განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002873906
საქმე №1/113-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი, თამარ სისვაძე, ცაცა ებრალიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა------ ურ--–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - იდ---ი მი-------ი (დაბადებული - 19---–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #28---------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი პირველი ქესალო.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტები
დისპოზიცია: ძაეცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკა--- დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის.
ადვოკატი - ამ----ნ და---ე
თარჯიმანი - ნა--–- იბ---------ა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, იდ---ი მი-------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში იდ---ი მი-------მა უკანონოდ შე-ღწია ქა---მ სა--------ს საცხოვრებელ სახლში, ეზოში გამოსულ ქა---მ სა-------ს ხელები შეუბოჭა, სამზარეულოში შეიყვანა და მოსთხოვა ფულადი თანხის მიცემა. ამის შემდეგ ქა---მ სა-------მა სახლში მყოფ მეუღლეს ა--ლი სა-------ს მოატანინა ფული 150 ლარის ოდენობით და გადასცა იდ---ი მი-------ს, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუა---დ ვერ დადასტურდა იდ---ი მი-------ის მიერ 2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში მცხოვრები ქა---მ სა--------ს სახლში უკანონოდ შესვლის და მისი კუთვნილი ფულადი თანხის აშკა---დ დაუფლებისფაქტი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა იდ---ი მი-------მა და მისმა ადვოკატმა ამ----ნ და---ემ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულება მოწმეების მა---– ემ-----ის, მა--დ ალ----ს, რა--ლ კა-------ის გამოკითხვის ოქემი, ბე--კ ჯა--------–-ს, თე- მი----ს, ბე-------ნ ის-----ს, მა---ა გო--–--ის, ზუ---ბ ბა------–---–ის, ნა----–ი ლა-–--–---–ის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებები საქმის არსებითი განხილვისას სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შე-ფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაე-- სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაე-- სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).
ამდენად, სასამართლო ყუ---დღებას შე-ჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალუ---დ აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შე-ფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყუ---დღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქა---მ სა-------მა განმარტა რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ პირველ ქესალოში ოჯახთან ერთად. ბრალდებული ინდოი მი-------ი მისი თნასოფლელია და მასთნ აქვს კარგი ურთიერთობა, არც მასთან და არც მის ახლობლებთან მას კონფლიქტი არ ჰქონია. 2019 წლის 23 თებერვალს დაახოებით თერთმეტ საათზე მასთნ ჩაქრა ელ.ენერგია, ოთახიდან სამზარეულოში გამოვიდა, ფანარი აიღო და მრიცხველთან მისვლა დააპირა, რა დროსაც იგრძნო სხვა ადამიანი იმყოფებოდა მასთან ერთად. კარის გაღებისას ხელში ჩაარტყეს და ფანარი გაუვარდა, ეს ადამიანი ინდოი მი-------ი იყო. მას ნიღაბი ეკეთა, თვალის ადგილები ამოჭრული ჰქონდა. იგი აღნაგობით და ხმით მიამსგავსა იდ---ი მი-------ს. იდ---ი მასთან ხშირად დადიოდა და ეხმარებოდა გარკვეული სამუშაოების შესრულებაში. ხელები შეუკრა და ეუბნებოდა, რომ გაჩუმებულიყო. იდ---ი მი-------ი ფულს თხოვდა, უპასუხა, რომ ფული არ ჰქონდა. მისი მეუღლე სახლში იყო, ფულის მიცემა არ უნდოდა, მაგრამ მან უთხრა, რომ ფული გადაეცა ვინაიდან ცუდად იყო, როგორც კი ინდოის გადასცა ფული იგი გაიქცა. აღნიშნულის შემდეგ იგი მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა მომხდარის შესახებ, პოლიციას განუცხადა, რომ მას ეჭვი იდ---ი მი-------ზე პქონდა. ქა---მ სა-------მა სასამართლოს სთხოვა იდ---ი მი-------ის მიმართ შეღავათების გამოყენება.
მოწმე ა--ლი სა-------ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად იგი ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ პირველ ქესალოში. ქა---მ სა-------- არის მისი მეუღლე. იდ---ი მი-------ს იცნობს, იგი მათი ნათესავი და მეზობელია, იდ---ი მათ ეხმარებოდა სახლის სამუშაოებში, მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
2019 წლის 23 თებერვალს ღამის საათებში, სახლში, როდესაც ელ.ენერგია არ იყო, მათ სახლში შევიდა პირი, როლელმაც მის მეუღლეს ჩაკიდა ხელი და ფულს თხოვდა, უთხრეს, რომ ფული არ ჰქონდათ მაგრამ იგი მაინც ითხოვდა ფულს, საბოლოოდ მას 150 ლარი მისცეს. 4 ცალი ოცლარიანი, 1 ცალი 50 ლარიანი და 2 ცალი 10 ლარიანი კუპიუ---. ფულის გამორთმევის შემდეგ ის გაიქცა. მისმა მეუღლემ ქარიმ სა-------მა იცნო ის პირი და თქვა, რომ იგი იდ---ი მი-------ი იყო.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მეხპა--- სა-------ამ განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ პირველ ქესალოში, იდ---ი მი-------ს იცნობს, იგი მათი თანასოფლელია, მათთან სახლში ხშირად დადიოდა და გარკვეული სახის სამუშაოებს ასრულებდა. 2019 წლის 23 თებერვალს იდ---ი მი-------ი მისული იყო მათთან სახლში და მის მამას ქა---მ სა-------ს ფულს სთხოვდა. იდ---იმ შუქი ჩააქრო და ისე შევიდა მათ სახლში. მას იდ---ი არ უნახავს რადგან უგონო მდგომარეობაში იყო და როცა გონს მოვიდა იქ ა---ვინ აღარ იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს ალგეთის განყოფილების დეტექტივის თანაშამწე გამომძიებელმა თეიმუ---ზ რეხვიაშვილმა და კინოლოგმა ნიკოლოზ ბიძინაშვილმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მართებულობა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა იდ---ი მი-------მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაზა---ლებულსა და მის ოჯახს კარგად იცნობს, ვინაიდან იგი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ ეხმარებიდა მათ სასოფლო სა--ურნეო საქმიანობის შესრულებაში. 2019 წლის 23 თებერვალს იგი იმყოფებოდა თავის ძმებთან ერთად და მას კანონსაწინააღმდეგი ა---ფერი არ ჩაუდენია. ის ფაქტი თუ რატომ მიუთითა ქა---მ სა-------მა მასზე როგორც მძარცველზე განმარტა, რომ ქა---მ სა-------- არის ასაკოვანი და მას უჭურს ადამიანების აღქმა.
იდ---ი მი-------ის საცხოვრებელი სახლის და სახლის ეზოში მდებარე შენობების ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, 2019 წლის 24 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს ალგეთის განყოფილების დეტექტივის თანაშამწე გამომძიებელ თეიმუ---ზ რეხვიაშვილის მიერ ჩატარდა მარნეულის რაიონის სოფელ მეორე ქესალოში მდებარე იდ---ი მი-------ის საცხოვრებელი სახლის და სახლის ეზოში მდებარე შენობების ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.
2019 წლის 24 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს ალგეთის განყოფილების დეტექტივის თანაშამწე გამომძიებელ თეიმუ---ზ რეხვიაშვილის მიერ, წყნარ, მშვიდ გარემოში, ბუნებრივი განათების პირობებში ამოღებული იქნა იდ---ი მი-------ის ტანსაცმელი.
2019 წლის 24 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს ალგეთის განყოფილების გამომძიებელ ბე--კ ჯანხთელის მიერ, ალგეთის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, წყნარ, მშვიდ გარემოში, ბუნებრივი განათების პირობებში ამოღებული იქნა ქა---მ სა--------ს ტანსაცმელი.
ნიმუშის აღების ოქმის შესაბამისად, 2019 წლის 24 თებერვალს, ექსპერტ - ნუგზარ ჯავახიშვილის მიერ ბიოლოგიური ჩხირებით, იდ---ი მი-------ის პირის ღრუდან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში. ნერწყვის ნიმუში შეიფუთა და დაილუქა სპეციალურ პაკეტებში FCI 433721.
ბრალდებულის დაკავებისა ოქმის მიხედვით, 2019 წლის 24 თებერვალს, 14:35 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს ალგეთის განყოფილების დეტექტივის თანაშამწე გამომძიებელ თეიმუ---ზ რეხვიაშვილის მიერ, წყნარ, მშვიდ გარემოში, წიმააღმდეგობის გაწევის გარეშე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა იდ---ი მი-------ი.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 24 თებერვალს, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ ბე--კ ჯა--------–-ს მიერ, ბინის მფლობელ ქა---მ სა--------ს, ე-სპერტების მა---ა გოგოლაძის, ზუ---ბ ბა------–---–ის, კინოლოგ ნიკოლოზ ბიძინაშვილის და თარჯიმან ნა----–ი ლალიშვილის მონაწილეობით, დათვალიერდა მარნეული, სოფელ პირველ ქესალოში მდებარე ქა---მ სა--------ს საცხოვრებელ სახლი და მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერებისას ამოღებული იქნა გამჭვირვალე კოლგოტი, სუნის ნიმუში და ჩამრთველიანი მრიცხველიდან ანაწმენდები. ანაწმენდები, სუნის ნიმუში და კოლგოტი დაილუქა კანონის შესაბამისად.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 25 თებერვლს, ექსპერტ ირაკლი წვერავას მიერ იდ---ი მი-------ისგან, აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რაც შემდგომ მოთავსდა 0.5 ლ. ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა კინოლოგიის სამსახურის N46/30 ლუქით. ქილა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები, საქმის ნომერი და დათარიღდა.
დადგენილებით დაზა---ლებულად ცნობის შესახებ 2019 წლის 25 თებერვალს დაზა---ლებულად იქნა ცნობილი ქა---მ სა--------, რომელსაც მიადგა ქონებრივი ხა--ათის ზიანი.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2019 წლის 25 თებერვალს იდ---ი მი-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტა--ნტის 2019 წლის 21 მარტის N82/ქმ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სისხლის სამართლის N0312400219001 საქმეზე წარმოდგენილ იდ---ი მი-------ისა და ქა---მ სა--------ს ტანსაცმლის ზედაპირზე ურთიერთგარდამავალი ბოჭოს ნაწილაკები არ აღმოჩნდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტა--ნტის 2019 წლის 18 მარტის N46/22-17 ოდოროგიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სისხლის სამართლის N0312400219001 საქმეზე, მარნეულის რაიონის სოფელ პირველ ქესალოში მცხოვრებ, ქა---მ სა-------ზე განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები ა---იდენტურია იდ---ი მი-------ისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.
სსიპ „ლევან სამხა---ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ბიოლოგიური ექსპერტიზის N003352319 დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...4 ც. ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდებით..." მოთავსებული კონვერტში, წარწერით: ,,2 ც ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდით დენის მრიცხველის ყუთის ზედაპირიდან მოტავსებული სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.N1) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმჩნდა; პაკეტში, კონვერტში, წარწერით: ,,2 ც ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდით დენის მრიცხველის ჩამრთველის ზედაპირიდან" მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობით სქე--ს პირს. -პაკეტში წარწერით: ,,...კოლგოტის ონაჭერი.." მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე არსებულ ბიომასალას (ობ.N3) შერეულ გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება იდ---ი მი-------ის (ობ. N4; პაკეტი, წარწერით: ,,..იდ---ი მი-------ის ნერწყვის ნიმუში.." გენეტიკური პროფილის ალელები.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შე-ფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ იდ---ი მი-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა იდ---ი მი-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წე--თ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკა--- და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვა---უდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა---ვინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წე--თ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდა--ნტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყუ---დღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობის და შინაარსის შევსება. ამის პა---ლელუ---დ, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხა--ათს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრე-მბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უნდა შემოწმდეს კონკრეტულად მიეცა თუ ა--- განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49)
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვა---უდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბა---ნი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no.30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმფციიდან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა გაბათილებული ეჭვი იმის შესახებ, რომ 2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში იდ---ი მი-------მა უკანონოდ შე-ღწია ქა---მ სა--------ს საცხოვრებელ სახლში, ეზოში გამოსულ ქა---მ სა-------ს ხელები შეუბოჭა, სამზარეულოში შეიყვანა და მოსთხოვა ფულადი თანხის მიცემა. ამის შემდეგ ქა---მ სა-------მა სახლში მყოფ მეუღლეს ა--ლი სა-------ს მოატანინა ფული 150 ლარის ოდენობით და გადასცა იდ---ი მი-------ს, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკა--- და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაში, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მოიაზრება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე. ამასთანავე, აღნიშნული მტკიცებულებები, რომლებიც შექმნის ერთობლიობას, უნდა იყოს პირდაპირი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყუ---დღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის ამგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ერთობლიობაში იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
სასამართლო ყუ---დღებას გაამახვილებს პირველ რიგში იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილზე, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს, სხდომაზე დაკითხულ პირთაგან იმყოფებოდა მხოლოდ დაზა---ლებული ქა---ლ სა--------, რომლის ჩვენებაც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას დანაშაულის ფაქტთან მიმართებით. დაზა---ლებული კი ჩვენებაში მიუთითებს, რომ ბრალდებული არის მისი მეზობელის და თანასოფლელი, რომელსაც უხმობს ხოლმე მაშინ, როდესაც დახმარება სჭირდება. მძარცვველში მან ამოიცნო იდ---ი მი-------ი, რომელსაც ეკეთა ნიღაბი, ბრალდებული კი მან ამოიცნო ხმით და აღნაგობი. შემთხვევის დროს დაზა---ლებულის საცხოვრებელ სახლში, ასევე იმყოფებოდ დაზა---ლებულის მეუღლე ა--ლი სა-------ა და შვილი მეხპა--- სა-------ა. სასამართლო პროცესზე მეუღლემ ა--ლი სა-------ამ განმატა, რომ მისმა მეუღლემ ამიცნო ის პირი და თქვა, რომ იგი იდ---ი მირზოევი იყო, ხოლო შვილმა მეხპა--- სა-------ამ სასასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მას იდ---ი მი-------ი არ უნახავს, რადგან უგონო მდგომარებაში იყო და როცა გონს მოვიდა იქ ა---ვინ არ იყო.
აღიშნულ ჩვენებებს სასამართლო ვერ აღიქვამს, როგორც ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ, გონივრულ ეჭვს მიღმა დამადასტურებელ მტკიცებულებად.
სასამართლო ყუ---დღებას გაამახვილებს სსიპ ,,ლევან სამხა---ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ბიოლოგიური ექსპერტიზის N003352319 დასკვნაზე, რომლის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...4 ც. ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდებით..." მოთავსებული კონვერტში, წარწერით: ,,2 ც ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდით დენის მრიცხველის ყუთის ზედაპირიდან მოთავსებული სპეცდანისნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.N1) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმჩნდა; პაკეტში, კონვერტში, წარწერით: ,,2 ც ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდით დენის მრიცხველის ჩამრთველის ზედაპირიდან" მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობით სქე--ს პირს. პაკეტში წარწერით: ,,...კოლგოტის ონაჭერი.." მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე არსებულ ბიომასალას (ობ.N3) შერეულ გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება იდ---ი მი-------ის (ობ. N4; პაკეტი, წარწერით: ,,..იდ---ი მი-------ის ნერწყვის ნიმუში..") გენეტიკური პროფილის ალელები.
აღნიშნული დასკვნა მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მოწმეთა ჩვენების იმ მონაკვეთთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, მოწმეებმა ივა---უდეს, რომ სინათლე მრიცხველიდან გამორთო იდ---ი მი-------მა, ასევე პირი რომელსაც თავზე ჩამოცნული ჰქონდა კოლგოტის ნაჭერი იყო იდ---ი მი-------ი.
შესაბამისად მოწმეების ქა---მ სა--------ს, ა--ლი სა-------ას და მეხპა--- სა-------ას ჩვენებებით მოყვანილი ფაქტები არ დასტურდება შესაბამისი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
საქმეზე ჩატარებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტა--ნტის 2019 წლის 18 მარტის N46/22-17 ოდოროგიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სისხლის სამართლის N0312400219001 საქმეზე, მარნეულის რაიონის სოფელ პირველ ქესალოში მცხოვრებ, ქა---მ სა-------ზე განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები ა---იდენტურია იდ---ი მი-------ისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზა---ლებულ ქა---მ სა--------ს სცხოვრებელ ბინაში იდ---ი მმი-------ის სუნის კვალის არ არსებობა საეჭვო და სადაო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს. რითაც ივა---უდება, რომ იდ---ი მი-------ი დაზა---ლებულ ქა---მ სა--------ს სახლში არ იმყოფებოდა.
ასევე საგულისხმოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტა--ნტის 2019 წლის 21 მარტის N82/ქმ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის N0312400219001 საქმეზე წარმოდგენილ იდ---ი მი-------ისა და ქა---მ სა--------ს ტანსაცმლის ზედაპირზე ურთიერთგარდამავალი ბოჭოს ნაწილაკები არ აღმოჩნდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით მძარცველს გაკავებული ყავდა ქა---მ სა-------- და მასთან ჰქონდა უშუალო კომტაქტი.
აღსანიშნავია, რომ იდ---ი მი-------ის სახლში და დამხმარე შენობებში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, თულადი თანხა 150 ლარის ოდენობით არ ყოფილა ამოღებული.
გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ გამომძიებელი: თეიმუ---ზ რეხვიაშვილი რომლემაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატა--- მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე და დაკითხვისას მხოლოდ მათი სისწორე დაადასტუ---. დაიკითხა კინოლოგი ნიკოლოზ ბიძინაშვილი, რომლემაც უფლებამოსილების ფარგლებში აიღო ნიმუში; შესაბამისად, მითითებულ მოწმეთაგან არც ერთის ჩვენება არ წარმოადგენს იდ---ი მი-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არ არის შეკრებილი და წარმოდგენილი იმ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუა---დ დაადასტურებდა იდ---ი მი-------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, სახეზე- ბრალდებულ იდ---ი მი-------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წე--თ, მტკიცებულებათა აშკა---ობის, დამაჯერებლობის და ერთობლიობის კუთხით, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუა---დ დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზე, რაც უტყუა---დ დაადასტურებდა პირის ბრალეულობას ამა თუ იმ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავე- თუ ა--- კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წე--თ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წე--თ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკა--- და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა იდ---ი მი-------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლისა მე-3 ნაწილის „გ“,და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც იგი უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
იდ---ი მი-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, ელექტრო მრიცხველიდან აღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან 20 მეტრში, მიტოვებული შენობის ეზოდან ამოღებული კოლგოტის ნაჭერი, იდ---ი მი-------ისგან აღებული ნერწყვის და სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
იდ---ი მი-------ის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - იდ---ი მი-------ს.
ქა---მ სა--------ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ქა---მ სა-------ს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
იდ---ი მი-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
იდ---ი მი-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
გამართლებულ იდ---ი მი-------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, ელექტრო მრიცხველიდან აღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან 20 მეტრში მიტოვებული შენობის ეზოდან ამოღებული კოლგოტის ნაჭერი, იდ---ი მი-------ისგან აღებული ნერწყვის და სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
იდ---ი მი-------ის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - იდ---ი მი-------ს.
ქა---მ სა--------ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ქა---მ სა-------ს.
აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ჯემალ კოპალიანი