდება ექსპერტის დასკვნის სარწმუნოებაში შეტანის საფუძველი, რომლითაც ალ--------- ხ--------ის სახლიდან ამოღებული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ექსპერტ-ბალისტიკოსმა პა---- დუ-----მ დამაჯერებლად და მკაფიოდ ახსნა, თუ რატომ მიიჩნია აღნიშნული იარაღი ცეცხლსასროლ იარაღად მიუხედავად მისი გაუმართავობისა და შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მან მოახდინა იარაღის გამართვის დემონსტრირება, რა დროსაც იარაღის მომართვას და მისი სროლისთვის მომზადებას დასჭირდა მცირე დრო. ამასთან, მოწმემ დამატებით აჩვენა, რომ იარაღის ელემენტარული წესების მცოდნე ნებისმიერი ადამიანისთვის აღნიშნული იარაღის მომართვა შესაძლებელია წამებში.
3.16. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ--------- ხ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იარაღი წარმოადგენს გამოსაყენებლად ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს და იგი შეიცავს გამანადგურებელ ელემენტს.
3.17. ასევე, სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის უსაფუძვლო მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული ა-–---------ე ხ--------ი უნდა გამართლდეს, რადგან მისი ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) დადგენილია, რომ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ ეს ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებები.
3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, მაგრამ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა („ფრუმკინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12,). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა („ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 ,).
3.19. სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ საერთაშორისო პრაქტიკიდან მოყვანილ საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“, დასკვნები იმ პოლიციელების წინააღმდეგობრივ ჩვენებებს ემყარებოდა, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ. ამასთან ამ საქმეზე ოჩელკოვის მიერ განხორცილელებული გამოძიება მიზნად ისახავდა დაედგინა, ეკისრებოდათ თუ არა პასუხისმგებლობა პოლიციელებს დისციპლინური გადაცდომისთვის ან დანაშაულის ჩადენის ბრალდების საფუძველზე (იხილეთ Ochelkov v. Russia პუნქტი §104 და Ognyanova and Choban v პუნქტი §99). სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე მოწმე პოლიციელები არ არიან დანაშაულებრივ ქმედებაში გარეულები. მათი, როგორც საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა, ჩვენებების სანდოობა უნდა შემოწმეს საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით.
3.20. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 10 მაისის გამამტყუნებელი განაჩენით საქმეზე № 96აპ-17, განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთა----ვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება.
3.21. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებით ბრალდების მხარის მიერ არასწორად იქნა შეფასებული პოლიციელების ჩვენებები, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობს უზუსტობები.
3.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმე-პოლიციელების და ექსპერტ კრიმინალისტების ალ---- და-–---–---–-ს, მა----- ნა-------ის, გ---- კე-----–--ის, შ--–-- რე-----–---–ის, გი------ ხვ--------, ლე--- ლა------–---–--, იო---ი მა-–-----–---–--, და---- წუ--–-----ს, გ--- აფ–-------ს ჩვენებების სანდოობაში არა----არი ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში არ არსებობს არანაირი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო, როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი.
3.23. კერძოდ, მა----- ნა-------ის, გ---- კე-----–--ის, შ--–-- რე-----–---–ის, გი------ ხვ--------, ლე--- ლა------–---–--, იო---ი მა-–-----–---–--, და---- წუ--–-----ს, გ--- აფ–-------ს ჩვენებებით თანმიმდევრულად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე, რომლის შესახებაც ალ---- და-–---–---–-ს მიერ შედგენილი პატაკით მოახსენეს ხელმძღვანელობას და საქმე დაეწერა შ--–-- რე-----–---–ს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხებოდა ა-–---------ე ხ--------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 23 დეკემბერს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე შ--–-- რე-----–---–ი, ლე--- ლა------–---–-, იო--- მა-–-----–---–-, გი------ ხვ------ი, და---- წუ--–----- და ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც შ--–-- რე-----–---–მა ა-–---------ე ხ--------ს წარუდგინა მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, განუმარტა უფლებები და განუცხადა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ მის სახლში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაზეც ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა თანხმობა. აღნიშნულის შემდგომ მათ დაიწყეს ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი, ორსართულიანი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც გი------ ხვ-------- მიერ ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე არსებულ რკინის საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ბარაბნიანი რევოლვერი, რაზეც ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი იყო ე. წ. "სტარტოვკა" და ეკუთვნოდა მას. ამის შემდგომ ექსერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული ნივთი, რაც მოთავსდა მუყაოს სპეციალურ ყუთში, შეიფუთა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა კანონის სრული დაცვით, რაზეც ჩხრეკის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი, მათ შორის, ა-–---------ე ხ--------მა და მისმა მეუღლემ გვ--–- ოს--------- შ--–-- რე-----–---–ის მიერ შედგენილი იქნა ბინის ჩხრეკის ოქმი, რასაც ასევე ხელი მოაწერეს ჩხრეკაში მონაწილება პირებმა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ა-–---------ე ხ--------ი გადაყვანილი იქნა მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში მისი გამოკითხვის მიზნით, რაზეც უარი განაცხადა, ხოლო შემდგომ ა-–---------ე ხ--------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. გამოიკითხა ა-–---------ე ხ--------ის მეუღლე და ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელები.
3.24. მოწმე პოლიციელების - შალვა რევაზიშვილის, გიორგი ხვისტანის, ლევან ლაზარიშვილის, იოსები მალუტაშვილის, დავით წურწუმიას, გივი აფციაურის, მამუკა ნადირაძის თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, ამასთან, გამყარებულია გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, რომლის მიხედვით 2018 წლის 21 დეკემბერს გამოძიება დაიწყო მცხეთის შსს რაიონულ სამმართველოში, მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში მცხოვრები ალექსანდრე ხაჩიროვის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე; შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისა და პოლიციის კაპიტანის ალეკო დალაქიშვილის მიერ შედგენილი 2018 წლის 21 დეკემბრის პატაკით, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს მის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ხაჩიროვი თავის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსო ნაგებობებში უკანონოდ ინახავს ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალებს, რის შესახებაც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე ხაჩიროვი დააკავეს და ინფორმაცია დადასტურდა; 2018 წლის 23 დეკემბრის ბინის ჩხრეკის ოქმით, რომლის მიხედვით ჩხრეკა ჩატარდა ალექსანდრე ხაჩიროვის საცხოვრებელ სახლში, რომელიც წარმოადგენს ორსართულიან კაპიტალურ შენობას, მეორე სართულზე შევდივართ პირველ საძინებელ ოთახში, სადაც დგას ორადგილიანი საწოლი, ერთი კომოდი, ერთი ხუთ-უჯრიანი კარადა, ერთი მაგიდა, ექვსი სკამი, ტელევიზორი და ერთი დივანი. აღწერილი ოთახიდან შევდივართ მეორე ოთახში, სადაც დგას ორი საწოლი, ერთი ტახტი, ერთი კარადა და ერთი ჭურჭლის კარადა. ალექსანდრე ხაჩიროვის საცხოვრებელ სახლის მეორე სართულის აივანზე არსებული საწოლის ლეიბის ქვეშ ამოღებულ იქნა შავი ფერის ე. წ. „სტარტაპი“ პისტოლეტი წარწერით №1216-000123, რომელიც შეიფუთა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა FCI1527925 ლუქით. ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკის მონაწილე პირების მიერ, მასზე წარმოდგენილი არაა მინაწერი შენიშვნის ან პრეტენზიის სახით, თან ერთვის ჩხრეკის მიმდინარეობის ფოტოსურათები; 2018 წლის 23 დეკემბრის ბრალდებულ ალექსანდრე ხაჩიროვის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის მიხედვით ალექსანდრე ხაჩიროვის დაკავება მოხდა მუხრანის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, მშვიდ ვითარებაში. მს მას პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ იქნა. თან ერთვის შენიშვნა, რომლის თანახმად, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ხელის მოწერაზე ალექსანდრე ხაჩიროვმა განაცხადა უარი; ბალისტიკური ექსპერტიზის N2145/ბ დასკვნით, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N1216-000123 ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული “STALKER R1-UK 2,5” მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის რევოლვერი, რომელსაც ლულაში არ გააჩნია სტაციონალური ტიხარი-მზღუდავი, რომელიც ხელს შეუშლიდა წარმოდგენილი რევოლვერიდან 9 მმ ნომინალური კალიბრის საფანტით ან ჭურვით დამუხტული ვაზნების გასროლას, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გაუმართავია და ვარგისია სროლისათვის; სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ-ბალისტიკოს პაატა დუმბაძის ჩვენებით, რომლითაც მან მთლიანად დაადასტურა ბალისტიკური ექსპერტიზის N2145/ბ დასკვნის სისწორე, რომ აღნიშნული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, მიუხედავად მისი გაუმართავობისა, რაც ასევე ახსნა, რომ წამებში ხდება წარმოდგენილი ცეცხლსასროლი იარაღის მომართვა სროლისათვის. კერძოდ, სასხლეტ-დამცემის საწყის მდგომარეობაში აყვანით და ცერა თითის მეშვეობით დოლურას ლულის გასწვრივ გასწორებით. ექსპერტ-ბალისტიკოსმა პაატა დუმბაძემ სასამართლო სხდომაზე მოახდინა წარმოდგენილი იარაღის მომართვის დემონსტრირება; მოწმე გვანცა ოსკანოვთან ტელეფონზე გასაურების 2019 წლის 03 ივლისის ოქმით, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ პროკურორი გოჩა ცინცაძე გაესაუბრა გვანცა ოსკანოვს მის მობილურ ტელეფონზე და განუმარტა, რომ მისი დაკითხვა უნდა მოხდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, როგორც ბრალდების მხარის მოწმის. მოწმე გვანცა ოსკანოვმა განმარტა, რომ იგი იყენებდა კანონით მინიჭებულ უფლებას და არ მისცემდა ჩვენებას ახლო ნათესავის - მეუღლის ალექანდრე ხაჩიროვის წინააღმდეგ.
3.25. მას რთლო აღნიშნავს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა, რომლის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულება გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და მოგვიანებით განაჩენის საფუძველი ხდება, როგორც წესი, ჩხრეკის დროს აღმოჩენილი საქმის მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს და მის გარეშე სისხლის სამართლის საქმე ვერ წარიმართება. შესაბამისად, ჩხრეკისას მნიშვნელოვანია საპროცესო ნორმების მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება და სათანადო საპროცესო გარანტიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც მოცემულ საქმეში, სასამართლოს აზრით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დაცულია. ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ს ჰქონდა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა, როგორც ჩხრეკის შესახებ განჩინება, ასევე საგამოძიებო მოქმედების დროს გამომძიებლების უკანონო მოქმედება, თუკი ასეთს ექნებოდა ადგილი. საქმეზე ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, პოლიციელთა შ--–-- რე-----–---–ის, გი------ ხვ--------, ლე--- ლა------–---–--, იო---ი მა-–-----–---–--, და---- წუ--–-----ს, გ--- აფ–-------ს ასევე პატაკის შემდგენი პირის ალ---- და-–---–---–-ს მხრიდან ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ის მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად არ არის გამოვლენილი;
3.26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ არადამაჯერებელი, წინააღმდეგობრივი და ყოველგვარ გონივრულობის ფარგლებს სცილდება სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის პოზიცია, რომ ა-–---------ე ხ--------ს არ ჰქონია არანაირი იარაღი. მისთვის უცნობია თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული იარაღი ალ--------- ხ--------ის სახლში რკინის საწოლში, ლეიბის ქვეშ.
3.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროსასამართლომ საქმეზე ჯონ მური გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (John Murray v UK, 08/02/1996, ECtHR, (GC), §54) განმარტა, რომ პრეზუმფციის მიუხედავად, ცალკეულ შემთხვევებში ბრალდებულს არაპირდაპირ მაინც ეკისრება მტკიცების შემხვედრი მოვალეობა შეზღუდულ ფორმატში, რაც გულისხმობს მის მოვალეობას წარმოადგინოს გარკვეულ გარემოებებთან / ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება. აღნიშნულს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს, როდესაც დაცვის მხარის მიერ ფაქტების გონივრული ახსნის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს მოითხოვს საღი აზრი, საქმეზე შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მეტყველებს ბრალდებულის წინააღმდეგ. ასეთ დროს სასამართლოს შეუძლია დაცვის საწინააღმდეგო დასკვნა გამოიტანოს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დაცვამ ვერ შეძლო ზემოაღნიშნული გარემოების ახსნა.
3.28. სხდომაზე წარმოდგენილი ყველა მოწმე - თანმიმდევრულად იმეორებს, რომ ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის შემდეგ ა-–---------ე ხ--------მა განაცხადა იარაღის გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. თავისთავად აღნიშნული მოწმეების ჩვენების ეს ნაწილი ირიბი მტკიცებულებაა, თუმცა მას სასამართლო მხედველობაში იღებს ექსპერტ-ბალისტიკოსის დასკვნასთან ერთობლიობაში, რომლის მიხედვით ცეცხლსასროლ იარაღს გასროლამდე სჭირდება მომართვა და რომლითაც დადასტურდა ა-–---------ე ხ--------ის ზემოაღნიშნული განცხადება. ორივე მტკიცებულება ერთად სასამართლოს უყალიბებს შინაგან რწმენას, რომ ა-–---------ე ხ--------ს აღნიშნული იარაღი ჩხრეკის დროს პირველად არ დაუნახავს.
3.29. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტების გონივრული ახსნა და ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–---------ე ხ--------ის სახლში, მეორე სართულზე, საწოლში ლეიბის ქვეშ ჩხრეკის დროს აღმოჩნდა იარაღი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, აშკარად მეტყველებს ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ის წინააღმდეგ. იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - შ--–-- რე-----–---–ის, გი------ ხვ--------, ლე--- ლა------–---–--, იო---ი მა-–-----–---–--, და---- წუ--–-----ს, გ--- აფ–-------ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია და მათი ჩვენებების დამადასტურებელი ბრალდების მხარის ზემოაღნიშნული უტყუარი მტკიცებულებები, - მხოლოდ ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ის და მისი ადვოკატის პოზიცია, რომ ა-–---------ე ხ--------ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაული და მისი ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
3.30. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლომ, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა-–---------ე ხ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ჩადენა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ს შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. სასამართლო ბრალდებულ ა-–---------ე ხ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს - ა-–---------ე ხ--------ი წარსულში გასამართლებულია არაერთხელ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისათვის, ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, მის მიმართ გამოყენებული არაერთი შეღავათისა, რაც გამოიხატება პირობითი მსჯავრისა და ამნისტიის გამოყენებაში, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას; მისი ქმედების სიმძიმეს - აღნიშნულ ქმედებას ახასიათებს გარკვეული სპეციფიკა, ამასთან არის მეტად გავრცელებული და საშიში დანაშაული;
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------ე ხ--------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით,სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------ე ხ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენით ა-–---------ე ხ--------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------ე ხ--------ს სასჯელად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. ა-–---------ე ხ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
5. ა-–---------ე ხ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 23 დეკემბრიდან.
6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ა-–---------ე ხ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო ბალისტიკურ ექსპერტიზაზე წარდგენილი რევოლვერიდან აღებული ანაწმენდები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი