გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3---1-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3-.0-.2--- წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი,სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე,მოსარჩელე – საქართველოს თ-----–--- სამინისტრო,წარმომადგენელი - ლ----------–-–---–ი, მ------ ღ----–---ა,მოპასუხე - გ--- გ------–---–ი,დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე გ--- გ------–---–ისთვის საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი სახელფასო თანხის 2-2,93 ლარის დაკისრებას.
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2--- წლის 1-------ის №---- ბრძანებით, გ--- გ------–---–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და ჩაირიცხა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, იმავე დღეს თ-----–--- სამინისტროსა და გ--- გ------–---–ს შორის გაფორმდა საქართველოს თ-----–--- მინისტრის 200- წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1------ კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომლის ვადა განისაზღვრა ოთხი წლით, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, გ--- გ------–---–ი იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კეთილსინდისიერად ემსახურა თ-----–--- სამინისტროში, ხოლო თავის მხრივ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა ,,სამხედრო მოსამსახურის" ანაზღაურებით უზრუნველყოფა. საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2016 წლის 2- მაისის №459 ბრძანებით განსაზღვრულმა სადისციპლინო საბჭომ 2--- წლის 15 მარტს დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №1-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების" 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად და წარდგენილი მასალების საფუძველზე რეკომენდაცია გაეწია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (დათხოვნის) დაკისრებაზე კაპრალ გ--- ბეჟანის ძე გ------–---–ს და გენერალური შტაბის უფროსის 2--- წლის 1---------ს №1--- ბრძანებით იგი გათავისულდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №1-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების" 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონიძიებათა შესახებ" საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2016 წლის 1--------–ის №2- ბრძანების შესაბამისად.
მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2--- წლის 2--------ის №9- ბრძანებით გ--- გ------–---–ს შეუჩერდა სამსახურეობრივი ურთიერთობა 2--- წლის 2--------იდან. მისი ერთი თვის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1156,80 ლარს, რომელიც შედგებოდა წოდებრივი სარგოსაგან 964 ლარი და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან - 192,80 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ სრულად მიიღო იანვრის თვის შრომის ანაზღაურება ნაცვლად 25 დღის ნაცვლად, ზედმეტად გაცემული 6 დღის წოდებრივი სარგო შეადგენდა 185,61 ლარის, ხოლო წელთა ნამსახურობის დანამატი 37,32 ლარს, რაც ჯამში შეადგენს 2-2,93 ლარს, რაც ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო 2--- წლის 3- აგვისტოს გამართულ მთავარ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2--- წლის 1-------ის 12--- ბრძანებით, გ--- გ------–---–ი ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადებისა და უმცროს მეთაურთა საწყისი მომზადების კურსების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2--- წლის 1-------იდან.
2--- წლის 1-------ს გ--- გ------–---–სა და საქართველოს თ-----–--- სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თ-----–--- მინისტრის 200- წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1------ კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-14);
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2--- წლის 1-------ის 12--- ბრძანება (ტომი I, ს. ფ. 15);
-2--- წლის 1-------ის საქართველოს თ-----–--- მინისტრის 200- წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1------ კონტრაქტი ,,საკონტრქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" (ტომი I, ს. ფ. 16-26);
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2--- წლის 2- დეკემბრის 1MOD 0-----0-6-- ბრძანებით გ--- გ------–---–ი დაინიშნა საქარველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის რადიოკავშირების ოცეულის მეორე რადიოკავშირების ათეულის რადიოკავშირების მანქანის მეორე ეკიპაჟის რადიოოპერატორად, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადის საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ბატალიონის უზრუნველყოფის ასულის კავშირგაბმულობის ოცეულის რეტრანსილების მანქანის ეკიპაჟის რადიოოპერატორის თანამდებობიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2--- წლის 2--------ის 1MOD 0--------9- ბრძანებით, გ--- გ------–---–ს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2--- წლის 2--------იდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2--- წლის 1---------ს 1MOD 0------1--- ბრძანებით, საქარველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის რადიოკავშირების ოცეულის მეორე რადიოკავშირების ათეულის რადიოკავშირების მანქანის მეორე ეკიპაჟის რადიოოპერატორი გ--- გ------–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-14);
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2--- წლის 2- დეკემბრის 1MOD 0-----0-6-- ბრძანება (ტომი I, ს. ფ. 26);
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2--- წლის 1---------ს 1MOD 0------1--- ბრძანება (ტომი I, ს. ფ. 3-);
-საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2--- წლის 2--------ის 1MOD 0--------9- ბრძანება (ტომი I, ს. ფ. 31)
3.2.3. გ--- გ------–---–ს საქართველოს თ-----–--- სამინისტროს მიმართ გააჩნია დავალიანება 2-2,93 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მის მიმართ ზედმეტად დარიცხული 6 დღის ხელფასს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2--- წლის 3- აგვისტოს სხდომის ოქმი)
-მოპასუხის ახსნა-განმარტება (2--- წლის 3- აგვისტოს სხდომის ოქმი 14:27:46; 14:28:05)
-საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2--- წლის 2-------- 1MOD 7---------- მიმართვა (ტომი I, ს. ფ. 34)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებების შესახებ არ მითითებულა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გ--- გ------–---–ს საქართველოს თ-----–--- სამინისტროს მიმართ გააჩნია ზედმეტად დარიცხული ხელფასის დავალიანება 2-2,93 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მოსარჩელის წარმომადგენლის, მოპასუხის ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი; „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2--- წლის 1-------ის 12--- ბრძანებით გ--- გ------–---–ი ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარარებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადებისა და უმცროს მეთაურთა საწყისი მომზადების კურსების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2--- წლის 1-------იდან.
2--- წლის 1-------ს გ--- გ------–---–სა და საქართველოს თ-----–--- სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თ-----–--- მინისტრის 200- წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1------ კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2--- წლის 2- დეკემბრის 1MOD 0-----0-6-- ბრძანებით გ--- გ------–---–ი დაინიშნა საქარველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის რადიოკავშირების ოცეულის მეორე რადიოკავშირების ათეულის რადიოკავშირების მანქანის მეორე ეკიპაჟის რადიოოპერატორად, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადის საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ბატალიონის უზრუნველყოფის ასულის კავშირგაბმულობის ოცეულის რეტრანსილების მანქანის ეკიპაჟის რადიოოპერატორის თანამდებობიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2--- წლის 1---------ს 1MOD 0------1--- ბრძანებით, საქარველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის რადიოკავშირების ოცეულის მეორე რადიოკავშირების ათეულის რადიოკავშირების მანქანის მეორე ეკიპაჟის რადიოოპერატორი გ--- გ------–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2--- წლის 2--------ის 1MOD 0--------9- ბრძანებით, გ--- გ------–---–ს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2--- წლის 2--------იდან.
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ" და ,,დ" ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა, საჯარო მოსამსახურეს კი წარმოადგენს პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო იმავე კანონის პრეამბულის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამრიგად, საქართველოს თ-----–--- სამინისტროსა და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი.
ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხე - გ--- გ------–---–ს დაეკისროს ზედმეტად მიღებული ხელფასის სახით თანხის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ--- გ------–---–ს საქართველოს თ-----–--- სამინისტროს მიმართ გააჩნია დავალიანება 2-2,93 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მის მიმართ ზედმეტად დარიცხული ხელფასის ოდენობას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
აღნიშნული კოდექსის 385-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სასამართლო მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულია სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „თ" ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთი საფუძველია კონტრაქტის პირობების დარღვევა, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლა ან მხარეთა შეთანხმება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება ემსახურა საქართველოს თ-----–--- სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში არ შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2--- წლის 2-------- 1MOD 7---------- მიმართვა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, გ--- გ------–---–ის ერთი თვის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1156 ლარს და 80 თეთრს, რომელიც შედგებოდა წოდებრივი სარგოსაგან 964 ლარი და წელთა ნამსახურობის დანამატი 192.80 ლარი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2--- წლის 2--------ის 1MOD 0--------9- ბრძანებით, გ--- გ------–---–ს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2--- წლის 2--------იდან და ვინაიდან იანვარში მან მიიღო სრული თვის შრომის ანაზღაურება 25 დღის ნაცვლად ზედმეტად გაცემული 6 დღის წოდებრივი სარგო შეადგენს 185.61 ლარს, წელთა ნამსახურობის დანამატი 37.32 ლარს, სულ 2-2.93 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს _ დისპოზიციურობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს. საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და მოსარჩელის მიერ 6 დღის ხელფასის ზედმეტად გადახდის ფაქტი, რაც ასევე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოპასუხე გ--- გ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მთავარ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თ-----–--- სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე გ--- გ------–---–ს საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 2-2,93 ლარის გადახდა;
2. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისოს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი