განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/386-19
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თ----- აბზიანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- ზ-------–---–ი
სტაჟიორ-პროკურორი - პ------ ო-----
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ--- დ---–--ე
ბრალდებული ი------–----ს ასული გ------–--
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი ზ---------------------------, ბინა N9.
სისხლის სამართლის საქმე №0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ი----------–იამ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 13 აპრილს, ი----------–ია გამოსახლებულ იქნა ქუთაისში ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. ი----------–იამ 2018 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში უკანონოდ შეაღწია და 2019 წლის მარტამდე აგრძელებდა ცხოვრებას აღნიშნულ ბინაში, რითაც ირღვევა ბინის მესაკუთრეების - მ------ ხ------–---–ისა და მ--- ბ------–--–---–ის ბინის ხელშეუხებლობის უფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) ირკვევა, რომ 07.03.2019 წელს ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში უკანონოდ შეაღწიეს 1977 წელს დაბადებულმა ი----------–იამ და მისი ოჯახის წევრებმა;
N6----- შეტყობინებით ირკვევა, რომ 07.03.2019 წელს 18:30 საათზე, შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის მ--- ბ---------ის მიერ განხორციელდა შეტყობინება ამავე განყოფილების სამორიგეოში, რომლის თანახმად ქ. ქუთაისში ზ---------------------------/9-ში ოჯახთან ერთად იმყოფება ი----------–ია, რომელსაც აკრძალული ჰქონდა ბინაში შესვლა.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი მ--- ბ---------ე ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებთან გ------- კ---–--ესა და ლ-–- ჯ-------ესთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც დახვდათ მოქალაქე ი----------–ია, რომელმაც მათ განუმარტა, რომ საცხოვრებელ ბინაში იმყოფება იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ბინა არის სადავო და მას აქვს სურვილი დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს სამართლიანობა.
სატელეფონო გასაუბრების შესახებ N6----- ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი დ----- მ-------ე ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჩასატარებელი შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის მიღების მიზნით ტელეფონის ნომერზე 5----------- დაუკავშირდა საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს მ------ ხ------–---–ს, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის გამოც მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მომხდარიყო გადაუდებელი აუცილებლობის წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი დ----- მ-------ის მიერ 19:15 საათიდან 20:05 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში. დათვალიერებით დადგინდა, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა ი----------–ია, მისი მეუღლე ი--------------–--ნი და შვილები გ------- და ნ--- კ-------–---ები. ი----------–იას განმარტებით, საცხოვრებელ სახლში ყველა ნივთი წარმოადგენს მისი და მისი ოჯახის საკუთრებას.
მ------ ხ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რობიზონ ხურცილავას 21/12/2018 წლის საჩივრით, ირკვევა, რომ ადვოკატი ითხოვს გამოძიების დაწყებას სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრასთან დაკავშირებით, კერძოდ, მისი კლიენტის მ------ ხ------–---–ის საკუთრებაში არსებული ბინაში, მდებარე ქ. ქუთაისი ზ---------------------------/9-ში ი----------–იასა და მისი ოჯახის წევრების უკანონოდ შეჭრასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით, სადაც უთითებს, რომ ი----------–ია აღსრულების პოლიციის მიერ გამოსახლებულ იქნა 2018 წლის 13 აპრილს, უკანონოდ შეჩერდა უკვე დასრულებული გამოსახლების პროცესი, რაც გასაჩივრებულ იქნა და გაუქმდა მითითებული გადაწყვეტილება.
სატელეფონო გასაუბრების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 4 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი მ--- ბ---------ე დაუკავშირდა ი----------–იას ტელეფონის ნომერზე 5--------, რომელსაც განუმარტა, რომ უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში, რაზედაც მან უპასუხა, რომ ვინაიდან არის სასწრაფო დახმარების ექიმი და მუშაობს გადატვირთული გრაფიკით, როგორც კი მოახერხებს გამოცხადდება განყოფილებაში. ი----------–იას აგრეთვე განემარტა, რომ ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში, რომელშიც ის ამჟამად ცხოვრობს ოჯახთან ერთად, არის სხვისი საკუთრება და იგი ეკუთვნის მ------ ხ------–---–ს, ამიტომ მან დროის უმოკლეს ვადაში უნდა დატოვოს ბინა და გადასცეს ის მის კანონიერ მესაკუთრეს. აღნიშნულზე ი----------–იამ განმარტა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ამ ეტაპზე წასასვლელი არსად აქვთ, ბინის დასაცლელად ესაჭიროება გარკვეული დრო და მისი განმარტებით, ეცდება ბინა გაათავისუფლოს რაც შეიძლება მალე.
გასაუბრების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 16 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორი ა------–-–---–ი გაესაუბრა ი----------–იას, რომელმაც განუმარტა, რომ ბინა უნდა გაეთავისუფლებინა 2019 წლის 15 იანვრამდე, თუმცა ამ ეტაპზე წასასვლელი რადგან არსად აქვს, ესაჭიროება გარკვეული დრო ბინის დასაცლელად.
გასაუბრების შესახებ N657434 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 16 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორი ა------–-–---–ი გაესაუბრა ი----------–იას, რომელსაც განუმარტა, რომ 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით უნდა გამოათავისუფლოს საცხოვრებელი ბინა.
სატელეფონო გასაუბრების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 2 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ მ--- ბ---------ეს დაუკავშირდა ი----------–ია, რომელმაც აცნობა, რომ იგი აღარ არის ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ზემოაღნიშნულ მისამართზე იმყოფებიან მისი მეუღლე და შვილები. თვითონ კი დროებით საცხოვრებლად იმყოფება ქ. ქუთაისში, დ-------–-----–---------------ში ახლობელთან.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 4 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი მ--- ბ---------ე პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ა-–---------- ა----–--ესთან და პოლიციის კაპიტან შ----- ხ--–----თან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდათ დაკეტილი. მეზობლის განმარტებით, ი----------–ია და მისი ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებიან და შესაძლოა იყვნენ საღამოს საათებში.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ლ-–- ჯ-------ე პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----– დ-------სთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდათ დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ლ-–- ჯ-------ე პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----– დ-------სთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდათ დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ს--- ხ----------ე გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 7 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ს--- ხ----------ე გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 8 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ვ-----–- წ--------–- პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–- ზ--------ესთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდათ დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ა-–---------- ა----–--ე გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ვ-----–- წ--------–- გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 14 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ა-–---------- ა----–--ე გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 24 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ს--- ხ----------ე გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დაკმაყოფილდა მ--–--------------–ვილის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და ი----------–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ--–--------------–ვილის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში ზ---------------------------/9-ში, საკადასტრო კოდი: 0------------------- და დადგინდა, რომ საცხოვრებელი ბინა მოსარჩელეს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების შესახებ 13.04.2018 წლის ოქმით დადგენილია, რომ 07.11.2017 წლის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ იქნა გამოსახლების პროცესი მოვალე ი----------–იას მიმართ ქ. ქუთაისში ზ---------------------------/9-ში. ოქმის თანახმად გამოსახლების პროცესს არ დასწრებია მოვალე ი----------–ია, მას ესწრებოდა კრედიტორი მ--–---- ზ------–---–ი, რომელმაც ჩაიბარა ბინაში არსებული მოძრავი ნივთები.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შეჩერდა იძულებითი სააღსრულებო წარმოება N A-------- ი----------–იას (6----------) მიმართ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან თანხის გადმორიცხვამდე.
2018 წლის 2 მაისის აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება საქმე N A-------- სადაც კრედიტორია მ--–---- ზ------–---–ი (4----------) ხოლო მოვალე ი----------–ია (6----------) აღნიშნული საქმე გამოსახლების ნაწილში დასრულებულია.
2018 წლის 6 ივნისის აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება საქმე N A--------, სადაც კრედიტორია მ--–---- ზ------–---–ი (4----------) ხოლო მოვალე ი----------–ია (6----------) აღნიშნული საქმე გამოსახლების ნაწილში დასრულებულია. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ---------------------------/9, ჩაბარდა მის კანონიერ მფლობელს მ--–---- ზ------–---–ს (4----------);
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მ------ ხ------–---–ის საჩივარი და გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინება, რომლითაც შეჩერდა ი----------–იას (პ/ნ 6----------) მიმართ იძულებითი A-------- სააღსრულებო საქმის წარმოება.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინების თანახმად - შეწყდა წარმოება N3------17 წ. ადმინისტრაციულ საქმეზე დავის საგნის არსებობის გამო.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, ქ. ქუთაისი, ზ---------------------------/9-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან მ------ ხ------–---–ი და მ--- ბ------–--–---–ი.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბ----- ბ--------–---მა სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში, აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე. 2017 წელს შესასრულებლად დაეწერა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, კერძოდ კრედიტორ მ--–---- ზ------–---–ის უძრავი ქონებიდან, მოქალაქე ი----------–იას გამოსახლების თაობაზე, რის თაობაზეც ი----------–იას გაეგზავნა შეტყობინება ბინის ნებაყოფლობით დატოვების თაობაზე. აღნიშნულის შემდგომ მოწმე პირადად გამოცხადდა მისამართზე ქ. ქუთაისში, ზ-----------------------------ში, სადაც დახვდათ მოქალაქე ი----------–ია, რომელსაც აუხსნა, რომ თუ კი არ მოხდებოდა მის მიერ საცხოვრებელი სახლის ნებაყოფლობით დატოვება, მოხდებოდა მისი იძულების წესით გამოსახლება. აღნიშნულზე შედგა ოქმი და ხელი მოაწერა ი----------–იამ. მას შემდეგ რაც ი----------–იამ არ შეასრულა კრედიტორისათვის უძრავი ქონების ნებაყოფლობით გადაცემა, მის მიერ დაინიშნა იძულებით გამოსახლების პროცედურა. თარიღი და დრო, როდის უნდა მომხდარიყო გამოსახლება, ი----------–იასთვის ცნობილი იყო, მაგრამ მისამართზე მისულ აღსრულების პოლიციას ბინა დახვდა დაკეტილი და მოხდა მეზობლის მიერ გასაღების გადაცემა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თანხმობით შევიდნენ მითითებულ ბინაში, სადაც აღიწერა იქ არსებული მოძრავი ნივთები, შედგა ოქმი და გადაეცა კრედიტორს მ--–---- ზ------–---–ს, რაც დადასტურებულ იქნა ხელმოწერებით.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ------- ჭ----–--ემ სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში, აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა მოვალე ი----------–იას კრედიტორ მ--–---- ზ------–---–ის საკუთრებიდან გამოსახლების ღონისძიებაში. მითითებულ საქმეს აწარმოებდა ბ----- ბ--------–---ი. უშუალოდ თვითონ დაევალა მოძრავი ნივთების აღწერა, რომელიც მის მიერ დეტალურად იქნა აღწერილი, რაც გადაეცა საქმის მწარმოებელს ბ----- ბ--------–---ს და მის მიერ მოხდა ოქმის შედგენა. მოწმის განმარტებით, გამოსახლების დღეს მისამართზე მოვალე არ დახვდათ. სახლი იყო დაკეტილი და გაუღოთ მეზობელმა, რის შემდეგაც თავმჯდომარის ნებართვის საფუძველზე შევიდნენ ბინაში. მოწმის განმარტებით, როდესაც გამოსახლების პროცესს არ ესწრება მოვალე, ასეთ შემთხვევაში ხდება ბინაში არსებული მოძრავი ნივთების აღწერა და ადგილზე დატოვება, რაც ხელწერილით შესანახად ბარდება კრედიტორს. მოცემულ შემთხვევაშიც აღწერილი ნივთები შესანახად ჩაბარდა მ--–---- ზ------–---–ს. მოწმის განმარტებით, სააღსრულებო წარმოება მთავრდება მას შემდეგ, რაც მოხდება ელექტრონული წესით მასზე ოქმის მიტვირთვა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მ------ ხ------–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ 2012 წელს დაეღუპა მეუღლე, რომლისგანაც მემკვიდრეობით ერგო საცხოვრებელი სახლი. ვინაიდან თვითონ იყო უმუშევარი, ჰყავდა სტუდენტი შვილები და არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა, გაყიდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და ოჯახის ახლობლის, მ--–---- ზ------–---–ის რჩევითა და დახმარებით გააპროცენტა 16 000 აშშ დოლარი. სამ თვეში დაუბრუნა თანხის ნაწილი 3000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხიდან იღებდა ყოველთვიურად გარკვეულ პროცენტს. როგორც შემდეგში გაიგო, მ--–---- ზ------–---–სა და ი----------–იას შორის მოხდა სანოტარო წესით ხელშეკრულების გაფორმება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ი----------–იას საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, გ-----------------------------ში. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მ--–---- ზ------–---–ის გარდა იპოთეკარად ცნობილი იქნა მ--- ბ------–--–---–ი, რომლისგანაც გარკვეული თანხა ჰქონდა ნასესხები ი----------–იას. გარკვეული პერიოდის მერე მოხდა აღნიშნული, იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გატანა და იგი შეიძინა მ--–---- ზ------–---–მა, შეს---მისად, ფაქტობრივ საკითხებს აგვარებდა მ--–---- ზ------–---–ი. ი----------–იას მიერ არ ხდებოდა გაყიდული სახლიდან გამოსვლა, იგი აგრძელებდა აღნიშნულ სახლში ცხოვრებას და მესაკუთრეები ვერ სარგებლობდნენ ქონებით. 2018 წლის 13 აპრილს მოხდა სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით გამოსახლების პროცედურის დაწყება, რომელსაც ესწრებოდა თვითონაც. კანონის დაცვით მოხდა მოვალე ი----------–იას ყოფილ საცხოვრებელ ბინაში არსებული მოძრავი ნივთების აღწერა, რასაც არ ესწრებოდა თვითონ მოვალე. 2018 წლის 17 აპრილს, გამოსახლებიდან რამდენიმე დღეში, გადაფორმდა ბინა დაზარალებულ მ------ ხ------–---–ის სახელზე. დაზარალებულმა სხდომაზე განმარტა, რომ არაერთხელ სთხოვა ი----------–იას დაეცალა ბინა, წაეღო მისი ნივთები, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს როცა თვითონ კრედიტორმა გადაწყვიტა ნივთების გამოტანა და გადატანა დაცულ ადგილზე, ი----------–იამ მას სთხოვა რამოდენიმე დღე მოეცადა, რადგან სიძე ჰყავდა გარდაცვლილი და დაკრძალვის შემდეგ მიხედავდა აღნიშნულ საქმეს, რაზეც დასთანხმდა მ------ ხ------–---–ი. თუმცა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ადგილზე ჩასულ დაზარალებულს დაახვედრა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების შეჩერების შესახებ. ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია. ი----------–ია ემუქრებოდა და ლანძღავდა მას. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მის მიერ სამივე ინსტანციაში და სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებით მოიგო საქმე. როგორც დაზარალებულმა მ------ ხ------–---–მა აღნიშნა, მას საცხოვრებელ სახლში გამოცვლილი ჰქონდა საკეტები, თუმცა რამოდენიმეჯერ როცა მივიდა ბინაში, გაუჭირდა კარის გაღება, რადგან საკეტი იყო ნაწვალები, ხოლო როცა ბინაში შევიდა ნახა, რომ საწოლი აშლილი იყო, აშკარად ღამის განათევი. გარდა აღნიშნულისა, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა აცნობა, რომ ი----------–ია შედის და ცხოვრობს ბინაში. დაზარალებულის განმარტებით ი----------–ია აგრძელებს მის ბინაში მისი თანხმობის გარეშე შესვლას, იგი ვერ ახერხებს მესაკუთრის უფლებების რეალიზებას აღნიშნულის გამო.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მ--- ბ------–--–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ ი----------–ია გაიცნო მოცემული საქმიდან და მანამდე არანაირი შეხება მასთან არ ჰქონია. დაზარალებულის განმარტებით, ის იცნობდა თ----- ხ-------ეს, რომელსაც ჰქონდა ლომბარდი. თ-----მ მას უთხრა, რომ არსებობდა კლიენტი, რომელსაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ სურდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა და შეს---მისად გადაიხდიდა პროცენტსაც ყოველთვიურად, რაზედაც ისიც დასთანხმდა. 2014 წლის 10 ოქტომბერს ნოტარიუსთან დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ი----------–ია იყო მსესხებელი, ხოლო იპოთეკარები იყვნენ მ--- ბ------–--–---–ი და მ--–--------------–ვილი. პირადად დაზარალებულმა ი----------–იას ნოტარიუსის თანდასწრებით გადასცა თანხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო ზ------–---–მა 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარი, შეს---მისად იპოთეკარები იყვნენ ორნი, თავად და მ--–---- ზ-----–---–-. ი----------–იამ სამი თვის მანძილზე იხადა ნასესხები თანხის პროცენტი, ხოლო სამი თვის შემდეგ შეწყვიტა გადახდა. მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ის ვერ იხდიდა ვერც ძირ თანხას და ვერც პროცენტს. როგორც შემდგომში გაიგო, მ--–--------------–ვილის მიერ გასესხებული თანხა რეალურად ეკუთვნოდა მ------ ხ------–---–ს, ხოლო ვინაიდან მ--–----ი იყო ოჯახის ახლობელი, იგი ახორციელებდა ყველა ფორმალურ პროცედურას. ბოლოს მ--–---- ზ------–---–მა თქვა, რომ ქონება გაეტანათ აუქციონზე, ვინაიდან ი----------–ია რეალურად არ აპირებდა ვალის გადახდას. გაიტანა მ--–---- ზ------–---–მა აუქციონზე ქონება და შეისყიდა თვითონვე. გარკვეული ვადის შემდეგ კი მოითხოვა აღსრულება, ანუ მოსთხოვა ი----------–იას ბინის დატოვება, ხოლო შემდეგ საქმე გადაეცა აღსრულების პოლიციას. მოხდა ბინაში შესვლა და მოძრავი ქონების აღწერა, მაგრამ რადგან ი----------–ია სახლში არ იმყოფებოდა აღნიშნული ნივთები ბინიდან არ გაუტანიათ და ხელწერილით ჩაბარდა იპოთეკარს - მ--–---- ზ------–---–ს, აგრეთვე კარზე გამოიცვალა საკეტები. როგორც მათთვის გახდა ცნობილი, ი----------–ია აგრძელებდა ბინაში შესვლას და ცხოვრებას (საკეტი დახვდათ გატეხილი). არაერთხელ მოუწოდეს მას დაეცალა ბინა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს უკვე როცა მოხდა მისი და მ------ ხ------–---–ის მესაკუთრეებად დარეგისტრირება, არც მაშინ გაითვალისწინა გ------–--მ მათი მოთხოვნა, წარადგინა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების შეჩერების შესახებ, როცა აღსრულება უკვე დასრულებული იყო. შემდეგ, როცა კიდევ გადაამოწმა პოლიციამ ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში ზ. გ-----------------------------ში, იქ დახვდათ ი----------–ია მეუღლესთან და შვილებთან ერთად. დაიწყო აღნიშნულზე გამოძიება. დაზარალებულის განმარტებით, მან მისი კუთვნილი წილი მოცემული ბინიდან გაყიდა, ძალიან გაწვალდა და დაზარალდა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მ--–---- ზ------–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ ი----------–იას იცნობს როგორც მის მოვალეს, რომელსაც ასესხა თანხა, ხოლო დაზარალებული მ------ ხ------–---–ი არის ოჯახის ახლობელი. ფაქტის ირგვლივ მოწმემ განმარტა, რომ ი----------–იას ასესხა მ------ ხ------–---–ის კუთვნილი ფულადი თანხა 16 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის სანაცვლოდ მოხდა მისი კუთვნილი ბინის იპოთეკით დატვირთვა და ვინაიდან მან აღნიშნული თანხა ვერ გაისტუმრა, მოხდა აუქციონის წესით მისი შეძენა. თუმცა სანამ მოხდებოდა აღნიშნული ბინის აუქციონის წესით გაყიდვა, არაერთხელ შესთავაზეს ი----------–იას ვალის გადახდა, ან თავად გაეყიდა ბინა და გადაეხადა ვალი, თუმცა უშედეგოდ. შეს---მისად, ბინის გაყიდვის შემდეგ ი----------–იას ბინა უნდა დაეტოვებინა ნებაყოფლობით, თუმცა ის ბინიდან არ გადიოდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი იძულებით გამოსახლების შესახებ, მიეცა კიდევ ერთხელ გონივრული ვადა მოვალეს რათა დაეტოვებინა ბინა, თუმცა არ დაემორჩილა არც ერთ გაფრთხილებას. აღნიშნულის გამო აღსრულების პოლიცია გამოცხადდა მისამართზე, სახლი დახვდათ დაკეტილი, რომლის გასაღებიც ინახებოდა მეზობელთან. სახლი გააღო აღსრულების პოლიციამ, აღიწერა მოძრავი ნივთები და ვინაიდან მოვალე არ იმყოფებოდა ადგილზე, კრედიტორს, კერძოდ მას ჩაბარდა ხელწერილით აღნიშნული ნივთები. იმავე დღეს გამოიცვალა საკეტები სახლის კარზე, თუმცა ი----------–იამ მოგვიანებით მაინც შეძლო შესულიყო სხვის საკუთრებაში და აგრძელებდა თვითნებურ შეჭრას, მიუხედავად მესაკუთრის გაფრთხილებისა. მოწმის განმარტებით, მას არასდროს მიუცია უფლება ი----------–იასთვის აღნიშნულ სახლში დროებით ცხოვრებისა, რაც იგი პოლიციის მიერ იქნა გამოსახლებული.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მ--- ბ---------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, პოლიციის ოფიცრის თანამდებობაზე. მომხდარი ფაქტის ირგვლივ განმარტა, რომ 2018 წლის ივნისის თვეში დაეწერა, მოქალაქე მ------ ხ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რობიზონ ხურცილავას განცხადება მოვალე ი----------–იას საცხოვრებელი სახლიდან - მდებარე ქ. ქუთაისი, ზ---------------------------/9-ში, გამოსახლების თაობაზე. მოცემულ მისამართზე გამოსახლების პროცედურა ჩატარდა სააღსრულებო პოლიციის მიერ 2018 წლის აპრილის თვეში, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება, მოვალე ი----------–იას მიერ გასაჩივრებული იქნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღსრულების პროცესი შეჩერდა და მოვალე დარჩა მისამართზე საცხოვრებლად. თავის მხრივ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა კრედიტორ მ------ ხ------–---–ის მიერ და საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ი----------–იას უნდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და გადაეცა ფართი მ------ ხ------–---–ისათვის. აღნიშნულის შესახებ ი----------–ია იქნა გაფრთხილებული, მიეცა ვადა 2019 წლის 20 იანვრამდე, თუმცა აღნიშნული ვადის შემდეგაც გააგრძელა მან მისამართზე ცხოვრება. გადამოწმებისას, რომელიც მოხდა თებერვლის თვეში, მისამართზე იმყოფებოდნენ მოვალის მეუღლე და შვილები. კვლავ მოხდა გაფრთხილება, გაფრთხილების ოქმს ხელი მოაწერეს. ი----------–იას მიეცა ვადა თებერვლის ბოლომდე. მოწმის მიერ უშუალოდ 2019 წლის 7 მარტს გადამოწმებულ იქნა მისამართი, რა დროსაც სახლში იმყოფებოდნენ ი----------–ია, მისი მეუღლე და შვილები, აღნიშნულის შემდეგ მოწმემ გააკეთა შეტყობინება პოლიციის პირველ განყოფილებაში. ადგილზე მივიდა საგამოძიებო ჯგუფი, ჩატარდა შემთხვევის ადგილის (საცხოვრებელი ბინის) დათვალიერება. დათვალიერებაში თავადაც იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულის თაობაზე ადგილზევე შედგა ოქმი და მონაწილეთა და დამსწრეთა მიერ მოეწერა ხელი. მოწმის განმარტებით, ყოველი გაფრთხილებისას ი----------–ია ითხოვდა ვადას გამოსახლების შეჩერებისთვის, რადგან მას, როგორც დევნილს, დევნილთა სამინისტროდან უნდა ჩარიცხვოდა გარკვეული თანხა საცხოვრებელი ფართის შესაძენად.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დ----- მ-------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმემ დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე და განმარტა, რომ 2019 წლის მარტის თვეში დაიწყო გამოძიება საცხოვრებელ ფართში უკანონო შეღწევასთან დაკავშირებით. მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ----------------------------. ადგილზე დახვდათ ი----------–ია მეუღლესთან და შვილებთან ერთად. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია არც ი----------–იას და არც მისი ოჯახის წევრების მხრიდან. ოქმი შედგა ადგილზე, გაეცნო მონაწილე და დამსწრე პირებს, გაკეთდა ხელმოწერები. აგრეთვე მოწმის მიერ გამოიკითხა მოწმეები, გააცნო დაზარალებულად და ბრალდებულად ცნობის დადგენილებები შეს---მის პირებს.
ბრალდებულმა ი----------–იამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე. ხოლო საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ არ არის დამნაშავე, თაღლითურმა ჯგუფმა წაართვა ქონება. ითხოვს სიმართლეს. მას საბუთიერი შესვლა ჰქონდა ბინაში. იპოთეკარების მხრიდან მასზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ბინის ხელშეუხებლობის დარღვევას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში აღნიშნულია, რომ არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა.
კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ.
სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება; იგი დამთავრებულად ითვლება სხვის ბინაში უკანონო შესვლის ან უკანონო ჩხრეკის თუ სხვა მოქმედების ჩატარების მომენტიდან.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში. ხოლო დანაშაულის ჩადენის მოტივი კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს. მოტივს ყურადღება ექცევა სასჯელის დანიშვნის დროს.
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ ი----------–იას მიერ მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი, რომელთა ურთიერთშეჯერების პირობებში და მათი სიღრმისეული ანალიზის შედეგად სასამართლომ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. კერძოდ:
N6----- შეტყობინებით ირკვევა, რომ 07.03.2019 წელს 18:30 საათზე, შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის მ--- ბ---------ის მიერ განხორციელდა შეტყობინება ამავე განყოფილების სამორიგეოში, რომლის თანახმად ქ. ქუთაისში ზ---------------------------/9-ში ოჯახთან ერთად იმყოფება ი----------–ია, რომელსაც აკრძალული ჰქონდა ბინაში შესვლა.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N6----- ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი მ--- ბ---------ე ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებთან გ------- კ---–--ესა და ლ-–- ჯ-------ესთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც დახვდათ მოქალაქე ი----------–ია, რომელმაც მათ განუმარტა, რომ საცხოვრებელ ბინაში იმყოფება იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ბინა არის სადავო და მას აქვს სურვილი დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს სამართლიანობა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი დ----- მ-------ის მიერ 19:15 საათიდან 20:05 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქ. ქუთაისში, ზ---------------------------/9-ში. დათვალიერებით დადგინდა, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა ი----------–ია, მისი მეუღლე ი--------------–--ნი და შვილები გ------- და ნ--- კ-------–---ები. ი----------–იას განმარტებით, საცხოვრებელ სახლში ყველა ნივთი წარმოადგენს მისი და მისი ოჯახის საკუთრებას.
მოწმეებმა მ--- ბ---------ემ და დ----- მ-------ემ განმარტეს, რომ მათ ქ. ქუთაისში ზ---------------------------/9-ში მისვლისას დახვდათ ი----------–ია მეუღლესთან და შვილებთან ერთად.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ადასტურებს ი----------–იას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. დადგენილია გარემოება, რომლის მიხედვით ი----------–იამ სანოტარო წესით იპოთეკით დატვირთა საკუთარი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში ზ---------------------------------ში. აიღო სესხად გარკვეული თანხა და ნებაყოფლობით მოაწერა ხელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. მოვალის მიერ (ი----------–იას მიერ) გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დაირღვა ხელშეკრულების პირობები, რაც ავტომატურად იწვევდა იპოთეკარების: მ--- ბ------–--–---–ისა და მ--–---- ზ------–---–ის კანონიერი ინტერესების დარღვევას და ფინანსურ პრობლემებს. აღნიშნულმა პირებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ მათ მიერ არაერთხელ მოხდა თხოვნა, შეღავათის გაწევა, პირობების შეთავაზებაც კი, რომ ი----------–იას გაეყიდა იპოთეკით დატვირთული ქონება და მოეხდინა მათი დაკმაყოფილება, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ კი მოხდა ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია და მიეცა კანონით გათვალისწინებული ვადა მოვალე ი----------–იას ბინიდან გამოსვლისათვის. არც აღნიშნული სავალდებულო პირობა იქნა მის მიერ დაცული, რითაც მიეცა კანონიერ მესაკუთრეს უფლება იძულების წესით აღსრულების პოლიციის მეშვეობით მოეხდინა მისი ბინიდან გამოსახლება. როგორც აღსრულების პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით ირკვევა, სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე ეცნობა ი----------–იას სააღსრულებო მოქმედების ჩატარების თარიღი და დრო, თუმცა ეს უკანასკნელი ბინაზე არ დახვდათ. კარი გაიღო მისი დასწრების გარეშე, აღიწერა ბინაში არსებული მოძრავი ნივთები, შედგა ოქმი და ვინაიდან მოვალე ადგილზე არ იმყოფებოდა, აღწერილი ნივთები დარჩა ადგილზე, რომელიც შესანახად გადაეცა კრედიტორს - მ--–---- ზ------–---–ს. ბინაზე გამოიცვალა შესასვლელი კარის საკეტები. აღნიშნულის შემდეგ არაერთხელ მოხდა ი----------–იას უნებართვო შესვლა მითითებულ ბინაში, ითხოვდა გარკვეულ დროს ბინის დასაცლელად, რაზეც რამდენჯერმე დაითანხმა მესაკუთრეები, თუმცა ის არ ახდენდა ბინიდან მისი კუთვნილი ნივთების გატანას. როცა უკვე მესაკუთრეების მიერ მოხდა მოძიება ადგილისა, სადაც უსაფრთხოდ შეინახებოდა მოვალის მოძრავი ნივთები, აღნიშნული ღონისძიებების გატარების პროცესში ი----------–იამ მათ წარუდგინა გამოსახლების შეჩერების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება, რასაც დამორჩილდნენ მესაკუთრეები, თუმცა მოგვიანებით გასაჩივრდა მითითებული გადაწყვეტილება და სასამართლოს ყველა ინსტანციამ მიიღო მესაკუთრეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, რითაც საბოლოოდ აეკრძალა ი----------–იას სადავო ბინაში შესვლა, თუმცა ის არ დაემორჩილა კანონის მოთხოვნებს და უკანონოდ, ოჯახთან ერთად შევიდა სხვის კანონიერ საკუთრებაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, რითაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
კანონმდებელი, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის კომენტირებისას ხაზგასმით უთითებს: ,,უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით (მაგალითად, ბინის გამოყენება მეპატრონის დროებით არყოფნისას). სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ“. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ ბინის მესაკუთრეების (მეპატრონეების) ნება ცალსახად გამოხატული იყო, მათ არ მიუციათ ი----------–იასთვის ნება შესულიყო ბინაში და ეცხოვრა ოჯახთან ერთად. უფრო მეტიც, კარზე რამდენჯერმე გამოიცვალა საკეტები უკანონო შეჭრის თავიდან ასაცილებლად. დაზარალებულებმა სასამართლო სხდომაზე ნათლად განმარტეს, რომ მათ არ დაურთავთ ნება ბინაში შესულიყო ი----------–ია. მესაკუთრეების იქ არსებული მოვალის მოძრავი ნივთების გამო ვერ ახორციელებდნენ მათი უფლებების რეალიზებას (თუნდაც ქონების რეალიზაციას). ი----------–იასთვის ცნობილი იყო იმ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც მისი სხვის საკუთრებაში არსებული ბინაში შესვლა და ყოფნა გამოიწვევდა, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ მოხდა აღნიშნულის უგულვებელყოფა და კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
აქვე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციაზე, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ უთითებს, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს ,,მესაკუთრის“ ინსტიტუტს და უთითებს ,,მფლობელობაზე“; რომ უფლებები უნდა ერღვეოდეს არა მესაკუთრეს, არამედ მფლობელს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მესაკუთრეები ვერ ახორციელებდნენ კანონიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფაქტობრივ ფლობას იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული ქონებაზე უკანონო მფლობელობას ახორციელებდა ი----------–ია, რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრეთა ნების გარეშე სარგებლობდა და უკანონოდ იყო ,,დაუფლებული“ სადავო უძრავ ქონებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----------–იას მიმართ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი----------–იას ბრალეულობას.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ი----------–იამ ჩაიდინა ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----------–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შეს---მისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ი----------–იას უნდა დაენიშნოს შეს---მისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე გახდება საფუძველი მომავალში ი----------–იას საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----------–ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ი----------–იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ი----------–იას მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები და ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე