გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
340310018002291500
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340310018002291500

საქმე №3/12-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22.05.2019 წელი, ქ. გურჯანი

 

შესავალი ნაწილი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელე - რო------ნ კო---–---–ი

წარმომადგენელი - მა---------–---–ი

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გი-----ი შა–--–---–ი

 

მესამე პირი - ქე------ კო---–---–ი

წარმომადგენელი - ნა---ა ოტ--–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ნოემბრის №8--------------- 2018 წლის 0---------------- და 2016 წლის 10 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილებები.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 09 ოქტომბერს, რო------ნ კო---–---–მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გა----–ი მდებარე უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ დგინდებოდა საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა მოსარჩელე მხარის მიერ, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 0---------------- გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მანამდე კი დანიშნული იყო სანოტარო მედიაციის ორი სხდომა, მედიატორ ნოტარიუს ნუ---------–---–--–თან, რომელიც შეწყდა. 2016 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არასწორად დაარეგისტრირა ქე------ კო---–---–ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე, რის გამოც ხდება მის მფლობელობაში არსებულ ნაკვეთზე ზედდება და ვერ ირეგისტრირებს საკთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რითაც ირღვევა მის უფლებები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულ ოფისმა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით , რომ სადავო ადმისნტრაციული აქტები მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობა.

 

2.2. მესამე პირი - ქე------ კო---–---– არ დაეთანხმა სარჩელის შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მას ნაკვეთი რეგისტირებული აქვს კანონით დადგენილი წესით და არ დაურღვევია სხვისი უფლებები, 2016 წელს, კი უბრალოდ გააერთიანა მის საკუთრებაში არსებული სამი სხვადასხვა მიწი ნაკვეთი და მათი ხელახალი რეგისტრაცია არ მომხდარა.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2017 წლის 09 ოქტომბერს, რო------ნ კო---–---–მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მოითხოვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გა----–ი მდებარე უძრავ ნივთზე (1435 მ2) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 09 ოქტომბრის №8----------- განცხადება (ს.ფ. 71).

 

3.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულმა ოფისმა, 2017 წლის 03 ნოემბერს, მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------07 გადაწყვეტილება, რომელშიც მიუთითა, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი - 5-----------, მესაკუთრე - ქე------ კო---–---–ი (პ/ნ 0----------) კონფიგურაციასა და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, 30 კალენდარული დღის ვადაში, უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობასა და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, სავალდებულო წესით მიმართავდა სანოტარო მედიაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 03 ნოემბრის №8------------07 გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-21).

 

3.3. მარეგისტრირებელი ორგანოს 2017 წლის 05 დეკემბრის №8------------10 გადაწყვეტილებით, მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, 2017 წლის 13 დეკემბერს, 15:00 - 15:30 საათზე, მედიატორ ნოტარიუსთან - ნუ---------–---–---–თან (ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №2) დაინიშნა მედიაციის პროცესი. მედიატორი ნოტარიუსის - ნუ---------–---–---–ის 2017 წლის 15 დეკემბრის ოქმის თანახმად, „2017 წლის 15 დეკემბერს, შედგა მედიაციის პროცესი რო------ნ კო---–---–სა და ქე------ კო---–---–ს შორის. ორივე მხარე გამოცხადდა, მაგრამ ქე------ კო---–---–ის კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად, მედიაციის პროცესი შეწყდა.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 05 დეკემბრის №8------------10 გადაწყვეტილება (ს.ფ. 84);

 

3.4. მედიატორი ნოტარიუსის - ნუ---------–---–---–ის 2017 წლის 28 დეკემბრის ოქმის თანახმად, „2017 წლის 28 დეკემბერს, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მედიაციის პროცესი შეწყდა.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნოტარიუს ნუ---------–---–---–ის 2017 წლის 28 დეკემბრის ოქმი (ს.ფ. 87).

 

3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულმა ოფისმა, 2017 წლის 25 დეკემბერს, მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------19 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოთხოვნილ იქნა კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული და ქაღალდის ვერსიები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 25 დეკემბრის №8------------19 გადაწყვეტილება (ს.ფ. 86).

 

3.6. 2017 წლის 30 ნოემბერს, რო------ნ კო---–---–ის წარმომადგენელმა - მა---------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა №6-------- ადმინისტრაციული საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 03 ნოემბრის №8------------07 და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 10 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილებებზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 0---------------- გადაწყვეტილებით, რო------ნ კო---–---–ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 0---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-18).

 

3.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის მიერ, 2018 წლის 26 იანვარს მიღებული იქნა №8------------23 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 26 იანვარის №8------------23 გადაწყვეტილება (ს.ფ.19).

 

3.8. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით, 2018 წლის 26 იანვარის №8------------23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდა წარმოება, ამ ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება (ს.ფ. 140-142).

 

3.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურს 2016 წლის 20 იანვარს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქე------ კო---–---–მა და მოითხოვა ყვარელში, სოფელ გა----–ი მდებარე უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2016 წლის 10 თებერვალს, მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მოხდა 5-----------, 5----------- და 5----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაერთიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 10 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 64).

 

3.10. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ქე------ კო---–---–ის სახელზე დარეგისტრირებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს რო------ნ კო---–---–ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საკითხის არსებითად გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. კანონი არ გულისხმობს ამ ვალდებულების მოპასუხეზე გადაკისრებას.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება მასზედ, რომ ქე------ კო---–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს რო------ნ კო---–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილს.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად დგინდებოდა, რომ:

 

1. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: 5----------- (2176 კვ.მ. მიწის ფართი და მასზე არსებული შენობა №1) რეგისტრირებული იყო ქე------ კო---–---–ის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 დეკემბრის №8-------------- (23.12.2013) გადაწყვეტილებით.

 

2. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: 5----------- (233 კვ.მ. მიწის ფართი) რეგისტრირებული იყო ქე------ კო---–---–ის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 იანვრის №8-------------- (11.01.2016) გადაწყვეტილებით.

 

3. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: 5----------- (191 კვ.მ. მიწის ფართი) რეგისტრირებული იყო ქე------ კო---–---–ის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 იანვრის №8-------------- (11.01.2016) გადაწყვეტილებით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის №8-------------- (10.02.2016) გადაწყვეტილებით, მოხდა უკვე საკუთრების უფლებარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: 5-----------; 5----------- და 5-----------) გაერთიანება.

 

2017 წლის 09 ოქტომბერს, რო------ნ კო---–---–მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მოითხოვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გა----–ი მდებარე უძრავ ნივთზე (1435 მ2) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულმა ოფისმა, 2017 წლის 03 ნოემბერს, მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------07 გადაწყვეტილება, რომელშიც მიუთითა, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი - 5-----------, მესაკუთრე - ქე------ კო---–---–ი (პ/ნ 0----------) კონფიგურაციასა და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, 30 კალენდარული დღის ვადაში, უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობასა და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, სავალდებულო წესით მიმართავდა სანოტარო მედიაციას.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ რო------ნ კო---–---–ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის არ წარუდგენია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შესრულებულ იქნა მისთვის, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება და რო------ნ კო---–---–ის მტკიცება, რომ ქე------ კო---–---–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მას უსაფუძვლოდ ეთქვა ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას უარი, არის დაუსაბუთებელი და მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძვლებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რო------ნ კო---–---–ის სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებსს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მე-601 მუხლიდან გამომდინარე კი, გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ბათილად ცნობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში, მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც (რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარის (მხარეების) წინასწარი თანხმობის არსებობისას, სააგენტო შეარჩევს მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს და აღნიშნულის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირებს. მხარის (მხარეების) წინასწარი თანხმობის არარსებობისას, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს 3 სამუშაო დღის ვადაში მედიატორების/მედიატორი ნოტარიუსების სიიდან შეარჩიონ მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი. იმ მოდავე მხარეს, რომელიც არ არის სარეგისტრაციო წარმოებაზე განმცხადებელი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება ფოსტით. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარების მიმართ მოქმედებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-7-მე-11 პუნქტებით დადგენილი წესი, წინამდებარე პუნქტში განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოდავე მხარეების მიერ მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი შეირჩევა სააგენტოში ერთობლივი განცხადების წარმოდგენით. იმ შემთხვევაში, თუ მოდავე მხარეები, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მათთვის ოფიციალურად ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში არ შეარჩევენ მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს, მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო. სააგენტოს მიერ მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის არჩევის შესახებ მოდავე მხარეებს ეცნობებათ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სპორადული წესით შემოსულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაშია სხვა პირის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, შესაბამისი გადამოწმების შედეგად არ დგინდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შესთავაზებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას (მედიაციას). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებასთან/განცხადებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მედიაციის შედეგების გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ ნოტარიუსის - ნუ---------–---–---–ის 2017 წლის 28 დეკემბრის ოქმის თანახმად, „2017 წლის 28 დეკემბერს მხარეთა გამოუცხადებლობის გამო მედიაციის პროცესი შეწყდა“, ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი №8------------19 (25.12.2017) და №8------------21 (09.01.2018) გადაწყვეტილებებით მოთხოვილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შესრულებულ იქნა მისთვის, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, შესაბამისად, გასაჩივრებული №8------------07 და №2--- გადაწყვეტილებები კანონიერია და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის №8-------------- (10.02.2016) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია, რაც არის სარეგისტრაციო წარმოების შედეგი. რაც შეეხება სარეგისტრაციო წარმოებას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“, „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის დაყოფისას/გაერთიანებისას, უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე რეგისტრირებული უფლება ან ვალდებულება მათი სარეგისტრაციო მონაცემების უცვლელად გადადის დაყოფის/გაერთიანების შედეგად შექმნილ შესაბამის უძრავ ნივთზე (ნივთებზე) ან მის (მათ) ნაწილზე (ნაწილებზე), თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

ამდენად, გასაჩივრებული №8-------------- (10.02.2016) გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა რამდენიმე მიწის ნაკვეთის გაერთიანება, მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერებისსაფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

 

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, დაევალოს დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოახდინოს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო ქონებაზე (რაც გულისხმობს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას). №8----------- განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მიღებულია შესაბამისი გადწყვეტილებები, რომელიც მოსაჩელის მიერ გასაჩივრებულია და კანონით დადგენილი წესით გაუქმებული არ არის. შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს სარჩელი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიან საყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით, სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით დაინტერესებული მხარის განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია აქტის გამოცემის ფაქტიური და სამართლებრივი წინაპირობების შემოწმება. შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებამ აქტის გამოცემის დავალების შესახებ, მოახდინოს ზემოქმედება და სათანადო შედეგს მიაღწიოს, თუ დადგენილი არაა ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის უკანონობა, რომლითაც უარყოფილი იქნა/შეჩერდა/უარი ეთქვა მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.

 

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით არის დასაბუთებული, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღევეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფის ფაქტი შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობის დადგენის შემთხვევაში.

 

ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობიდან გამომდინარე, როგორც მისი თანამდევი შედეგი, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე და არ არსებობს მოპასუხის დავალდებულების სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რო------ნ კო---–---–ის (პ/ნ 4----------) სარჩელი, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. რო------ნ კო---–---–ის (პ/ნ 4----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე