განაჩენი

სისხლის სამართლის 05.10.2019
საქმის ნომერი
010100119002826976
დავის ტიპი
212 2 ა
თარიღი
05.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N01010011-002826976

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 201- წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - და-----------ძე

 

ბრალდებული - ჰა------ უ------ და-–--–ი

ადვოკატი - და-–-------ე, ნო----------–--ე

 

ბრალდებული - ჩა-----------ი

ადვოკატი - ტუ---------------ე

 

ბრალდებული - თალ-------–უ

ადვოკატი - ხათ-----------–-ა, სო-–-------------–-ძე

 

თარჯიმანი - ინგა გოგუა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,1. ბრალდებული: ჰა------ უ------ და-–--–ი

მამის სახელი: ზე-----ა

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: თუ------ი

მოქალაქეობა: თუ------ის მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პ/ნომერი: A-------5

მისამართი: თუ------ი, ქ. ქი--------–ე, ბაღ-–------–-------–-–ის ქ. N829, სახლი 10

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქ/პუნქტები.

დაკავების თარიღი და დრო: 201- წლის 1- იანვარი, 12:20 საათი.

 

2. ბრალდებული: ჩა-----------ი

მამის სახელი: ო----ი

დაბადებული: 1-.0-.1-8- წელი

დაბადების ადგილი: თუ------ი

მოქალაქეობა: თუ------ის მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პ/ ნომერი: A1-------

მისამართი: თუ------ის რესპუბლიკა, ქ. ქი-------–-----------–-----------------------ის ქ. N818

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ,,გ’’ ქ/პუნქტი.

დაკავების თარიღი და დრო: 2018 წლის 28 დეკემბერი, 13:0- საათი

 

3. ბრალდებული: თალ-------–უ

მამის სახელი: მე------------ჰ

დაბადებული: 1-.1-.1-9- წელი

დაბადების ადგილი: თუ------ი

მოქალაქეობა: თუ------ის მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პ/ნომერი: A-------0

მისამართი: თუ------ი, ქ. ქი-------–------–-----–----------–ება 838 ქუჩა, სახლი 9/12

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ,,გ’’ ქ/პუნქტი.

დაკავების თარიღი და დრო: 2018 წლის 29 დეკემბერი, 00:30 საათი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 13:46 საათზე, თუ------ის რესპუბლიკის მოქალაქეები: ჰა------ უ------ და-–--–ი და თალ-------–უ სგპ ,,სარფი’’-ს გავლით შემოვიდნენ საქართველოში და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გასაღების მიზნით ინახავდნენ ყალბ 500 ევროიან კუპიურებს. იმავე დღეს, 2018 წლის 27 დეკემბერს, ჰა------ უ------ და-–--–მა და თალ-------–უმ ქ. ბათუმში, აე----------------------–-ლის N1-ში მდებარე ი/მ დი-–---------–--ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, დაახლოებით 20:25 საათზე სცადეს 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება, ხოლო ქ. ბათუმში, ქ------სის ქუჩა N27-ში მდებარე ინდ. მეწარმე ნი---------------ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, 2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 18:35 საათზე ჰა------ უ------ და-–--–მა სცადა 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება.

 

ჰა------ უ------ და-–--–ი და თალ-------–უ, 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 18:20 საათზე კვლავ შემოვიდნენ საქართველოში და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გასაღების მიზნით ინახავდნენ დიდი ოდენობით ყალბ 6000 ევროს (500 ევროიანი კუპიურების სახით), რომელიც 2018 წლის 29 დეკემბერს თალ-------–უს პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

2. ჩა-----------ი და სხვა პირი, 2018 წლის 14 დეკემბერს შემოვიდნენ საქართველოში და ინახავდნენ დიდი ოდენობით ყალბ 8000 ევროს (500 ევროიანი კუპიურების სახით). 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 13:1- საათზე, ჩა-----------მა და სხვა პირმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ყალბი 1000 ევრო (500 ევროიანი კუპიურების სახით) გაასაღეს ქ. ბათუმში, მე--------–--ის ქუჩა N163-ში მდებარე ინდ. მეწარმე რუ-----------–--ის სავალუტო პუნქტში ზ----------–--–ზე, 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 14 საათზე, ჩა-----------მა და სხვა პირმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ყალბი 4000 ევრო (500 ევროიანი კუპიურების სახით) გაასაღეს ქ. ბათუმში, ჭა------ის ქუჩა N10--ში მდებარე სავალუტო პუნქტში მი--------------ეზე, ხოლო 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 14:40 საათზე ყალბი 3000 ევრო (500 ევროიანი კუპიურების სახით) გაასაღეს ქ. ბათუმში, ჭა------ის ქუჩა N4-ში სავალუტო პუნქტში მა-–----------------ეზე.

 

3. 2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 13:46 საათზე, თუ------ის რესპუბლიკის მოქალაქეები: თალ-------–უ და ჰა------ უ------ და-–--–ი სგპ ,,სარფი’’-ს გავლით შემოვიდნენ საქართველოში და ჩა-----------თან, ასევე სხვა პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გასაღების მიზნით ინახავდნენ ყალბ 500 ევროიან კუპიურებს. იმევე დღეს, 2018 წლის 27 დეკემბერს, თალ-------–უმ ქალაქ ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა N1-ში მდებარე შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ი“-ში, 14:40 სთ-ზე სცადა 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება, ჭა------ის ქუჩა N1--ში მდებარე შპს „ვ----“-ს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, 14:55 სთ-ზე სცადა 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება. იმავე დღეს, 2018 წლის 27 დეკემბერს, თალ-------–უმ და ჰა------ უ------ და-–--–მა, ქ. ბათუმში, აე----------------------–-ლის N1-ში მდებარე ი/მ დი-–---------–--ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, დაახლოებით 20:25 საათზე სცადეს 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება.

 

თალ-------–უ და ჰა------ უ------ და-–--–ი, 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 18:20 საათზე კვლავ შემოვიდნენ საქართველოში და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გასაღების მიზნით ინახავდნენ დიდი ოდენობით ყალბ 6000 ევროს (500 ევროიანი კუპიურების სახით), რომელიც 2018 წლის 29 დეკემბერს თალ-------–უს პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4. 2018 წლის 14 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (ფოტოსურათებით) თანახმად, ქ. ბათუმში, ჭა------ის ქუჩა N10--ში მდებარე ვალუტის გადასაცვლელი პუნქტიდან ამოღებული იქნა 10 ცალი 500 ევროიანი კუპიურა.

 

5. 2018 წლის 20 დეკემბრის Nდტ/185 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 10 ცალი 500 ევროიანი კუპიურა დამზადებულია სტამბური წესით, მაგრამ არ შეესაბამება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს.

 

6. 2018 წლის 14 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, არ---–-------ისგან ამოღებული იქნა მის სავალუტო ჯიხურში მეუღლისათვის - მა-–----------------ისათვის გასაღებული 6 ცალი 500 ევროიანი კუპიურა.

 

7. 2018 წლის 20 დეკემბრის Nდტ/182 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ---–-------ისგან ამოღებული 6 ცალი 500 ევროიანი კუპიურა დამზადებულია სტამბური წესით, მაგრამ არ შეესაბამება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს.

 

8. 2018 წლის 24 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მი--------------ემ ამოიცნო ჩა-----------ი, პირი, რომელმაც მასზე 2018 წლის 14 დეკემბერს გაასაღა ყალბი 2 000 ევრო - 500 ევროიანი კუპიურებით.

 

9. 2018 წლის 28 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მი--------------ემ ამოიცნო ჩა-----------ი, პირი, რომელმაც მასზე 2018 წლის 14 დეკემბერს გაასაღა ყალბი 2 000 ევრო - 500 ევროიანი კუპიურებით.

 

10. 2018 წლის 26 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მა-–----------------ემ ამოიცნო ჩა-----------ი, პირი, რომელმაც მასზე 2018 წლის 14 დეკემბერს გაასაღა ყალბი 2 000 ევრო - 500 ევროიანი კუპიურებით.

 

1-. 2018 წლის 28 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მა-–----------------ემ ამოიცნო ჩა-----------ი, პირი, რომელმაც მასზე 2018 წლის 14 დეკემბერს გაასაღა ყალბი 2 000 ევრო - 500 ევროიანი კუპიურებით.

 

12. 2018 წლის 25 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, საშ----------ძემ ამოიცნო ჩა-----------ი, პირი, რომელიც ცდილობდა მასზე ყალბი 500 ევროიანი კუპიურის გასაღებას.

 

13. 2018 წლის 28 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, საშ----------ძემ ამოიცნო ჩა-----------ი, პირი, რომელიც ცდილობდა მასზე ყალბი 500 ევროიანი კუპიურის გასაღებას.

 

14. 2018 წლის 28 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, სე--------------ძემ ამოიცნო ჩა-----------ი, პირი, რომელიც ცდილობდა მის ბიძაშვილზე - საშ----------ძეზე ყალბი 500 ევროიანი კუპიურის გასაღებას.

 

1-. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 დეკემბერს 130- საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ჩა-----------ი.

 

16. 201- წლის 04 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, ზ----------–--–ისგან ამოღებული იქნა სავალუტო ჯიხურში მასზე გასაღებული 2 ცალი 500 ევროიანი კუპიურა.

 

17. 2018 წლის 0- იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ----------–--–მა ამოიცნო ჩა-----------ი, პირი, რომელმაც მასზე ყალბი 500 ევროიანი 2 ცალი კუპიურა გაასაღა.

 

18. 201- წლის 16 იანვრის ტექნიკური ექსპერტიზის N00029161- დასკვნის თანახმად, ზ----------–--–ისგან ამოღებული 2 ცალი 500 ევროიანი კუპიურა დამზადებულია კუსტარულად.

 

1-. 2018 წლის 29 დეკემბერს შედგენილი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, თალ-------–უს პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა 12 ცალი 500 ევროიანი კუპიურა.

 

20. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, თალ-------–უ დაკავებული იქნა 2018 წლის 29 დეკემბერს 0030 საათზე.

 

21. 2018 წლის 29 დეკემბერს შედგენილი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში ჰა------ უ------ და-–--–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი.

 

22. 201- წლის 04 იანვრის Nდტ/1 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თალ-------–უს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 12 ცალი 500 ევროიანი კუპიურა დამზადებულია სტამბური წესით, მაგრამ არ შეესაბამება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს.

 

23. 2018 წლის 29 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, გუ-----–--–-ძემ ამოიცნო თალ-------–უ, პირი, რომელიც ცდილობდა მასზე ყალბი 500 ევროიანი კუპიურის გასაღებას.

 

24. 2018 წლის 29 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ზა----–----ემ ამოიცნო თალ-------–უ, პირი, რომელიც ცდილობდა მასზე ყალბი 500 ევროიანი კუპიურის გასაღებას.

 

25. 201- წლის 10 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ზა----–----ემ ამოიცნო ჰა------ უ------ და-–--–ი, პირი, რომელიც ახლდა სხვა პირს, რომელიც ცდილობდა მასზე ყალბი 500 ევროიანი კუპიურის გასაღებას.

 

26. 2018 წლის 29 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, თა------–-–--–-ძემ ამოიცნო თალ-------–უ, პირი, რომელიც ცდილობდა მასზე ყალბი 500 ევროიანი კუპიურის გასაღებას.

 

27. 201- წლის 10 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ირ----------ემ ამოიცნო ჰა------ უ------ და-–--–ი, პირი, რომელიც ცდილობდა მასზე ყალბი 500 ევროიანი კუპიურის გასაღებას.

 

28. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ჰა------ უ------ და-–--–ი დაკავებული იქნა 201- წლის 1- იანვარს 1220 საათზე.

 

29. 2018 წლის 28 დეკემბრის და 03 იანვრის სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოძიების მხრიდან გამოთხოვილი იქნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები - ქ. ბათუმი, ჭა------ის ქუჩა N8-ში მდებარე შპს "მ--------ი ბმ"-დან; შემოსავლების სამსახურის სგპ "სარფი"-დან; ქ. ბათუმი, ჭა------ის ქუჩა N22-ში მდებარე სს "კ------------ი"-დან; ქ. ბათუმი, ჭა------ის ქუჩა N4-ში მდებარე შპს "გ--------------"-დან, შპს "გ---ა"-დან და ი.მ "არ---–-------ი"-დან; ქ. ბათუმი, ჭა------ის ქუჩა N10--ში მდებარე მი--------------ის სავალუტო ჯიხურიდან; ქ. ბათუმი, ჭა------ის ქუჩა N22-ში მდებარე სს "მი------------ლი"-დან; ქ. ბათუმი, ჭა------ის ქუჩა N8-ში მდებარე შპს "ავ------------ა"-დან და ი.მ "საშ----------ძე"-დან; ქ. ბათუმი, ლე---------------------ბის ქუჩა N1-ში მდებარე შპს "მეტ---------–-----------ია"-დან;

 

30. 201- წლის 10 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, ჩა-----------ისაგან ამოღებულ, მის კუთვნილ ტელეფონში დაცული იყო შემდეგი სახის ინფორმაცია: ბრალდებულთა მხრიდან ერთმანეთთან და ცალცალკე და 500 ევროიან კუპიურებთან გადაღებული სურათები; ჩა-----------სა და ჰა------ უ------ და-–--–ს შორის არსებული მიმოწერა, რომლითაც უდავოდ დადგენილია ამ ორ ბრალდებულს და თალ-------–უს შორის არსებული დანაშაულებრივი კავშირი ყალბი ფულის გასაღების დროს, მათ შორის გასაღების წარუმატებელი მცდელობისას;

 

31. 201- წლის 25 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ბრალდების მხარემ დაათვალიერა სასამართლო განჩინებებით ამოღებული სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომლებითაც დადგენილია შემდეგი: 1) (სგპ "სარფი"-ს ვიდეოჩანაწერი) 2018 წლის 14 დეკემბერს ჩა-----------ი და ქუ---–--------ი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფი"-ს გავლით შემოდიან საქართველოში და ერთად ტაქსით მოემგზავრებიან საქართველოში; 2) (ზ----------–--–ის ეპიზოდი) 2018 წლის 14 დეკემბერს ჩა-----------ი და ქუ---–--------ი მიდიან ზ----------–--–ის სავალუტო ჯიხურთან, სადაც 2 ცალ 500 ევროიან კუპიურას ცვლიან სხვა ვალუტაში; 3) (მი--------------ის ეპიზოდი) 2018 წლის 14 დეკემბერს ჩა-----------ი და ქუ---–--------ი მიდიან მი--------------ის სავალუტო ჯიხურთან, სადაც 8 ცალ 500 ევროიან კუპიურას ცვლიან სხვა ვალუტაში; 4) (მა-–----------------ის ეპიზოდი) ჩა-----------ი და ქუ---–--------ი მიდიან მა-–----------------ის სავალუტო ჯიხურთან, სადაც 6 ცალ 500 ევროიან კუპიურას ცვლიან სხვა ვალუტაში; 5) ("მისო ბ------–ი"-ს ეპიზოდი) 2018 წლის 27 დეკემბერს თალ-------–უ მიდის მისო ბ------–ის ოფისში, სადაც 500 ევროიან კუპიურას აწვდის მოლარეს, რომელიც თავის მხრივ ამოწმებს კუპიურას, მცირე დროის ინტერვალით გადის ოფისიდან, დაბრუნების შემდეგ კი კუპიურას უბრუნებს თალ-------–უს. ამავე კამერაში მოგვიანებით ჩანს ჰა------ უ------ და-–--–ი. 6) ("ვ----"-ს ეპიზოდი) 2018 წლის 27 დეკემბერს თალ-------–უ მიდის შპს "ვ----"-ს სავალუტო პუნქტში, სადაც 500 ევროიან კუპიურას აწვდის გუ-----–--–-ძეს, რომელიც თავის მხრივ ამოწმებს კუპიურას, რომელსაც უკანვე კონვერტაციის გარეშე უბრუნებს თალ-------–უს. 7) (ი.მ. ნი---------------ის ეპიზოდი) 2018 წლის 27 დეკემბერს ჰა------ უ------ და-–--–ი მიდის ნი---------------ის კუთვნილ სავალუტო ჯიხურში, სადაც 500 ევროიან კუპიურას აწვდის ოპერატორს - ირ----------ეს, რომელიც კონვერტაციას არ ახდენს და კუპიურას უბრუნებს ჰა------ უ------ და-–--–ს.

 

32. კომპიუტერული ექსპერტიზის N000-3841- დასკვნის თანახმად, ჩა-----------ის და თალ-------–უს ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონებიდან მოხდა ექსპერტის მიერ ინფორმაციის ამოღება, ხოლო ჰა------ უ------ და-–--–ის ჩხრეკისას ამოღებული "IPHONE 6" ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება ვერ განხორციელდა, რადგან ავტორიზაციისათვის საჭირო უსაფრთხოების კოდი არ იქნა წარდგენილი ექსპერტიზაზე.

 

33. მოწმის სახით დაკითხული მი--------------ის ჩვენების ანალიზით დადასტურებულია 2018 წლის 14 დეკემბერს მისთვის ყალბი 500 ევროიანი კუპიურების კონვერტაციისთვის გადაცემის ფაქტი.

 

34. მოწმის სახით დაკითხული მა-–----------------ის ჩვენების ანალიზით დადასტურებულია 2018 წლის 14 დეკემბერს მისთვის ყალბი 500 ევროიანი კუპიურების კონვერტაციისთვის გადაცემის ფაქტი.

 

35. მოწმის სახით დაკითხული ზ----------–--–ის ჩვენების ანალიზით დადასტურებულია 2018 წლის 14 დეკემბერს მისთვის ყალბი 500 ევროიანი კუპიურების კონვერტაციისთვის გადაცემის ფაქტი.

 

36. მოწმის სახით დაკითხული საშ----------ძის, სე--------------ძის, ზა----–----ის, თა------–-–--–-ძის, ირ----------ის და გუ-----–--–-ძის ჩვენებების ანალიზით დადგენილია ბრალდებულთა მხრიდან ყალბი 500 ევროიანი კუპიურების კონვერტაციის მცდელობის ფაქტი.

 

37. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ბრალდებულთა მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედებები დადასტურებულია მოწმეების - გა---------------------–----------–-–-----------–-----------–--------–------------–-------------------------------------------–----------------------–-–---–------------------------------–---------–---------------------------------–-----------------–-----------------–---–--------------------ის და არ---–-------ის ჩვენებებით, ნივთმკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, გამოთხოვის ოქმებით, საზღვრის გადაკვეთის ამსახველი ინფორმაციებით, ვიდეო ჩანაწერებით, ამოღებული ყალბი ფულით, ამოღებული ტელეფონებით, დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მხარეთა მონაწილეობით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებებით.

 

38. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულება - ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად აეროპორტის გზატკეცილი N1-დან ამოღებულ ვიდეო ჩანაწერი არ არის ვარგისი პიროვნების საიდენტიფიკაციო კვლევისთვის და დადგენა იმისა, მასზე ასახულია თუ არა ჰა------ უ------ და-–--–ი, შეუძლებელია.

 

39. ბრალდებულებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენება არ მიუციათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

40. სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ დარღვევათა რიგს. იგი მომეტებულ საშიშროებას იძენს საბაზრო ეკონომიკის პირობებში და ართულებს ფულის მიმოქცევის რეგულირებას.

 

დანაშაულის უშუალო ობიექტი საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემაა. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის საგანს წარმოადგენს უცხოური ვალუტა, ხოლო დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედების ჩადენაში ორი ფორმით - ყალბი ფულის შენახვა გასაღების მიზნით და მათი გასაღება.

 

41. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დამზადებული ვალუტა გაყალბებულად ჩაითვლება, თუ ისინი ფორმით, ზომით, ფერითა და სხვა რეკვიზიტებით არსებითად ჰგავს ორიგინალს, ესე იგი მიმოქცევაში მყოფ ვალუტას და ამ გაყალბებული ვალუტის შენახვა გასაღების მიზნით დანაშაულია.

 

42. ყალბი ვალუტის გასაღება კი გულისხმობს მათ მიმოქცევაში გაშვებას, ესე იგი მათ გამოყენებას როგორც ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ისე ქონებრივი უფლებების უშუალოდ განხორციელებაში, აგრეთვე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს ისეთ მოქმედებებში როგორებიცაა: რაიმეს ყიდვა, ვალუტის გაცვლა, ფულის დახურდავება, სესხის გაცემა, ჩუქება და მისთ.

 

ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის გასაღება დამთავრებული დანაშაულია მათი ერთჯერადი გამოყენების ან გადაცემის მომენტიდან, ესე იგი შემადგენლობა ფორმალურია.

 

43. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ინახავს ყალბ ვალუტას და მას სურს მისი გასაღება და ასაღებს მას. გასაღების მიზანი დანაშაულის სავალდებულო ნიშანია.

 

44. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ზემოხსენებული ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

45. ჩა-----------ის, თალ-------–უს და ჰა------ უ------ და-–--–ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულობების ჩადენა დასტურდება პირდაპირი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის - სავალუტო ჯიხურებში მომუშავე პირების, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით მისცეს ჩვენებები ერთნიშვნელოვნად დადასტურებულია ბრალდებულთა მხრიდან მათზე ყალბი ვალუტის გასაღება ან/და გასაღების მცდელობა. ეს ფაქტი ასევე უდავოდ დასტურდება სავალუტო ჯიხურებში დაცული და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით; მოწმეთა და დაზარალებულთა მხრიდან ამოცნობილი იქნა ბრალდებულები საგამოძიებო მოქმედება ამოცნობისას; ამოღებული ვალუტა, როგორც პირადი ჩხრეკისას, ისე სავალუტო ჯიხურების მფლობელებისგან ადასტურებს ბრალდებულთა მხრიდან მათ შენახვა - გასაღებას, ხოლო მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა - კუპიურების სიყალბეს; ჩა-----------ისაგან ამოღებული ტელეფონში დაცული ინფორმაციის - ფოტოსურათებით და სატელეფონო მიმოწერებით უდავოდ დასტურდება ბრალდებულთა და მათთან დაკავშირებულ სხვა პირთა მხრიდან ერთობლივად დანაშაულის დაგეგმვა, მომზადება, გასაღება და ქალ მოლარეებზე ყალბი ფულის შესაძლო გასაღების მეტი პერსპექტივა; ბრალდებულთა და მათთან დაკავშირებულ სხვა პირთა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ამსახველი ინფორმაცია კი დამატებით ადასტურებს მათ ურთიერთკავშირს და საერთო მოქმედებების გეგმაზომიერებას;

 

46. ერთადერთი მტკიცებულება, რაც დაცვის მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაა, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ ეს დასკვნა ვერ გახდება ჰა------ უ------ და-–--–ის გამართლების საფუძველი, რადგან სავალუტო ჯიხურში მყოფმა პირმა ამოიცნო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ბრალდებული, გარდა აღნიშნულისა კი ხსენებული განაჩენის N45 პარაგრაფი სრულად ასახავს იმ პირდაპირი მტკიცებულებების მოკლე შინაარსს, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატან სტანდარტს შეესაბამება და ეს ერთი მტკიცებულება არ წარმოშობს ეჭვს ჰა------ უ------ და-–--–ის ნაწილში.

 

47. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ჰა------ უ------ და-–--–მა არ მიაწოდა გამოძიებას მისგან ამოღებული მობილური ტელეფონის ავტორიზაციისათვის საჭირო უსაფრთხოების კოდი, რაც დამატებით მიუთითებს ჩა-----------ის მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაციის ნამდვილობაზე.

 

48. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი საიმისოდ, რომ ჩა-----------ი, თალ-------–უ და ჰა------ უ------ და-–--–ი უდანაშაულოა. სასამართლოს აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაულები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება რელევანტური საფუძველი ამ ფაქტის მიმართ გონივრული ეჭვის არსებობისთვის, რადგან პროკურორის მიერ წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილია ზემოხსენებული დანაშაულები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

49. ჩა-----------ის, თალ-------–უს და ჰა------ უ------ და-–--–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

50. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

51. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

52. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

53. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჩა-----------ს, თალ-------–უს და ჰა------ უ------ და-–--–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ჩა-----------ის, თალ-------–უს და ჰა------ უ------ და-–--–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ჰა------ უ------ და-–--–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

ჰა------ უ------ და-–--–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ჰა------ უ------ და-–--–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 201- წლის 1- იანვრიდან.

 

2. ბრალდებული ჩა-----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

ჩა-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ჩა-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 დეკემბრიდან.

 

3. ბრალდებული თალ-------–უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

თალ-------–უს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

თალ-------–უს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ყალბი ფულადი კუპიურები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

- გამოთხოვილი ვიდეო მასალები დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

- თალ-------–უს, ჩა-----------ის და ჰა------ უ------ და-–--–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონები, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქ------სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქ------სი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი