განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
210100119003183742
დავის ტიპი
126 2 ბ , 126
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003183742

saqme #1/183-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ . სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ ბ----- შ---–---–--,ბრალდებულ _ ზ------- ქ----–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034020819001

 

ბრალდებულ - ზ------- ქ----–---–-- მიმართ

პირადი ნომ---- - 4----------

დაბადებული - 3-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება - ს-–----–-- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული

ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული- ს--------- რაიონი, სოფელი ქ----- ბ------

ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. რ--------, მ------–-- ქუჩა №8

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: სსკ-ის 111-120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ზ------- ქ----–---–-- ჩაიდინა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ს--------- რაიონის, სოფელ ქ----- ბ------–- მდებარე ბ----–---–---- საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ------- ქ----–---–--, არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- ქ----–---–-- თანდასწრებით, დამტვრეული მინის ბოთლი ზურგისა და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა სიმამრს - ო----- ბ----–---–-, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ესე იგი, ზ------- ქ----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ზ------- ქ----–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ------- ქ----–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 20 სექტემბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ------- ქ----–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------- ქ----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------- ქ----–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინებები №2044276, №2044108, №2044281, №2044531 და №2044626 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება ო----- ბ----–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ ო----- ბ----–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ზ------- ქ------–---–--, მ---- კ----–------–---–--, მ--- კ----–------–---–--, ზ------ ბ---------, ლ-–- თ------–-–---–--, ა-–---- თ-------–---–--, მ---- ბ------------, ლ--–- ნ------–---–--, ა-–---- ნ------–---–--ა და ვ------ უ------–---–-- გამოკითხვის ოქმები; ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმები; ო----- ბ----–---–-- ავადმყოფობის ისტორია; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 15 აგვისტოს №005737619 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ზ------- ქ----–---–-- დაკავების ოქმი; ზ------- ქ----–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ზ------- ქ----–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ზ------- ქ----–---–-- ჩაიდინა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მართებულად მიაჩნია, რომ ზ------- ქ----–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შესაბამისად, ზ------- ქ----–---–- სასჯელის სახე და ზომა განესაზღვროს მითითებული მუხლის სანქციის ფარგლებში.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამავდროულად, სასამართლო ზ------- ქ----–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზ------- ქ----–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ამავდროულად, სასამრთლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ზ------- ქ----–---–- პასუხისმგებლობას უმსუბუქებს შემდეგი გარემოებანი, კერძოდ, იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაკავებამდე იყო დასაქმებული და ფიზიკური შრომით არჩენდა ოჯახს. ამდენად, ბრალდებულის მიერ მომხდარი ფაქტის გულწრფელი აღიარება და მონანიება სასამართლოსათვის წარმოადგენს საფუძველს აღნიშნული მიიჩნიოს მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო, დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

ბრალდებულ ზ------- ქ----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, კერძოდ, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლოს მიაჩია, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ------- ქ----–---–- სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, ხოლო, დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------- ქ----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, ხოლო, დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.

 

2. გაუქმდეს ზ------- ქ----–---–-- მიმართ ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ------- ქ----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 აგვისტოდან.

 

4. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ზ------- ქ----–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ზ------- ქ----–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

6. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ო----- ბ----–---–-- კუთვნილი სისხლიანი მაისური, სისხლის ლაქები, მინის ბოთლის ნამსხვრევები, ასევე, ზ------- ქ----–---–--აგან და ო----- ბ----–---–--აგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რაც გადაგზავნილია კვლევისათვის საექსპერტო დაწესებულებაში, დაბრუნების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 2 (ორი) ცალი ხის სკამი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი