გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/105-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19Aსექტემბერი, 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქლაქო სასამართლო
მოსამართლე - მ--–---- ჩ--------
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე _ გ-------– ს----------
წარმომადგენელი - ავთანდილ ბუსხრიკიძე
მოპასუხე _ სსიპ ს--–---–------------------------------------------- ს--–---–----- მ--------------------------–-------
მოპასუხე - ს-------–---–--------------------------------
წარმომადგენელი _ ნ-----------------
დავის საგანი_ უკანონოდ შემცირებული თანხების დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------–---–--------------------------------ს 2018 წლის 26 ნოემბრის №0---------- წერილი მიღებული პენსიის გამოქვითვის შესახებ 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის, 2015 წლის სექტემბრიდან - დეკემბრის ჩათვლით 160 ლარის, 2016 წლის იანვრიდან - ივლისის ჩათვლით 160 ლარის გამოქვითვის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------–---–--------------------------------ს 2019 წლის 27 თებერვლის №0-------- გადაწყვეტილება გ-------– ს---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ;
1.3. მოპასუხეებს დაეკისროს 2015 წლის იანვრიდან - 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად 150 ლარი, 2015 წლის სექტემბრიდან - 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 160 ლარი, 2016 წლის იანვრიდან - 2016 წლის ივლისის ჩათვლით ყოველთვიურად 160 ლარი, სულ 2920 ლარის გ-------– ს---------ის სასარგებლოდ გადახდა, როგორც უკანონოდ შემცირებული თანხები;
დავის არსი:
გ-------– ს----------მ სარჩელი აღძრა 2014 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, რაზედაც მოპასუხეებმა უარი უთხრეს, რის გამოც დავა წარმართა სასამართლოში და ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით გ-------– ს---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რომელიც უცვლელი დარჩა 2017 წლის 06 აპრილის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და 2017 წლის 18 დეკემბრის საქართველოს საკასაციო სასამართლოს განჩინებებით. სასამართლომ დაავალა მოპასუხეებს გამოეცათ ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, გ-------– ს----------ზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რაც განხორციელდა კიდეც მოპასუხეების მხრიდან.
2018 წლის 26 ნოემბრის №04-06/12983 წერილით ეცნობა გ-------– ს----------ს, რომ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2015 წლის იანვრიდან, მაგრამ მოპასუხეების მხრიდან მოხდა გ-------– ს----------ზე 2015-2016 წლის ივლისამდე მიღებული პენსიის 1715.70 ლარის უკანონოდ გამოკლება, მაშინ, როდესაც 2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს კანონში სახელმწიფო პენსიების შესახებ 241 მუხლში შეტანილი ცვლილებით ლეგალიზაციას დაექვემდებარა ყველა თანხა, მათ შორის არასწორად გაცემული პენსიები და მოპასუხეებს არ ჰქონდათ უფლება შეემცირებინათ გ-------– ს---------ის თანხა. მოსარჩელის მიერ ერთჯერადად 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოპასუხე ს-------–---–--------------------------------ში კანონით დადგენილი წესით. მათგან მიღებულ იქნა წერილი, რომ მოხდებოდა განხილვა და ითხოვდნენ თანხმობას განხილვაში მონაწილეობაზე, რაზედაც 2019 წლის 04 იანვარს გ-------– ს----------მ აცნობა, რომ მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა 2019 წლის 27 თებერვალს გამართულ განხილვაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, ხოლო თავის მხრივ მოპასუხემ 2019 წლის 27 თებერვლის №04&101419 გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე,Aს--–---–----- მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით:
გ-------– ს----------ს პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2016 წლის 01 აგვისტოდან ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად. გ-------– ს---------- სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას მოითხოვდა 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (2015 წლის 01 იანვრიდან), რაც ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტოს მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 აპრილის განჩინებით, უცვლელად დარჩა ქუთაისის სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სააგენტოს იმერეთის ს--–---–----- მ--------------------------–-------ს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ-------– ს----------ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2015 წლის 01 იანვრიდან, თუცა მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება განხორციელდა არა 2015 წლის 01 იანვრიდან, არამედ მხოლოდ 2016 წლის 01 იანვრიდან - 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდში 1715.70 ლარის ოდენობით. აღნიშნულ პერიოდში ასანაზღაურებელ სრულ თანხას, გამოაკლდა სახელმწიფო პენსიის სახით, ბენეფიციარის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე ყოველთვიურად მიღებული თანხა, რომელიც 2016 წლის 01 ივლისამდე შეადგენდა 160 ლარს, ხოლო 2016 წლის ივლისიდან 180 ლარს.
რაც შეეხება 2015 წლის 01 იანვრიდან თანხის ანაზღაურებას აღსანიშნავია, რომ გ-------– ს---------ის ხელფასი პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის მომენტში (1985 წელი) განისაზღვრებოდა საბჭოთა მანეთებში (152.50 მანეთი), კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, მისი პირველად მომართვის პერიოდში (2014 წლის 12 დეკემბერს), სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება ხდებოდა თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.
იმ შემთხვევაშიც, თუ სააგენტო გ-------– ს---------ის კომპენსაციას გაიანგარიშებდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ბოლო მოწოდებული ინფორმაციის (96.37 ლარი) შესაბამისად, მისი კომპენსაციის ოდენობა 2016 წლის 01 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, განისაზღვრებოდა 24 ლარით. გარდა ამისა, 2016 წლის 01 აგვისტომდე გ-------– ს----------ს დანიშნული ჰქონდა ასაკის გამო სახელმწიფო პენსია, რომლის ოდენობა 2015 წლის 01 იანვრიდან - 2015 წლის 01 სექტემბრამდე შეადგენდა 150 ლარს, 2015 წლის 01 სექტემბრიდან - 2016 წლის 01 ივლისამდე 160 ლარს, ხოლო 2016 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 01 იანვრამდე 180 ლარს, შესაბამისად სააგენტოსათვის გაუგებარია თუ რა თანხა უნდა აენაზღაურებინა გ-------– ს---------ისათვის 2015 წლის განმავლობაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვრის 3-------- გადაწყვეტილებით ს--–---–----- მომსახურების სააგენტოს დაევალა გ-------– ს----------სათვის 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვიდან სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მტკიცებულება: 2017 წლის 31 იანვრის 3-------- გადაწყვეტილება (ს.ფ 11-22)
3.1.2. 2017 წლის 06 აპრილის სააპელაციო სასამართლოს და 2017 წლის 18 დეკემბრის უზენაესი სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის 3-------- გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
მტკიცებულება: 2017 წლის 06 აპრილის სააპელაციო სასამართლოს და 2017 წლის 18 დეკემბრის უზენაესი სასამართლოს განჩინებები (ს.ფ 23-28/29-31)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2018 წლის 26 ნოემბრის №04-06/12983 წერილით ეცნობა გ-------– ს----------ს, რომ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2015 წლის იანვრიდან და ყოველთვიურმა ასაღებმა კომპენსაციის თანხამ დაანგარიშებით შეადგინა 24,58 ლარი. ვინაიდან 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით გ-------– ს---------- იღებდა სახელმწიფო პენსიას 150 ლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით 160 ლარს, აღნიშნული გაცილებით აღემატება ამ პერიოდში დაანგარიშებულ სახელმწიფო კომპენსაციის თანხას. 2016 წლის 01 იანვრიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ შეტანილი ცვლილებით, პროკურატურის შესახებ კანონში განისაზღვრა პროკურატურის მუშაკის კომპენსაცია. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2-16 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 400 ლარი და 80 თეთრი, ხოლო ამ თანხას დააკლდება მიღებული სახელმწიფო პენსიის თანხა 160 ლარი და სხვაობამ შეადგინა 240 ლარი და 80 თეთრი (თვე - 1444 ლარი და 80 თეთრი), ხოლო 2016 წლის ივლისში სხვაობა იქნებოდა 270 ლარი და 90 თეთრი, სულ სახელმწიფო კომპენსაციის სხვაობამ შეადგინა 1715 ლარი და 70 თეთრი.
მტკიცებულება: ს--–---–----- მომსახურების სააგენტოს იმერეთის ს--–---–----- სამხარეო ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის №04-06/12983 წერილი. (ს.ფ 32-33)
3.2.2. 2018 წლის 21 ნოემბრის იმერეთის ს--–---–----- მ--------------------------–-------ს გადაწყვეტილებით სულ ჩასარიცხმა თანხამ 01.01.15-დან 01.08.15-მდე შეადგინა 2168.60 ლარი.
მტკიცებულება: 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება N 2611-2-01793 (ს.ფ. 34)
3.2.3. 2018 წლის 21 ნოემბრის იმერეთის ს--–---–----- მ--------------------------–-------ს გადაწყვეტილება გ-------–ი ს---------ის მიერ გასაჩივრდა, რადგან საქართველოს პრეზიდენტის N12611201793 ბრძანების დარღვევით მოხდა აღნიშნული თანხების გაცემა.
მტკიცებულება: 2018 წლის 21 დეკემბრის საჩივარი (ს.ფ. 35)
3.2.4. 2018 წლის 26 დეკემბერს იმერეთის ს--–---–----- მ--------------------------–-------ს მიმართვით ირკვევა, რომ გ-------– ს---------ის საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება ს--–---–----- მომსახურების სააგენტოში. 2019 წლის 04 იანვარს გ-------– ს----------მ განცხადებით მიმართა იმერეთის ს--–---–----- მომსახურების სამხარეო ცენტრს და გამოხატა სურვილი საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე.
მტკიცებულება: 2018 წლის 26 დეკემბერის მიმართვა (ს.ფ. 36-37)
3.2.5. 2019 წლის 27 თებერვლის N 0------- ს--–---–----- მომსახურების სააგენტოს იმერეთის ს--–---–----- მ--------------------------–-------ს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გ-------– ს---------ის მოთხოვნა უკანონოდ გამოქვითული თანხების დარიცხვის თაობაზე არის ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი (იხ. გადაწყვეტილება).
მტკიცებულება: 2019 წლის 27 თებერვლის N 0------- ს--–---–----- მომსახურების სააგენტოს იმერეთის ს--–---–----- მ--------------------------–-------ს გადაწყვეტილება (ს.ფ. 38-40)
3.2.6. დადგენილია, რომ ს-------–---–--------------------------------ს ს--–---–----- მ--------------------------–-------ს უფროსის მოადგილის თამაზი ვაშაყმაძის 2018 წლის 04 ივლისის #04-06/7306 წერილით გ-------– ს----------ს ეცნობა 2018 წლის 01 ივლისიდან მის მიმართ დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ.
მტკიცებულება: ს-------–---–--------------------------------ს ს--–---–----- მ--------------------------–-------ს უფროსის მოადგილის თამაზი ვაშაყმაძის 2018 წლის 04 ივლისის #04-06/7306 წერილი.
3.2.7. დადგენილია, რომ ს-------–---–--------------------------------ს ს--–---–----- მ--------------------------–-------ს უფროსის მოადგილის თამაზი ვაშაყმაძის 2018 წლის 04 ივლისის #04-06/7306 წერილი გ-------– ს----------მ გაასაჩივრა ს-------–---–--------------------------------ს ს--–---–----- მომსახურების სააგენტოში, რომლის 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გ-------– ს---------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მტკიცებულება: ს-------–---–--------------------------------ს ს--–---–----- მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------– ს---------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული, „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ ბრძანება.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი, ს-------–---–--------------------------------ს 2018 წლის 26 ნოემბრის №0---------- წერილი მიღებული პენსიის გამოქვითვის შესახებ და ს-------–---–--------------------------------ს 2019 წლის 27 თებერვლის №0-------- გადაწყვეტილება გ-------– ს---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ- შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
6.2. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, მისი შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს
კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ეს კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, აგრეთვე, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.
,,?????????? ????????????? ?? ?????????? ?????????? ?????????? ??????? “ ??????????? ?????? ს მე-3 მუხლის თანახმად ??????? ???????? ?????????? ; ა) სამართლიანობა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) მუდმივობა; დ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია.
6.3.განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ-------– ს---------ის სარჩელი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე დაკმაყოფილდა და სასამართლომ დაავალა მოპასუხეებს - ს-------–---–--------------------------------ს ს--–---–----- მომსახურების სამხარეო ცენტრს და ს-------–---–--------------------------------ს, ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ-------– ს----------ზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ნოემბრის №04-06&12983 წერილით ეცნობა გ-------– ს----------ს, რომ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2015 წლის იანვრიდან.
6.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან გ-------– ს----------ზე 2015-2016 წლის ივლისამდე მიღებული პენსიის 1715.70 ლარის გამოკლების ფაქტის კანონიერების შემოწმება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გამოიცეს, არამედ ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტს და უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ სამართლებრივ ინსტიტუტებს და სტანდარტებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება კანონის მხოლოდ სიტყვასიტყვითი განმარტებაზე არ უნდა დააფუძნოს და მისი უფლებამოსილების ფარგლებში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეში Saladyuk v. Russian Federation მიუთითა, რომ ,,მართალია, პენსია არ ექცევა ევროპული კონვენციის დაცვის ფარგლებში, მაგრამ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს პენსიის მოთხოვნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Saladyuk v. Russia, Application no. 67099/01, 12 July 2005, §26). ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით პენსიის მიღების უფლების დაცვა სასამართლომ ასევე აღიარა საქმეებში Stec and Others v. the UK და Moskal v. Poland (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Stec and Others v. the UK, Applications nos. 65731/01 and 65900/0, 12 April 2006, §54; Moskal v. Poland, , Application no. 10373/05 15 September 2009, § 38).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმატებით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა. სახელმწიფო პენსიის დაწესებით ადგენს ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის და მარჩენალის დაკარგვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლებას და ამ უფლების რეალიზებას ახდენს ეტაპობრივად, არსებული რესურსების ფარგლებში. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიზნებისთვის მინიმალური საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფის ვალდებულება წარმოიშობა ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის ან/და მარჩენალის დაკარგვის გამო.
6.5. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 -ე მუხლის მიხედვით, ლეგალიზებული იქნა ზედმეტად გაცემული პენსია. კერძოდ, მოხმობილი მუხლის პირველი პუნქტით - 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ-------– ს---------ის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი გახდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ ემყარება ,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონს და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონს. ამდენად, გ-------– ს---------ის მოთხოვნა 2014 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ იმთავითვე საფუძვლიანი იყო.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გ-------– ს----------მ ზედმეტად მიიღო სახელმწიფოს მხრიდან პენსია, რომელიც გამოაკლდა კომპენსაციის სახით ერთობლივად გაცემულ თანხას, რადგან სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს არაჯეროვანი გადაწყვეტილების გამო ვერ მიიღო უფლებამოსილმა პირმა კომპენსაცია, ხოლო უკვე მიღებული სახელმწიფი პენსიის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას, როგორც აღინიშნა, კრძალავს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 -ე მუხლი, რომლის მიხედვით, ლეგალიზებული იქნა ზედმეტად გაცემული პენსია. კერძოდ, მოხმობილი მუხლის პირველი პუნქტით - 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
6...სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის 17.1-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ს-------–---–--------------------------------ს 2018 წლის 26 ნოემბრის №0---------- წერილი და ს-------–---–--------------------------------ს 2019 წლის 27 თებერვლის №0-------- გადაწყვეტილება გ-------– ს---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონს და არღვევს მოსარჩელის კანონიერი უფლებებსა და ინტერესებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გ-------– ს---------ის სარჩელი დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, მე-17 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს გ-------– ს---------ის სარჩელი.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------–---–--------------------------------ს 2018 წლის 26 ნოემბრის №0---------- წერილი, მიღებული პენსიის 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის, 2015 წლის სექტემბრიდან - დეკემბრის ჩათვლით 160 ლარის, 2016 წლის იანვრიდან - ივლისის ჩათვლით 160 ლარის გამოქვითვის შესახებ;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------–---–--------------------------------ს 2019 წლის 27 თებერვლის №0-------- გადაწყვეტილება გ-------– ს---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ;
4. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2920.00 ლარის, როგორც უკანონოდ შემცირებული თანხის, გ-------– ს---------ის სასარგებლოდ გადახდა; (2015 წლის იანვრიდან - 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად 150 ლარი, 2015 წლის სექტემბრიდან - 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 160 ლარი, 2016 წლის იანვრიდან - 2016 წლის ივლისის ჩათვლით ყოველთვიურად 160 ლარი).
5. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11.
მოსამართლე მ--–---- ჩ--------