განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119003067086
N1/181-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
30 სექტემბერი, 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლ---–------------–---–ი
ბრალდებული: დ----- კ------–---–ი
მამის სახელი: ო------
დაბადებული: 2------------------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქ------
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ა–-----ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ა–-----ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126I-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ეპიზოდი:
1. დ----- კ------–---–ს ბრალი ედებოდა, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სახელდობრ.
2. 2019 წლის 24 მაისს ახმეტის რაიონში, სოფელ ა–-----ში, საკუთარ საცხოვრებელი სახლის აივანზე დ----- კ------–---–მა ძალადობის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ლ---- კ------–---–ს, კერძოდ ცოცხის ტარს ურტყამდა ზურგში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ლ---- კ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126I-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მუქარის ეპიზოდი:
4. დ----- კ------–---–ს ბრალად ედებოდა, რომ მან ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდსაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. 2019 წლის 24 მაისს ახმეტის რაიონში, სოფელ ა–-----ში, საკუთარ საცხოვრებელი სახლის აივანზე დ----- კ------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას ლ---- კ------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
6. ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამარლომ დაადგინა.
7. დ----- კ------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება, რითაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო. დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედებები.
8. დაზარალებულმა ლ---- კ------–---–მა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
9. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულ - დ----- კ------–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126I-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:
10. დაცვის მხარემ დაზარალებულ ლ---- კ------–---–ის მიერ შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემდეგ, დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა ყველა მტკიცებულება. კერძოდ, მ-----–---------–---–ის, ი---------–-–---–ის, დ----- რ------ის, მ------–-–--–---–ის, ქ-----------–--ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დაკავების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულება და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
13. დ----- კ------–---–ის მიერ დედის ლ---- კ------–---–ზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებული ლ---- კ------–---–ი, რომელმაც უარი განაცხადა შვილის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე და შესაბამისად, არ დაადასტურა გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება.
14. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
15. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს პრეიუდიციებს, იმ მტკიცებულებეს, რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:
16. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 27 მაისის დასკვნით (ს.ფ 168-169) დადგენილია, რომ ლ---- კ------–---–ს პირადი გასინჯვით სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
17. არასადავო მტკიცებულებებით, მოწმეების, მ------–-–--–---–ისა და ქ-----------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი უშუალოდ არ შესწრებიან დ----- კ------–---–ის მხრიდან დედის ლ---- კ------–---–ის მიმართ ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტს. მათ გამოძიებას მოუყვნენ დაზარალებულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რაც შემდგომ სასამართლოში დაზარალებულმა აღარ დაადასტურა. (ს.ფ 46-49. 162-165)
18. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ძალადობის ფაქტების) მიმართ გამოძიების ეტაპზე წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). სასამართლო სხდომაზე კი, ვინაიდან, დაზარალებულმა აღარ დაადასტურა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასადავო მტკიცებულებები მ------–-–--–---–ისა და ქ-----------–--ის ჩვენებები უკვე აღარ ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ირიბ ჩვენებასაც არ წარმოადგენს. კიდეც რომ მივიღოთ ირიბ ჩვენებად, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოების - ძალადობის ჩამდენი პირის (სუბიექტის) დადგენის ნაწილში, ზემოაღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, რაც სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავს მათ საფუძველზე დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას.
19. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. (იხილე ქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2)
20. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.)
21. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს, რომ დ----- კ------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, ან მის მიმართ განახორციელა ძალადობა.
22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ოჯახურ ძალადობად განმარტავს ქმედებას, - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დ----- კ------–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს, ის, რომ მან ფიზიკური ტკივილი მიაყენა ლ---- კ------–---–ს.
23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით
სიცოცხლის მოსპობის მუქარის მაკვალიფიცირებელ ნიშნად მოიაზრებს დაზარალებულის აღქმას, რომ როდსაც იმას მას ემუქრებიან დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
24. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად, უწყვეტად, რამდენჯერმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ტკივილს აყენებს. მსუბუქ დარტყმას, რასაც არ მოჰყოლია ფიზიკური ტკივილი ცემად არ განიხილება, ასევე ცემას არ წარმოადგენს ერთი დარტყმა, თუნდაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. ასეთი ერთჯერადი დარტყმა ჩაითვლება სხვა ძალადობად.
25. ამდენად დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება არის ის, რომ დაზარალებული განიცდის ტკივილს.
26. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ლ---- კ------–---–მა სასამართლოს არ მისცა შვილის მამხილებელი ჩვენება. აღნიშნულით არ დაადასტურა, რომ მას შვილმა დ----- კ------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ფიზიკური ტკივილი განიცადა. ასევე არ დაადასტურა, რომ მას შვილი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სხვა მტკიცებილება, რაც დაადასტურებდა დ----- კ------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენისა და მუქარის განხორციელების ფაქტს, სასამართლოში არ გამოკვლეულა.
27. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
31. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
32. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ----- კ------–---–ი მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
34. ასევე დ----- კ------–---–ი მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
35. გამართლებულ დ----- კ------–---–ს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
36. დ----- კ------–---–ი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
37. დ----- კ------–---–ი სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
38. დ----- კ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
39. ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ცოცხი, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
40. დ----- კ------–---–ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
41. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
42. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური