განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3605-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–--- დ---–-–---–-
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ზ------ გ--–----
ბრალდებული - ი-----–- თ-------- ძე ბ------–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, რეგისტრირებული: თ---–---- მ-–------- ქუჩა #--- ბინა #---–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------- ს--------- ქუჩა #---–--
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის ივნისის ეპიზოდი).
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი).
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 10 ივნისის ეპიზოდი).
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯამრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 14 ივნისის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2006 წლის ნოემბრიდან ნ--- თ-----–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–- ბ------–-–---–თან და ჰყავთ საერთო შვილი - 10 წლის ლ---- ბ------–-–---–ი. თანაცხოვრების დაწყებიდანვე, ი-----–- ბ------–-–---–ი სისტემატურად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე - ნ--- თ-----–---–ზე. 2018 წლის ივნისში, მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს.
2019 წლის 10 ივნისს, თ---–--–-- ს------- დ---------- #1--ს მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–- ბ------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ--- თ-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2019 წლის 14 ივნისს, თ---–--–-- ს------- დ---------- #1--ს მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–- ბ------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ--- თ-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2019 წლის 23 ივნისს, თ---–--–-- დ--------------, პ------–-ს ქუჩა #1--ს მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–- ბ------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ--- თ-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა და რამდენჯერმე შეაფურთხა. ი-----–- ბ------–-–---–ის ქმედებების შედეგად, ნ--- თ-----–---–მა განიცადა ტანჯვა და თავი დამცირებულად იგრძნო.
1.2.2018 წლის ივნისში, თ---–--–-- მ-–------- 2-----–ი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ი-----–- ბ------–-–---–მა მეუღლეს - ნ--- თ-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხსაცმელი დაარტყა თავის არეში. ი-----–- ბ------–-–---–ის ქმედებების შედეგად, ნ--- თ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3.2019 წლის 23 ივნისს, თ---–--–-- პ------–-ს ქუჩა #1--ს მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–- ბ------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ--- თ-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში. ი-----–- ბ------–-–---–ის ქმედების შედეგად, ნ--- თ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაზიანება მიიღო თავის არეში.
1.4.2019 წლის 10 ივნისს, თ---–--–-- ს------- დ---------- #1--ს მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–- ბ------–-–---–ი ყოფილ მეუღლეს - ნ--- თ-----–---–ს ქონების განადგურებით, კერძოდ, კუთვნილი ავტომანქანის დაწვით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ნ--- თ-----–---–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
1.5.2019 წლის 14 ივნისს, თ---–--–-- ს------- დ---------- #1--ს მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–- ბ------–-–---–ი ყოფილ მეუღლეს - ნ--- თ-----–---–ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ ფეხების დამტვრევითა და თვალების ამოთხრით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ნ--- თ-----–---–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლ---ზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ი-----–- ბ------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ--- თ-----–---–ის, მოწმეების - მაია თ-----–---–ის, ლ---ნ ტ--------, გ------- რ----–---–ის, ლ---- ბ------–-–---–ის და მ-----–- მ--------ს გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ---ნტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი-----–- ბ------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
2.4. უდავო მტკიცებულებებით: დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დადასტურდა, რომ ი-----–- ბ------–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სისტემატურ შეურაცხყოფას ყოფილი მეუღლის ნ--- თ-----–---–ის მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია. მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის ივნისის თვეში გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა დაზარალებულს, ძალადობა ასევე განხორციელდა 2019 წლის 23 ივნისს. თითოეული ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბრალდებული გარდა სისტემატური შეურაცხყოფისა და ძალადობისა, მსხვერპლის მიმართ ახორციელებდა მუქარებსაც, 2019 წლის 10 ივნისს, ი-----–- ბ------–-–---–ი ყოფილ მეუღლეს - ნ--- თ-----–---–ს ქონების განადგურებით, კერძოდ, კუთვნილი ავტომანქანის დაწვით დაემუქრა, ხოლო 2019 წლის 14 ივნისს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, ნ--- თ-----–---–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ი-----–- ბ------–-–---–ის ბრალეულობა.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი-----–- ბ------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის ივნისის ეპიზოდი); სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის ივნისის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯამრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი-----–- ბ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
4.2. ი-----–- ბ------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის სიმრავლე, მასშტაბი, ხერხი, მოტივი - გენდერული დისკრიმინაცია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას - დანაშაულის აღიარებას, მნიშვნელოვანწილად გადაწონის საქმეში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში აშკარად გამოვლინდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის და დისკრიმინაციის მოტივი (2018 წლის ივნისის ეპიზოდი). გამოიკვეთა ბრალდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრი ქალის მიმართ, იგი მსხვერპლს სოციალური იერარქიით თავისზე დაბლა მდგომ, უუფლებო სუბიექტად განიხილავდა, რომლის ცხოვრების წესის, ქცევისა და ზოგადად ცხოვრების მიმართულების და ინტერესების განსაზღვრა, მხოლოდ მას, როგორც ქმარს შეუძლია, სწორედ ამით არის განპირობებული მისი დაუოკებელი სურვილი აკონტროლოს ნ--- თ-----–---–ი, განუსაზღვროს ცხოვრების პრიორიტეტები, დაუწესოს სოციალური და ყოფითი შეზღუდვები. დანაშაულის მოტივი მიუთითებს ბრალდებულის განსაკუთრებულ საშიშროებაზე ოჯახის წევრი ქალის-მეუღლის მიმართ, ბრალდებულის მცდარი სტერეოტიპული განწყობები წარმოადგენს სამომავლო საფრთხეებს ოჯახში ძალადობის გაგრძელების კუთხით, ამდენად, სამომავლო რისკების და ჩადენილი დანაშაულის მოტივის საპასუხოდ მოძალადეს უნდა განესაზღვროს ადეკვატური და კერძო პრევენციის მატარებელი სანქციები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით 2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით დანაშაულის ჩადენა გენდერის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. დანაშაულის მოტივის მხედველობაში მიღებით, ი-----–- ბ------–-–---–ს 2018 წლის ივნისის თვეში ჩადენილი ძალადობისთვის უნდა განესაზღვროს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად მაქსიმალური სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.4. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო გარდა დანაშაულის მოტივისა, ყურადღებას ამახვილებს ჩადენილი დანაშაულის სიმრავლეზე, ინტენსივობაზე და ხერხზე. დროის მცირე ინტერვალში ჩადენილია 5 ეპიზოდით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული, ბრალდებულის მხრიდან მსხვერპლის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი. ი-----–- ბ------–-–---–ი დაჟინებით მოითხოვდა მეუღლესთან შერიგებას და თანაცხოვრების გაგრძელებას, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო დაზარალებული. მსხვერპლის მიერ თავისუფალი ნების გამოვლენა - რაც გამოიხატებოდა შერიგებაზე უარის თქმაში ხდებოდა მასზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, ფიზიკური ძალადობის და მუქარის განხორციელების საფუძველი. ქორწინების გაგრძელებაზე მოძალადის დაჟინებული მოთხოვნა და ამ საფუძველზე ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენა მიუთითებს სამომავლოდ ამგვარი დანაშაულის ჩადენის რისკებზე, რასაც კიდევ უფრო ამყარებს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელთან მიმართებაში. ნ--- თ-----–---–ი აღნიშნავს, რომ ი-----–- ბ------–-–---–ი არის გაუწონასწორებელი და აგრესიული პირი, რის გამოც მსხვერპლი შიშობს, რომ მოძალადე მართლაც შეასრულებს მუქარას, დაუზიანებს ავტომანქანას ან მოკლავს. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ მოძალადის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო მსხვერპლი მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და განიცდიდა ტანჯვას.
5.5. მუქარის ეპიზოდებზე სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სსკ-ის 531 მუხლის დათქმას ამჟამად მოქმედი რედაქციით. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ვინაიდან დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ ი-----–- ბ------–-–---–ს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს მაქსიმალური სასჯელი.
5.6.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. ის, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებით - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე ბრალდებული არაერთხელ ძალადობდა მსხვერპლზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას. ადვოკატის არგუმენტი: - სასამართლომ სავალდებულო წესით სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღოს დაზარალებულის ნოტარიალური წესით დამოწმებული ხელწერილი და აქედან გამომდინარე ი-----–- ბ------–-–---–ს განუსაზღვროს პირობითი მსჯავრი, გაზიარებული არ იქნა: დაზარალებულის ხელწერილი დამნაშავის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევის მოთხოვნაზე, არ წარმოადგენს უარგუმენტოდ გასათვალისწინებელ გარემოებას, - სასამართლო ვალდებულია დაზარალებულის პოზიციასთან ერთად შეაფასოს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიც და ერთობლიობაში განსაზღვროს სამართლიანი სასჯელი.
5.7. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, დანაშაულის მოტივის, ეპიზოდთა სიმრავლის, ხერხის და ინტენსივობის მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ი-----–- ბ------–-–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ი-----–- ბ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2.ი-----–- ბ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის 2018 წლის ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3.ი-----–- ბ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის 2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4.ი-----–- ბ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
5.ი-----–- ბ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-----–- ბ------–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
7.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით ი-----–- ბ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა