განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №-------- 4 სექტემბერი 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №------------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- მი------–---–-;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნუ------- ტრ------- ძე ჯა-------–---–- (დაბადებული 1--- წლის 1 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, შპს „დ------–-----------“ ოპერატორი, მცხოვრები ყ-------- რაიონის დაბა ს-------–------ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 2- ივნისს, შუადღის საათებში, ყ-------- რაიონის დაბა გ---------–-, სასტუმრო ,,ბიდარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარებისთვის ხდებოდა მზადება, გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს ფესტივალის ორგანიზატორი შპს „ბუმის“ კუთვნილი ხის კოტეჯები და ინვენტარი, რითაც ისარგებლა ნუ------- ჯა-------–---–-- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 15 ლარად ღირებულ ერთ ცალ წითელი ფერის ტარის მქონე ნიჩაბს და 5 ლარად ღირებულ ერთ ცალ ღია ყავისფერი ტარის მქონე თოხს, რითაც შპს „ბუმს“ მიადგა 20 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ნუ------- ჯა-------–---–-- თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას და სადავოდ არ ხდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შეს---მისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შეს---მისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3. გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულ ნუ------- ჯა-------–---–-ს მიერ გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაციით, რასაც დაეთანხმა სასამართლოში საქმის არსებით განხილვის სხდომაზე, დადგენილია, რომ 2019 წლის 2- ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, დაბა გ---------–- მისი კუთვნილი ნ---- მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა დაბა გ---------–- ძმასთან ერთად, რათა გაეპროტესტებინა გ---------–- მუსიკალური ფესტივალის ჩატარების მცდელობა. სასტუმრო „ბიდარას“ ტერიტორიაზე ფესტივალის ორგანიზატორებს განთავსებული ჰქონდათ ფესტივალისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი, ასევე იყვნენ მუშები, რომლებიც მუშაობდნენ, მაგრამ ხალხის პროტესტის შემდეგ მათ შეწყვიტეს მუშაობა და სამუშაო იარაღები დატოვეს ტერიტორიაზე. პროტესტის მონაწილეებმა დაამტვრიეს არსებული ინვენტარი, რათა შეეშალათ ხელი ფესტივალის ჩატარებაში. მას მონაწილეობა არ მიუღია ინვენტარის დაზიანებაში. შემდეგ დაიწყო წვიმა, რის გამოც მან და მისმა ძმამ გადაწყვიტეს წასულიყვნენ სახლში, დაბა ს-------–------ში, ხოლო როდესაც მივიდა თავის ავტომანქანასთან, რომელიც იდგა ფესტივალის გასამართ ტერიტორიაზე ავტომანქანის გვერდით, მან დაინახა, რომ მიწაზე უმეთვალყურეოდ ეგდო ზემოაღნიშნული მუშების მიერ დატოვებული სამუშაო იარაღები, კერძოდ, ერთი ცალი წითელ ტარიანი ნიჩაბი და ერთი ცალი თოხი. ახლომახლო არავინ იყო, რის გამოც მან აიღო ნიჩაბი და თოხი, ჩადო თავის მანქანაში და წავიდა დაბა ს-------–------- მიმართულებით. სახლში მისვლის შემდეგ მის მიერ დაბა გ-------------- წამოღებული ნიჩაბი და თოხი დადო სახლის უკან მდებარე მისავე ეზოში, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინა ისინი. ამის შემდეგ 2019 წლის 2- ივნისს მის სახლში მივიდნენ ყ-------- პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დადგენილების საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა და სახლის უკანა ეზოში აღმოაჩინეს მის მიერ დაბა გ-------------- წამოღებული ერთი ცალი თოხი და ერთი ცალი ნიჩაბი, რომლებზეც მან მაშინვე განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, რომ ეს იარაღები იყო მის მიერ მოპარული დაბა გ---------–- არსებული „ბიდარას“ ტერიტორიიდან.
3.4. 2019 წლის 2- ივნისის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების საფუძველზე ნუ------- ჯა-------–---–-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც სახლის ეზოში ამოღებული იქნა ერთი ცალი წითელ ტარიანი რკინის ნიჩაბი და ერთი ცალი თოხი, რომლებიც დაილუქა ადგილზე კანონით დადგენილი წესით პოლიეთილენის პარკში ლუქით 2-11. ჩხრეკის მონაწილე პირების მიერ რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ ფიქსირდება.
3.5. გამოძიების ეტაპზე, ონ--- კო---–---- გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 2- ივნისს იმის შემდეგ, რაც დაბა გ---------–- „ბიდარას“ ტერიტორიაზე მყოფმა მამაკაცებმა ხელი შეუშალეს ფესტივალის ჩატარებას და გაანადგურეს ტერიტორიაზე არსებული ინვენტარი, იქ მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც მას სახეზე არ დაუნახავს, ფარულად დაეუფლა ერთ ცალ წითელ ტარიან ნიჩაბს და ერთ ცალ ხის ტარიან თოხს, რომლებიც მოათავსა თეთრი ფერის ნ---- მარკის ავტომანქანაში და წაიღო ყ-------- მიმართულებით.
3.6. გამოძიების ეტაპზე ნი----–---- სა--------- გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2016 წლიდან მუშაობს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. გუდაურის პოლიციის განყოფილებაში შევიდა ინფორმაცია, რომლის თანახმად დაბა გ---------–-, სასტუმრო „ბიდარა“-ს ტერიტორიაზე გასამართ მუსიკალური ფესტივალის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გაპროტესტების და შემდგომში ფესტივალის ინვენტარის დაზიანების შემდეგ, დაბა ს-------–------ში მცხოვრებმა ნუ------- ჯა-------–---–-- მოიპარა აღნიშნული ფესტივალის კუთვნილი სამუშაო იარაღები, რომელიც წაიღო თავისი ავტომანქანით დაბა ს-------–------ში არსებულ მის საცხოვრებელ სახლში.
3.7. სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, წითელი ფერის ტარის მქონე ნიჩაბის ს---ზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 15 ლარს, ხოლო ღია ყავისფერი ტარის მქონე თოხის ს---ზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 5 ლარს.
3.8. გამოძიების ეტაპზე მა----- შა---–---- გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ის მუშაობს შპს „ბუმი“-ის დირექტორად. 2019 წლის 2- ივნისს, დაბა გ-------------- მათ წამოიღეს ფესტივალის ჩატარების მიზნით მათ მიერ შეძენილი ინვენტარი თბილისში, დათვალეს სრულად და აღნიშნულ ინვენტარს აკლდა მხოლოდ ორი ნივთი,- ერთი ცალი ნიჩაბი და ერთი ცალი თოხი. მას შეუძლია იარაღები ამოიცნოს შემდეგი ნიშან-თვისებებით: ნიჩაბი არის საშუალო სიგრძის შავი ფერის სახელურით, წითელი ფერის ტარით, ხოლო თოხი არის საშუალო სიგრძის, რომელსაც ტარი აქვს მოშავო ფერის.
3.9. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გაიხსნა დალუქული პაკეტი, რა დროსაც ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, დათვალიერდა იარაღები ნიჩაბი და თოხი.
3.10. ობიექტის ამოცნობის ოქმების თანახმად, 2019 წლის 2- ივნისს მა----- შა---–---- ამოიცნო სხვა საგნებთან ერთად განთავსებული ერთი ცალი თოხი, რომელიც არის საშუალო სიგრძის ხის მასალისაგან დამზადებული ტარითა და მოშავო ფერის ლითონის პირით და ერთი ცალი მოწითალო ფერის ტარის მქონე ნიჩაბი შავი ფერის ხელის მცირე მოსაკიდებლით და მოშავო ფერის რკინის პირით.
3.11. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი შპს „ბუმი“.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული და ასევე, მხარეების მიერ უდაოდ ცნობილი (დაზარალებულის წარმომადგენლის მა----- შა---–---- გამოკითხვის ოქმი, ნი----–---- კო–----, ზუ---- ბე------, ბე-- დვ--–-–---–--, ამ----- მა------–---–--, თე------ სე----------, ზუ---- ბუ-------–--, კა------ ბუ---------, გ--- გ-----ს, ვა---–- ბუ-------–--, ს--- ლო-–----, ლ---- ონ----- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ნუ------- ჯა-------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
5. სასჯელის განსაზღვრა:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და დამდგარ შედეგს, ზიანის ოდენობას, გირაოს შეფარდების პერიოდში ბრალდებულ ნუ------ ჯა-------–---–-ს ქცევას.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-4 ნაწილის შეს---მისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეეს---მება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
5.3. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ ნუ------ ჯა-------–---–-- გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითხოვს პატიებას და პირველად არის სამართალში.
5.4. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ნუ------- ჯა-------–---–- გულწრფელად აღიარებს დანაშაულის ჩადენას, რაც ბრალდებულის რესოციალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, სადაოდ არ გაუხდია მტკიცებულებანი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 20 (ოცი) ლარს, წარსულში ნასამართლობის არმქონეა, ხასიათდება დადებითად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ნუ------ ჯა-------–---–- სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-8-ე-2-9-ე, 271-274-ე, 277-ე 279 და 2-1-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნუ------- ჯა-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ნუ------- ჯა-------–---–-ს მიმართ გაუქმდეს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ერთი ცალი თოხი და ერთი ცალი ნიჩაბი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში მისი გამოცხადებიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7-ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს (ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ოშხარელი