გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 411310019003039845; 411310019003041896
411310019003061095
საქმე № 3/28, 3/29, 3/30-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი: ლ--–- მ-----–-–---–-
მოპასუხეები: ც---- გ---–---–---–ი, გ---- კ----------–---–ი, გ--–- კ---------ი
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ც---- გ---–---–---–ზე ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების - 230 (ორასოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნების) ვალდებულების დაკისრება.
სარჩელის თანახმად, ც---- გ---–---–---–ის (პირ. № 2----------) ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 3 წევრზე, მათ შორის 1 არასრულწლოვან პირზე.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ ც---- გ---–---–---–ს გაუჩნდა გარკვეული შემოსავალი; იგივე სიტუაცია დაფიქსირდა სოციალური დახმარების ხელახლა დანიშვნის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახის წევრს გაუჩნდა ლეგალური შემოსავალი; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც 2018 წლის მარტის (120 ლარი) და ნოემბრის (110 ლარი) თვეებში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 230 (ორასოცდაათი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და სახელმწიფო ბიუჯეტში დასაბრუნებელი საარსებო შემწეობის თანხა 230 (ორასოცდაათი) ლარის ნაცვლად მოითხოვა 50 (ორმოცდაათი) ლარი იმ საფუძვლით, რომ ც---- გ---–---–---–მა დაფარა 180 ლარი.
1.2. გ---- კ----------–---–ზე ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის – 200 (ორასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნების) ვალდებულების დაკისრება.
გ---- კ----------–---–ის (პირ. № 2----------) ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 2 წევრზე.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ გ---- კ----------–---–ს გაუჩნდა გარკვეული შემოსავალი; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც 2018 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 200 (ორასი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
1.3. გ--–- კ---------ზე ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის – 120 (ასოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნების) ვალდებულების დაკისრება.
გ--–- კ---------ის (პირ. № 2----------) ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 2 წევრზე.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ გ--–- კ---------ს გაუჩნდა გარკვეული შემოსავალი; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც 2018 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 120 (ასოცი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ, რის გამოც მათი პოზიცია უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 ც---- გ---–---–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 3 წევრზე, მათ შორის 1 არასრულწლოვან წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 20900-ს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ კასპის სოციალური მომსახურების განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე ც---- გ---–---–---–მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.3 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ც---- გ---–---–---–სა და შემდგომ მისი ოჯახის წევრს - ზ------- ხ----–---–ს (პირ. № 2----------) დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი.
მტკიცებულება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2018 წლის 18 აპრილის N 04/21979 და 2018 წლის 30 მაისის N 04-13-04/1372 წერილი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ოჯახის დეკლარაცია;
3.2.4. გ---- კ----------–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 2 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 41660-ს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
3.2.5. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ კასპის სოციალური მომსახურების განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე გ---- კ----------–---–მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.6. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გ---- კ----------–---–ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი.
მტკიცებულება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2019 წლის 14 თებერვლის N 04-13-04/483, 2019 წლის 26 მარტის N 04-13-04/845, 2018 წლის 10 დეკემბრის N 04/65959 და 2018 წლის 25 დეკემბრის N 04/69420 წერილი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ოჯახის დეკლარაცია;
3.2.7. გ--–- კ---------ის ოჯახს 2018 წლის 17 აგვისტოდან დაენიშნა სოციალური დახმარება 2 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 61190-ს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
3.2.8. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ კასპის სოციალური მომსახურების განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე გ--–- კ---------მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.9. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გ--–- კ---------ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი.
მტკიცებულება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2018 წლის 10 დეკემბრის N 04/65959 და 2019 წლის 14 თებერვლის N 04-13-04/482 წერილი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ოჯახის დეკლარაცია;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მოსარჩელე მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოპასუხეებმა მიიღეს საარსებო შემწეობის თანხა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N 145-ე დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი"; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.
,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას.
როგორც აღინიშნა, ც---- გ---–---–---–ის ოჯახს 2017 წლის მარტიდან დაენიშნა სოციალური დახმარება 3 წევრზე, მათ შორის 1 არასრულწლოვან წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 20900-ს; შესაბამისად, საარსებო შემწეობის თანხა განისაზღვრა 190 ლარით, რასაც ეს ოჯახი იღებდა ყოველთვიურად.
ც---- გ---–---–---–ის ოჯახს 2018 წლის აგვისტოდან კვლავ დაენიშნა სოციალური დახმარება 3 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 26000-ს; საარსებო შემწეობის თანხა 2018 წლის ნოემბრიდან განისაზღვრა 110 ლარით, რასაც ეს ოჯახი იღებდა ყოველთვიურად.
,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
გ---- კ----------–---–ის ოჯახს 2018 წლიდან დაენიშნა სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა 50 ლარის ოდენობით ოჯახის 2 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 41660-ს; შესაბამისად, საარსებო შემწეობის თანხა განისაზღვრა 100 ლარით, რასაც ეს ოჯახი იღებდა ყოველთვიურად.
,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
გ--–- კ---------ის ოჯახს 2018 წლიდან დაენიშნა სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა 30 ლარის ოდენობით ოჯახის 2 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 61190-ს; შესაბამისად, საარსებო შემწეობის თანხა განისაზღვრა 60 ლარით, რასაც ეს ოჯახი იღებდა ყოველთვიურად.
იმავე ,,წესის” მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი არის ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება;
მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
დადგენილია, რომ ც---- გ---–---–---–სა და შემდგომ მისი ოჯახის წევრს, გ---- კ----------–---–სა და გ--–- კ---------ს დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი, რის შესახებ მოპასუხეებს შესაბამისი ორგანოსათვის არაფერი უცნობებიათ.
ამდენად, მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ, ეცნობებინათ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილებისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ; შესაბამისად, ეს თანხები აღარ გაიცემოდა.
მოპასუხეთა ოჯახებისათვის ზედმეტად გამოყოფილი სახელმწიფო გასაცემელი, კერძოდ: ც---- გ---–---–---–ის შემთხვევაში შეადგენს 50 ლარს (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით), გ---- კ----------–---–ის შემთხვევაში - 200 ლარს, ხოლო გ--–- კ---------ის შემთხვევაში კი - 120 ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდნენ ისინი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხეთა ოჯახებმა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღეს ეს თანხები, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინათ სოციალური მომსახურების სამსახურისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და პენსიის გაცემის საფუძვლებში ცვლილებების შესახებ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების სარჩელი ც---- გ---–---–---–ის, გ---- კ----------–---–ის და გ--–- კ---------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. ც---- გ---–---–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის მარტში და ნოემბერში ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;
3. გ---- კ----------–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის ოქტომბერში და ნოემბერში ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების - 200 (ორასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;
4. გ--–- კ---------ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის ოქტომბერში და ნოემბერში ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების - 120 (ასოცი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;
5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. № 124) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი