გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2019
საქმის ნომერი
330310119002896422
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/1924-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

26 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი - ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - კ----------–----ი

 

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მ---------------ია

 

მესამე პირი: შპს მ----–---

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის №------------------ ბრძანება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირს პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2018 წლის 18 აგვისტოს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აპლიკატმა - შპს მ----–--მა, რესპონდენტის - კ----------–----ის მიმართ. განცხადებით მოთხოვნილ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ გადახდის ბრძანების მიღება, 4315 ლარის დაკისრების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განაცხადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, თანდართული მასალა (ს.ფ. 98-144);

4.2. 2019 წლის 17 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კ----------–----ს გაეგზავნა შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.

 

შეტყობინება, მისამართზე, თ---–------–--–-----------–----------------–----------------------ში ჩაიბარა კ----------–----ის დამ - ე------–-----------ემ.

 

შეტყობინება, გაგზავნილი მისამართზე: თ---–-------–---------------------------------------ში ადრესატს - კ----------–----ს არ ჩაბარდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება (ს.ფ. 145-146);

- გზავნილის ჩაბარების დასტური (ს.ფ. 147);

- გზავნილის ჩაუბარებლობის დასტური (ს.ფ. 151);

4.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის №------------------ ბრძანებით დავალიანების გადახდევინების შესახებ კ----------–----ს აპლიკანტის - შპს მ----–---ის სასარგებლოდ დაეკისრა 4315,5 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის №------------------ ბრძანება (ს.ფ. 153);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 019 წლის 15 თებერვლის №------------------ ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის შესაბამის ნორმებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის თანახმად, სააღსრულებო წარმოების ერთ-ერთი ფორმაა ????????????? ???????? ?????? ?????? ???????????? ?????????????? ??????? ???????????? ???????????? , რომელიც მოცემულია კანონის XVI1 თავით.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას.

 

ამავე კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს. აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა აპლიკანტის - შპს მ----–---ის განცხადება, რომლის მოთხოვნას წარმოადგენდა რესპოდენტის - კ----------–----ისათვის 4315 ლარის დაკისრება.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე ნორმის მე-2 პუნქტში მოცემულია შეტყობინებაში აუცილებლად მისათითებელი პირობები. აღნიშნული ნორმა ადგენს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც ეკისრება რესპოდენტს (ვალდებულ პირს), რათა დავალიანების სადავოობის პირობებში თავიდან აიცილოს ამ წესით ბრძანების გამოცემა. საქმის მასალებში წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერის მიერ 2019 წლის 17 იანვარს შედგენილი შეტყობინება გამარტივებული წარმოების შესახებ, რომლის თანახმად, რესპოდენტს - კ----------–----ს (მის.: ქალაქი თ---–------–--–-----------–----------------–---------------------) ეცნობა ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე (ს.ფ. 145-146). აღნიშნული შეტყობინება მითითებულ მისამართზე ადრესატის დას - ე------–-----------ეს, 2019 წლის 21 იანვარს ჩაბარდა (ს.ფ. 147). შპს მ----–---ის მიერ წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ქალაქი თბილისი, ლ--–-----------–----------------–----------------- ბინა წარმოადგენს რესპოდენტის - კ----------–----ის რეგისტრაციის მისამართს. ამავე განაცხადში დაფიქსირებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე: თ---–-------–------------------------------------------ში გაგზავნილი გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა (ს.ფ. 151);

 

დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის №------------------ ბრძანებით დავალიანების გადახდევინების შესახებ კ----------–----ს აპლიკანტის - შპს მ----–---ის სასარგებლოდ დაეკისრა 4315,5 ლარის გადახდა.

 

დადგენილია, რომ ე------–-----------ის შვილი - თ------–-----------ე დაავადებულია ბავშვთა ცერებრალური დამბლით, პოლიმორფოზული გენერალიზებული ჰიპერკინეზები, მოძრაობის კოორდინაციის მკვეთრადგამოხატული მობილ. გონებრივი განვითარების ღრმა ჩამორჩენილობა, ალალია (იხ. ფორმა IV -100/ა, ს.ფ. 64-65). საქმეში ასევე წარმოდგენილია თ------–-----------ის სახელზე გაცემული დღის ცენტრის მომსახურების ვაუჩერი 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით (ს.ფ. 66).

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ??????????? ?????????? ????????? ???????? დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ?? ???????? 73-? ?????? ??-8 ??????? დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას იმ შემთხვევაში, თუ რესპოდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს მ----–---ის მიერ წარდგენილ განაცხადში ასახულ რესპონდენტის რეგისტრაციის მისამართზე: ქალაქი თბილისი, ლ--–-----------–----------------–------------------ში გზავნილი ჩაბარდა ადრესატის დას - ე------–-----------ეს, 2019 წლის 21 იანვარს, თუმცა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას - თ---–-------–------------------------------------------ში რესპონდენტს გზავნილი ვერ ჩაბარდა. სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს მ----–---ის მიერ წარდგენილ განცხადებაში ასახული იყო კ----------–----ის როგორც ტელეფონის ნომერი, ისე ელექტრონული ფოსტის მისამართი. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო შეეცადა უშუალო კომუნიკაციის გზით რესპონდენტისათვის ეცნობებინა მიმდინარე წარმოების შესახებ. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის იმ მოსაზრებას, რომ ე------–-----------ის ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი დროულად ვერ გაეცნო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილ შეტყობინებას, ვინაიდან ისინი ერთ ოჯახად, ერთ მისამართზე არ ცხოვრობენ. შესაბამისად, რესპონდენტმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუშვა ამავე შეტყობინებაში ასახული 10 დღიანი ვადა შპს მ----–---ის მიერ წარდგენილ განაცხადზე შედავების განსახორციელებლად.

 

ამდენად, შპს მ----–---ის განაცხადში ასახულ, კ----------–----ის ფაქტობრივ მისამართსა და უშუალოდ საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2019 წლის 17 იანვრის №----------------- შეტყობინება ადრესატს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ გაცნობია. რაც შეეხება რეგისტრაციის ადგილზე გზავნილის ჩაბარებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გზავნილი ადრესატისათვის სათანადო წესით გადაცემული არ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილის ჩამბარებელი პირის ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამდენად, რესპონდენტს შეტყობინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, შესაბამისად, არ არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სახეზეა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის №------------------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, კ----------–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. კ----------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის №------------------ ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;

 

3. მოპასუხეს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის კ----------–----ის სასარგებლოდ ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე