განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/484-18
გამოძიების N0-----------
25 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - თ---------------–---–ი, ან---------–---–ი, ი-----–---–-----–---–ი, ნ-------------–---–-- ე-------------–---–ი, ც-------–---–----;
დაცვის მხარე:
ბრალდებული ბ-----------–--–---–- (პ/ნ 0----------) - დაბადებული 1----–-–------------------ს, ნასამართლობის არმქონე (დანაშაულის ჩადენის დროს), რეგისტრირებული: თბილისი, მ------------------------------------ში,ადვოკატები - ბ---------–-----, გ------–---–----,კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (2016 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 0---------ს, ღამის საათებში, თბილისში, მ-------------------ს ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ-----------–--–---–მა სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ს----------------ს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ს----------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 0---------ს, ახალი წლის დღესასწაულზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ესტუმრა მეზობელს - მ----–---–-----ს, სადაც იმ დროს ასევე იმყოფებოდა ბ-----------–--–---–-. ბ----თან ერთად დალია ბევრი ალკოჰოლური სასმელი და ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მათ შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც მან მსუბუქად დაჭრა ბ-----------–--–---–-, თავად ბრალდებულმა კი სცემა იგი. ჩხუბის დეტალები ძლიერი სიმთვრალის გამო არ ახსოვს, გონს საავადმყოფოში მოვიდა, სადაც მიღებული დაზიანებების გამო მოხვდა. აღნიშნული ინციდენტის გამო თავადაც იქნა მიცემული სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. დღეის მდგომარეობით ბრალდებულ ბ-----------–--–---–თან არანაირი პრეტენზია არ აქვს, შემთხვევიდან მალევე შეურიგდა მას.
მოწმე მ----–---–-----მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 0---------ს, დღისით, ესტუმრა მეგობარი, ბ-----------–--–---–-, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. საღამოს კი მივიდა ს----------------ი, რომელიც ასევე არ იყო ფხიზელი. სუფრა გაშალა, ბ-----------–--–---–- და ს----------------ი დასხდნენ სუფრასთან და დაიწყეს ალკოჰოლის მიღება. როცა სასმელი შემოელიათ, ს----------------მა ბ-----------–--–---–ს სთხოვა არაყი მოეტანა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი უთხრა. ამ ნიადაგზე მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ს----------------მა მაგიდიდან სამზარეულოს დანას წამოავლო ხელი და შეშინების მიზნით ბ-----------–--–---–ს რამდენჯერმე მოუქნია, რა დროსაც ბრალდებულმა მხარზე უმნიშვნელო ჭრილობა მიიღო. თავად (მოწმემ) წაართვა ს----------------ს დანა. როცა ბ-----------–--–---–- მიხვდა, რომ დაჭრილი იყო, გაბრაზებულმა, ს----------------ი, რომელიც ბინიდან გასვლას აპირებდა, წააქცია და ხელ-ფეხი ურტყა, რის შედეგადაც სერგოს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და გაითიშა. ბ-----------–--–---–მა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, რომელმაც მას ჭრილობა დაუმუშავა, ჯერ ისევ გონწასული ს----------------ი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბ-----------–--–---–- პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მოწმე მ----–---–-----მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ ს----------------სა და ბ-----------–--–---–ს შორის მომხდარი ჩხუბის ფაქტს სხვა პირი არ შესწრებია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისის შ--------–------------------ ცნობით ს----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას 2016 წლის 0---------ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი: ალკოჰოლის ტოქსიური ეფექტი, მარჯვენა ყბა–ყურა საღეჭი მიდამოს და ყურის ნახეთქი ჭრილობა, ცხვირის ფირფიტოვანი ძვლის მოტეხილობა. კატე კვლევით - კანქვეშა ჰემატომები მარცხნივ საფეთქელ-თხემისა და მარჯვნივ საფეთქლის არეში. დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
მოწმე მ-----–--------–---–--, შსს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–-------------–--------------ს, მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დგინდება, რომ 2016 წლის 01-02 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილესთან, მ--------------–---–თან ერთად. ღამის დაახლოებით თორმეტის ნახევარზე, გამოძახების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ. თბილისში, მ-------------------ს ტერიტორიაზე, ს----–----------- ბოლოს მდებარე სახლში, სადაც დახვდნენ ბ-----------–--–---–-, ს----------------ი და სახლის მეპატრონე - მ----–---–-----ი. ბ-----------–--–---–მა მათ განუცხადა, რომ ს----------------მა ბეჭზე დანით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც მან სცემა სერგო. მ----–---–-----მა უამბო, რომ ს----------------ი და ბ-----------–--–---–- მასთან სახლში სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ერთმანეთში მოუვიდათ შელაკარაკება და სერგომ ბ----ს ბეჭის არეში დანით მიაყენა დაზიანება. როცა ს----------------ს მ----–---–-----მა დანა გამოართვა, განაწყენებულმა ბ----მა სერგოს სცემა. თავად ს----------------ი მომხდართან დაკავშირებით მათ შეკითხვებს ვერ პასუხობდა, ვინაიდან იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. ბ-----------–--–---–- მათი მისამართითაც იჩენდა აგრესიას, რის გამოც იგი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს შსს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–--- პატრულ-ინსპექტორმა - მ--------------–---–მა.
მოწმე ნ-----–-------------–---–მა, შსს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–--- საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 02 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და მორიგეობდა, რა დროსაც შემოვიდა შეტყობინება ქ. თბილისში, მ-------------------ს ერთ-ერთ სახლში მომხდარი ცემის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გასულს იქ დახვდა მ----–---–-----ი, რომელმაც განუცხადა, რომ მასთან სტუმრად მყოფ პირებს ერთმანეთთან მოუვიდათ უთანხმოება და ფიზიკური დაპირისპირება. ვინაიდან მ----–---–-----ს ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვი და ვინმესთან მისი დატოვების შესაძლებლობა არ ჰქონდა, იგი დაკითხული იქნა შემთხვევის ადგილზევე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------- განაჩენის თანახმად, ს----------------ს მსჯავრი დაედო საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, 2016 წლის 0---------ს, ღამის საათებში, თბილისში, მ-------------------ს ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით ბ-----------–--–---–ზე ძალადობისათვის.
ბრალდებულმა ბ-----------–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. საბოლოო სიტყვით სარგებლობისას ბ-----------–--–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მ----–---–-----თან სტუმრად არ ყოფილა, - ისინი ერთად ცხოვრობდნენ. 2016 წლის 0---------ს ს----------------თან ერთად ღვინოს სვამდა, მას კი არყის დალევა უნდოდა. ამიტომ როცა სერგო სუფრიდან ადგა და სახლიდან გავიდა, იფიქრა, რომ არყის მოსატანად წავიდა, მაგრამ დაახლოებით თხუთმეტ წუთში დაზარალებული რომ დაბრუნდა, ხელში დანა ეჭირა. ს----------------ი გაიწია მისკენ და დანა ორჯერ მოუქნია, რის შედეგადაც იღლიის ქვეშ ნაჩხვლეტი ჭრილობა მიიღო. ხელი დაუჭირა სერგოს, გადაუგრიხა, დანა წაართვა და მ----–---–-----ს გადასცა. ვინაიდან ს----------------ი ისევ იწევდა მისკენ, სცემა მას, რის შედეგადაც იგი გაითიშა. გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც თან მოყვნენ. აღელვებული იყო და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც, როგორც სამართალდამრღვევი, დააკავეს. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურის თანამშრომლებმა ზემოქმედება მოახდინეს დაზარალებულსა და ინციდენტის თვითმხილველ მოწმეზე და სასურველი ჩვენებები მიაცემინეს მათ, რადგან სისხლისსამართლებრივი წესით მისი დასჯის ინტერესი გააჩნდათ, სხვა სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე.
სასამართლომ გამოიკვლია რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბ-----------–--–---–-ს მიერ ს----------------ისთვის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება სრულად და არ არსებობს წარდგენილ ბრალდებაში ბ-----------–--–---–-ს გამართლების საფუძველი.
ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი, 2016 წლის 0---------ს არსებული დაზიანებები რომ სწორედ ბრალდებულმა ბ-----------–--–---–მა მიაყენა დაზარალებულს, გარდა ბრალდების თვითმხილველი მოწმის, მ----–---–-----ის ჩვენებისა, დადასტურდა თავად ბრალდებულ ბ-----------–--–---–-ს ჩვენებით, სადაც იგი განმარტავს, რომ ს. ო-------- სცემა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა დანით ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა და მისკენ საცემად იწევდა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ბ-----------–--–---–-ს ვერსიას, იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა მიაყენა დაზიანებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.“ შესაბამისად, პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებს მაშინ, როცა სახეზეა მომგერიებლის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის მოგერიებაზე მიმართული, უკიდურესობით გამოწვეული ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში შემთხვევის თვითმხილველი მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ ს----------------ის მხრივ ბ-----------–--–---–ზე თავდასხმას ადგილი მართლაც ჰქონდა, რაც მოქნეული დანით მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენებაში გამოიხატა; თუმცა, ინციდენტის შემსწრე პირის - მ----–---–-----ისვე ჩვენების თანახმად, დანის წართმევისთანავე, ს----------------მა თავდასხმა შეწყვიტა და შემთხვევის ადგილიდან გაცლაც სცადა, რა დროსაც მას თავს დაესხა დაჭრით განაწყენებული ბ-----------–--–---–-, რომელმაც წააქცია და გონების დაკარგვამდე ხელ-ფეხით სცემა იგი. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს----------------ი ბ-----------–--–---–მა სცემა მაშინ, როცა ს. ო--------ს მხრიდან თავდასხმა უკვე შეჩერებული იყო, შესაბამისად, დაზარალებულის სხეულის დაზიანებისას ბრალდებულს ამოძრავებდა არა თავდაცვის, არამედ შურისძიების მოტივი (რაც თავადვე დაადასტურა ბ-----------–--–---–მა, სასამართლო სხდომადე დასკვნითი სიტყვის წარდგენისას) .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს----------------ის ცემისას ბ-----------–--–---–- არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რადგან აუცილებელი მოგერიების ვითარება ისპობა ხელყოფის შეწყვეტისთანავე და იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც თავდამსხმელს ზიანი ხელყოფის შეწყვეტის შემდეგ მიაყენა (როცა მომგერიებელმა იცოდა, რომ ხელყოფა უკვე დამთავრებული იყო) იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელსაც არც ის გარემოება ამსუბუქებს, რომ თავდამსხმელისათვის ზიანის მიყენებას წინ დამთავრებული საზოგადოებრივად საშიში ხელყოფა უძღოდა.
სასამართლომ ასევე არ იზიარებს ბრალდებულ ბ-----------–--–---–-ს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან არსებობს მისი სისხლისსამართლებრივი დევნის სხვა, მოცემულ საქმესთან კავშირში არმყოფი ინტერესი, რომელმაც განაპირობა მათ მიერ დაზარალებულსა და მოწმე მ----–---–-----ზე ზეწოლა, მათგან სასურველი, დანაშაულში ბ-----------–--–---–-ს მამხილებელი ჩვენებების მისაღებად. ბრალდებულის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენას, საფუძველს მოკლებულია, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მათ მიერ ამგვარ ქმედებათა ჩადენის არც ფაქტი და არც მოტივი არ დადგენილა. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ზემოაღნიშნული პოზიცია გამყარებული არ არის, არათუ მტკიცებულებით, არამედ, არც რაიმე ანგარიშგასაწევი არგუმენტით, რომელიც პროკურატურის თანამშრომლების კეთილსინდისიერების პრეზუმფციას გადაწონიდა და ამ პირთა საქმიანობის კანონიერებას დააყენებდა ეჭვქვეშ (ბრალდებულის ზოგადი ხასიათის განმარტება, რომ პროკურატურის თანამშრომლების მიერ მისთვის დანაშაულის დაბრალება დაკავშირებული იყო სხვა სისხლის სამართლის საქმეში მის ჩართულობასთან, ამგვარი ეჭვის საფუძველს, ცხადია, არ იძლევა).
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოწმე მ----–---–-----ის ჩვენება, რომელიც ბ-----------–--–---–ს ამხელს დანაშაულის ჩადენაში, არ არის განპირობებული მასზე რაიმე უკანონო ზემოქმედებით და ასახავს რეალობას. ბრალდების ძირითადი მოწმის ჩვენების უტყუარობის შეფასების თვალსაზრისით, სასამართლოსთვის ნიშანდობლივია სამართალდამცველთა ჩვენებებით დადგენილი ის გარემოებაც, რომ მ----–---–-----ი ანალოგიური შინაარსის განმარტებებს იძლეოდა ინციდენტთან დაკავშირებით შემთხვევიდან მცირე ხანში, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების წინაშეც, რაც დიდ სანდოობას სძენს მის ჩვენებას და აბათილებს ბრალდებულის ვერსიას პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან მოწმეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა, რომ ბ-----------–--–---–მა ს----------------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაული, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით) მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-----------–--–---–მა ს----------------ს განზრახ მიაყენა სხეულის დაზიანებები, რასაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა მოჰყვა. შესაბამისად, ბ-----------–--–---–-ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ზემოაღნიშნულის გამო, ბ-----------–--–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ-----------–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არქონის ფაქტი, ასევე დაზარალებულის პოზიცია, რომელიც შეურიგდა ბრალდებულს და მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის დაწესებული ზოგადი კრიტერიუმების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ახასიათებს ბრალდებულ ბ-----------–--–---–ს და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასჯელის მიზნების განხორციელებას სავსებით უზრუნველყოფს მის მიმართ სასჯელად ჯარიმის გამოყენაბა. ამავე დროს, ბ-----------–--–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას უნდა შეეფარდოს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი ბ-----------–--–---–-ს მიმართ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და შესაბამისად სასამართლო არ მსჯელობს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ-----------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთიერი მტკიცებულება:
დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი