გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0----------------- (2/853-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.08.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სს ,,თი---------ი"
წარმომადგენელი ნა--------–ია
მოპასუხე ბა--------------ა
მოპასუხე ზუ-------------ა
დავის საგანი: კრედიტის დაფარვა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბა--------------ას და ზუ-------------ას 31.10.2016 წ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თი---------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7222,65 ლარის გადახდა, მათ შორის სესხის ძირი - 4481,51 ლარი, პროცენტი 936,55 ლარი, ჯარიმა 1790 ლარი, დაზღვევა 14,59 ლარი.
11.04.2018 წ-დან სესხის ძირს 4481,51 ლარს დაერიცხოს წლიური 35 %, თვეში 130,71 ლარის ოდენობით.
ზუ-------------ას პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 6500 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია
ბა--------------ა არ ცნობს სარჩელს.
ზუ-------------ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სს ,,თი---------სა" და ბა--------------ას შორის 31.10.2016 წ დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით.
წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 35 %-ით, კრედიტის ვადა 23 თვე.
კრედიტის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო შეთანხმებული გრაფიკით დადგენილი წესით და ოდენობით.
გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი პირგასამტეხლო 10 ლარი, რასაც ემატება 1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულება ითვალისწინებს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება 31.10.2016 წ
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 31.10.2016 წ
3.2. ბა--------------ას კრედიტის უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო ზუ-------------ასთან.
მან იკისრა ვალდებულება სოლიდარულად და სრულად დაფაროს მსესხებლის დავალიანება.
თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 6500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება 31.10.2016 წ
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 31.10.2016 წ
-თავდებობის ხელშეკრულებები 31.10.2016 წ
3.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 08.09.2017 წ და გადახდა არ ხორციელდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)
3.4. 11.04.2018 წ მდგომარეობით მოპასუხეთა სოლიდარულმა დავალიანებამ შეადგინა 7222,65 ლარი, მათ შორის სესხის ძირი - 4481,51 ლარი, პროცენტი 936,55 ლარი, ჯარიმა 1790 ლარი, დაზღვევა 14,59 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ცნობა დავალიანების შესახებ
-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 131-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 401-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 623-ე, 867, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია ვალდებულების ძალით, ხოლო 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებათა საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ბანკსა და მსესხებელს შორის პროცენტის განაკვეთი შეთანხმებულია. მის გაანგარიშებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზიები მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლის დანაწესებით მხარეები ინაწილებენ მტკიცების ტვირთს და თვითონ წარუდგენენ მტკიცებულებებს სასამართლოს. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთა მიმართ არსებობს ეს პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილება გამოწვეულია მოპასუხეთა და არა მოსარჩელის ბრალით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე და 418–ე მუხლების დანაწესებით, მოპასუხეებს აქვთ ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. გარდა ამისა, 411–ე მუხლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც ის მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე-464-ე მუხლებით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხეები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რის გამოც მათ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი მსესხებლის მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოცემულ შემთხვევაში 1790 ლარიდან 179,9 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟის სახით 268,19 ლარი, უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარი, საადვოკატო მომსახურების 357,59 ლარი, რაც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 02.05.2018 წ განჩინებით მოპასუხე ბა--------------ას (პ/ნ 51--------3) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის მდებარე: დაბა ჯვ-------------------8, საკადასტრო კოდით: 47.14.34.1-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.სს ,,თი---------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბა--------------ას და ზუ-------------ას 31.10.2016 წ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თი---------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი - 4481,51 ლარი, პროცენტი 936,55 ლარი, ჯარიმა 179,90 ლარი, დაზღვევა 14,59 ლარი.
11.04.2018 წ-დან სესხის ძირს 4481,51 ლარს დაერიცხოს წლიური 35 %, თვეში 130,71 ლარის ოდენობით დავალიანების სრულად დაფარვამდე.
ზუ-------------ას პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 6500 ლარით.
3. ბადრი ქარდა და ზუ-------------ას სს ,,თი---------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 357,85 ლარი, სარჩელის უძრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარი, ადვოკატის ჰონორარი 477,13 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა