განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/4177-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ოქტომბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - დ----- შ----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ი----- ბ--–--- - დაბადებული 1--- წლის 3--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ს-------------------
ადავოკატი - ს---–---- ხ------–---–ი
თარჯიმანი - ი---- ე------ე
კვალიფიკაცია:
ი----- ბ--–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 05 აგვისტოს ქ. თბილისში თ---------------------------ში მდებარე მაღაზია „მ-----ში“ სავაჭრო დახლის უკანა მხრიდან ი----- ბ--–--- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ---- გ-----ს “Samsung”-ის ფირმის 500 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს და მიიმალა, რითაც დაზარალებულ მ---- გ-----ს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი----- ბ--–---მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 05 აგვისტოს ქ. თბილისში თ---------------------------ში მდებარე მაღაზია „მ-----ში“- სავაჭრო დახლის უკანა მხრიდან ი----- ბ--–--- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ---- გ-----ს “Samsung“-ის ფირმის 500 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს და მიიმალა, რითაც დაზარალებულ მ---- გ-----ს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები, მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი----- ბ--–---მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია
2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ი----- ბ--–---ს ქმედების შედეგად დაზარალებულ მ---- გ-----ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულს მიადგა 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.6. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი----- ბ--–---მ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ი----- ბ--–---ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების თ----- კ------–---–ის, ზ---- დ------–---–-ს, გ--- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ მ---- გ-----ს გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ი----- ბ--–---ს გამოკითხვის ოქმი, ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- ბ--–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი----- ბ--–---ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ი----- ბ--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ი----- ბ--–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ი----- ბ--–---ს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რასაც აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ნასამართლობის არ მქონე პირია (გაქარწყლებულია), არის დაოჯახებული და ყავს სამი არასრულწლოვანი შვილი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ი----- ბ--–---ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალიწინებით, რომ ი----- ბ--–---ს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რომელსაც აღიარებს, წარსულში არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის მიზნის მისაღწევად ი----- ბ--–---ს მიმართ გამოყენებულ იქნეს პირობითი მსჯავრი.
6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ი----- ბ--–---მ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცება:
7.1. ი----- ბ--–---ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად - ლუქით 2------, ინახება შსს დ------------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში (ქ.თბილისი, ა---–-------–----------------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- ბ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ი----- ბ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3. ი----- ბ--–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. ი----- ბ--–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 5 აგვისტოდან - 2019 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.
5. მსჯავრდებულ ი----- ბ--–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6.ნივთმტკიცება:
6.1. ი----- ბ--–---ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად - ლუქით 2------, ინახება შსს დ------------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში (ქ.თბილისი, ა---–-------–----------------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/