განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/043-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---------–---–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს------ მ--------, დაბადებული 01.09.1---წ., პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული ქ. ა---––--------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა---––---------------––----–---------
ადვოკატი - ზ------------ე
თარჯიმანი - ლ---------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 16 დეკემბერს, ქ. ა---––---–-----------––----–----------ში დროებით მცხოვრები ს------ მ--------ი მეუღლეს ი--- მ--------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იმავე დღეს მოძალადე ს------ მ--------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მოძალადეს ერთი თვის ვადით ეკრძალებოდა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი ი--- მ--------------ი, იმავე შემაკავებელი ორდერის თანახმად მოძალადეს ასევე ეკრძალებოდა ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება მსხვერპლთან, მიუხედავად აღნიშნულისა ს------ მ--------ის მიერ უხეშად იქნა დარღვეული შემაკავებელი ორდერის პირობები და 2019 წლის 11 იანვარს ქ. ა---––---–----------––----–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მისულმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ს------ მ--------მა, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო მეუღლეს ი--- მ--------------ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდგომ ხელის დარტყმით სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ი--- მ--------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა ს------ მ--------ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ს------ მ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ს------ მ--------ი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ი--- მ--------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 იანვარს, იგი მეუღლესთან ს------ მ--------თან და დედასთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც დედასთან მოუვიდა კამათი და დედა წავიდა სახლიდან. ღამით იგი გავიდა მეზობელთან შაქრის სათხოვნელად, რა დროსაც ეზოში არსებულ მავთულის ღობეს წამოედო და გაეჩხაპნა ხელი. მეზობელთან რომ მივიდა, ცუდად გახდა და, სანამ მეზობელი შაქარს მოუტანდა, გონება დაკარგა. მისივე განმარტებით, ტკბილეულობას რომ არ ჭამს, ასე ემართება ხოლმე. გონს რომ მოვიდა, თავისი ფეხით წავიდა სახლში. იგი უკვე სახლში იყო, პოლიცია რომ მოვიდა, თუმცა ვინ გამოიძახა პოლიცია მისთვის უცნობია. რაც შეეხება ს------ მ--------ის მხრიდან ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტს, ასეთს ადგილი არ ჰქონია.
მოწმე გ------- მ--–----ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.ა---––---–-------------––----–-------6-ში, არის ს------ მ--------ის მეზობელი. 2019 წლის იანვრის თვეში რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე მასთან მივიდა ი--- მ--------------ი, რომელმაც განუცხადა, რომ იყო ცუდად და გონება დაკარგა. გ------- მ--–----ემ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, მაშინ მიხვდა, რომ ი--- მ--------------ი იყო ნასვამი, რადგან მას ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა. სასწრაფოს ექიმებმა მოსვლისთანავე ი---ს გაუზომეს წნევა და შესთავაზეს სტაციონარში გადაყვანა, თუმცა მან უარი განაცხადა. გასინჯვის მიზნით ი--- მ--------------ი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს, რა დროსაც მან ექთანს უთხრა თითქოს რაღაც ძალადობა იყო, თუმცა კონკრეტულად რა, მოწმეს არ გაუგია, რადგან მოშორებით იდგა. მას ასევე არ გაუგია ჩხუბის ხმა.
მოწმე ს------ ს----------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშობს სასწრაფო დახმარების სამსახურში ექიმად. 2019 წლის 12 იანვარს იყო მორიგე, რა დროსაც 1 საათსა და 9 წუთზე შევიდა შეტყობინება ქ. ა---––---–-------------––----–-----------6-ში ოჯახური კონფლიქტის შესახებ. სასწრაფო სამსახურის ბრიგადა გავიდა ადგილზე გ------- მ--–----ის ოჯახში, სადაც დახვდათ ი--- მ--------------ი, რომელსაც შეუმოწმეს დაზიანებები, ყველაფერი იყო წესრიგში, გარეგნულად არაფერი არ აღენიშნებოდა, მხოლოდ მარცხენა ხელზე თხემის არეში ჰქონდა ნაკაწრი, რომელიც დაამუშავეს. აღნიშნულ ნაკაწრს ეტყობოდა, რომ ძალიან ძველიც არ იყო. ი--- მ--------------ი იყო აღგზნებული იმის გამო, რომ მისი თქმით მეუღლემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ი--- მ--------------მა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
ბრალდებულმა ს------ მ--------მა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლის, ი--- მ--------------ისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის 11 იანვარს იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ი--- და მეუღლის დედა. ი---ს და მის დედას კამათი მოუვიდათ, რის გამოც ეს უკანასკნელი სახლიდან წავიდა. ი--- გარეთ გავიდა დედის მოსაბრუნებლად და როდესაც სახლში შემობრუნდა, ხელში ეკავა შუშის ნამტვრევი და უმიზეზოდ იძახდა, რომ თავს დაიზიანებდა. ს------ მ--------ი ცდილობდა მის გამორთმევას, თუმცა ვერ შეძლო იმის გამო, რომ ხელში ბავშვი ეკავა. შუშა დავარდა ძირს და დაიმსხვა, ი--- კი გარეთ გავარდა და შველას ითხოვდა. მან ასევე განმარტა, რომ იმ საღამოს ი--- მ--------------ს მიღებული ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის ს------ მ--------ის მიერ ი--- მ--------------ის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტის დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეების ჩვენება, ს------ მ--------ის მიერ ი--- მ--------------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას არ იძლევა.
დაზარალებულმა ი--- მ--------------მა უარყო მისი მეუღლის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფიზიკური ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ იგი იყო ნასვამი და მის ხელზე არსებული დაზიანება მიიღო არა მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, არამედ ეზოში არსებულ მავთულის ღობეზე გასმის შედეგად. იმ ფაქტს, რომ ი--- მ--------------ი იყო ნასვამი ასევე ადასტურებენ ს------ მ--------ი და გ------- მ--–----ე.
აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე ს------ ს----------ის ჩვენება ი--- მ--------------ის მიმართ მეუღლის მხრიდან ძალადობის თაობაზე მთლიანად ეფუძნება დაზარალებულ ი--- მ--------------ის მიერ მისთვის გაცხადებულ ინფორმაციას.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმებს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია (მე-2 ნაწილი); სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება (მე-3 ნაწილი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს------ მ--------ის მიერ მისი მეუღლის - ი--- მ--------------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში ს------ მ--------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ს------ მ--------მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ს------ მ--------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
სასამართლომ დადგინა:
2018 წლის 16 დეკემბერს ქ. ა---––---–-----------––----–----------ში დროებით მცხოვრები ს------ მ--------ი მეუღლეს ი--- მ--------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იმავე დღეს მოძალადე ს------ მ--------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, მოძალადეს ერთი თვის ვადით 2019 წლის 16 იანვრამდე ეკრძალებოდა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი ი--- მ--------------ი, იმავე შემაკავებელი ორდერის თანახმად მოძალადეს ასევე ეკრძალებოდა ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება მსხვერპლთან. მიუხედავად აღნიშნულისა ს------ მ--------ის მიერ დარღვეული იქნა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები და შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, 2019 წლის 11 იანვარს ს------ მ--------ი მივიდა ქ. ა---––---–-----------––----–----------ში მდებარე მისი მეუღლის ი--- მ--------------ის საცხოვრებელ სახლში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ს------ მ--------მა მისთვის საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რაზეც იგი პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ 1 თვის მანძილზე არ მისულიყო მეუღლესთან ი--- მ--------------თან. ამის მიუხედავად ს------ მ--------ი 1 კვირაში მივიდა სახლში, ეგონა, რომ აკრძალვა ვრცელდებოდა მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში მეუღლესთან მისვლაზე. იგი ასევე მეუღლის ი--- მ--------------ის სახლში მივიდა 2019 წლის 11 იანვარს, რა დროსაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი.
2018 წლის 16 დეკემბრის N0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ იგი გამოცემული იქნა ს------ მ--------ის მიმართ, მეუღლის, ი--- მ--------------ის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, რომლის საფუძველზეც მოძალადეს ს------ მ--------ს ერთი თვით აეკრძალა მსხვერპლთან ი--- მ--------------თან, მის სამსახურთან, იმ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
დაზარალებულ ი--- მ--------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში დარეკა პოლიციაში, რადგან ს------ მ--------ის გაფრთხილება უნდოდა, რომ აღარ დაელია და ბავშვთან სხვები არ მიეყვანა, რაზეც მისი მეუღლის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რის გამოც აეკრძალა ი--- მ--------------თან მიახლოება გარკვეული ვადით. ამის შემდეგ ისინი შერიდგნენ და ს------ მ--------ი სახლში დაბრუნდა. იგი ასევე მის სახლში მივიდა 2019 წლის 11 იანვარს, რა დროსაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ 2019 წლის 11 იანვარს, 2018 წლის 16 დეკემბრის N0----- შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, ამავე ორდერით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ს------ მ--------ი მივიდა ი--- მ--------------თან, რასაც შედეგად სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვა მოჰყვა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების/მოთხოვნების დარღვევაში გამოიხატება, ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი მის განზრახ ჩადენას გულისხმობს.
სასამართლო თვლის, რომ ს------ მ--------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ნიშნები და არსებობს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ს------ მ--------ის მსჯავრდების და საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სანქციის ფარგლებში მისთვის სასჯელის სახით სისხლისსამართლებრივი ღონისძიების შეფარდების საფუძვლები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს------ მ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს ს------ მ--------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის რვა თვის და 8 დღის ვადით შეფარდება, რაც, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს საკმარის ღონისძიებას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერებისა და მომავალში ახალი დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს------ მ--------ი (პ/ნ 4----------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
2. ს------ მ--------ი (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა რვა თვის და 8 დღის ვადით;
3. ს------ მ--------ს (პ/ნ 4----------) სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 12 იანვრიდან;
4. ს------ მ--------ის (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ს------ მ--------ი (პ/ნ 4----------) დაუყონებლივ განთავისუფლეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
5. განემარტოს ს------ მ--------ს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით;
მოსამართლე ლუიზა თოდუა