განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2019
საქმის ნომერი
080100119003184044
დავის ტიპი
151 , 126 1
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/795-19 (N041060319005)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ზი--ა ჭუ-–-----ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ირ--ა აფ----------ე

მამის სახელი: და----ი

დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: თ--------–-, სოფელი კ-------ი

ფაქტიურად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ბ-------–---–ის N 2-

 

სხდომის სახე: ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის თებერვალში, საღამოს საათებში, ქუთაისში ი.გ---–-–---–ის ქუჩის N8/1- -ში მიმდებარედ, ირ--ა აფ----------ემ ცოცხი დაარტყა რამოდენიმეჯერ მარ--ე ს---------ეს ზურგის არეში, რის შედეგადაც მარ--ე ს---------ეს მიადგა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 04 მარტს, დილის საათებში, ქუთაისში, რ---------–ის გ-------ის N 3--ის მიმდებარედ, ირ--ა აფ----------ემ ცოცხი დაარტყა რამოდენიმეჯერ მარ--ე ს---------ეს ზურგის არეში და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, რის შედეგადაც მარ--ე ს---------ეს მიადგა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

1.3. 2019 წლის 04 მარტს, დილის საათებში, ქუთაისში, რ---------–ის გ-------ის N3--ის მიმდებარედ ირ--ა აფ----------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მარ--ე ს---------ეს, რითაც მარ--ე ს---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა) ერთობლიობა ირ--ა აფ----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ 2019 წლის თებერვალში, საღამოს საათებში, ქუთაისში ი.გ---–-–---–ის ქუჩის N8/1--ში მიმდებარედ, ირ--ა აფ----------ემ ცოცხი დაარტყა რამოდენიმეჯერ მარ--ე ს---------ეს ზურგის არეში, რის შედეგადაც მარ--ე ს---------ეს მიადგა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 04 მარტს, დილის საათებში, ქუთაისში, რ---------–ის გ-------ის N 3--ის მიმდებარედ, ირ--ა აფ----------ემ ცოცხი დაარტყა რამოდენიმეჯერ მარ--ე ს---------ეს ზურგის არეში და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, რის შედეგადაც მარ--ე ს---------ეს მიადგა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. 2019 წლის 04 მარტს, დილის საათებში, ქუთაისში, რ---------–ის გ-------ის N3--ის მიმდებარედ ირ--ა აფ----------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მარ--ე ს---------ეს, რითაც მარ--ე ს---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ირ--ა აფ----------ემ ჩაიდინა:

 

1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის თებერვლის და 2019 წლის 04 მარტის ეპიზოდი ეპიზოდი);

 

2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ირ--ა აფ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.

 

4.2. ირ--ა აფ----------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის პიროვნებისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ირ--ა აფ----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული უნდა იქნეს არასაპატიმრო სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 12--12- საათის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული უნდა იქნეს არასაპატიმრო სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ირ--ა აფ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის თებერვლის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 04 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ირ--ა აფ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით;

 

ირ--ა აფ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

ირ--ა აფ----------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ცოცხი, რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღბული ფოტომოსალის ამსახველი დისკი, დაერთოს საქმეს შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარგველაშვილი