განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
140100119003173035
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003173035

საქმე #1/431-19 (028210719001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ------ გ--–------–---–- (დაბადებული 1----–-–-------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ---–----------------------------ში)

 

ადვოკატი - ნ------- ც--–---

 

თარჯიმანი - ლ-------–- გ----------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 22 საათზე, კ---–----------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო, ზ------ გ--–------–---–მა მეუღლეს - ნ------ ბ-------ს რამდენჯერმე მოუჭირა ხელები ყელში, რის შედეგად ნ------ ბ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ზ------ გ--–------–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ------ ბ-------ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.2. 2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე, კ-----------------------–------–-ში მდებარე ცხოველების სადგომის ეზოში ზ------ გ--–------–---–- თოფით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ------ ბ-------სა და ე---------- კ-----–---ს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის - ოჯახის წევრის მიმართ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ------ გ--–------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ნ------ ბ------ის, ე---------- კ-----–---ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ბალისტიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ------ გ--–------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ------ გ--–------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული. დაზარალებულებს პრეტენზია არ აქვთ. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედებების გარემოებებს - მას ბრალად ედება ძალადობრივი დანაშაულის არაერთი ეპიზოდის ჩადენა. გარდა ამისა, ზ------ გ--–------–---–მა მუქარა ჩაიდინა სანადირო თოფის გამოყენებით. იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა, სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას, როგორც დამამძიმებელი გარემოება. გასათვალისწინებელია, რომ ზ------ გ--–------–---–მა თოფიდან გაისროლა კიდეც;

 

5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ზ------ გ--–------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე გარკვეული ვადით შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ გ--–------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ზ------ გ--–------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ზ------ გ--–------–---–ს 2 (ორი) წლით ჩამოერთვას ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის - გლუვლულიანის) შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

მსჯავრდებულ ზ------ გ--–------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 21 ივლისიდან 23 სექტემბრის ჩათვლით;

 

მსჯავრდებულ ზ------ გ--–------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, აგრეთვე - იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვაზე კონტროლი, დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,ოპელი“ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - თოფი, ვაზნები და მასრები - გადაეცეს შსს-ს შეიარაღების შესაბამის სამსახურს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი