განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003161695
№1/159-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დ----- ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - გ------- ო-----–---–ის
ადვოკატ - გ--–- ტ--–--–-–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: გ------- ო-----–---–ი
მამის სახელი: ო---
დაბადებული: 1--------- წელს
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გ----------------------------–-------–----
ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-------–----
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: გ------- ო-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლიდან, გ------- ო-----–---–ი, თანაცხოვრების პერიოდში, გ-----------------------------–------–--ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის ა-- ო-----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ლ--–- ც----–---–ს, რომელსაც 2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 04:00 საათზე, თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. გ------- ო-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ--–- ც----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, გ------- ო-----–---–მა, გ-----------------------------–------–--ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მხრებში, ხელებსა და ფეხებში მუშტების მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს ლ--–- ც----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ------- ო-----–---–ი 2019 წლის 20 ივლისს 02:45 საათზე დააკავეს და 2019 წლის 21 ივლისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლიდან, გ------- ო-----–---–ი, თანაცხოვრების პერიოდში, გ-----------------------------–------–--ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვა--ს შვილის ა-- ო-----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ლ--–- ც----–---–ს, რომელსაც 2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 04:00 საათზე, თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. გ------- ო-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ--–- ც----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. 2019 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, გ------- ო-----–---–მა, გ-----------------------------–------–--ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მხრებში, ხელებსა და ფეხებში მუშტების მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს ლ--–- ც----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ლ--–- ც----–---–ის, მოწმეების - ო----- ნ-------–---–ის, გ------ ნ-–--–-–---–ის, დ----- ო-----–---–ის, გ------- ო-----–---–ის, ა-- ო-----–---–ის, ნ---- კ----–---–ის, ც---–- ო-----–---–ის, მ----- ც----–---–ის, თავად ბრალდებულ გ------- ო-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2016 წლიდან, გ------- ო-----–---–ი, თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ლ--–- ც----–---–ს, რომელსაც 2019 წლის 25 მარტს, თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. გ------- ო-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ--–- ც----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვა, აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი და უნდა იწვევდეს დაზარალებულის ტანჯვას.
რაც შეეხება ძალადობას, მასში მოიაზრება ნებისმიერი ხასიათის ფიზიკური ძალადობრივი მოქმედება, მათ შორის სხეულის ან თავის არეში დარტყმა, როგორც ერთჯერადი ასევე მრავალჯერადი, თმების წიწკვნა, პანღურის ამოკვრა, ხელების გადაგრეხა და ა.შ. ამგვარმა ძალადობრივმა მოქმედებებმა უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ უნდა იწვევდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ო-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ლ--–- ც----–---–ის, მოწმეების - ო----- ნ-------–---–ის, გ------ ნ-–--–-–---–ის, დ----- ო-----–---–ის, გ------- ო-----–---–ის, ა-- ო-----–---–ის, ნ---- კ----–---–ის, ც---–- ო-----–---–ის, მ----- ც----–---–ის, თავად ბრალდებულ გ------- ო-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ა-- ო-----–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2016 წლიდან, გ------- ო-----–---–ი, თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვანი შვილის - ა-- ო-----–---–ის თანდასწრებით სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ლ--–- ც----–---–ს, რომელსაც 2019 წლის 25 მარტს, თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. გ------- ო-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ--–- ც----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ლ--–- ც----–---–ის, მოწმეების - ო----- ნ-------–---–ის, გ------ ნ-–--–-–---–ის, დ----- ო-----–---–ის, გ------- ო-----–---–ის, ა-- ო-----–---–ის, ნ---- კ----–---–ის, ც---–- ო-----–---–ის, მ----- ც----–---–ის, თავად ბრალდებულ გ------- ო-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, გ------- ო-----–---–მა, მხრებში, ხელებსა და ფეხებში მუშტების მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს ლ--–- ც----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ო-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ო-----–---–მა ჩაიდინა:
1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ------- ო-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გ------- ო-----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გ------- ო-----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მის მიერ ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელთაგან ერთს სისტემატიური ხასიათი აქვს, ორივე შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის წევრი - მეუღლეა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ო-----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, გ------- ო-----–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გ------- ო-----–---–ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
წინასასამართლო სხდომაზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, გ------- ო-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი. გ------- ო-----–---–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ო-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
გ------- ო-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ------- ო-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გ------- ო-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 ივლისის 02:45 საათიდან 2019 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი