განაჩენი

სისხლის სამართლის 29.09.2019
საქმის ნომერი
120100119003175894
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
29.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/230-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ-------–---------ე;

დაცვის მხარე - ბრალდებული - მ-------- კ-----–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------–---------ში, პ/ნ 0---------- რეგისტრირებული და მცხოვრები: ა------ის რაიონი სოფელი ვ------ი.

ადვოკატი - ნ------------------–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე ა------ის რაიონის სოფელ ვ------ში, მ-------- კ-----–---–მა მისივე საცხოვრებელ სახლში, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, მ--- გ------–-–---–ს ურთიერთშელაპარაკებისას მათივე არასრულწლოვანი შვილის მ------ კ-----–---–ის თანდასწრებით გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, ასევე ძლიერად მოუჭირა ხელი ყელის არეში, ყელში ხელებმოჭერილი წააქცია დივანზე, შემდგომ რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მ-------- კ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა მ-------- კ-----–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულ მ--- გ------–-–---–ისა და მ------ კ-----–---–ის გამოკითხვები, მოწმეების: ნ--–------ გ------–-–---–ის, ლ---–- კ-----–---–ის, ლ------------ის გამოკითხვები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სცნო უდავოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათაგან მ--- გ------–-–---–ის და მ------ კ-----–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით დასტურდება ბრალდებულისათვის წარდგენილ ბრალდებაში აღწერილი გარემოებები დანაშაულის ფაქტის შესახებ. მ--- გ------–-–---–მა გამოკითხვის დროს განმარტა, რომ მან ბრალდებულის ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ აღწერილ გარემოებებთან.

2019 წლის 26 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი მ--- გ------–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა მ-------- კ-----–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

მ-------- კ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრების მიმართ.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შეურიგდა დაზარალებულს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და წარსულში ნასამართლევი არ არის მ-------- კ-----–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა რაც შეეცვლება პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ-------- კ-----–---–ი (პ/ნ0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ორი წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ორი წელი.

2. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს, გირაოს შემტანს ლ-----------------ეს (პ/ნ0----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,ს----------–--------ი’’ ბანკის კოდი BAGAGE22; 2019 წლის 26 ივლისს შეტანილი თანხა 4000 ლარი.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 24 ივლისიდან 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით.

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი