განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2247-19
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინა მანჯგალაძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–ია
დაცვის მხარე:
ადვოკატი - დ---------–--ე
ბრალდებული - ვ----– ჩ------ა, დაბადებული 1----–-–------------–ს, თბილისში, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–---------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია - ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანრმთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–------------–ს, დაახლოებით 2---- საათზე, ქ. თბილისში, გ-–---------------------------------------------ის სარდაფში, ვ----– ჩ------ა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ბებიას - ც----ა ს-------ას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორლაური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ვ----– ჩ------ას მიერ 2----–-–------------–ს, ც----ა ს-------ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.3. მოწმე ზ----- ქ-------ამ განმარტა, რომ იგი არის ვ----– ჩ------ას და ც----ა ს-------ას ახლობელი. 2----–-–------------–ს, სამსახურიდან შინ დაბრუნებულს სტუმრად დახვდა ც----ა ს-------ა, რომელიც იყო აღელვებული. როდესაც მოწმემ მას ჰკითხა მიზეზი, დაზარალებულმა უთხრა, რომ მის შვილიშვილ ვ----– ჩ------ასთან მოუვიდა შეკამათება, რა დროსაც ვ----–მა დაამსხვრია სახლში არსებული ჭურჭელი. ზ----- ქ-------ას განცხადებით მას ადრეც სმენია მსგავსი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ, თუმცა უშუალო მომსწრე მსგავსი ქმედების ვ----– ჩ------ას მხრიდან, არასოდეს ყოფილა.
3.4. მოწმე ი-----–ი კ-----–---მა განმარტა, რომ 2----–-–---------–ის თვეში გ-–-----------–----------------------–--აში დაიწყო გამოძიება ვ----– ჩ------ას მიერ, ც----ა ს-------ას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. 2----–-–------------–ს, მან მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვ----– ჩ------ა, რომელმაც შეიტყო ბებიის - ც----ა ს-------ას მიერ სამართალდამცავი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის თაობაზე და რომელიც იყმოფებოდა თავისი საცოხვრებელი სახლის სარდაფში, აპირებდა მიმალვას. მოწმემ მოცემულ საქმეზე ასევე მოახდინა ბრალდებულის გამოკითხვა.
3.5. დაზარალებულმა ც----ა ს-------ამ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ვ----– ჩ------ას წინააღმდეგ.
3.6. ბრალდებულმა ვ----– ჩ------ამ უარი განაცხადა საამართლოში ჩვენების მიცემაზე.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
3.8. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ვ----– ჩ------ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ: მოწმე თ-----------ას გამოკითხვის ოქმი, 2----–-–------------–ის ოქმი დათვალიერების შესახებ, ასევე ექსპერტების - ს---------------ის და ს---------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძებო მოქმედება, მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
3.9. მოწმე თ-----------ას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მან და მისმა მეწყვილე - მ------------ამ მოახდინეს ბრალდებულ ვ----– ჩ------ას დაკავება, რომელიც განხორციელდა ქ. თბილისი, გ-–---------------------------------------------------ის ქვევით განთავსებულ სარდაფში.
3.10. შსს ქ------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--ის უფროსის სახელზე ც----ა ს-------ას მიერ შედგენილ განცხადებაში (1---------) მითითებულია, რომ: „მოგახსენებთ რომ მყავს შვილიშვილი ვ----– ჩ------ა, რომელიც სვამს ყოველდღე ალკოჰოლურ სასმელებს და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, სისტემატიურად მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მემუქრება სიცოცხლის მოსპობით, რასაც რეალურად აღვიქვამ. აღნიშნულზე გთხოვთ დახმარებას“.
3.11. 2----–-–------------–ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ი-----–ი კ-----–---ი პატაკით მიმართავს შ-----–-----------–--------------------–-------------------–--ის უფროსის მოადგილეს. პატაკის შინაარსიდან ირკვევა, რომ ვ----– ჩ------ასთვის ცნობილი გახდა მისი ბებიის მიერ სამართალდამცავ ორგანოებში გაკეთებული განცხადება, რის გამოც აპირებდა მიმალვას.
3.12. 2----–-–------------–ს, ვ----– ჩ------ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, ხოლო 2----–-–------------–ს მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
3.13. დათვალიერების ოქმის (1---------) მიხედვით, 2----–-–------------–ს 0---------- ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება დათვალიერება, რა დროსაც ქ. თბილისი, გ-–---------------------------------------------------ის ქვემოთ განთავსებულ სარდაფში, ს---------------მა, ს---------ემ და ს------------–---–მა, ც----ა ს-------ას მითითებით ამოიღეს ორი ცალი დანა - ერთი თეთრ ტარიანი, ხოლო მეორე ყავისფერ ტარიანი. ც----ა ს-------ას განმარტებით, სწორედ ამ დანებით დაემუქრა ვ----– ჩ------ა მას სიცოცხლის მოსპობით. ექსპერტების - ს---------------ის და ს---------ის მიერ ასევე მოხდა სარდაფის დასურათება.
3.14. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.
3.15. სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ვ----– ჩ------ას მიერ, 2----–-–------------–ს, ც----ა ს-------ას მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რომელიც ამ უკანასკნელებმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომლის კვალიფიკაციაზე (დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელ ნიშნებზე), სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. ამასთან, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის ბებია.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ვ----– ჩ------ას ედავებოდა, რომ ეს უკანასკნელი 2----–-–------------–ს, ც----ა ს-------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანრმთელობის დაზიანებით, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მიუთითა, რომ დაზარალებულმა ც----ა ს-------ამ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, თუმცა ვ----– ჩ------ას მიერ 2----–-–------------–ს, მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი დადასტურებულია სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით - მოწმეების ი-----–ი კ-----–---ის, თ-----------ას და ზ----- ქ-------ას ჩვენებებით, დაზარალებულის განცხადებით (1---------) და დათვალიერების ოქმით (1---------).
5.5. 2----–-–------------–ის დანაშაულებრივი ეპიზოდის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მოწმე ზ----- ქ-------ას ჩვენება, რომლის განმარტებით, 2----–-–------------–ს მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა დაზარალებული რომელიც იყო აღელვებული შვილიშვილის მიერ, სახლში ჭურჭლის მტვრევის გამო და მის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ----- ქ-------ა 2----–-–------------–ს არ ყოფილა დაზარალებულთან ერთად ვ----– ჩ------ას და ც----ა ს-------ას საცხოვრებელ სახლში, სადაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, განხორციელდა დანაშაული და ამდენად, ზ----- ქ-------ა არ არის დანაშაულის თვითმხილველი. ზემოაღნიშნული მოწმის მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იყო დაზარალებულ ც----ა ს-------ას მონათხრობის პერიფრაზი, რომლის სისწორის პირველწყაროსთან გადამოწმების შესაძლებლობა სასამართლოს არ ჰქონია, რადგან ც----ა ს-------ამ არ მისცა ჩვენება ვ----– ჩ------ას წინააღმდეგ. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ, ამ დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილ კიდევ ერთ მოწმეს - ი-----–ი კ-----–---ს, სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების დადასტურების მხრივ მოწმეს რაიმე არსებითი სახის ჩვენება, ვ----– ჩ------ას მიერ - ბებიის ც----ა ს-------ას მიმართ განხორციელებულ ფაქტთან მიმართებაში, არ მიუცია.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, მოწმე ზ----- ქ-------ას ჩვენება, მისი ბუნებით არის ირიბი, ამასთან, არ დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, მოწმე ზ----- ქ-------ას ჩვენების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ როდესაც მის მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის არც თავად დაზარალებულის ჩვენებებით, რომელსაც სასამართლო ვერ დაეყრდნობა.
5.7. ამდენად, 2----–-–------------–ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არასანდო და არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იმ ვითარებაში, როდესაც ბუნებაში არ არსებობს დაზარალებულ ც----ა ს-------ას ჩვენება, შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მუქარის ფაქტს და მით უფრო, იმის ვარაუდი, დაუდასტურებელი მუქარა რეალურად აღიქვა თუ არა დაზარალებულმა და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს შიშის რეალურობის შეფასების ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმს, როგორიც არის დაზარალებულების აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდათ თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენიათ, მუქარა, ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. ამდენად, მუქარის დროს, დაზარალებულის ჩვენება არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლის საპირწონე სამხილის მოძიება, თითქმის შეუძლებელია.
5.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის ოდენ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება №590აპ.-09).
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
5.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
5.13. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ ვ----– ჩ------ა 2----–-–------------–ს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა ც----ა ს-------ას, რის გამოც ამ უკანასკნელთ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
5.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვ----– ჩ------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----– ჩ------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ვ----– ჩ------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვ----– ჩ------ას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე