განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2019
საქმის ნომერი
040100119003173096
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040100119003173096

N1/44

(გამოძიების N 0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2019 წელი ცაგერი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი ნანა ყვირილიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ----- შ--–--------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა---------–----------

მამის სახელი: ჯ------–-;

დაბადებული: 1--------- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–--,ა-------–------;

მოქალაქეობა: ს----------–--;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;

ნასამართლეობა: ნ----------–----- არ მ-----;

პირადი ნომერი: 0----------;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი - ა-------–------, სოფელი ა-----;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი - ა-------–------, სოფელი ა-----;

ადვოკატი - მ----- დ--------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 20 მაისს საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ა--------–---------- ,ა-------–------- რაიონის სოფელ ა-----–- გამავალ საავტომობილო გზაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, ამავე გზის შეკეთების დროს სამუშაო ტექნიკის მიერ მიწიდან ამოღებულ, ს----–-–----- ქ------- ე---------–- ს---------- კუთვნილ 63,88 მეტრი სიგრძის ლითონის მილს, რამაც 763,69 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია .

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 2- ა--------- წინას----------–-- სხდომის ოქმი, ს.ფ.164-168 ).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. ა--------–----------მ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.დაზარალებულის, სსიპ ს----–-–----- ქ------- ე---------–- ს---------- წარმომადგენლის ი----- ხ----–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულის წარმომადგენელი, ი----- ხ----–---, მუშაობს სსიპ ქ------- მ-------- ე---------–- ს---------- იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრში სპეციალისტის თანამდებობაზე. მათი სამსახურის მოვალეობას წარმოადგენს სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების განკარგვა-პრივატიზაცია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ირიცხება მათ ბალანსზე. უშუალოდ მის საპასუხისმგებლო ტერიტორიას წარმოადგენს ა-------–------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონება. 2019 წლის 22 მაისს ა-------–------- რაიონული სამმართველოდან შევიდა წერილი, ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----–- ს----–-–----- საკუთრებაში არსებული, ყოფილი ქიმიური ქარხნისკენ მიმავალი, უფუნქციო გზის მილების ქურდობის შესახებ. როგორც შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი, მილები მოიპარა სოფელ ა-----–- მცხოვრებმა ა--------–----------მ. ვინაიდან აღნიშნული ქონება წარმოადგენს ს----–-–----- საკუთრებას დაზარალებული არის სსიპ ქ------- მ-------- ე---------–- სააგენტო. დაზარალებულის წარმომადგენლის განმარტებით ადგილი ჰქონდა სულ 63.88 მეტრი სიგრძის ლითონის მილების ქურდობის ფაქტს, რითაც სსიპ ქ------- მ-------- ე---------– ს---------- და შესაბამისად სახელმწიფოს მიადგა ა------ ლ----------- მიერ ჩადენილი ქურდობის გამო ქონებრივი ზიანი 763 .69 ლარის ოდენობით. დაზარალებულის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან ა------ ლ----------- მხრიდან სრულად მოხდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გაჩნია .

 

6.მოწმის სახით დაკითხული მ------ გ-------–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინას----------–-- სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით ირკვევა, რომ მ------ გ-------–- არის ი---. მ-–----- და იბარებს ჯართს, თუმცა რადგან საკუთარი მანქანა არ ჰყავს თავისუფალ დროს ეხმარება მის მეგობარს და კლასელს, უ–---- ს------–---- და მის მამას, დ----- ს------–---- ჯართის ჩაბარებაში . 2019 წლის 20 მაისს დ----- ს------–---- და უ–---- ს------–---- გამოჰყვა ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----–- ჯართის მისაღებად. იყვნენ მათი კუთვნილი „-------- ტ---------- „ -ს მარკის, სახ. ნომრით R- 8-- T-, ავტომანქანით ის, უ–---- ს------–--- და მამამისი - დ----- ს------–---. როდესაც სოფელ ა-----–- ავიდნენ ადგილზე დახვდათ ა--------–----------, რომელსაც იმ დღეს დარეკილი ჰქონდა უ–----სთვის და ნათქვამი ჰქონდა, რომ ჯართი იყო ჩასაბარებელი. ამავდროულად შეხედეს, რომ გზიდან ტრაქტორს ქონდა ამოთხრილი რკინის მილები, რომლებიც უკვე იყო დაჭრილი რა დროსაც უ–----მ შეეკითხა თუ ვისი იყო აღნიშნული მილები. ა------ ლ----------- განმარტებით მილები იყო მისი, არ იყო მოპარული და დააჯერა, რომ რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განხორციელებულა, ჯართს აბარებდა კანონიერად და რაიმე გართულება მას არ მოჰყვებოდა. დაიწყეს ჯართის ავტომანქანაში დატვირთვა, მილები გამოვიდა 26 ცალი, საერთო წონით 2500 კგ. სულ გამოვიდა 750 ლარის ღირებულების რაც ადგილზევე გადაუხადა უ–---- ს------–---მ ა--------–----------ს, პარალელურად გაატარა მისი პირადი მონაცემები ფერადი ლითონის მიღების ჟურნალში, მიუთითა ჯართის ღირებულება, წონა, თარიღი რაზედაც ა--------–----------მ მოაწერა ხელი . ზესტაფონის მიმართულებით მათი მოძრაობის დროს ისინი შეჩერებულ იქნენ ა-------–------- რაიონული პოლიციის თანამშრომლების მიერ შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სასმართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა საგამოძიებო მოქმედება (ამოღება). ამოღებულ იქნა ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----–- ა------ ლ--------------- მიღებული ჯართი .

 

7.ლ---- ს----------–-- ს----–----- ს----------–-- ექსპერტიზის ე---------–- ბიუროს 2019 წლის 21 ივნისის N--------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი შავი ლითონის მილების ნაჭრების( სიგრძით 63,88 მეტრი) საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 763,69 ლარს . (ს.ფ.123-128).

 

8.2019 წლის 04 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ 2019 წლის 20 მაისს საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ა---------–----------, ა-------–------- რაიონის სოფელ ა-----–- გამავალ საავტომობილო გზაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, ამავე გზის შეკეთების დროს სამუშაო ტექნიკის მიერ მიწიდან ამოღებულ, ს----–-–----- ქ------- ე---------–- ს---------- კუთვნილ 63,88 მეტრი სიგრძის ლითონის მილს, რამაც 763,69 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.138-140 );

 

9. ა------ ლ----------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: ბრალდებულ ა------ ლ---–------ 2019 წლის 21 მაისისა და 04 ივლისის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 21 მაისის ამოღების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, 2019 წლის 21 მაისის ჯართის მიღების ჟურნალისა და ქვითრების ჟურნალების დათვალიერების ოქმი თანდართული ასლებითა და ფოტოცხრილით; 2019 წლის 21 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 21 მაისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; ოქმით შესაძლო მტკიცებულებათა შესახებ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე; აგრეთვე, მოწმეების მ-------- გ----------–---–--, უ–---- ს------–----, დ----- ს------–----- და დ----- გ--–------- გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 22 მაისის დადგენილებით სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ; 2019 წლის 21 ივნისის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ა------ ლ----------- ნასამართლეობის ცნობით, ცნობით ფ------ჯ---------–----- ცენტრიდან ა------ ლ----------- შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის შესახებ ბარათით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და სხვა .

 

10.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ა--------–----------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11.სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--------–---------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით..

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

12. ა--------–----------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

13. ა------ ლ----------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. აგრეთვე ის გარემოება, რომ სრულად მოხდა მისი მხრიდან დაზარალებულისათვის, სსიპ ქ------- მ-------- ე---------–- ს----------ათვის, ზიანის ანაზღაურება.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

14.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა--------–----------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------ ლ----------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურებას თვლის, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: არის გულწრფელი მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარებაში, ეკონომიურად უკიდურესად ხელმოკლე..

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ა------ ლ----------- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ა---------–---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1(ერთი) წელი.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ა------ი ლ----------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3. ბრალდებულ ა------ი ლ----------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

4.განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში შენახული 26 ცალი ლითონის მილი გადაეცეს სსიპ ,,ქ------- მ-------- ე---------– ს----------, ხოლო ჯართის მიღების ჟურნალი და ქვითრების ჟურნალი დაუბრუნდეს მესაკუთრეს -უ–---- ს------–----.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი