განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
080100119003110464
დავის ტიპი
381 1
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/624-19 (№076071217002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა

დავით დათიაშვილის მდივნობით,პროკურორ - ვა------ ჭუ--------ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ირ---–- შე----–-ას და ეს-ა ნო------ს მონაწილეობით, ბრალდებულ იო--ე ბო------–---–ის დაუსწრებლად, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ იო--ე ლე---ის ძე ბო------–---–ის (დაბადებული 1--- წლის 1- მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, თ------–---–-- ქ. №1--/1--ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ნი-ა პე------ე, იგივე იო--ე ბო------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდდებულმა იო--ე ბო------–---–მა, ექიმის დანიშნულების გარეშე განმეორებით მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, იო--ე ბო------–---–ს, ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებებთან ერთად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნული განაჩენი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განკარგულებით მიქცეულ იქნა აღსასრულებლად. იო--ე ბო------–---–მა განზრახ დაარღვია კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა, არ დაიცვა ძალაში შესული განაჩენით დანიშნული აკრძალვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის თაობაზე და 2017 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 13:40 საათზე, ქალაქ ქუთაისში, ირ---–- აბ-–--ის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიოტრიაზე მართავდა ,,ინფინიტის“ მოდელის N-- - 8-- ნომრის ავტომობილს. ავტომობილის მართვისას იო--ე ბო------–---–მა დაარღვია ,,გაჩერება აკრძალულია“ ნიშნის მოთხოვნა და გაჩერდა ამ ნიშნის მოქმედების ზონაში. საგზაო მოძრაობის წესისა და შემდეგ კი დანაშაულის ჩადენაში, იო--ე ბო------–---–ი მხილებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების რე--ზ ვა–----ის და გი-----ი ყ-----–---–ის მიერ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

მოწმე მი---ლ ნი–------ის ჩვენებით, საპატრულო პოლიციის დეპარამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელია. პატაკის და საგამოძიებო ნაწილში შესული სხვა მასალების საფუძველზე, საპატრულო პოლიციაში დაიწყო გამოძიება იო--ე ბო------–---–ის მიმართ, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის ფაქტზე, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ საქმეზე გამოკითხულ იქნა ბრალდებული იო--ე ბო------–---–ი, რომელმაც სრულად აღიარა დანაშაული, მოწმეები: პატაკის ავტორი რა--ზ თუ-----ნი, პატრულ-ინსპექტორები გი-----ი ყ-----–---–ი და რე--ზ ვა–----ე, ასევე თა--ია და კა-ა გო----------ბი. შესაბამისი ორგანოებიდან ამოღებულ იქნა ინფორმაცია იო--ე ბო------–---–ის მიმართ, რომელიც დაერთო საქმეს. მოპოვებულ იქნა ნასამართლობის ცნობა, რომლის თანახმად, იო--ე ბო------–---–ი 2014 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებულია სსკ-ის 273-ე მუხლით. სხვა შეზღუდვებთან ერთად, მასვე, 3 წლის ვადით აკრძალული ჰქონდა მართვის უფლება.

 

მოწმე რა--ზ თუ-----ნის ჩვენებით, ამჟამად არ მუშაობს. 2017 წელს მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის უფროსად. საპატრულო პოლიციაში 2017 წლის 14 სექტემბერს ქვემდებარეობით შემოვიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალა, რომელიც შეეხებოდა ქ.ქუთაისში, ირ---–- აბ-–--ის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ იო--ე ბო------–---–ის მიერ საქართველოს ადმინისტრაცილი სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნების დარღვევის ფაქტს. მონაცემთა ბაზაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ იო--ე ბო------–---–ს სასამართლოს განაჩენით აკრძალული ჰქონდა მართვის უფლება, რომლის ვადაც იმ დროისთვის დასრულებული არ იყო. აღნიშნულის გამო, მითითებულ ფაქტზე დაიწყო მოკვლევა, გამოკითხულ იქნა ავტომანქანის მეპატრონე, შედგენილ იქნა პატაკი და მასალები გადაცემულ იქნა საგამოძიებო განყოფილებისთვის, რადგან იკვეთებოდა სისხლი სამართლის დანაშაულის ნიშნები.

 

მოწმე გი-----ი ყ-----–---–ის ჩვენებით, მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 14 სექტემბერს, მეწყვილესთან რე--ზ ვა–----ესთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას ირ---–- აბ-–--ის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ახდენდნენ პარკირების წესების დარღვევით განთავსებულ ავტომობილთა მძღოლების დაჯარიმებას. მითითითებულ ადგილზე შემჩნეულ იქნა ავტომანქანა ,,ინფინიტი“, რომელიც შევიდა აკრძალულ ტერიტორიაზე და გაჩერდა. ადგილზე მისვლისას, ავტომანქანაში იმყოფებოდა მძღოლი იო--ე ბო------–---–ი, რომელიც ბაზაში გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა მართვის უფლების არმქონე. კერძოდ, მას მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა 3 წლის ვადით. აღნიშნულის შემდეგ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები.

 

მოწმე რე--ზ ვა–----ის ჩვენებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინპექტორია. 2017 წლის 14 სექტემბერს, გი-----ი ყ-----–---–თან ერთად ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას ირ---–- აბ-–--ის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადმინისტრაციული სამართლდარვევის ფაქტის გამო, რომელიც შეეხებოდა ,,დგომა-გაჩერების“ წესების დარღვევას, ადგენდნენ საჯარიმო ქვითარს, რა დროსაც შენიშნა ,,ინფინიტის“ მოდელის ,,N-- – 8--“ ნომრის მქონე ავტომანქანა, რომელიც არღვევდა მოძრაობის წესებს. ადგილზე მისვლისას ავტომანქანაში იმყოფებოდა და საჭესთან იჯდა მხოლოდ ერთი პიროვნება, რომელიც პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ დადგინდა, რომ იყო იო--ე ბო------–---–ი, რის შემდეგაც მის მიმართ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი.

 

მოწმე კა-ა გო--------ის ჩვენებით, ბრალდებულ იო-ე ბო------–---–ის სიმამრია. 2017 წლის სექტემბრის თვეში (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) მეგობარ მე---- კ-------ისგან დროებით ითხოვა ,,ინფინიტის“ მოდელის ავტომანქანა. სახლში მისვლისას, სიძემ - იო--ე ბო------–---–მა, რომელსაც მართვის მოწმობა გააჩნდა, თუმცა დროებით ჰქონდა მართვის უფლება ჩამორთმეული, სთხოვა მიეცა მისთვის აღნიშნული ავტომანქანა დროებით სარგებლობისთვის და მალე დაუბრუნებდა. მოწმის განმარტებით, როგორც შემდეგ შეიტყო, იო--ე ბო------–---–ი დააკავეს, რადგან მართვის უფლების გარეშე მართავდა ავტომობილს. მისივე განმარტებით, იო--ე ბო------–---–ისა--ვის მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.

 

მოწმე თა--ია გო--------ის ჩვენებით, იო--ე ბო------–---–ის მეუღლეა. საპატრულო პოლიციის ინსპექტორისგან შეიტყო, რომ მეუღლის მიმართ, რომელიც ამჟამად დაკავებულია საბერძნეთში, სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მითითებულ საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია, რომ მეუღლეს - იო--ე ბო------–---–ს ჩამორთემული ჰქონდა მართვის უფლება, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის სექტემბრის თვეში რამოდენიმე საათით ისარგებლა მათი ოჯახის მეგობრის ავტომანქანით, რის გამოც დაჯარიმებულ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ.

 

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის უფროსი ინსპექტორის რა--ზი თუ-----ნის 07.12.2017წ. პატაკის თანახმად, იო--ე ბო------–---–ის (პ/ნ 6----------) მიმართ მ/წლის 14 სექტემბერს ქ. ქუთაისში, ი. აბ-–--ის ქუჩაზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ რე--ზი ვა–----ის მიერ მოქ. იო--ე ბო------–---–ის მიმართ შედგენილი იქნა ა.ს.კ. 125-ე მუხლის 8-ი ნაწილით #ელ4----- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რა დროსაც მართავდა ,,ინფინიტის” მარკის სატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით ,,N--8--“-ს, ამასთანავე დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით ი. ბო------–---–ს მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით 2014 წლის 18 სექტემბრიდან 3 წლის ვადით.

 

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, 2017 წლის 14 სექტემბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-8-ე მუხლით იო--ე ბო------–---–ს დაეკისრა ჯარიმა 10 (ათი) ლარის ოდენობით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ნი-ა პე------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სხვა უფლებებთან ერთად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს26.06.2019წ. წერილის თანახმად, ნი-ა პე------ეს (დაბ. 1-.05.1---წ. პ/ნ 6----------) ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ აღუდგენია.

 

ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსა-ურის 01.11.2018წლის წერილის თანახმად, სსგს ქუთაისის სრ სამსახურის მიერ 2016 წლის 15 ივნისს რეგისტრირებულია სახელისა და გვარის შეცვლის აქტის #6---------, რომლის საფუძველზე ნი-ა პე------ის სახელი და გვარი შეცვლის შემდგომი სახელი და გვარია იო--ე ბო------–---–ი (პ/ნ 6----------).

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იო--ე ბო------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასამართლო თვლის, იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, საჭიროა პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობა და მისი შეუსრულებლობის ფაქტის დაფიქსირება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ნი-ა პე------ეს, იგივე იო--ე ბო------–---–ს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით და აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე. იო--ე ბო------–---–ი აცნობიერებდა რა, რომ არ ჰქონდა მართვის უფლება, აკრძალვის მიუხედავად, განზრახ არ შეასრულა განაჩენის მოთხოვნა და 2017 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 13:40 საათზე, ქალაქ ქუთაისში, ირ---–- აბ-–--ის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიოტრიაზე მართავდა ,,ინფინიტის“ მოდელის N-- - 8-- ნომრის ავტომობილს. ავტომობილის მართვისას იო--ე ბო------–---–მა დაარღვია ,,გაჩერება აკრძალულია“ ნიშნის მოთხოვნა და გაჩერდა ამ ნიშნის მოქმედების ზონაში.

 

ის ფაქტი, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, ,,ინფინიტის“ მოდელის ,,N-- – 8--“ ნომრის ავტომანქანას მართავდა იო--ე ბო------–---–ი დადასტურებულია, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

მოწმე კა-ა გო--------ემ დაადასტურა ,,ინფინიტის” მოდელის სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრით ,,N-- - 8--“-ს, იო--ე ბო------–---–ისა--ვის თხოვების ფაქტი.

 

პატრულ-ინსპეტორებმა: გი-----ი ყ-----–---–მა და რე--ზ ვა–----ემ დაადასტურეს, რომ ,,ინფინიტის“ მოდელის ,,N-- – 8--“ ნომრის ავტომანქანას მართავდა იო--ე ბო------–---–ი და მასთან ერთად არავინ იმყოფებოდა, ამასთან სამართალდარღვევის ჩამდენ პირად შესაბამის ოქმში მიეთითა სწორედ იო--ე ბო------–---–ი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ იო--ე ბო------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. იო--ე ბო------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.2. იო--ე ბო------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნებისა და წარსულის გათვალისწინებით, ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელები ვერ უზრუნველყოფენ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ იო-ე ბო------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

იო--ე ბო------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასჯავრდებულ იო--ე ბო------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

იო--ე ბო------–---–ი დაკავების შემთხვევაში, მოთავსებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენის გასაჩივრება მსჯავრდებულს შეუძლია ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

პროკურორს განაჩენის გასაჩივრება შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი