განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119003178297
საქმე #1/432-19 (028250719002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------ გ-----–-–---–- (დაბადებული 1----–-–----------------, პირადი №-----------, ნასამართლევი, მცხოვრები: კ-----------------------–------–---------)
ადვოკატი - გ------- ჯ-------–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19 საათზე, კ-----------------------–-----–--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა გ------ გ-----–-–---–მა დედას - ნ---- გ-----–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და ტანზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.
3.2. გ------ გ-----–-–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ნ---- გ-----–-–---–-სა და ა-–---------- გ-----–-–---–-ს გამოკითხვის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ------ გ-----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გ------ გ-----–-–---–-ს ნასამართლობას ძალადობისა და პოლიციის მუშაკების წინააღმდეგობისათვის;
5.2 აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მისაღწევად აშკარად არასაკმარისი და უსამართლო იქნებოდა არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამასთან, გ------ გ-----–-–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეციდივის მხედველობაში მიღებით, მინიმალურ ზომაზე 1 წლით მეტი;
5.3 გარდა ამისა, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------ გ-----–-–---–ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ნივთიერების ერთდროული მოხმარებით და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი - F19.71; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), ზომიერად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში გ------ გ-----–-–---–ს განუვითარდა და ამჟამად უგრძელდება ფსიქიკის დროებითი აშლილობა - ისტერიული ფსიქოზი (კოდი - F44; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ------ გ-----–-–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი გ------ გ-----–-–---–მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე ან მისი ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ გ-----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
2. მსჯავრდებულ გ------ გ-----–-–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 ივლისიდან;
3. მსჯავრდებულმა გ------ გ-----–-–---–მა სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” (ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა განაგრძოს საერთო წესით - პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში;
4. ნივთიერი მტკიცებულებები - გაზქურის დეტალები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი