განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
330100119003015590
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2399-19

(092080419007)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ მ-----–---------ის,ბრალდებულ ი--------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------------–--------------- (პ--------------- - დაბადებულის 1----–-–------------–ს, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ------–------------------------------------–---------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.------–--------------–---–-----------–--- მიმართ, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და „გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ი--------------ეს ბრალად ედება მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში, შ--------–----- (-------------) სავაჭრო ობიექტის გამყიდველმა ი--------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა 2921,48 ლარის ოდენობით,ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი--------------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და „გ“ პუნქტებით.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. (მოწმე შ-------------ის გამოკითხვის ოქმი; შპს „მ---–--იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია; გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა; 06.05.209 წლის თემატური რევიზიის აქტი და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა)

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა მიყენებული ზიანი ნაწილობრივ აანაზღაურა, ის ინანიებს და აღიარებს დანაშაულს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მას პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სავაჭრო ობიექტებში საქმიანობის უფლება.

გაუქმდეს ი--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

ნივთიერი მტკიცებულებები:

ორი ცალი მყარი დისკი, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

შპს „მ---–--იდან“ ამოღებული ჟურნალი და რვეულები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი