განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2291-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ნ-----–------–ის,ბრალდებულ კ---------------ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ----------------------------ის (პ/-----------5) - დაბადებულის 1----–-–----------------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გ-------------------–------------–------------------–-- - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
კ---------------ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 04 აპრილს, ღამის საათებში კ---------------ე ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ „ლილოს ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ჭიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ კუთვნილ 3 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაური) ჯამში ღირებულს 564 ლარად.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ კ---------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: კ---------–---–ის, ლ--------------–---–ის,ავ--------–---------, გ--–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, კ---------------ის აღიარებითი ჩვენება, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმკიცებები, ნივთმკიცების გახსნა-დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა კ---------------ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მან უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
გასათვალისწინებელია ასევე, რომ სანიაღვრე ჭის თავსახურები ამოღებულია და ისინი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდება დაზარალებულს, რითაც ფაქტობრივად ანაზღაურდება მიყენებული ზიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე; სსკ 63-65 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
კ---------------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, კ---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს კ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;
ნივთიერი მტკიცებულებები:
ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი სანიაღვრე ჭის თავსახური, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი