განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003180115
საქმე N1-847/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25.09.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - თა------------–-ძე
1. ბრალდებული: გი-------–-–--–--ე
მამის სახელი: ბი----
დაბადებული: 2--1--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებული
ფ/მისამართი:ქ. ბათუმი ინ--------------------------
კვალიფიკაცია : საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით;
2. ბრალდებული: სუ-–----–----–--ე
მამის სახელი: გე-----
დაბადებული: 0--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ორ----------ი;
კვალიფიკაცია : საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით;
3. ბრალდებული: ჯი-–------------ე
მამის სახელი: რე----ი
დაბადებული: 3--1--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი გა-------ი.
კვალიფიკაცია : საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით;
ბრალდებულების ადვოკატი - და-----------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სუ-–----–----–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2019 წლის 27 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბათუმში, ნ. ფი---------ს და ი. ჯა----–---–ის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სუ-–----–----–--ემ შურისძიების მოტივით, გი-------–-–--–--ესთან და ჯი-–------------ესთან ერთად, ჯგუფურად, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით დაზიანება მიაყენა ენ----–--–--ეს და ან----------ეს, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გი-------–-–--–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის 27 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბათუმში, ნ. ფი---------ს და ი. ჯა----–---–ის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გი-------–-–--–--ემ ჯი-–------------ესთან და სუ-–----–----–--ესთან ერთად, ჯგუფურად, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით დაზიანება მიაყენა ენ----–--–--ეს და ან----------ეს, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჯი-–------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.3. 2019 წლის 27 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბათუმში, ნ. ფი---------ს და ი. ჯა----–---–ის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯი-–------------ემ გი-------–-–--–--ესთან და სუ-–----–----–--ესთან ერთად, ჯგუფურად, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით დაზიანება მიაყენა ენ----–--–--ეს და ან----------ეს, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ძალადობა, ესე იგი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სადავო მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი);
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 04.0--2019წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით (28.0--2019წ,12:00სთ) ენ----–--–--ეს აღენიშნებოდა ნასკდომი ზედა ტუჩის შიგნითა ზედაპირზე, ზედა მარცხენა I კბილის კიდის ჩამოტეხვა, ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს.
2.4 სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 04.0--2019წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით (28.0--2019წ, 12:25სთ) ან----------ეს აღენიშნებოდა ნასკდომი ზედა ტუჩის შიგნითა ზედაპირზე, ზედა მარცხენა I კბილის კიდის ჩამოტეხვა, ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს.
2.5. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ენ----–--–--ის, ან----------ის, ან-------–--------------------–--–---–----------------------------------------ის, ჯი-–------------ის, გი-------–-–--–--ის და სუ-–----–----–--ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა სუ-–----–----–--ემ, გი-------–-–--–--ემ და ჯი-–------------ემ ჩაიდინეს ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სუ-–----–----–--ემ, გი-------–-–--–--ემ და ჯი-–------------ემ - მათ მიერ განხორციელებული ქმედებით - ენ----–--–--ის და ან----------ის მიმართ ძალადობით - ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც, ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს;
სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯი-–------------ეს, გი-------–-–--–--ეს და სუ-–----–----–--ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, სუ-–----–----–--ის, გი-------–-–--–--ის და ჯი-–------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად; სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული გი-------–-–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გი-------–-–--–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
ბრალდებული ჯი-–------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ჯი-–------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
ბრალდებული სუ-–----–----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ სუ-–----–----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე