განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
140100119003188432
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003188432

საქმე #1/446-19 (011260719005)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ------ ქ-----–-–---–- (დაბადებული 1----–-–-------------, პირადი №-----------, ნასამართლევი /გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - 2 წელი რეალურ ზომად, 3 წელით პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით/ მცხოვრები გ------------------------–-----------ში)

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, 126-ე მუხლის 1-ლი და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილები

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, გ----–----------–-–---–----------------ში მდებარე ნ------- პ---–--–---–ის საცხოვრებელ სახლში მ------ ქ-----–-–---–მა თავის არასრულწლოვან შვილს - 16 წლის გ------- ქ-----–-–---–ს შელაპარაკების გამო ხელი დაარტყა სახეში და სანათი - მუცელში, რის შედეგად გ------- ქ-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, მ------ ქ-----–-–---–მა რ--------- გ--------ეს სავარცხელი მოარტყა სახეში, რის შედეგად რ--------- გ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.2. 2019 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 15 საათზე, გორში, ცხინვალის გზატკეცილის №5-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში, ასევე შელაპარაკების გამო მ------ ქ-----–-–---–- თ-- გ--------ეს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად თ-- გ--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ------ ქ-----–-–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული გ------- ქ-----–-–---–-ს, ნ------- პ---–--–---–ის, რ--------- გ--------ის, თ-- გ--------ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ------ ქ-----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ------ ქ-----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედების გარემოებებს - მას ბრალად ედება ძალადობრივი დანაშაულის სამი ეპიზოდის ჩადენაში - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხანდაზმულ ქალს და სცემა არასრულწლოვან შვილს, რომელიც მის დაწყნარებას ცდილობდა. მხედველობაშია მისაღები, რომ მ------ ქ-----–-–---–- ნასამართლევია განზრახ მძიმე ნარკოტიკული დანაშაულისათვის, რისთვისაც იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, დაუდგინდა ორი სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაც. გარდა ამისა, იგი დანის გამოყენებით დაემუქრა მეუღლის დას. იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა, სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას, როგორც დამამძიმებელი გარემოება;

 

5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია მ------ ქ-----–-–---–-ს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამასთან, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეციდივის მხედველობაში მიღებითა და განაჩენთა ერთობლიობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ ქ-----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და მ------ ქ-----–-–---–ს მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა - 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ზომის ნაწილი - 1 (ერთი) წელი - დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და მ------ ქ-----–-–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 29 ივლისიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი