განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2019
საქმის ნომერი
200100118002551994
დავის ტიპი
377
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002551994

#1/205-18 (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - შ-------------------------–-----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ-------------–---–- - დაბადებული 1--- წლის 8--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ა------------------------;

 

ადვოკატი - ბ-----------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771 მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ვ-------------–---–-ს მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული დავალიანების გადაუხდელობის გამო, აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობდა სააღსრულებო საქმისწარმოებები. 2018 წლის 7 მაისს, ქ------------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მისულმა კახეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა ვ-------------–---–ს დეტალურად განუმარტეს მისი ვალდებულების - ქონებრივი ნუსხის წარმოდგენისა და მისი წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. ამავე დღეს, აღნიშნული ვალდებულება ვ-------------–---–ს განემარტა კახეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის დროს. მიუხედავად ამისა, მოვალე ვ-------------–---–მა 5 დღის ვადაში არ წარადგინა კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხა კახეთის სააღსრულებო ბიუროში.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თ--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის თანამდებობაზე. კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ვ-------------–---–-ს მიმართ სააღსრულებო საქმეები. ხსენებულ საქმეებზე ჩატარებულია სააღსრულებო მოქმედებები, გაგზავნილი არის გზავნილები, რაც გათვალისწინებულია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. 2----–-–------------–ს ვ-------------–---–ს გაეგზავნა შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის შესახებ, რაც 2018 წლის 25 აპრილს ჩაბარდა დედამისს, ლ-------------–---–ს. ქონებრივი ნუსხის წარმოდგენა მას ევალებოდა 5 დღის ვადაში. ამ დოკუმენტში აღწერილია თუ რას წარმოადგენს ქონებრივი ნუსხა და რა შეიძლება მოხდეს ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში. ვინაიდან კახეთის სააღსრულებო ბიუროში ვ-------------–---–ს დადგენილ ვადაში არ წარუდგენია ქონებრივი ნუსხა 2018 წლის 07 მაისს პირადად, ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ვ-------------–---–ს და შესთავაზა, რომ წარმოედგინა ქონებრივი ნუსხა, ამასთან განუმარტა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ 2018 წლის 07 მაისს მისი თანამშრომლები გ-----------–-–---–ი და ნ--------–---–---–ი მისულები იყვნენ ვ-------------–---–თან მისმართზე ქონების აღწერა-დაყადაღების მიზნით. ისინი ადგილზე გაესაუბრნენ ვ-------------–---–ს და კვლავ შესთავაზეს ქონებრივი ნუსხის წარმოდგენა, ამასთან განუმარტეს ნუსხის წარმოუდნელობის შედეგები, რაც დასტურდება მათ მიერ შედგენილი ოქმით. ამის შემდეგ მან კვლავ დაურეკა ვ-------------–---–ს ნომერზე 5---------- და მან დაუდასტურა, რომ ესაუბრებოდა ვ-------------–---–ს და კიდევ ერთხელ შესთავაზა ქონებრივი ნუსხის წარმოდგენა. მოწმის განმარტებით მისი ვ-------------–---–თან ტელეფონით კომუნიკაციის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ არ დამდგარიყო ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგი. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულზე შეადგინა ოქმი სატელეფონო გასაუბრების შესახებ. მოწმის განმარტებით, ვ-------------–---–ს ქონების ნუსხის წარმოდგენის შესახებ წერილი კანონით გათვალისწინებული წესით გაუგზავნა მისამართზე, რაც ჩაბარდა ვ-------------–---–-ს დედას ლ-------------–---–ს, რომელიც არის ოჯახის წევრი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აღნიშნული დოკუმენტი ჩათვლილიყო ჩაბარებულად.

 

ნ--------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმეები ვ-------------–---–-ს მიმართ. ამ საქმეებთან დაკავშირებით გაიცა შეტყობინება მოვალის მიერ ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის შესახებ, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 25 აპრილს და მოვალეს 5 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა ნუსხა. 2018 წლის 07 მაისს სააღსრულებო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მოვალესთან, გ-----------–-–---–თან ერთად განხორციელდა ვიზიტი სადაც დახვდათ ვ-------------–---–-, რომელსაც განუმარტეს ვიზიტის მიზეზი და ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. ვ-------------–---–მა მათ გაუწია წინააღმდეგობა და არ მისცა სააღსრულებო მოქმედებების შესრულების საშუალება, რის შემდეგაც დატოვეს მისამართი. მოწმის განმარტებით ადგილზე ყოფნისას მათ შეადგინეს ოქმი, რომელშიც ფიქსირდება ყველა სააღსრულებო მოქმედება, ასევე ადგილზე მომხდარი სიტუაცია. მათ ვ-------------–---–ს განუმარტეს, რომ უნდა განეხორციელებინათ მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება, რაზეც მოვალემ განუცხადა უარი. მას ასევე განუმარტეს, რომ წარმოსადგენი ქონდა ქონებრივი ნუსხა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–-–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, ვ-------------–---–ს მისამართზევე განემარტა ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შესაძლო შედეგები, რაც შეტანილია და დაფიქსირებულია ოქმში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ზაქრო ბერიაშვილმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაიწყო 2018 წლის 29 მაისს. (გვ. 1).

 

კახეთის სააღსრულებლო ბიუროს 2----–-–------------–ის N 1--------------- ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე შეტყობინებით დასტურდება, რომ ვ-------------–---–ს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უნდა წარედგინა ქონებრივი ნუსხა (ს.ფ. 22-23).

 

ფოსტის გზავნილით დასტურდება, რომ შეტყობინება ვ-------------–---–-ს დედას ჩაბარდა 2018 წლის 25 აპრილს (ს.ფ. 24-25).

 

ფოსტის გზავნილით დასტურდება, რომ შეტყობინება ვ-------------–---–-ს დედას ჩაბარდა 2018 წლის 25 აპრილს (ს.ფ. 24-25).

 

2018 წლის 7 მაისის ოქმით დასტურდება, რომ ვ-------------–---–ს ტელეფონით ეცნობა ქონებრივი ნუსხის ჩაბარების ვალდებულებისა და წარუდგენლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ (ს.ფ. 26).

 

კახეთის სააღსრულებო ბიუროს N1----- ოქმით დასტურდება, რომ ვ-------------–---–ს განემარტა ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ (ს.ფ. 27-28).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, ასევე რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ-------------–---–მა ჩაიდინა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა. კანონმდებლობით დანაშაულის ობიექტურ მხარეს წარმოადგენს, მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა ან არასწორად, ანდა არასრულყოფილად წარდგენა. აღნიშნული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც მოქმედებით ისე უმოქმედობით.

 

ბრალდებულ ვ-------------–---–-ს მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ შესაძლებელია ჩადენილ იქნეს პირდაპირი განზრახვით, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ წარუდგენს ქონებრივ ნუსხას.

 

ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ ვ-------------–---–მა ჩაიდინა: აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა, შესაბამისად მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 3771 მუხლით.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ-------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გაერმოება არის ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3771 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

ვ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 17 სექტემბრიდან, დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსებული იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

ვ-------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ვ-------------–---–-ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით 2000 (ორი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ მ-----–---------–---–-ს (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: №5-----------.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე