განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119003182148
საქმე #1/437-19 (011040819003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ--------- ლ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ------- მ-------–---–- (დაბადებული 1----–-–--------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–----–ში)
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტები, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 4 აგვისტოს, საღამოს, გ------------------------–----–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ნ------- მ-------–---–მა შვილიშვილების - 8 წლის ლ--- ბ-------ისა და 7 წლის ნ----- ბ-------ის თანდასწრებით თავის შვილს - თ----- მ-------–---–ს ხელები მოუჭირა ყელში და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და თავში, ხოლო მეუღლეს - ც---- პ------–---–ს - ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, თავისა და ზურგის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ----- მ-------–---–მა და ც---- პ------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ნ------- მ-------–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ----- მ-------–---–სა და ც---- პ------–---–ს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ------- მ-------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული თ----- მ-------–---–-ს, ც---- პ------–---–ის, ლ--- ბ-------ის, ნ----- ბ-------ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ------- მ-------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ნ------- მ-------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მონანიებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული, არ არის სახდელდადებულიც კი, მის ასაკს - იგი 62 წლისაა. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედებების გარემოებებს - ნ------- მ-------–---–- არ მოერიდა არასრულწლოვან შვილიშვილებს და მათი ტირილისა და თხოვნის მიუხედავად, სცემა მათ დედას, ასევე სცემა მათ გასაშველებლად მისულ თავის მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის ორ წევრს;
5.2 სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ნ------- მ-------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე გარკვეული ვადით შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------- მ-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტებით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ნ------- მ-------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ნ------- მ-------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 5 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით;
მსჯავრდებულ ნ------- მ-------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი