განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N01-1-011-0031-1-73
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 201- წელი ქ. ბა-----ი
ბა-----ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ოლ-----------–--ლი
ბრალდებული - ომ-----------ია
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ომ-----------ია
მამის სახელი: როინი
დაბადებული: 1-.1-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგო----ეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრაციის მისამართი: ოზ--------ი, სოფ. ბ---ი
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბა-----ი, გენ. აბა–---ს ქ. N5, ბინა N3
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 201- წლის 31 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბა-----ში, ზ. გო-----–--ის ქ. N88-ში მდებარე ჰიპერმარკეტ ,,გ-------–’’-ში, მთვრალმა ო---- ნაჭყებიამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში მუშტის დარტყმით სხეულის დაზიანებები მიაყენა ამავე ჰიპერმარკეტის დაცვის თანამშრომელს თე------------ეს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. ბრალდებულმა ომ-----------იამ დაადასტურა, რომ 201- წლის 31 მარტს, ქ. ბა-----ში, ზ. გო-----–--ის ქ. N88-ში მდებარე სს ,,გ-------–ი’’-ს კუთვნილ ჰიპერმარკეტში ძალადობა განახორციელა ამავე ჰიპერმარკეტის დაცვის თანამშრომლის თე------------ის მიმართ, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.
თე------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის მუშაობს ჰიპერმარკეტ ,,გ-------–ი’’-ში, დაცვის სამსახურში. 201- წლის 31 მარტს, გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. დაახლოებით 23:30 საათზე, გ-------–ში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგო----ეობაში. ის გაემართა პროდუქციის სექციაში, შემდეგ გადავიდა ყავების სექციაში, გადაინაცვლა ტკბილეულის სექციაში აიღო შოკოლადი შეკვრით და გაემართა სალაროსკენ. როდესაც მოლარემ უთხრა თანხა დროულად გადაეხადა მამაკაცმა უპასუხა თანხას გადაიხდიანო და დაიწყო ბილწსიტყვაობა. წასვლას აპირებდა მაგრამ მას წინ გადაუდგა დაცვის თანამშრომელი. მან მოუწოდა ახალგაზრდა მამაკაცს დამშვიდებულიყო, მაგრამ ის მოუბრუნდა და შეაგინა, დაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი, დარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი ცხვირის არეში. როდესაც ის კვლავ მიიწევდა მისკენ დასარტყამად, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა - ბა-----------------ძემ და იმ---------–-შმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია ბა-----------------ძის და იმ---------–-შის გამოკითხვის ოქმებით.
4. სამედიცინო ექსპერტიზის №00517361- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, თე------------ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს ქ. ბა-----ის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში 201- წლის 01-04 აპრილს. აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ომ-----------იამ ძალადობა განახორციელა ჰიპერმარკეტის დაცვის თანამშრომლის თე------------ის მიმართ, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
7. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ძალადობაში; ძალადობა (სსკ-ის 126 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგო----ეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
9. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ომ-----------იამ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
1-. ომ-----------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ომ-----------იას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ომ-----------იას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ომ-----------ია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
ვიდეოჩანაწერი, ერთ ცალ კომპაქტდისკზე, რაც ერთვის სს საქმეს, დაერთოს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბა-----ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი