განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
040100119003035609
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040100119003035609

#1/21-19

(გამოძიების №065120519001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2019 წელი ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - ეკატერინე მუკბანიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ------ მ--–---------

მამის სახელი: ბ----;

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–--, ც------;

მოქალაქეობა: ს----------–--;

განათლება: უ-----–---;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;

ნასამართლეობა: ნ----------–----- არ მქონე;

პირადი ნომერი: 4----------;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი - ც------, ქუჩა/მასივი - ე-. ნ----–---–-- 1-;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი - ც------, ქუჩა/მასივი - ე-. ნ----–---–-- 1-;

ადვოკატი - რ---- ზ----–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 08:30 საათზე, ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო------––-, თ--- მ--------–---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოში, დ----- მ--–---------- ჩაიდინა ძალადობა ბებიის - დ--–- უ-------–---- მიმართ, კერძოდ ამ უკანასკნელზე უმიზეზოდ განაწყენებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და ამასთან ხელის კვრით გულაღმა წააქცია მიწაზე. დ----- მ--–---------ს ქმედების შედეგად დ--–- უ-------–---- წელის არეში განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2.ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, დ------ მ--–--------- არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

3.სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ--–- უ-------–---- გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის(შვილიშვილი) წინააღმდეგ (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---- მ--–---------- გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის(შვილის) წინააღმდეგ (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

5.სასამართლო სხდომაზე, მოწმე თ------ მ-------–----- განაცხადა, რომ ცხოვრობს ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო------––- არასრულწლოვან შვილებთან გ---–- და მ----- მ--–-------------- და დედამთილ - დ--–- უ-------–----თან ერთად. მეუღლე გარდაეცვალა 2019 წლის იანვარში. დედამთილს, დ--–- უ-------–---- აქვს ძალიან რთული ხასიათი. დღიდან ოჯახში მისვლისა, 19 წლის მანძილზე, მის მიმართ მუდმივად გამოხატავს უკმაყოფილებას. უმიზეზოდ ეჩხუბება და აყენებს შეურაცხყოფას. კონფლიქტურია მეზობლებთან, რომლებიც წლების მანძილზე ენდუროდნენ და შეურიგდნენ შვილის გარდაცვალების შ------. დ--–- უ-------–---- ჰყავს მეორე ვაჟი- ბ---- მ--–---------, რომელიც ცხოვრობს ც-----–- ოჯახთან ერთად. ბოლო დროს დ--–- უ-------–--- განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა, აუტანელი ქცევის გამო ნათესავებს სთხოვა დახმარება, ან წაეყვანათ, ან შეეჩერებინათ მისი ასეთი ქცევა. 12 მაისს, დილით, მათთან მივიდა მეუღლის ძმა ბ---- მ--–---------, შვილთან, დ----- მ--–------------ ერთად. მიესალმნენ ერთმანეთს და დაიწყეს საუბარი. ამ დროს მისმა დედამთილმა დ--–- უ-------–---- დაიწყო ყვირილი, წყევლა და უცენზური სიტყვებით მისი მოხსენიება. დ----- მ--–--------- გარეთ გავიდა და სთხოვა გაჩუმებულიყო. ის კი ყვირილით წავიდა მეზობლის, თ--- მ--------–---–-- სახლისკენ. დ-----მა სთხოვა უკან დაბრუნებულიყო და გაჰყვა მას. როცა ბ---- და ის სახლიდან გამოვიდნენ, დ--–- უ-------–--- მიწაზე იჯდა. იქვე, მოშორებით იყო დ----- მ--–--------- და თ--- მ--------–---–-. დ--–- ადგა და მას წყევლითა და ლანძღვით გაჰყვა, თან პოლიციაში დარეკვით იმუქრებოდა. დ--–- სხვის წინაშე ხშირად თამაშობს რომ თითქოს გული წაუვიდა. არის ნერვული. გავლილი აქვს მკურნალობის კურსი ფსიქიატრთან და ფსიქოლოგიურად ძალადობს მასზე. დ----- მ--–--------- მას არ შეხებია, მხოლოდ სთხოვდა გაჩუმებულიყო. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

6.სასამართლო სხდომაზე, მოწმე თ--- მ--------–---–-- განაცხადა, რომ ცხოვრობს დ--–- უ-------–---- მეზობლად, რომელსაც ოჯახში ჰყავს რძალი - თ------ მ-------–---- და ორი შვილიშვილი - გ---–- და მ----- მ--–-----------. დ--–-ს რძალთან აქვს უკმაყოფილება. ის არის ნერვული, განსაკუთრებით შვილის გარდაცვალების შემდგომ. 12 მაისს, დილით ადრე შემოესმა ხმაური, რომელიც მოდიოდა დ--–- მ--–---------ს ეზოდან. გავიდა და დაინახა დ--–- უ-------–----მ--–--------- რომელიც მიწაზე იჯდა. იქვე იყო მისი შვილიშვილი დ----- მ--–---------. მათ შორის რა მოხდა არ იცის. არ დაუნახავს. მათი სახლები ერთმანეთთან ახლოს არის, ხმა ისმის, მაგრამ დანახვით ვერაფერს დაინახავდა. დ--–-ს აქვს ფეთქებადი ხასიათი. ცდილობს გაუგოს.

 

7.სასამართლო სხდომაზე, მოწმე ს--–---- ს--–------ განაცხადა, რომ მუშაობს ც------ს რაიონული სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მის მიერ, 2019 წლის 12 მაისს, 1--–ის სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოკითხული იქნა დ--–- უ-------–---, რომელმაც განაცხადა, რომ 12 მაისს, შვილიშვილმა, დ----- მ--–----------, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მის მიერვე იქნა შედგენილი დ----- მ--–---------ს დაკავების ოქმი, გამოიკითხა დ----- მ--–---------, რომელმაც განმარტა, რომ ბებიასა და ბიცოლას შორის არსებული კონფლიქტის გამო მამასთან ერთად ავიდა სოფელ ო------––-. უარყო დ--–- უ-------–---- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. მის მიერვე გამოიკითხენ მოწმეები თ------ მ-------–----, ბ---- მ--–---------, რომელთაც არ დაუნახავთ რა მოხდა ბებიასა და შვილიშვილს შორის, დ--–-ს სახლიდან გასვლის შემდგომ. ადასტურებენ, რომ დ----- მ--–--------- ცდილობდა მის დამშვიდებას, რომ სთხოვდა ხმაური შეეწყვიტა. მან მომხდარის შესახებ გაიგო 1--–დან მიღებული ინფორმაციისა და დ--–- უ-------–----აგან და არასოდეს შესწრებია დ--–- უ-------–----ა და დ----- მ--–---------ს ჩხუბს (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

8.საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და შესაბამისად მოწმეთა სიიდან ამოირიცხა ექსპერტი გიორგი გრიგოლაშვილი(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

9.სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ----- მ--–---------- გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

10.2019 წლის 12 მაისს, 1--–ზე შესული შეტყობინების თანახმად, შეტყობინება განახორციელა დ--–- უ-------–----, რომ სოფელ ო------––-, მის ოჯახში არის კონფლიქტი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ითხოვს დახმარებას(ს.ფ.1);

 

11.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მაისის N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე დ--–- უ-------–---- სხეულზე, გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება(ს.ფ. 9-12).

 

12.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, .საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. მოწმე ც------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე –გამომძიებელი ს--–---- ს--–----- ჩვენებაში უთითებს, რომ ინფორმაცია მიიღო 1--–საგან შესაძლო დანაშაულის შესახებ, გამოკითხა დაზარალებული, გამოსცა შემაკავებელი ორდერი, მონაწილეობას იღებდა ბრალდებულის დაკავებაში. მოწმე თ------ მ-------–----- დაადასტურა დაზარალებულ დ--–- უ-------–----აგან ფაქტების სიმულაციის შემთხვევა, მისი ნერვული ხასიათი, მის ფეთქებად და ასატან ხასიათზე მიუთითა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა თ--- მ--------–---–--. არც ერთი მოწმე არ არის ფაქტის თვითმხილველი, ყველა მათგანი ეყრდნობა დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულ დ----- მ--–---------საგან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დ--–- უ-------–----ადმი. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა დ--–- უ-------–---- მასზე განხორციელებული ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). ბუნებრივია უარყოფილია ასევე მისი მხრიდან, მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის საკითხი, ხოლო რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, დ----- მ--–---------ს ქმედების შედეგად დ--–- უ-------–---- რაიმე დაზიანება არ აღენიშნება, ტკივილის მიყენების თაობაზე კი სასამართლოზე არ განუცხადებია.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების (ს--–---- ს--–-----, თ------ მ-------–----, თ--- მ--------–---–-) ჩვენებები ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს გაცემული ინფორმაციის ნამდვილობა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის წყარომ (დაზარალებული) გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, უტყუარად იმ პირის ვინაობაც კი არ დგინდება ვისი ინფორმაციაზეც მიუთითეს სასამართლოზე მოწმეებმა (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას დ----- მ--–---------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათსა და შეტყობინებაზე შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ და მიუთითებს, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რომელ დოკუმენტშია ასახული დაზარალებულის მიერ გაცემული ინფორმაცია, არამედ იმას, თუ რა დაადასტურა მან (დაზარალებული, მოწმე) სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია (იქნება ეს შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის განცხადება ან განმარტება) ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად, მით უფრო ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულის მიერ 1---ზე შეტყობინებისას გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ეს უკანასკნელი იმავეს არ ადასტურებს სასამართლო სხდომაზე, ისეთივე დატვირთვა და მტკიცებულებითი ძალა აქვს, როგორც გამოძიებაში ჩატარებულ გამოკითხვის ოქმს ან საგამოძიებო ექსპერიმენტს და რაიმე არსებითი ხასიათის განსხვავება მათ შორის არ არსებობს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა შეიქმნას საქმეში მტკიცებულებათა სიმრავლის არსებობის მცდარი წარმოდგენა.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე სასამართლოს მიერ.

 

განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში, საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ----- მ--–---------ს ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1დ----- მ--–--------- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.დ----- მ--–---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

3.გამართლებულ დ----- მ--–--------- უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ს----------–--ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - ,,1--“ ოპერატიული მართვის სამმართველოდან მიღებული შეტყობინების აუდიოაჩანაწერი ერთ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6.განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი